აბა აბა მოიცადეთ!ლიზას თვალები იასამნისფერია?რაც იმას ნიშნავს რომ...
ყველაფერი აზანზარდა.
-ჯანდაბა ეს ძუკნა-დაიღრინა მგელმა და უკან შეტრიალდა.-ხალხი გარეთ გაუშვით და პორტალი გახსენით სანამ ჩვენამდე მოაღწევს აქედან უნდა გავაღწიოთ.
-მაგრამ...-დაისისინა გველის ენიანმა.
-არანაირი მაგრამ,ლი დოგჰვას ვერ მოვერევით,გეგმის გარაშე ნამდვილად ვერა-მგელი საკნიდან გადის,სისინა კი ჩვენ გვიტრიალდება.
-რა ცუდია რომ თქვენს დაგემოვნებას ვერ შევძლებ,არადა ისეთი გემრიელი შესახედაობა გქონდათ-ამ "მშვენიერი" სიტყვებით გვემშვიდობება და გარეთ გადის.
-მოიცა ახლა რა...-მგლის ღრიალი გარეთ ყველას ადუმებს.
ეს დოგჰვას ხმა იყო,ის განრისხებულია
-დაველოდოთ-ამბობს მშვიდად ლიზა-აუცილებლად მოვ . . .
ლიზას სიტყვაც არ ჰქონდა დასრულებული დილეგის კარი რომ ერთიანად წყდება და მიწას ეხეთქება.ჩვენს წინ ახალგაზრდა გოგო იდგა.წელამდე დატალღული წითური თმებით,გარუჯული კანით და ტანზე მომდგარი შავი შარვალით.ზემოთ ტოპი ეცვა,შარვლის საკიდეზე კი პატარა ზომის მათარები ჩამოეკიდებინა.
-ოჰო ლიზა-ცინიკურად გაიღიმა გოგომ და მისკენ წავიდა.ერთ-ერთი მათარა აიღო და ჯაჭვებს დაასხა-იგნის-ლიზას ჯაჭვები თითქოს ხელზე ადნება და მისი ხელებიც თავისუფლდება.გოგო სამ კოლბას იღებს და ლიზას უწვდის-იმედია ჰიუნჯინის გაკვეთილები გახსოვს-კვლავ ეშმაკური ღიმილით იღიმის გოგო.
ფეხზე დგება და ბიჭების საკნისკენ მიდის,კარებს ოდნავ აწვება რაღაცას ბუტბუტებს და ისიც იღება.
კვლავ მიწა იძვრის.
-ანუ მაინც მოვიდა-ჩაილაპარაკა ლიზამ და ჩემთან მოვიდა-იგნის
ჩემი ბორკილები იხსნება.შემდეგ ლეასთან ინაცვლებს იგივეს გასამეორებლად.ფეხზე ვდგები და შარვალს ვიფერთახავ.მზერას იონჯუნს ვუცვლი.ის უბრალოდ მიღიმის და ხელებს იზელს,რომელიც რამდენიმე წამის წინ წითურმა გოგომ გაუხსნა.
YOU ARE READING
ანგელოზის ბედისწერა/선택된 것🌓(დასრულებული)
Fantasyსამყარო უამრავ საიდუმლოს ინახავს. მალავს იმ არსებებს, რომლებიც ჩვენს თვალწინ ისე ცხოვრობენ, როგორც ადამიანები. ბავშობიდან მოყოლებული მჯეროდა რომ ამ სამყაროში ჩვენს გარდა სხვა არსებებიც ცხოვრობდნენ. მჯეროდა, რომ მითები მაქციებზე, ჯადოქრებზე ანგელოზებ...