სავადმყოფოში რამდენიმე საათი გავატარე,ან დღე არვიცი,დროის შეგრძნება სრულებით დავკარგე.იმ დღის გახსემნება მზარავს,არმინდა იმაზე ფიქრი რომ ნიკი იმ დღეს ბოლოჯერ ვნახე...არა!ამაზე ფიქრს უნდა შევეშვა,ის გადარჩება,აუცილებლად გადარჩება. ცხოვრება ასე არ გამწირავს! იმდენი უბედურება ხდება ჩემს გარშემო რომ იმედი მაქვს ერთ სასიხარულო ამბავს მაინც შევიტყობ...
საავადმყოფოს ცივ იატაკზე ვზივარ,ფეხები მკერდთან მაქვს მიტანილი.თავი ჩაღუნული მაქვს და ვცდილობ თვალები არ გავახიღო,ვცდილობ არ დავინახო ის რეალობა სადაც ვარ.კარებების გაღების ხმა მესმის,შორიდან მესმის ვიღაცის გამწარებული ტირილის ხმა და ეს უფრო მზარავს.
ველოდები.... ველოდები ნიკის პალატიდან ვინმეს გამოსვლას,რომ მითხრან "კარგად არის,გადარჩა,ნერვიულობა აღარ მოგიწევსო" მაგრამ იქიდან არავინ გამოდის.კარები თითქოს ჩარაზულია.
ფეხის ხმა მიახლოვდება და ვცდილობ არ გავინძრე.
-ლისაა...-ჩამესმის ხმა.-საჭმელი მოგიტანე.-ვგრძნობ მხარზე როგორ მეხება.-გთხოვ რამე ჭამე, ასე არშეიძლება.შენც ცუდად გახდები..-ცოტა ხანს დუმს შემდეგ აგრძელებს.- შენი საყვარელი პიცა მოგიტანე,თუ არგინდა მითხარი და რაც მოგინდება იმას მოგიტან....ლისა გთხოვ!
-მარტო დამტოვე კემერონ.-კანკალით ვუთხარი,თან ისე რომ თავის აწევაც ვერ შევძელი.
კემერონმა ლაპარაკი განაგრძო მაგრამ უკვე აღარც ვუსმენდი.
თავი ავწიე და წამოვდექი.ნიკის პალატასთან მივედი და პატარა ფანჯარაში გავიხედე,რომელიც კარებზე იყო,ბუნდოვნად ჩანდა ყველაფერი,მაგრამ ფიგურების გარჩევას მაინც ვახერხებდი.ექიმები ნიკის სხეულს დასტრიალებდნენ და ხან რას უკეთებდნენ ხან რას.დამაჟრიალა,თვალები დავხუჭე.გავიგონე კემერონი როგორ მომიახლოვდა და გვერდით დამიდგა.
-მემგონი არ ღირს ამის ყურება,უარესად იგრძნობ თავს.-თქვა მან მშვიდი ხმით და ამან ძალიან გამაღიზიანა.
-იცი რა არ მესმის?-პასუხად თავი გააქნია.
-მის ყავაში ის წამლები როგორ მოხვდა?! შანსი არ არის თვითონ მას იქ არ ჩაყრიდა.-კემერონისკენ შევტრილდი და მისკენ ნაბიჯი გადავდგი.-რაც იმას ნიშნავს რომ ვიღაცამ განძრახ გააკეთა ეს.
-...და იქნებ თავის მოკვლა მართლა ცადა? იმ ოთახში ხომ არავინ შესულა.
-ეგ დაზუსტებით არავინ იცის.და საერთოდ თავის მოკვლა რომ სდომოდა ამას იქ არ გააკეთებდა.ნებას არ მომცემდა რომ მე მეპოვა მისი უგონო სხეული.გასაგებია?.-შევამჩნიე რომ ჩემდაუნებურად ხმას ავუწიე.
-კარგი,მესმის რომ ძალიან ხარ განერვიულებული.მოდი ეცადე დამშვიდდე.-მითხრა და მის სიტყვებზე ირონიულად ჩამეცინა,სათქმელად რა ადვილია არა?!
უეცრად კორიდორში ნაცნობი სახე გამოჩნდა.თვალებს ვერ ვუჯერებდი რომ აქ მოსვლა გაბედა! გავშეშდი და ვუყურებდი როგორ მიახლოვდებოდა.
-ლისა!.-მითხრა მან.
-აქ როგორ გაბედე მოსვლა?ხომ გითხარი შენი ნახვა არ მინდა თქო! ახლავე გაეთრიე აქედან თორემ იცოდე ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ!
-ლისა შენთან სერიოზული საქმე მაქვს და მოვითხოვ რომ გამომყვე.
-არც კი იფიქრო რომ შენს სურვულს შევასრულებ.აქედან წადი და მარტო დამტოვე.
-ლისა ვინ არის ეს კაცი?-მკითხა კემერონმა რომელიც უკან მედგა.
-კემერონ ახლა არა.-მივუბრუნდი და მისი გაჩუმება ვცადე.
მალევე კევინიც გამოჩნდა.
-შენ რა მეტი დამაჯერებისთვის გამოყევი?-ირონიით ვკითხე.
კევინმა ხელი ჩამკიდა და გვერდით გამიყვანა ისე რომ არც კემერონს და არც სემს არაფერი გაეგოთ.
-ახლა ყურადღებით მისმინე ლისა,ის რაც ნიკს შეემთხვა უბედური შემთხვევა არ ყოფილა,და მითუმეტეს არც თვითმკვლელობის მცდელობა.
-რას გულისხმობ?
-ნიკმა თქვენს სტალკერზე მოგვიყვა.და ჩვენ გვგონია რომ ეს სწორედ მისი დამსახურებით მოხდა. ვფიქრობთ რომ ოლივერსაც სწორედ ის დაესხა თავს.
-და ვინ არის?წამოდგენა მაინც გაქვს?
-აქ ამაზე ვერ ვისაუბრებთ ამიტომ გთხოვ გამოგვყევი.-მითხრა და სემს გახედა.
-არ არსებობს მასთან ერთად არსად არ წამოვალ.
-ლისა!-მხრებზე ძლიერად მომკიდა ხელები.-ბავშურად ნუ იქცევი!გამოფხიზლდი! ეს მარტო შენ არ გეხება,ეს ნიკს და ოლივერსაც ეხება.ორი ადამიანი უკვე დაზარალდა ამის გამო და შენ სავარაუდოდ შემდეგი ხარ.გინდა რომ შენც მათნაირად დაამთავრო?
-იქნებ ეგ უკეთესი იქნება.
-არა!შეწყვიტე ასე საუბარი. ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი პერიოდი როცა შენ დამეხმარე,ხოდა ახლა ჩემი ჯერია.შენი ნებით თუარ გამომყვები მაშინ ძალით წაგიყვან!
-კი მაგრამ მე ნიკთან უნდა დავრჩე მე მას აქ ვჭირდები!
-შენ აქ ვერაფერს გააკეთებ,მაგრამ თუ წამომყვები ერთად შევძლებთ დამნაშავის სააშკარაოზე გამოყვანას!
კევინს თვალებში შევხედე თითქოს რაღაც ვიგრძენი,რატომღაც ვენდე.უსიტყვოდ გავყევი,ისე რომ უკან არც მიმიხედავს.მალევე მანქანაში ჩავჯექით,სემიც ჩვენთან ერთად წამოვიდა და ვეცადე ეს ფაქტი დამეიგნორებინა.
მალევე მიხვდი რომ ოლივერის საავადმყოფოს ვუახლოვდებოდით.
-აქ რა გვინდა?.-ვკითხე კევინს.
-ოლივერის აზრიც უნდა მოისმინო ლისა,მოგწონს ეს თუარა.
-იმ თვითმარქვიასი, რომელიც თავს ჩემ ძმად ასაღებს?არ არსებობს!
-გაიხსენე რაც გითხარი,ცოტახნით დავიწყე შენი პრინვიპები კარგი?
კევინმა ჩემი დარწმუნება შეძლო და მაქანიდან გადმოვედით.ოლივერის პალატას მივუახლოვდით და კარი შევაღეთ.
კევინი პირველი ჩევიდა და მაშინვე გამოვარდა ოთახიდან.ყვირილით დახმარებას ითხოვდა.
-რა მოხდა?-ვეცადე გამეგო რა დაემართა.
-ახლავე ექთანს დაუძახეთ!-კევინი არ მისმენდა და ყვირილს განაგრძობდა.
ოლივერის პალატას მივახლოვდი და ღია კარებში დავინახე როგორ იწვა უგონოდ ლოგინზე,აპარატი რომელზეც აქამდე იყო შეერთებული ძირს ეგდო,მთლიანად იყო დამსხვრეული.
-რა ჯანდაბა ხდება?ეს როგორ მოხდა?-მეც ყვირილი დავიწყე.
მალევე რამდენიმე ადამიანი შეცვივდა ოლივერის პალატაში.
-მარტო არ უნდა დამეტოვებინა!-თქვა კევინმა.თავი ხელებში ჩარგო და ცრემლებს იწმენდდა.
-ეს როგორ მოახერხეს?ასეთი ვინ ჯანდაბაა რომ ერთდროულად ამდენ ადგილას არის?.-დაბნეულმა და გაბრაზებულმა ვიკითხე.-ესეც იმ ადამიანმა გააკეთა არა? ხომ ასეა?მითხარით ვინ ჯადაბაა ახლავე!
ოლივერის პალატოდან ქალი გამოვიდა,თეთრ ხალათში იყო გამოწყობილი.
-ყველაფერი კარგად არის.-თქვა მან.-უბრალოდ აპარატიდან იყო გამორთული რამდენიმე წუთი.
-როგორ არის?-იკითხა კევინმა.
-კარგად სანერვიულო არაფერია.
-ახლავე მიგვყავს აქედან!-ხმა ამოიღო სემმა.
-კი მაგრამ მისი წაყვანა არ არის რეკომედირებული,ჯერ კიდვ სუსტადაა.
-აქ დაცული არ არის,ახლავე გამოიყვანეთ!
ოლივერის პალატაში შევედით და მასთან ლაპარაკი ვცადეთ.
-დაინახე ვინც იყო?-ეგრევე ვკითხე.
-იქნებ ჯერ მკითხო ცოცხალი ვარ თუარა.
-ვხედავ რომ ცოცხალი ხარ ახლა პასუხი გამეცი.-მკაცრად ვუთხარი.
-ექიმის ხალათი ეცვა და სახე დამალული ქონდა მაგრამ მგონი ვიცი ვინც არის.
-დარწმუნებული ხარ?-კითხა კევინმა.
-ზუსტად ისე ჩაიცინა როგორც ადრე... მაშინ შემოვიდა როცა მეძინა,აპარატში ნემსით რაღაც შეყავდა,სწორედ მაშინ ჩაიცინა.მისი შეჩერება ვცადე როცა გამოვფხიზლდი და მაშინვე უკან გაბრუნდა.აპარატის გატეხვა მომიწია რომ იმ რაღაცას ჩემს სხეულამდე არ მიეღწია.
-კარგად მოქცეულხარ.-შეაქო მამამ და ამ მომენტში რამის ვარწყიე.
მალევე ოლივერი პალატიდან ინვალიდის ეტლით გამოიყვანეს,მანქანაში ჩავსვით და საავადმყოფოს ტერიტორია დავტოვეთ.
-სად მივდივართ?-იკითხა უკანა სავარძლიდან ოლივერმა.
-იქ სადაც ადრე ცხოვრობდი.იქ ვერავინ მოგვაგნებს და შესაბამისად ვერც ვერავინ გვავნებს რამეს.-თქვა სემმა და სიჩქარეს მოუმატა.
-დიდი ხანია იქ არ ვყოფილვარ...-თქვა ოლივერმა.
-არ თქვა რომ მოგენატრა იქაურობა.
-მომენატრა თუარა ის სიბნელე? ის ტკივილი რაც იქ ყოფნისას განვიცადე?არა,არანაირად.-თქვა ოლივერმა და სარკიდან დავინახე როგორ გადაეხვია კევინი მას.ამან ცოტა არიყოს და გამაბრაზა,იმის შემდეგ რაც ოლივერმა ჩაიდინა კევინს მაინც უყვარს.ეს სიტუაცია ძალიან მაბნევდა.მიკვირდა როგორ აპატია ეს ყველაფერი.მე ნიკისთვოს დღემდე არ მიპატიება რომ "ცეცხლის შვილების" წევრი იყო.მან კი ამდენ რაღაცაზე თვალები დახუჭა...ღმერთო ნიკი..იმედია კარგად იქნება....
გზა ნელ-ნელა, უფრო და უფრო მეცნობოდა და მალევე მიხვდი რომ ძველი სკოლის ტერიტორიას ვუხალოვდებოდით.ხმა არ ამომიღია მაგრამ ძალიან მინდოდა მეთქვა რომ იქიდან წავეყვანე ვინმეს.უეცრად სემმა მანქანა გააჩერა. გზაზე არავინ იყო.არც მანქანის ხმა ისმოდა.სრული სიჩუმე იდგა.მანქანიდან გადავედით და ტყეში შევედით.ყოველ ორ წუთში ჩერდებოდნენ და ოლივერს ეკითხებოდნენ კარგად იყო თუარა.ეს ძალიან მაღიზიანებდა. ბევრი სიარულის შემდეგ სასაფლაოს მივუახლოვდით.იქაურობა მეცნო.აქ ადრეც ვყოფილვარ.უეცრად გამახსენდა რომ ეს სწორედ ის ტერიტორია იყო სადაც "ცეცხლის შვილების" საფლავები იყო გათხრილი.გუშინელივით მახოვს როგორ შემეშინდა მაშინ როცა ქვებზე მათი სახელები ამოვიკითხე.სასაფლაოს მალევე გავცდით და უამრავი უცაური ადგილი გავიარეთ.იმისდა მიუხედავად რომ ჯერ კიდევ შუადღე იყო ამ ადგილას ყველაფერი ისე იყო ჩაბნელებული რომ ღამე გეგონებოდა.მალევე რაღაც სახლს მივუახლოვდით რომელიც თავიდან ვერც კი შევამჩნიე რადგან ხეებში იყო დამალული.სემი სახლს მიუახლოვდა და მისი გაღება უცნაური ხერხით შეძლო.შიგნით შევედით და მაშინვე მივხვდი სადაც ვიმყოფებოდით.აქ აქამდეც ვყოფილვარ.ადრე აქ ოლივერმა მომიყვანა,რა თქმა უნდა ჩემი ნებართვის გარეშე,სწორედ აქ გავიგე რომ ცოცხალი იყო და სწორედ აქ მიამბო მისი გეგმების შესახებ.იმ ადგილს გავხედე სადაც ვიჯექი მაშინ როცა პირველად მომიყვანა ოლივერმა აქ. სიბნელეში თითქოს ჩემი თავი დავინახე,შეშინებული და შეცბუნებული ვიყავი.
-ოლივერი აქ დასვი.-თქვა სემმა და ფიქრებიდან გამომიყვანა.
კევინმა ოლივერი ძველ მატრასზე დასვა რომელიც სავარაუდოდ საწოლის ფუნქციას ასრულებდა ოდესღაც.
-ახლა იტყვით რა ხდება?ვიზე გაქვთ ეჭვი?-გაღიზიანებულმა ვთქვი.
ოლივერმა,სემმა და კევინმა ერთმანეთს გახედეს და ოლივერმა დაიწყო:
-ეჭვი არა ზუსტად ვიცით ვინც არის.....ჰეეი!აბა როგორ მოგეწონათ დღევანდელი თავი?
ჩემი გათვლებით მაქსიმუმ ორ თავში ეს მოთხრობა დამთავრდება და იმედი მაქვს ფინალი მოგეწონებათ.❤
ლავ
იუ
ოლ
ბაიიიიი
YOU ARE READING
აკადემია გარყვნილებისათვის
Mystery / Thrillerსახელი ნუ მოგატყუებთ, რადგან რაც ერთისთვის გარყვნილობად შეიძლება იყოს მიჩნეული, შესაძლოა მეორესთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლდეთ