-მგონი ცუდი იდეა იყო-ამბობს კაი და მამაკაცის სხეულს იონჯუნთან ერთად გოგონების მიერ გაშლილ პედლებზე აფენს.
-სხვა გამოსავალი არ გვქონდა.ტელეფონი არ იჭერს და მთავარი გზიდან საათნახევრის სავალზე ვართ-ამბობს იონჯუნი და ახლად მოსულ ელიონორას გზას უთმობს.
ლეა და ლიზა ტყიდან დახმარების საძებნად წავიდნენ.
ელიონორამ მათი ნივთები გადაქექა და ჭრილობის დასამუშავებლად რაც საჭირო იყო ყველაფერი მოიმარაგა.
-ბორა ჭრილობის დამუშავებას შეძლებ?-ეკითხება გოგო ბორას, რომელსაც ზედა გამოეცვალა და ლიზას დიდი ზომის ზედა და თავისი სპორტული შარვალი ამოეცვა.
თმა აეკრა,სახე კი ჩამოებანა.
-რა?მე?შანსი არაა!მეშინია ხელი ამიკანკალდება და-ჯერ კიდევ შოკში იყო მომხდარისგან.
-კარგი მაშინ ცეცხლი მაინც დაანთე სხეულს გავუთბობთ ნორმალურად.-კაის გახედა-წადი მშრალი ტოტები მოაგროვე.იონჯუნ ბალახები მოძებნე ტყეში რაც შეიძლება სწრაფად და აქ მომიტანე.
-რა ბალახები?
-პიტნა,ობის კენკრა და გველთესლა-ბორამ წარბები შეკრა.
-პირველის მეტი არცერთის სახელი გამიგია.-აცხადებს ბორა.
-მოიცა გველგესლა წითელეკლებიანი როა ეგ ხოა?.
-ხომ გითხარი ჯიმინს გაკვეთილებს ნუ აცდენ თქო?-რიტორიკულად დაყოლა ელიონორამ მკაცრი ტონით-წადი და ბალახები მოძებნე,ტყის სიღრმეში იქნება-იონჯუნი აღარ შეწინაღმდეგებია ისე გაიჭრა ტყეში.
-რომ დაიკარგოს?-ანერვიულდა ბორა და თან ჩანთაში ასანთის ძებნა გააგრძელა.
-არ დაიკარგება კარგი ორიენტაციის უნარები აქვს.-ელიონორა სხეულთან ჯდება და გადაფარებულ ადიელას წელამდე უკეცავს.მაკრატლით ზედას შუაზე ჭრის და სხეულს გვერდიდან აფარებს.შემდეგ ხელებსაც და ზედის დამაკავშირებელ ადგილებსაც მარტივად ჭრის.ქსოვილის გაჭრილ ნაწილს ხელს ავლება და თეთრ თხელ აბრეშუმის პერანგს მამაკაცის სხეულიდან ერთი ხელის მოსმის ათავისუფლებს.
YOU ARE READING
ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)
Fantasíaსამყარო უამრავ საიდუმლოს ინახავს. მალავს იმ არსებებს, რომლებიც ჩვენს თვალწინ ისე ცხოვრობენ, როგორც ადამიანები. ბავშობიდან მოყოლებული მჯეროდა რომ ამ სამყაროში ჩვენს გარდა სხვა არსებებიც ცხოვრობდნენ. მჯეროდა, რომ მითები მაქციებზე, ჯადოქრებზე ანგელოზებ...