დიდი,შავი,უძირო წყვდიადი...
თითქოს უსასრულობისკენ მექაჩებოდეს,ეს იმდენად ნაცნობი შეგრძნება...
წინ სინათლეს ვხედავ.შუქი ნელ-ნელა უფრო ფართოვდება.
თვალებს ვხუჭავ,სინათლე მათ ძალიან წვავს.მოგონოებები სურათებივით მივლის,თითქოს მსგავს ორმოში ადრეც აღმოვჩენილვარ.
"გასაოცარია არა?"
მამაკაცის ღიმილი.
"გენიოსიხარ"
სხვა კაცის ხმა.
"ოსტატი შენით კმაყოფილი იქნება"
მესამე ხმა.
"ჰიონის მართლა მოეწონება?"
კვლავ პირველი ხმა და ისევ ეს ღიმილი.
"რა თქმა უნდა"
ეს...ჩემი ხმა იყო.
მათ სახეებს ვერ ვარჩევ,მაგრამ მათი ხმები იმდენად მკაფიოა...
ვიღაც ხელს მჭიდებს და მოულოდნელად უსასრულობაში ვარდნა წყდება და რბილ სხეულზე ვეცემი.
თვალებს ვახელ.შავი, ნახატებით გაწყობილი ,უზარმაზარი კედლები.
რბილ მატერიას ხელით ვაწვები და მამაკაცის ამოქშენის ხმა მესმის.
თავს ზემოთ ვწევ და ვიაზრებ,რომ დოგჰვას ზემოდან ვაწევარ.გარშემო მიმოვიხედე კაი მიწაზე იყო სახით დავარდნილი მისგვერდით კი მისი და ეგდო მოკუნტული.
-პირველი დაცემა ყოველთვის რთულია-თეჰიონის ხმაზე მისკენ ვიყურები.ის და იონჯუნი ერთადერთნი არიან,რომლებიც ფეხზე დგანან და...
-აქ განსხვავებული აურაა-ლიზა ცალმუხლზე დაეშვა, თუმცა მაინც კარგად გამოიყურებოდა დანარჩენებისგან განსხვავებით.
-ჩემგან გადასვლას არ აპირებ?-დოგჰვას ხმაზე ვფხიზლდები და ვხდები,რომ ჯერ ისევ მას ვაწევარ.
სასწრაფოდ ვიწევი უკან და სწრაფად ვდგები,შემდეგ კი ტანსაცმელს ვიფერთხავ.
YOU ARE READING
ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)
Fantasíaსამყარო უამრავ საიდუმლოს ინახავს. მალავს იმ არსებებს, რომლებიც ჩვენს თვალწინ ისე ცხოვრობენ, როგორც ადამიანები. ბავშობიდან მოყოლებული მჯეროდა რომ ამ სამყაროში ჩვენს გარდა სხვა არსებებიც ცხოვრობდნენ. მჯეროდა, რომ მითები მაქციებზე, ჯადოქრებზე ანგელოზებ...