იმის შემდეგ რაც მუქარის წერილი მეორედ მოუვიდა ნიკს და დანარჩენ ბავშვებს,მიხვდნენ რომ საქმე უფრო სერიოზულად იყო.
-ეს რა ჯანდაბაა?.-ნიკმა პანსეონის კარები შემომინგრია.
-რას აკეთებ ცოტა ნელა.-კარზე მივუთითე და მაშინვე წამოვხტი.
-ეს სასაცილო აღარ არის ლისა.
-არ მეცინება და წარმოდგენა არმაქვს რაზე ამბობ.-ხელზე დავხედე.კიდევ ერთი წერილი ეჭირა.ღმერთო როდის მიხვდება რომ ჩემგან არ არის.
-ეს სასაცილო აღარ არის.-კიდევ იგივე გამიგეორა და წერილი ცხვირწინ ამაფარა.გამოვართვი და კითხვა დავიწყე.
-"სულ უფრო ცოტა რჩება ჩვენს შეხვედრამდე.სულ უფრო ცოტა რჩება შენს სიკვდილამდე.."-როცა ვკითხულობდი ოთახში ეშლი შემოვიდა.
-ეგ საიდან გაქვს?.-ელვის სისწრაფით მომვარდა და წერილი გამომგლიჯა ხელიდან.-შენ რა ჩემს ნივთებში იქექებოდი?
-დაწყნარდი ეშლი.ჩემია.-თქვა ნიკმა და ეშლის წერილი გამოართვა.
-შენც მოგივიდა?.-ეშლის სახეზე გამოცება შევნიშნე.
-კი.-ნიკი ჩემს ლოგინზე ჩამოჯდა.ეშლი კი თავისაზე.-თავიდან მეგონა რომ ეს გვიგზავნიდა.-ჩემზე ანიშნა.
-"ეს" არა სახელი მაქვს.
-რა მნიშვნელობა აქვს. მოკლედ ამისგან არ არის.
-ღმერთო ვინ უნდა იყოს.მემგონი ჯობია პოლიციაში წავიღოთ.
-ასე ფიქრობ?
-ხო,აბა სიკვდილს რაღაც სულელური წერილის გამო არ ვაპირებ.
-ხო არა?!-ნიკს გავხედე.-არამგონია უმიზეზოდ მოგდიოდეთ.-ვთქვი და ნიკი თვალებით მჭამდა.
-უბრალოდ ვიღაც ხუმრობს.-ნერვიული სიცილი დაიწყო ეშლიმ.
-კი ნამდვილად.-ირონიულად ვუთხარი და ოთახი დავტოვე.
პანსეონიდან გამოვედი და ტყისკენ გავისეირნე.როცა შიგნით შევედი ჩემი ადგილისკენ გავეშურე,მაგრამ როგორც ჩანს ვიღაცას დაეკავებინა.გადავწყვიტე იმ ადგილას წავსულიყავი სადაც ოლი მოკლეს.გზაში რამდენიმე ღერი მოვწიე. შეიძლება ითქვას რომ არ გავჩერებულვარ.როცა იმ ადგილს მივუახლოვდი ვიღაც შევნიშნე.ზუგით იდგა.
-ჰეიი.-ვეცადე არ შემეშინებინა.
ხმა არ გაუცია,არც კი შემოტრიალდა.უბრალოდ ადგა და ჩქარი ნაბიჯებით შევიდა უფრო ღრმად ტყეში.გავყევი.არვიცი ეს რატომ გავაკეთე.წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო,და სწორედ ამან გააღვიძა ჩემში სურვილი რომ მენახა მისი სახე,რომ გამეგო თუ რას აკეთებდა იქ.როცა შეამჩნია რომ უკან მივყვებოდი,ფეხს აუჩქარა და საბოლოოდ საერთოდ გაიქცა.ხეების ტოტები ხელს მიშლიდა სწრაფად გადაადგილებაში.რამდენჯერმე შევჩერდი რომ გზიდან მომეშორებინა ისენი.ბოლოს კი ტყეს გავცდი.აღარსად იყო ხეები.არც ბუჩქები.საერთოდ სიმწვანე აღარ იყო.აქეთ-იქით ვიყურებოდი.ვცდილობდი იმ უცნობის მოძებნას, მაგრამ უშედეგოდ.როცა მივხვდი რომ მის იქ ძებნას აზრი არ ქონდა,უკან გაბრუნება გადავწყვიტე,მაგრამ ჩემი ყურადღება რაღაცამ მიიბყრო.მივხვდი რომ სასაფლაოზე ვიყავი. არვიცი რატომ მაგრამ სურვილი გამიჩნდა იქაურობა დამეთვარიელებინა. ნელ-ნელა საფლავებს მივუახლობდი.ერთმანეთის გვერდით იყვნენ ჩამწკრივებულნი და მათზე გარდაცვლილის სახელები ეწერა.პირველ "რიგს" გავყევი და უბრალოდ ვათვარიელებდი ქვებს,ვკითხულობდი მათ სახელებს,როცა რაღაც საინტერესომ მიიბყრო ჩემი ყურადღება. შევამჩნიე რომ ბოლო რიგში ახლად ამოთხრილი საფლავები იყო.საინტერესოდ იმიტომ მომეჩვენა რომ ექვსი ახალი ქვა ედო ზედ,მიუხედავად იმისა რომ ჯერ შიგნით არავინ ეწვინა. ერთამნეთის გვერძე მიყოლებით იყო ექვსივე და როცა მივუახლოვდი ქვებს დავაკვირდი. მათზე დაწერილი სახელები ვიცანი...
ნიკ-ეშტონ სმიტი.
1999-2017
რობ-ლუკას ვილიამსი.
1999-2017
ეშლი-სამანტა რობერტსი.
2000-2017
მაიკ-ნოკოლას რობერტსი.
1999-2017
ანნა-მელისა სტეპი.
2000-2017
რიჩარდ-ისააკ გომესი.
1999-2017
უცბად შიშმა მძლია.ყველა იმ ადამიანის სახელი იყო ვინც ცეცხლისშვილებში შედიოდნენ.ყველა მათგანის დაბადების წელი ეწერა და შემდეგ გარდაცვალების.ამან საბოლოოდ შემაშინა.ქვებს ფოტოები გადავუღე და იქიდან გამოვიქეცი.ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც მიყურებდა.როცა მოვრბოდი გზა რამდენჯერმე ამერია.არ ვიცოდი სად ვიყავი,ან საით უნდა წავსულიყავი.შიშმა საერთოდ დამაკარგვინა რეალობის შეგრძნება და გული წამივიდა.სადღაც გაურკვეველ ადგილას უგონოთ ვეგდე სანამ საშველად არ მოვინდნენ.
-ჰეი..-ვიგრძენი როგორ მეხებოდნენ ლოყებზე.-ჰეი,ყველაფერი კარგად არის.-ისევ გავიგე ვიღაცის ხმა.თვალებს ვერ ვახელდი ამიტომ ვერ მივხვდი ვინ იყო.-ნუ გეშინია,უსაფრთხო ადგილას წაგიყვან...-ვიგრძენი როგორ ამწიეს ჰაერში და სადღაც მივყავდი,ამის შემდეგ კი საბოლოოდ გავითიშე და არაფერი აღარ მახსოვს.
ESTÁS LEYENDO
აკადემია გარყვნილებისათვის
Misterio / Suspensoსახელი ნუ მოგატყუებთ, რადგან რაც ერთისთვის გარყვნილობად შეიძლება იყოს მიჩნეული, შესაძლოა მეორესთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლდეთ