21 თავი."ძველი დრო"

446 48 501
                                    

-აიენი არ მოვა?-დუმილს ბორა არღევევს.

ყველა მაგიდას მივსხდომოდით.მე ერთ თავში ვიჯექი,დოგჰვა კი მეორე ბოლოში ჩემს მოპირდაპირედ.

ერთ მხარეს ჯუნი მიმშვენებდა მეორეს კი იონჯუნი.მის გვერდით ბორა,რომლის მოპირდაპირედ ლიზა იჯდა,ლიზას გვერდს გვენი უმშვენებდა.გვენის წინ ლეა იჯდა ლეას გვერდით კი კაი.

კაი გაფითრებული იყო დოგჰვას გვერდით რომ მოუწია ჯდომა,მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია.

დოგჰვას მეორე მხარეს ფელიქსი უმშვენებდა,რომელიც სუფრასთან ყველაზე უდარდელად იჯდა.

-კარავში ვერ ვნახე,ამ ბოლო დროს გარეთ დაბორიალობს ხოლმე-ჩაიბურტყუნა იონჯუნმა-მოვა ალბათ.

-ხოო-ჯუნმა გარშემო მიმოიხედა-დოგჰვა გაგიცურებია.ვერ მიხვდა შენ რომ იყავი.

-მაგის დაფარვა კარგად გამომდის-მიკლედ ჭრის ელი.

-საუცხოოდ მაღალ დონეზე-დოგჰვა სუფრიდან თავს არ სწევს.გარეული ტახის ხორცს ისე ჭრის გეგონება მისი მტერი ყოფილიყოს-ასე კარგად მისი გამოყენება აკადემიაში ისწავლეთ თქვენო უდიდებულესობავ?-ხორცის ნაჭერს პირში იდებს და ელიონორას მზერას უსწორებს თან ხორცს ზედმეტად ძლიერად აწვება კბილებით ნერვების მოსათოკად.

-სოჰიუნის მაგიის საშუალებით.-უდარდელად პასუხობს ელი და ღვინის ბოკალს თითებში იღებს.

-კიმ სოჰიუნის?!-კბილებში გამოცრა დოგჰვამ-იმ ალქაჯის?სერიოზულად?

-დიახ სერიოზულად.

-ჩვენს სოჰიუნს გულისხმობთ?-კითხილობს ფელიქსი მეგობრული ტონით და მაშინვე დოგჰვას და ელის წარბებშეკრულ მზერას იღებს ამრეზი განწყობოთ.

-"ჩვენს?" -კითხულობს ორივე გაკვირვებული.

-კარგი რა.მე და სოჰიუნი ბავშობაში კარგი მეგობრები ვიყავით ის დამეხმარა ლინას დავახლოვ...-ფელიქსმა ტუჩზე იკბინა და ლუციფერს გულში მადლობა გადაუხადა ჰინა ოთახში რომ არ იყო-ნუ რა მნიშვნელობა აქვს რაში დამეხმარა ხცენი საუცხოო ზებუნებრივი კლასის წევრი იყო!

ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)Where stories live. Discover now