1.პირველი დღე

5.1K 264 9
                                    

აქ როგორ მოვხვდი არვიცი.დედამ როგორ დამითანხმა ან საერთოდ როდის გადაწყიტეს ჩემი აქ გამოკეტვა.
მაგრამ როგორც ჩანს უკვე გვიანია,უკანა სავარძელზე ვზივარ გვერდზე ჩემოდანი მიდევს და რაღაც უზარმაზარ შენობას ვუახლოვდებით, რომელიც გარედან საოცრად მოგეჩვენებათ, მაგრამ რაც უფრო მიუახლოვდებით მიხვდებით რომ ერთი ჩვეულებრივი სკოლაა,იმის გამოკლებით რომ აქ ყოველ წამს გრძნობ თავს პატიმრად.
მანქანა გაჩერდა და დედა სწრაფად გადმოვიდა ჩემი კარი რომ გაეღო.კარგია,ეს იმას ნიშნავს რომ მიხვდა,ჩემით გადმოსვლას,რომ არ ვაპირებდი.
-გადმოდი ლიზ,მოვედით.-ღიმილი მთელ სახეს უნათებდა.ნეტა რა უხარია ასე?!
უსიტყოვდ გადმოვედი და ჩემოდანიც წამოვაპორწიალე.
-შესასვლელი აქ უნდა იყოს.-დიდ აგურისფერ კარზე მიანიშნა წარწერით "შესასვლელი".
-ასე ფიქრობ?!- ირონიულად ვიკითხე და თვალები გადავატრიალე.
დედამ დამაიგნორა.როგორც ყოველთვის.ხელი მაჯაზე ჩამჭიდა და კარებისკენ მიმათრევდა.თავი ვინ გონია?! ჩემს აქ გამოკეტვას აპირებს და მესმის ერთი სული აქვს როდის შემაგდებს ამ შენობაში მაგრამ ცოტათი მაინც ხომ უნდა იფიქროს ჩემზე? ბოლოს და ბოლოს მისი შვილი ვარ.
-ჰეი,გამიშვი.-ძლიერად მოვიქნიე ხელი და ვეცადე მონსტრის კნანჭებიდან ხელი გამეთავისუფელბინა.-გასაქცევ გზასაც არ მიტოვებ და წესიერად მაინც მომექეცი ხალხი გვიყურებს! არანაირი სურვილი არ მაქვს შენ გამო დამცინავი ტონი ავიტანო!
-თავს არავის დააჩაგვრინებ!-მარტო ეს მითხრა და ისე რომ უკან არც შემოუხედია კარებისკენ დაიძრა.
მართალი იყო.თავს არვის დავაჩაგვრინებდი მაგრამ ზურგს უკან ჩურჩულსაც არ ავიტან. იქაურობა შევათვარიელე.ბავშვები მიწაზე ეყარნენ,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.მწვანე ბალახზე უამრავი ადამიანი აბიჯებდა.ყველა ერთნაირად გამოწყობილი იყო.წითელი ფერის პიჯაკი, ნაცრისფერი ქვედაბოლო და წინდები.მხოლოდ ფეხსაცმელებოთ თუ განასხვავებდი ერთმანეთისგან.
როცა შენობაში შევედი თავი სასტუმროში მეგონა.კედლები ნაცრისფერად იყო შეღებილი და ზუსტად კარის წინ უზარმაზარი თეთრი კიბეები იშლებოდა.რომელის ერთი ბოლო მარჯვნივ მეორე კი მარცხნივ მიუყვებოდა.თავი ჰოგვარტსში მეგონა.იმის გამოკლებით რომ აქ არაირი მაგია არ იყო,ახლომახლო ვერც რონს ან ჰერმიონს ვხედავდი და არც შავი მოსასხამში ვიყავი გამოწყობილი.
-აქეთ.-თითით მიანიშნა დედამ კარიდორზე რომლის ბოლოშიც თეთრი კარი იყო.როცა კარს მიუახლოვდა დააკაკუნა და უცერემონიოდ შეაბიჯა. შიგნით ქალი დაგვხვდა, შუახნის, დიდი სათვალით.თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ კარგად ეცვა.დიდ კაბინეტში ეს ქალი ძალიან უსუსურად მომეჩვენა.
-მისის მილერ.-წამოიძახა ქალმა.-გელოდებოდით.-წამოდგა და სიმართლე გითხრათ გაკვირვებული დავრჩი  საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.ძვირადღირებული პრადას ფეხსაცმელები ეცვა.
-ეს იზაბელა შეი მილერია.ჩემი ქალიშვილი.-გამოაცხადა დედამ.
ქალიშვილი ფშშ..ფიქრებში გამეცინა და თვალები გადავტრიალე.
-სასიამოვნოა იზაბელ მე სონია ვარ.-ხელი გამომიწოდა მაგრამ არ ჩამოვართვი.ჯობია აქედანვე იცოდეს რომ აქ ყოფნა არ მიხარია.დედამ იდაყვი მკრა და მეც სონიას ნაძალადევად გავუღიმე.უხერხული სახე მიიღო რამაც გამახარა.მიყვარს ხალხს უხერხულ სიტუაციაში რომ ვაყენებ ხოლმე.
-ლისასთვისაც სასიამოვნოა.- გამოაცხადა დედამ და მისი საყვარელი გამოხედვა "მოგკლავ სახლში რომ მიგიყვან" მესროლა.ახლა ვერაფერს მიზამდა რაც თან მახარებდა და თან მწყინდა.
-ვხედავ, კარგით აქეთ წამობრძანდით.-ოთახიდან გავიდა და ჩვენც მას გავყევით.სონია არ გავდა იმ ადამიანს ვინც პრობლემებს შემიქმნიდა, ასე რომ თავსაც არ ვთვლიდი ვალდებულულად მასთან თავი თავაზიანად მომეჩვენებინა. კიბეებთან რომ მივედით რაღაც ფურცლები მომცა,გასაღები და კიდევ რუკა.
-რუკა რისთვისაა?ბიჭების მოსაძებნად თუ გემოვნებიანად ჩაცმული ადამინის საპოვნელად?
-ძალიან სასაცილოა.- სერიოზული სახით მითხრა.-აკადემიის მთელ ტერიტირიას მოიცავს ამიტომ არ დაკარგო.გასაღები შენი კარადისაა ნომერი 6334 რომელიც სკოლაშია. ეს კი გოგონების პანსეონია რაც იმას ნიშნავს რომ აქ ბიჭების შემოსვლა არ შეიძლება.შენს ყველა კითხვას გავეცი პასუხი?-სერიოზული გამომეტყველებით და ტონით მითხრა,რაღაც მომენტში ვინანე ჩემი სიტყვები.მაგრამ მალევე გადამიარა.  სონიამ რატომღაც ჩათვალა რომ დუმილი თანხმობას ნიშნავდა და ამიტომ განაგრძო.-ახლა კი შეგიძლია ბარგი მაღლა აიტანო.შენი საძინელები  მეორე სართულზეა.მარჯვენა კიბეს აყევი და ეშლი იკითხე.-ეს თქვა და თავის კაბინეტში დაბრუნდა.იმაზე ძუკნა ყოფილა ვიდრე მეგონა.
-ღმერთო რა საშინელებაა!.-ამოვიოხრე და დედას შევხედე.-ნუ გეშინია ამჯერად შენზე არ ვამბობ.-მაშინვე დავამატე.
-შენი მეგობრული თვისებები აქ ნამდვილად გამოგადგება.
-ეჭვიც არ შეგეპაროს.-ირონიულად ვუთხარი და ხელი დავუქნიე.-ახლა გაქრი აქედან.
-დამემშვიდობე მაინც.-ხელები გამოწია ჩასახუტებლად.
-არა იყოს.ერთადერთი პლიუსი ჩემ აქ ყოფნისა იცი რა არის?.-რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ შევაწყვეტინე.-ის რომ შენგან შორს ვიქნები ახლა კი კარგად მეყოლე დედიკო,ადიოს.-ლოყაზე ვუჩქმიტე და კიბეებისკენ ავემართე.ზურგიდან ვგრძნობდი რომ მიყურებდა.კარგია,მიყუროს დატკბეს ჩემი ყურებით.უკეთესს ვის შეხედავს?! როცა ბოლო საფეხურზე ავაბიჯე დავინახე ერთამნეითის პირისპირ ჩამწკრივებული უამრავი ერთნაირი კარი. ხმაური იყო,ამდენი გოგო ერთად არასდროს მინახავს არადა დამიჯერეთ ლესბოსელების კლუბში ვარ ნამყოფი.
-ერთი წუთ...-ერთ-ერთი გოგოს გაჩერებას ვეცადე მაგრამ დამაიგნორა.-მშვენიერია.-ვთქვი და ამჯერად ორ მომავალ გოგოს წინ დავუდექი ჩემთვის რომ მოესმინათ.
-ეშლის ვეძებ.დამეხმარებით?
-შენც გაგიმარჯოს ახალო.-მაღალმა თქმა დამცინავი ტონით.ნეტავ სარკეში ჩაეხედა,სიცილს მერე ნახავდა.
-იცით თუ არა?-შეწუხებული ტონით ვკითხე.
-აქედან მეოთხე კარია.-ხელით მაჩვენა მეორემ.
-აჰამ.-მადლობის თქმას არ ვაპირებდი,იმის მერე არა რაც ასე მიპასუხეს.
-ხო და წარმატებები, როგორც ჩანს ეშლისთან მოუწევს ოთახის გაზიარება.-ზურგს უკან თქვეს და მერე სიცილი დაიწყეს.
კარს მივუახლოვდი და ეგრევე შევაღე.კარი ჩემს უკან მოვიქციე და მივკეტე.
-გამარჯობა.-რახან ერთად ვიცხოვრებთ ორივესთვის უკეთესი იქნება თუ დავმეგობრდებით.
პასუხი არ გაუცია.ცარიელ საწოლს მივუახლოვდი და მძიმედ დავჯექი.
-ყრუ ხარ?-ირონიულად ვკითხე და მივაშტერდი.ქერა თმა ქონდა და ძალიან გამხდარი იყო.ოთახის თავისი მხარე ვარდისფერი ნივთებით და ფოტებით ქონდა მორთული. სარკეზე ნათურები ქონდა რაც იმას ამტკიცებდა რომ ზედმეტად იყო თავისთვაზე შეყვარებული.მოკლედ ჩვეულებრივი ქერა ძუკნაა.
-შენ წარმოიდგინე და არა.ახლებს არ ველაპარაკები.-ისე თქვა ტელეფონიდან თავი არც აუწევია.
-და ახლა რო დამელაპარაკე არა?!-დამცინავი ტონით ვუთხარი.
-ეგ არ ითვლება.ახლა თავი დამანებე.
მის სისულელეზე ჩამეცინა და ვეცადე ყურადღება აღარ მიმექცია ქერა ძუკნასთვის.იმ ფურცლებს გადავხედე მეორე ძუკნამ რო მომცა. გაკვეთილების ცხრილი იყო.კარადის ნომერი და სხვა პირადი ინფორმაციები.როცა თავი ავწიე ეშლი ოთახში აღარ იყო.რამაც გამახარა,ჩემოდნის ამოლაგება დავიწყე ტანსაცმელი არც ისე ბევრი მქონდა წამოღებული.ან რად მინდოდა?! აქ მაინც ყველა ერთაირი ძონძით დადის. რამდენიმე მაისური  შარვლები და  ჩემი საყვარელი ფეხსაცმელი დამხვდა.მოიცა..ჩემი წინდებიი..იმედია ეგენიც არ ამომაცალა თორე დავასახიჩრებ.ჩემოდნის ქექვა დავიწყე და კიდევ კარგი რომ აქ იყო.ყველა მათგანი.უცნაური ჩვევა მაქვს.სათვალეებზე და ნახატიან წინდებზე მაქვს გართულება. სახლში კიდევ ბევრი დავტოვე და არ მოგატყუებთ  ძალიან გამიჭირდა მათთან განშორება. როცა კარადა გამოვაღე შიგნით მოსაწყენი ფორმა დამხვდა.ამოვიხვნეშე და ტანსაცმელი შევალაგე.მერე საწოლთან დავბრუნდი და მძიმედ დავენარცხე მასზე.მუსიკის მოსმენა ვცადე. ეს ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა.ყურსასმენები გავიკეთე და თვალები დავხუჭე.ვგრძობდი რომ ნელ-ნელა მეძინებოდა მაგრამ ხმაურმა გამომაფხიზლა.
-რა ჯანდაბაა?-საწოლიდან წამოვხტი.ფანჯრიდან ვიღაც ტიპი შემოსულიყო ოთახში და შეშინებული მიყურებდა.
-ჩუმად!-საჩვენებელი თითი ტუჩთან მიიტანა.
-ეშლისთან ხარ.
-როგორ გამოიცანი?-დამცინავად მითხრა.
-აქ არ არის.ასე რომ სხვა დროს მოდი.
-დაველოდები.
-ფანჯრის იქით რომ დაელოდო?
-საოცრად მეგობრული ხარ.
-ვიცი.-ძალით გავუღიმე.საკმაოდ მაღალი იყო,დაკუნთული სხეული პერანგის ქვევიდანაც ჩანდა.ცისფერი თვალები და ქერა თმა ქონდა.ბარბი და კენი.იდეალურად შეეფერებოდნენ ერთმანეთს.-აქ საერთოდ როგორ მოხვდი?მეორე სართულია.
-იმ ხეს ხედავ?-ფანჯარასთან მიმიყვანა საიდანაც უზარმაზარი ხე ჩანდა.
-აა,გასაგებია.
-მე მაიკი ვარ.-ხელი გამომიწოდა.ჯერ ხელზე დავხედე და შემდეგ სახეზე შევხედე.ჩავიცინე და საწოლზე დავჯექი.-ძალიან უჟმური ხარ იცი?!
-უჟმური არ ვარ.რეალისტი ვარ.აქ ერთი წელი უნდა გავძლო.ძედემტი დრამის და ნაგვის გარეშე.რაც უფრო ნაკლებ ადამიანს დაველაპარაკები მით უფრო ნაკლებ დრამაში გავეხვი.
-ყველაფერი გაგითვლია.
-დიახ.-საწოლის გვერდზე ტუმო იდო.უჯრიდან სიგარეტი და საფერფლე ამოვიღე.
-ჰეი აქ მოწევა არ შეიძლება.
-არც ფანჯრიდან გოგოების ოთახში შესვლა არ შეიძლება.- ნიშნის მოგების მიზნით ვუთხარი და თამბაქოს მოვუკიდე.
-სუნი დარჩება,ჩემს აქ ყოფნას კი ვერავინ გაიგებს.
-რა თქმა უნდა მე თუ არ ვიტყვი არაფერს.
-ამას არ იზამ.
-ვითომ რატო?
-შენთვითონ თქვი რომ არ გინდოდა დრამაში მონაწილეობის მიღება.
-მონაწილეობის მიღება არ მხიბლავს აი ყურება კი დიდ სიამოვნებას მანიჭებს.-ამაზე გაეცინა და კედელს მიეყუდა.
-საშინელი ადამიანი ხარ მაგრამ რატომღაც მომწონხარ.
-ჩუმად!ბარბიმ არ გაიგოს კენ! თორემ ორივეს თავებს წავვაცლის!
-მაიკი.მე მაიკი მქვია.ვიცი იხუმრე მაგრამ სასაციოლო არ ყოფილა.
-სარკაზმი ყველასთვის არ არის.
-ჩემთვის არის, უბრალოდ,ბარბი ჩემი დაა.როგორც ჩანს რაღაც აგერია.-ხო ნამდვილად ამერია.ახლა გასაგებია რატომ გვანან ერთმანეთს.
-შენი დის ოთახში რატომ შემოიპარე თუ გარყვნილი აზრები არ გამოძრავებდა?!
-რა საზიზღარი ხარ.ოჯახური საქმე მქონდა.
-კარგი არ მაინტერესებს.-სიგარეტი ჩავაქრე და საწოლზე წამოვწექი.
-არც ვაპირებდი მოყოლას.
-ხო რა თქმა უნდა..

ეს პირველი თავია.წინ კიდევ უფრო საინტერესო რაღაცეები მოხდება.ეს თავი  საკმაოდ დიდი იყო,იმედია არ მოგბეზრდათ:დდ დააკომენტარეთ  და დააჭირეთ Vote-ს თუ გსურთ რომ გავაგრძელო.❤❤

აკადემია გარყვნილებისათვისWhere stories live. Discover now