-ახლავე ოთახი უნდა შევიცავლო!.-პანიკით გავვარდი ოთახიდან,ნიკი კი უკან გამომყვა.-ეს კემერონმა არ უნდა ნახოს!გაგიჟდება გესმის?რამეს რომ მიხვდეს?ახლვე უნდა შევიცვალოთ ოთახი.-შიშით წინადადებებს ძვლივს ვაწყობდი.
-მოიცა,მოიცა ლისა!დაწყნარდი!გთხოვ!.-ნიკმა ხელი მხარზე ძლერად ჩამკიდა და ჩემი დამშვიდება ცადა.
-დავწყნარდე?ეს ხომ შენ გამო მოხდა."ნუ გეშინია ლისა,ვიღაც უბრალოდ ხუმრობს".მომინდომა გმირობა.ხოდა აჰა,შედეგიც.შენი ბრალია ძაღლი რომ მოკლა და შენი ბრალია მთელი ოთახი სისხლით რომაა მოსვრილი.
-ვიცი.მაპატიე,მართალი იყავი,არ უნდა დამეწერა არაფერი.
-ცუდია რომ გვიან მიხვდი.-ვუთხარი და ზურგი ვაქციე.
-მოიცა სად მიდიხარ?.-უკან გამომყვა.
-შენგან შორს.-ვუთხარი მას და შემდეგ დავძინე.-ოთახი უნდა შევიცვალო და რომ დავბრუნდები იმედი მაქვს რომ აქ არ დამხვდები.
-ლისა გთხოვ..-ჩემი შეჩერება სცადა.
-თავი დამანებე ნიკ! თუ მართლა გადარდებ გთხოვ რომ გაქრე ჩემი ცხოვრებიდან და აღარასდროს გამოჩნდე.-მხოლოდ ეს ვუთხარი და იქაურობას მოვცილდი.
მაშინვე დირექტორის კაბინეტისკენ წავედი და დაუკაკუნებლად შევაღე კარი.ახლა ისეთი სიტუაცია იყო რომ თავაზიანობის გამოჩენა ყველაზე მეტად მადარდებდა.
-ლისა მილერ!.-ფეხზე წამოდგა.-ნუთუ არ გასწავლეს რომ კარზე უნდა დააკაკუნოთ?!
-ოთახის შეცვლა მინდა თან სასწრაფოდ!.-დავაიგნორე მისი სიტყვები და პირდაპირ საქმეზე გადავედი.
-პირველ რიგში ეს ჩემს მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს პატივს საერთოდ არ მცემთ.მეორეც,თუ რაიმეს თხოვნა გინდა უნდა ითხოვო და არა მოითხოვო გასაგებია? და ბოლოს,რაც არუნდა თავაზიანად გეკითხა მაინც ვერ შეგიცვლიდი ოთახს რადგან ადგილი ფიზიკურად არ არის პანსეონში.
-ძალიან გთხოვთ!იქ ვერ გავჩერდები.თუ ადგილი არ არის შემიძლია სკოლის შენობაში დავიძინო ოღონდ იქ არა.
-და იქნებ მითხრა ასეთი რა მოხდა იმ ოთახში გაჩერება რო აღარ გინდა?
-არაფერი.-სწრაფად ვუპასუხე.
-როგორ თუ არაფერი? რატომ გინდა ოთახის შეცვლა ლისა?
-მე..უბრალოდ..-წინადადების დამთავრებასაც კი ვერ ვახერხებდი.-უბრალოდ ცუდი სუნი დგას და იქ გაჩერება შეუძლებელია.
-ცუდი სუნი?.-დაეჭვებულმა მკითხა.
-დიახ.ალბათ ვირთხა მოკვდა ან რამე ეგეთი.-როგორც ყოველთვის ტყუილები თავისით გამოდიოდნენ პირიდან.
-ვირთხა?დამლაგებლებს საკმაოდ ბევრს ვუხდი რომ მსგავსი რამ არ იყოს ჩემს სკოლაში.ახლავე წამოდი და მანახე,იქნებ საერთოდ არაა ის რაც გგონია.
-არა!იცით რაა,არაუშავს.იყოს დავიძინებ იმ ოთახში როგორმე.
-რას ამბობ?თუ რამე პრობლემაა ამაზე უნდა ვიცოდე.-ფეხზე ადგა და კარებისკენ წავიდა.-წამოდი და ერთად ვნახოთ რა ჭირს შენს ოთახს.
-არა მართლა არ ხართ ვალდებული.თან ვხედავ რომ რაღაცას აკეთებდით,ალბათ დაკავებული ხართ.აღარ მოგაცდენთ.
-რას მალავ ლისა მილერ?.-თვალებში დაეჭვებულმა შემომხედა.
-არაფერს.
-ხოდა ახლა ჩემთან ერთად წამოხვალ და მანახებ რაც ხდება იმ ოთახში.-თქვა და ოთახიდან გავიდა. მეც უსიტყვოდ გავყევი.ვფიქრობდი როგორ ამეხსნა ის ფაქტი რომ ოთახში მკვდარი ძაღლი მყავდა და იქაურობა სისხლით იყო მოსვრილი?..მაგრამ იქნებ..იქნებ ეს კარგი იყო.ახლა შემეძლო ვინმე უფროსისთვის მეთქვა იმის შესახებ რაც ხდებოდა.იქნებ დამხმარებოდა კიდეც...
ოთახამდე მივიდა და სანამ კარს გააღებდა შემომიბრუნდა.
-არაფრის თქმა არ გინდა სანამ კარს გავაღებ?.-გაშტერებული ვუყურებდი.მინდოდა მეთქვა რაც იყო შიგნით მაგრამ რატომღაც თქმა ვერ შევძელი.უეცრად კარი გაიღო და იქიდან კემერონი გამოვიდა.
-ვოუ,შემაშინეთ.-თქვა და ხელი გულზე მიიდო.
-კემერონ რა ხდება ოთახში?
-რას გულისხმობთ?.-დაბნეული ჩანდა.
-ლისამ მთხოვა ოთახი შემეცვალა რადგან მისი თქმით აქ ცუდი სუნი დგას.
-შენც შეამჩნიე?.-მომიბრუნდა კემერონი.-დიახ,რაღაც უცნაური სუნი ნამდვილად დგას.დღეს გაჩნდა აქამდე არ ყოფილა.
-კარგი,გასაგებია.ოთახში შემიშვი და ვნახავ რა ხდება.-თქვა დირექტორმა და კემერონიც გაეცალა რომ ოთახში შესულიყო.
მე პანიკაში ჩავარდი.კემერონს თვალებით ვეუბნებოდი რომ ხელი შეეშალა მაგრამ არაფერს აკეთებდა.კარი გაიღო და დირექტორი შიგნით შევიდა.ჩვენს უკან გავყევით.ოთახში არც ძაღლის კვალი იყო,და არც სისხლის.ნუთუ ვიღაცამ გაწმინდა?ან უფრო უარესი...იქნებ ეს ყველაფერი მომეჩვენა.
-კარგით ბავშვებო,ვეცდები ეს პრობლემა დღესვე მოვაგვარო.-თქვა დორექტორმა და გავიდა.
-აქაურობა შენ გაწმინდე?.-ისევ პანიკაში ვიყავი.
-რაა?რა უნდა გამეწმინდა?
-კემერონ არ მომატყუო,გთხოვ სიმართლე მითხარი.
-ლისა მართლა არ ვიცი რაზე ლაპარკობ.
-ესეიგი ნიკი იყო.მან გაწმინდა.
-მგონი დაბოლილი ხარ იცი?.-სიცილით მითხრა.-არგინდა გავისეირნოთ?
-კარგი,სუფთა ჰაერი ნამდვილად არ მაწყენდა.-ვუთხარი და გარეთ გავედით.
მე და კემერონი პანსეონიდან გამოვედით და ფურგონისკენ მიმავალ გზას გავუდექით.გზაში რაღაცაზე მელაპარაკებოდა მაგრამ მის მომსმენას ვერ ვახერხებდი.თავში უამრავი რამე მიტრიალებდა.როცა ფურგონთან მივედით,კართან გაუნძრევლად დავდექი.
-შემოსვლას არ აპირებ?.-მკითხა კემერონმა და მეც გამოვფხიზლდი.
-კი,კი.-ვუპასუხე და მანაც კარო გააღო.
შიგნით ბავშვები დაგვხვდნენ,სრული შემადგენლობით.
-არ ვიცოდი აქ თუ იყავით.-თქვა კემერონმა.-რო მცოდნოდა რომ შენც აქ იქნებოდი არ მოვიდოდით.-კრისს უთხრა და წასვლა დააპირა.
-კარგი რა კემ.-დაიწყო დილანმა.-როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ბუტიაობა?.-ადგა და კემეონი ძალით დასვა ძირს.
-ბუტიაობა რა შუაშია?მეოთხე კლასში დიდი ხანია აღარ ვარ.-თქვა კემერონმა და ხელები გადააჯვარედინა.
-მეოთხე კლასელივით კი იქცევი და რავი რა გითხრა..
-უბრალოდ არ მსიამოვნებს იმ ადამიანთან ერთ ოთახში ყოფნა ვინც არ მევასება.
-კარგით გეყოთ.-თქვა ალექსმა.-დაგავიწყდათ აქაურობა რა პირობით მოვაწყეთ?ფურგონში შემოსვლისას პრობლემები გარეთ უნდა დაგვეტოვებინა და დაგვესვენა.ასე არ არის?
-მართალი ხარ ალექსს.-თქვა ნინამ.-ასე რომ დაივიწყეთ ყველაფერი და დანარჩენებს დასვენების საშვალება მოგვეცით.
კემერონმა თვალები აატრიალა,კრისი კი ჩუმად იჯდა.ცოტა ხანში ყველა გამხიარულდა,მარტო კემერონი იჯდა მოყუჟული.მე კი ვერც ერთის მოსმენას ვერ ვახერხებდი.ფიქრებით სულ სხვაგან ვიყავი.
-კარგად ხარ ლისა?.-მომიბრუნდა დილანი.
-...კი.-ცოტა ხანი დამჭირდა აზრზე რომ მოვსულიყავი.
-ცუდად გამოიყურები.-დააყოლა ნინამ.
-მადლობ კომპლიმენტისთვის.-ირონიულად ვუთხარი და ვეცადე ფიქრებიდან გამოვსულიყავი.
-ეგ არ მიგულისხმია.-გაიცინა ნინამ.-უბრალოდ ჩაფიქრებულს გავხარ.
-ჰო რავი...ხო,ისე დღეს რას აკეთებდით ბავშვებო?.-თითქოს თემა შევცავლე,მაგრამ ამავდროულად მაინტერესებდა რომელიმე ჩემს ოთახში ხომ არ შევიდა.
-რავი სკოლაში ვიყავით.-თქვა დილანმა.
-მთელი დღე?
-ხო,და მერე აქ მოვედით.
-აქ ვინც ვართ ყველა ერთად იყავით ამ დროის მანძილზე?
-ამ...კი.
-მე პაემანი მქონდა.-ხმა ამოიღო კრისმა.
-არავის აინტერესებს რა გქონდა და ვის ჩაუწექი ლოგინში.-თქვა კემერონმა.
-ლისამ იკითხა და მეც ვუპასუხე.რაიყო ხოარ ეჭვიანობ?
-შენს ოცნებებში კი,ძალიან.დამახსოვრე,ეგ არასდროს მოხდება.-თქვა კემერონმა.-იცით რაა?აქ ყოფნა საერთოდ არ მამშვიდებს.ასე რომ...-ფეხზე წამოდგა.-კარგად მეყოლეთ.-ესღა თქვა და გავიდა.
-შენ რა უკან არ გაყვები?.-მკითხა კრისმა.-მეგონა ყველგან დაყვებოდი.
-შენს საქმეს მიხედე კრის.-ვუთხარი და მერე დანარჩენებს მივუბრუნდი.-ჩემი და კემერონის ოთახში დღეს არ ყოფილხართ ანუ?
-არა,როგორც გითხარით ერთად ვიყავით თქო.-თქვა დილანმა.
-მოიცა და დაკითხვას რატომ გვიწყობ?.-სიცილით თქვა ალექსმა.-რამე მოხდა?
-არა,არაფერი.-ვუთხარი და უეცრად ტელეფონმა დამირეკა.მეგონა კემერონი იქნებოდა.მაგრამ ნიკი აღმოჩნდა.რა თქმა უნდა გავუთიშე.კიდევ რამდენჯერმე დარეკა.როცა მეთორმეტეჯერ გავუთიშე ალბათ მიხვდა რომ მასთან ლაპარაკს არ ვაპირებდი და მესიჯი მომწერა.
"გთხოვ მიპასუხე.ეს ძალიან მნიშნვნელოვანია.საქმე ოლივერს და კევინს ეხება."
ამან დამაინტრიგა და ამიტომ ფურგონი დავტოვე და ვუპასუხე.
-კიდევ კარგი რომ მიპასუხე.-გავიგე მისი აღელვებული ხმა.-მეგონა მართლა აღარ დამელაპ...
-პირდაპირ საქმეზე გადადი.-შევაწყვეტინე.
-ამ...კარგი.მოკლედ როცა მაქედან წამოვედი,გადავწყვიტე დანარჩენები გამომეკითხა.რადგან თუ წერილები ჩვენ მოგვდიოდა სავარაუდოდ მათაც უნდა ეხებოდეს ეს.მოკლედ ციხეში მივაკითხე მათ.ყველამ მითხრა რომ არანაირი წერილი არ მისვლიათ.მერე კევინს დავურეკე.რადგან გარეთ მხოლოდ ეგ არის და ვიფიქრე ლოგიკური იქნებოდა ისიც რომ ჩაეთრიათ ამაში.როცა მიპასუხა ვერც კი წარმოიდგენ რა მითხრა.
-რა გითხრა?
-მითხრა რომ სავადმყოფოში იყო,ოლივერის მოსანახულებლად,რადგან მისი მოკვლა ცადეს...ჰელოუ!დიდი ხანი გალოდინეთ ვიცი,მაგრამ სამწუხაროდ ბევრი თავისიფალი დრო არმაქვს.ენივეის,თუ მოგეწონათ დააკომენტარეთ და დაავოუთეთ.
ლავ
იუ
ოლ
ბაიიიი
أنت تقرأ
აკადემია გარყვნილებისათვის
غموض / إثارةსახელი ნუ მოგატყუებთ, რადგან რაც ერთისთვის გარყვნილობად შეიძლება იყოს მიჩნეული, შესაძლოა მეორესთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლდეთ