35.გასროლა

713 90 16
                                    

-აქედან უნდა გავიდეთ,შენობას ცეცხლს უკიდებს!.-დაიყვირა კევინმა და ოლივერს ჩასჭიდა ხელი.
-გამოდით და დავამთავროთ ის რაც წლების წინ ამ ტყეში დავიწყეთ!- მკაფიო და ხმამაღალი ნათქვამი გაისმა გარედან.
-კარგით!-დაიყვირა სემმა.-უკანა კარიდან გავიდეთ სასწაფოდ!.-თქვა და ტუმბოს მიადგა.ბოლში ძვლივს ვხედავდი რას აკეთებდა.ტუმბო გაწია და პატარა კარი შევნიშნე. საკეტი გააღო და ოლივერს დაუძახა.-გადი მალე!.-ოლივერი პატარა კარში გაძვრა და მას კევინი მიჰყვა.-სწაფად ლისა გაძვერი!-დამიყვირა და მეც მაშინვე გავედი იქიდან.
-მანქანისკენ გავიქცეთ!-თქვა კევინმა.
-მოიცათ,სად გეჩქარებათ?.-უკნიდან გაისმა ხმა და ყველა გავშეშდით.-შოუ ხომ ახლა იწყება?!-ბოროტულად გაიცინა რობიმ.
-მოიცა მათ რა გაქცევა სცადეს?-არსაიდან ეშლი გამოჩნდა და რობთან მივიდა.-რა საცოდაობაა ღმერთო,მართლა ეგონათ რომ გაიქცეოდნენ!-გაიდაიხარხარა ეშლიმ.
-არც ერთმა გაბედოთ განძრევა გასაგებია?.-თქვა რობმა.-ყველა ისე მოიქცევით როგორც ჩვენ გეტყვით...წინააღმდეგ შემთხვევაში...-რობმა პისტოლეტი დაგვიმიზნა.შიშისგან გული ისე მიცემდა მეგონა ნებისმიერ წამს გავითიშებოდი.
-გაიძერით!-დაიყვირა ეშლიმ.-აბა თუ გამოიცნობ სად მივდივართ?-სიცილით თქვა.
-ოლივერს ჰკითხო ეგ ჯობია ძვირფასო.-უთხრა რობმა ეშლის.-იმ ადგილას ერთხელ უკვე მოკვდა,ახლა სამუდამოდ ჩაძაღლდება!
-შე ნაბიჭვარო!-დაიყვირა სემმა და რობისკენ წავიდა.მაგრამ უეცრად გასროლის ხმა გაისმა და სემიც შეჩერდა.
-ფრთხილად იყავი ბებერო!ეს სათამაშო ნუ გგონია.
-მამა!-დავიყვირე.კევინმა დამაკავა რომ მასთან არ მივულიყავი.
-ნუ ღელავ ძვირფასო ლისა უბრალოდ ხელში დავჭერი.მისი მოკვლა რომ მდომოდა ან გულში ვესროდი ანდაც თავში.
სემი ჭრილობაზე იკიდებდა ხელს და ადგომას ცდილობდა.
-რამის თქმა ხომ არ გინდა ბებერო?.-რობი სემს მიუახლოვდა.
-ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვი ნაძირალავ!-უპასუხა სემმა და რობს შეაფურთხა.
-რა სასაცილოა ეგ რომ ახსენე სწორედ მანდ იქნები რამდენიმე წუთში...ისე ხომ არ ჯობია პროცესი დავაჩქროთ და ახლავე მოგკლა?ნამდვილად იმსახურებ!
-რობ არა! ეს სანახაობა აუცილებლად უნდა ნახოს!-თქვა ეშლიმ.
-კი მაგრამ მან მე შემაფურთხა,ასეთი უსინდისო მაყურებელი რაში გვჭირდება?
-მინდა საკუთარი თვალებით ნახოს როგორ იწვიან ცეცხლში მისი შვილები!-ღიმილით თქვა ეშლიმ და ჩვენ გამოგვხედა.-ახლა კი გაინძერით! ამდენი დრო არ გვაქვს!-დაგვიყვირა მან.
-ვერ გაგიგეთ?.-პისტოლეტი დაგვიმიზნა რობმა და გვაიძულა ტყეში ღრმად შევსულიყავით.
ნელ-ნელა იმ ადგილს მიუახლოვდით სადაც ოლივერმა მის მკვლელებზე შური იძია.
იმ ადგილის შუაგულში კოცონი ენთო,სწორედ ისე როგორც მაშინ,იმ წყეულ დღეს.
-აბა როგორ მოგწონთ ჩვენი სიურპრიზი?.-თქვა რობმა.
-მათ ხომ საუკეთესო ნაწილი ჯერ არ უნახავთ რობ?!-თქვა ეშლიმ.-ბავშვებო გამოდით სტუმრები მოვიყვანეთ!-დაიყვირა მან.
უეცრად ხეებიდან გამოსული ფიგურები შევნიშნე.ისინი იყვნენ.ცეცხლისშვილები!ყველა მათგანი ჩვენს წინ იდგა.მაიკი,ანნა, რიჩარდი, თითოეულ მათგანს ჯერ კიდევ ეტყობოდათ დამწვრობებისგან დარჩენილი ნაიარევები.
-ოვაციები სად არის?.-თქვა რობმა.-ნუთუ მათი დანახვა არ გაგიხარდათ?
-ოლივერ!-მაიკი ოლივერთან მივიდა.-შენც არაფერს იტყვი?.-როცა პასუხი ვერ მიიღო კევინს მიუბრუნდა.-კევინ მეგობარო!ნუთუ არ მოგენატრე?! ჩვენ ხომ საუკეთესო მეგობრები ვართ დაწყებითი კლასებიდან.დავიჯერო ცოტათიც არ გაგიხარდა ჩემი დანახვა?
მაიკი ლაპარაკს განაგრძობდა ჩვენ კი ვდუმდით.კევინს ოლივერის ხელი ეჭირა მე კი სემის.
-ოუ ერთი ამას შეხედეთ!-წამოიძახა ანნამ.-ხელებ ჩაკიდებულები რომ არიან.-თქვა და გადაიხარხარა.
-მოიცა,მოიცა თქვენ რა ისევ ერთად ხართ?.-იკითხა მაიკმა.-ღმერთო რა ტყუილად მოხდა მადენი რამე! ამ ორი პიდარასტის გამო ამდენი ადამიანი ვიტანჯებით და ესენი თურმე ისევ ერთად არიან.ბედის ირონიაა პირდაპირ!
-კარგი მაიკ დაწყნარდი!.-თქვა ეშლიმ და მასთან მივიდა.
-როგორ უნდა დავწყნარდე ეშ? ამათ შეხედე უბრალოდ!
-დროს უკან ვერ დააბრუნებ რაც მოხდა მოხდა!-თქვა რობმა.
-ღმერთო იცი ამ ამბებმა მართლა დაგაჭკვიანა.-უთხრა რობს მაიკმა.
-მაგას კომპლიმენტად მივიღებ.-სიცილით უპასუხა რობმა.
-კარგით,კარგით.იქნებ ლაყბობას მოვრჩეთ და უბრალოდ დავიწყოთ შოუ.ასე არ ჯობია?.-ხელებ გაშლილმა რიჩარდმა თქვა.
-მართალი ხარ რიჩ,თან ეს ხალხი ტყუილად ხომ არ მოვიყვანეთ აქ?.-თქვა მაიკმა.
-აბა პირველი ვინ გაწირავს თავს?-იკითხრა რობმა.
-ჰეი,შენ რა მათ არჩევანის უფლებას აძლევ?.-იკითხა ეშლიმ.-აბა გაიხსენე ოლივერმა არ მოგვცა არჩევანის უფლება მაშინ როცა ჩვენ გვაწმა.
-მართალი ხარ ძვირფასო.-თქვა რობმა და ეშლის ლოყაზე აკოცა.-მოდი იმისგან დავიწყოთ!-თქვა და ოლივერს დაუმიზნა პისტოლეტი.
-ამის გაკეთების უფლებას არ მოგცემ!-ოლივერს წინ კევინი გადაუდგა.
-შენ რა ახლა მოგინდა გმირობანას თამაში?.-იკითხა რობმა.-მეგონა ეგ ლისას გამოსდიოდა ყველაზე კარგად.
-ხო,ხო ზუსტად!-სიცილით თქვა ეშლიმ.-გახსოვს როგორ მოვარდა მაშინ და ყველა გვიხსნა?-მის ტონში ირონია იგრძნობოდა.-ისე მოვარდა თითქოს რამე აკავშირებდა ამ ამბავთან.-ეშლი მომიახლოვდა.-მხსნელივით მოგვევლინა ქალბატონი.
-შე უმადურო ძუკნა!ჩემი დამსახურებაა დღემდე რომ ცოცხალი ხარ.-ვუთხარი და ეშლის გაცოფებული სახე დავინახე.
-როგორ ბედავ?.-დაიყვირა და გამარტყა.ტკივილისგან წავიქეცი.
-ლისა!-გავიგე სემის ხმა.
-ნუღელავ ერთი დარტმით არ მოკვდება.-უთხრა სემს ეშლიმ.-შენ კი სანერვიულო ნამდვილად გაქვს სავარაუდოდ ხელს დაკარგავ.
-იქ სადაც ეგ წავა ხელი ნამდვილად არ დასჭიდება.-თქვა რობმა.
-არა ისე აღიარეთ ახლა რომელი იფიქრებდით რომ ამის უკან ვიდექით.-თქვა მაიკმა.-თქვით ნუ გერიდებათ!...არა მე თუ მკითხრავ იდეალური გეგმა იყო.
-ვერ შეგედავები.-დასძინა რიჩარდმა.
-იცით ამას რამდენი ხანი ვგეგმავდით?-მოგვიბრუნდა მაიკი.-სპეციალურად ციხიდან გამოვიპარეთ ამ საოცნებო შოუს რომ დავსწრებოდით.
-თქვენ რა ძებნაში ხართ?.-ჩახლეჩილი ხმით იკითხა სემმა.
-კი მაგრამ აქ ვერავინ მოგვაგნებს.-თქვა ეშლიმ.
-ძალიან ცდები ქერავ!დაგიჭერენ ყველას!და ამჯერად სამუდამოდ გამოგკეტავენ!
-ნახეთ როგორი იმედიანი ყოფილა მისტერ მილერი.-თქვა რობმა და დანარჩენებმა გადაიხაეხარეს.-მაპატიეთ მაგრამ ამჯერად იმედები უნდა გაგიცრუოთ.
-ხო ისე ოლივერ რა მაინტერესებდა..-დაიწყო მაიკმა.-მის გვარზე უკვე გადახვედი?.-სემზე ანიშნა.-თუ ეგრევე კევინის გვარს მიიღებ როცა დაქორწინდებით?
-რა სასაცილო ხარ მაიკ,ისინი ვერ დაქორწინდებიან.-თქვა ეშლიმ.-არამგონია ჯოჯოხეთში ვინმემ ჯვრისწერის უფლება მისცეს მათ.-ამაზე ყველამ გადაიხარხარა.
-იცით მემგონი ძალიან ვწელავთ!.-თქვა ანნამ.-ამდენი ხანი არ დაუკარგავს ოლივერს როცა ცეცხლში ჩაგვაგდო.
-ჰოოო...ნამდვილად.-თქვა რობმა.-ხო ისე რა უნდა მეკითხა შენთვის ოლი.-ოლივერს მიუახლოვდა.-მართლა გეგონა რომ ეს ყველაფერი შეგრჩებოდა?გეგონა რომ ცხოვრებას მშვიდად გააგრძელებდი? მართლა ფიქრობდი რომ ამ ამბიდან მშრალი გამოხვიდოდი?.-ხმას აუწია და ოლივერს მხარზე ჩასჭიდა ხელი.
-ხელი გაუშვი რობ!-თქვა კევინმა.
-ერთი ეს რომეო დამიწყნარეთ!-თქვა რობმა და მაიკი მაშინვე კევინთან მივიდა და მისი დაჭერა სცადა.
-და საერთოდ იქნებ დანარჩენები მიხვდეთ და დააკავოთ ისინი?!-ბრძანება გასცა რობმა და რიჩარდი სემთან მივიდა მე კი ანნამ ჩამიჭირა უკნიდან.
-ხო..რას ვამბობდი...-განაგრძო რობმა.-ოლი,ჩემო ძველი მეგბარო ოლი.-თქვა და ოლივერს ისე გაარტყა რომ ძირს დააგდო.
-ოლივერ!-დაიყვირა კევინმა.
-რაიყო არ მოგწონს აგრესია კევინ?.-სიცილით თქვა რობმა და ოლივერს ხელი ჩაკიდა.ცეცხლთან მიათრია და იქვე დააგდო.
-აბა საბოლოო სიტყვას ხომ არ გვეტყვი სანამ ცოცხლად დაიწყვები?.-თქვა რობმა და მისმა სიტყვებმა თავზარი დამცა.
-იმედია შემდეგი შენ იქნები!-მტკიცედ თქვა ოლივერმა.
-მაგას ვერ შეგპირდები!-თქვა რობმა და ოლივერი ასწია რომ ცეცხლში ჩაეგდო.
-მოიცათ!-გაისმა ნაცნობი ხმა.
ყველა მისკენ შეტრიალდა.მისი დანახვას აქ ყველაზე ნაკლებად ველოდი.
-კემერონ!-დავიყვირე და ვეცადე ხელები გამეთავისუფლებინა მაგრამ არაფერი გამომივიდა.-კემერონ დაგვეხმარე!მათ ჩვენი მოკვლა სურთ!
-თქვენ რა უჩემოდ დაიწყეთ?.-თქვა კემერონმა და მისმა სიტყვებმა გამაშეშა.
-მაპატიე,მოგვიწია.არგვინდოდა შოუს გაწელვა.-უპასუხა რობმა.
-კაი ამ ერთხელ გაპატიებ.მთავარია  ახლა აქ ვარ.-თქვა კემერონმა და რობთან მივიდა.
ის არ იყო კემერონი რომელსაც მე ვიცნობდი ის სრულიად სხვა ადამიანი იყო.მას აღარ ქონდა ის მშვიდი და უწყინარი გამოხედვა.მისი თვალები სავსე იყო ბოროტებით და შურისძების წყურბილით.
-კემერონ რას აკეთებ?დაგვეხმარე!-დავუყვირე მას რომ ყურადღება მოექცია ჩვენთვის.
-გაჩუმდი ლისა!ნუთუ ვერ ხბდები აქ რატომ ვარ?გგონია აქ იმიტომ მოვედი რომ დაგეხმაროთ?ნუთუ ისეთი სულელი ხარ რომ ვერაფერს ხვდები?
-შშ...შენ რა მათ ეხმარები?.-ძვლივს ვთქვი,არ მინდოდა იმის დაჯერება რომ ერთერთი მათგანი იყო.
-ხო,როგორც იქნა მიხვდი! გგონია დამთხვევა იყო ის რომ ჩემი ოთახის მეზობელი იყავი?ან ის რომ ასე მალე დავმეგობრდით?! არმინდა გაწყენინო მაგრამ ესენი რომ არა შენთან მეგობრობა აზრადაც არ მომივიდოდა.
-ასეთი რაღაც როგორ გამიკეთე?მე..მე შენ ...მეგობრად გთვლიდი!
-ხო ნუ რას ვიზამთ!შეცდი!ადამიანებში  ცუდად ერკვევი როგორც ჩანს ან უბრალოდ იმედგაცრუებული და იმდენად მარტოსული იყავი რომ ნებისმერ ადამიანს ენდობოდი.
-ესეიგი პასეონში რაც ხდებოდა ამის უკან სულ შენ იდექი?
-ხო..ნუ თითქმის.ყველაფერს ჩემ თავზე ვერ ავიღებ.ესენიც მეხამარებიდნენ და კიდევ კრისი.სულელი კრისი.მასზე მანიპულირება ყველაზე ადვილი საქმე აღმოჩნდა...
-ხო ისე ეგ სად არის?.-იკითხა ეშლიმ.
-ნუ ღელავ დაო,ჩემი მანაქნის საბარგულშია,დაბმულია და იმ წამალის ნახევარი დავალევინე რაც ნიკს.
-კარგად მოგცეულხარ.-მხარზე დაადო ხელი ეშლიმ.
-ვიცი,მის სხეულს რას ვუზამთ ისე?არ მინდა ცოცხალი დავტოვოთ ზედმეტად ბევერი იცის.
-ნუ გეშინია მის ცოცხლად დატოვებას არც ვაპირებდით.დანარჩენებთან ართად დავწვავთ!
-კარგი იდეაა,ყოველთვის მშურდა მისი ფიგურის.-თქვა კემერონმა და გაიცინა.-აბა შოუს ვიწყებთ ბოლოს და ბოლოს თუ არა?!
-კი ძვირფასო,ფეერვერკისთვის მოემზადე.-თქვა რობმა და ოლივერს ხელი გაუშვა.
-ოლივერ!-გაისმა კევინის განწირული ხმა.
მე თვალები ინსტიკტურად დავხუჭე მაგრამ მაშინვე იარაღის გასროლის ხმამ გამომაფხიზლა.......



ვიცი გითხარით ბოლო თავი იქნება თქო მაგრამ ძალიან დიდი გამოვიდოდა ამიტომ კიდევ ერთი თავის დამატება გადავწყვიტე:დ აუცილებლაც გამაგებინეთ თქვენი აზრი კომენტარებში ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ თავთან დაკავშირებით.
მოელოდით რომ ყველაფრის უკან ცეცხლისშვილები იდგებოდნენ?
პ.ს.შემდეგი თავისთვის მოემზდეთ:დდდდ
ენივეის მადლობა რომ წაიკითხეთ და როგორც ყოველთვის:
ლავ
იუ
ოლ
ბაიიიიიი

აკადემია გარყვნილებისათვისDonde viven las historias. Descúbrelo ahora