***
ორი კვირის შემდეგ რეანიმაციაში გავიღვიძე და ყველაფერი მტკიოდა.ვგრძნობდი თითოეულ ორგანოს ჩემს სხეულში და როცა თავლები გავახილე დავინახე რომ უამრავ რაღაცაზე ვიყავი მიერთებული.გვერდიდან ხმა მომესმა.
-გაიღვიძა!ჰეი,გესმით?მან გაიღვიძა.-ბუნდოვნად დავინახე ადამიანის ფიგურა რომელიც ზევიდან დამყურებდა.მას ცოტა ხანში კიდევ რამდენიმე ფიგურა შეუერთდა.
ხელები თვალებზე მოვისვი რომ დამენახა ვინ იყო ჩემს გარშემო.
-თავს როგორ გრძნობ?-პირველი ნიკი დავინახე რომელიც ხელზე მეხებოდა.
-იმას თუარ ჩავთვლით რომ ყველაფერი მტკივა მაშინ კარგად.
-ნუ გეშინია ტკივილი ბუნებრივია.-სემი შევნიშნე რომელიც ჩემს გვერდით იდგა.-ექიმებმა თქვეს რომ კომაში მყოფ ადამიანებს გაღვიძების შემდეგ ტკივილი აწუხებთ ხოლმე.
-მე რა კომაში ვიყავი?.-დაბნეულმა ვკითხე.
-კი მთელი ორი კვირა.-მიპასუხა კევინმა.
-აბა როგორ გამოიძინე?კოშმარები ხოარ გაწუხებდა?.-კევინის გვერდით ოლივერი შევნიშნე.
-კოშმარებს ნუ მიხსენებ გთხოვ.-მშვიდად ვუთხარი.-მოიცა ისინი სად არიან?რა ბედი ეწიათ?დაიჭირეს?გთხოვთ მითხარით რომ დაიჭირეს!-პანიკამ წამებში ამიტაცა.
-ნუ ღელავ ლისა!.-მამამ ჩემი დამშვიდბა ცადა.-ისინი იქ არიან სადაც ყოფნას იმსახურებენ და დამიჯერე ამჯერად იქიდან ვეღარ გამოაღწევენ.
-ანუ მართლა მორჩა?ახლა მშვიდად ვიცხოვრებ?
-კი ძვირფასო.-მითხრა სემმა.
-ამიერიდან უინტერესო მაგრამ სამაგიეროდ წყნარი ცხოვრება გვექნება.-თქვა ნიკმა.
-ხო ისე შენი ნახვა ვიღაცეებს უნდათ.-თქვა კევინმა.
-ვიღაცეებს?მე თქვენს გარდა არავინ მყავს.-ვუთხარი და კევინმა სრულებით დააიგნორა ჩემი ნათქვამი.კარისკენ წავიდა და შეაღო.პალატაში ხმაურიანად შემოვიდნენ დილანი ალექსი და ნინა.რომლებსაც ხელებში ბუშტები და ყვავილები ეჭირათ.
-როგორ ხარ?.-ერთხმად თქვეს.
-ღმერთო თქვენ აქ რას აკეთებთ?.-გახარებულმა ვკითხე.
-რასქვია რას?.-დაიწყო ნინამ.-ეს ამბავი რომ გავიგეთ როგორ ფიქრობ პანსეონში გულხელდაკრეფილი ვიჯდებოდით?
-თან სკოლის გაცდენის იდეალური მიზეზი იყო.-დასძინა დილანმა და მის სიტყვებზე გამეცინა.
-თქვენ საიდან გაიგეთ?
-ხუმრობ?ეს ყველამ იცის.-თქვა ალექსმა.-კემერონის ოჯახს დაწყევლილ ოჯახსაც კი ეძახიან.წარმოიდგინე რა საშინელებაა სამივე შვილი მკვლელი რომ აღმოჩნდა.
-ანუ იმის თქმა გინდა რომ კემერონზეც ყველაფერი იცით?
-ხო რა თქმა უნდა.როცა ციხეში მიიყვანეს პირველად მე დამირეკა.-თქვა დილანმა.-მთხოვა რომ დედამისთან მივსულიყავი და მისთვის კემერონის დღიურები მიმეცა რაშიც ყველაფერი დაწვრილებით იყო აღწერილი.
-მერე მიუტანე?.-დაინტერესებულმა ვკითხე.
-კი,მან ნორმალურად არც კი ამიხსნა რა ხდებოდა.ალბათ მიხვდა რომ მალე მე თვითონ გავიგებდი ყველაფერს.
-ანუ დღიურებში რა ეწერა არ იცი?
-არა არ წამიკითხავს მაგრამ ალბათ იქ მის გეგმებზე ეწერა.
-და...მის სანახავად იყავი?
-არა!რა თქმა უნდა არა!-კატეგორილად თქვა დილანმა.-არც ერთი ჩვენგანი არ ვაპირებთ მაგ ფსიქოპატის ნახვას.მას ხომ შენი მოკვლა უნდოდა.-თქვა და დანარჩენებმა თავი დაუქნიეს თანხმობის ნიშნად.
-ხო მაგრამ მე წელს გამიცანით მას კი ამდენი ხანია რაც იცნობთ...
-ეგ გამართლება არაა ლისა.-თქვა ალექსმა.-არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელია იცნობ ვინმეს,ზოგჯერ სწორედ ისინი გაქცევენ ზურგს ყველაზე საჭირო მომენტში.-მის ნათქვამზე სემს გავხედე.-და ზოგჯერ უცხო ადამიანები ხდებიან შენი ერთგულნი.-ნიკს შევხედე რომელიც ყურებამდე მიღიმოდა და მეც უნებლიედ გავუღიმე.
-მართალი ხარ.-ვუთხარი ალექსს.-
ი
KAMU SEDANG MEMBACA
აკადემია გარყვნილებისათვის
Misteri / Thrillerსახელი ნუ მოგატყუებთ, რადგან რაც ერთისთვის გარყვნილობად შეიძლება იყოს მიჩნეული, შესაძლოა მეორესთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლდეთ