11.დასასრულის დასაწყისი

1.3K 137 24
                                    

იმის შემდეგ რაც ეს ამბავი გადამხდა,ჩემი ცხოვრება სრულებით შეიცვალა.მე აღარ მაქვს მოსაწყენი,მარტოსული ცხოვრება. იმის შემდეგ რაც კევინმა ოლი გათიშა,დანარჩენი ბავშვების გათავისუფლება მოვახერხეთ. როცა ტყიდან გამოვიქეცით "ცეცხლისშვილებს" ვუთხარი:
-ორი არჩევანი გაქვთ,ან ახლა სკოლაში შევალთ და ყველა გაიგებს რაც ჩაიდინეთ,მათ შორის პოლიციაც,ან შეგიძლიათ გაიქცეთ და დაიმალოთ მანამდე სანამ შეძლებთ. მაგრამ თუ დაიმალებით ამ დამწვრობებს ვერ უმკურნალებთ და შეიძლება უარესად გახდეთ.
რობმა გაქცევა ცადა,მაგრამ ის ყველაზე მეტად იყო დამწვარი.დანარჩენები კი დარჩნენ.ალბათ მიხვდნენ თავიანთ დანაშაულს.ან უბრალოდ ტკივილის ატანა აღარ შეეძლოთ.
ექიმის ოთახისკენ წავედით და სწორედ იმ წამიდან შეიცვალა მათი ცხოვრება. გარეთ გამოვედი სადაც წესით კევინი უნდა ყოფილიყო.როცა ვერ ვნახე მივხვდი რომ თავის ოთახში იქნებოდა.სწრაფად გავიქეცი პანსეონიკენ და კევინის ოთახს მივადექი.
-გამიღე ლისა ვარ.-ძლიერად დავაკაკუნე კარებზე.
-დაღლილი ვარ უნდა დავიძინო.-მოისმა კარს იქით ხმა.
-ნუ მატყუებ ვიცი რომ მანდ გყავს.გამიღე!
კარი მაშინვე გააღო.მეც შევედი და საწოლზე მიმბული ოლი დავინახე.
-ასე აპირებ რომ გყავდეს?მალე გაიღვიძებს და მისი გაშვება მოგიწევს.
-არმინდა რომ გავუშვა.
-კევინ.-მხარზე მოვკიდე ხელი.-მას შენი მეგობრების მოკვლა უნდოდა.
-ჩემ მეგობრებს კი მისი.
-ეგ სიტუაციას არ ასწორებს.ის უნდა წავიდეს.დაისაჯოს იმისთვის რაც გააკეთა.
-ციხეში არ ჩაჯდება,გახსოვს რა თქვა? დღეს მარტო მე მოვკვდებიო.თავს მოიკლავს გესმის?
-მასზე იზრუნებენ რომ ასეთი რამე არ გააკეთოს.ახლა კი უნდა გაუშვა.-ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და კევინს მივეცი,სანამ პოლიციის ნომერს კრეფდა ვუყურებდი როგორ მოსდიოდა ცრემლები.ვხვდებოდი როგორ არ უნდოდა ამის გაკეთება,მიუხედავად იმ საშინელებებისა რაც ოლიმ ჩაიდინა.ალბათ ეს არის სიყვარული როცა ყველაფრის მიუხედავად გიყვარს.
....

აკადემია გარყვნილებისათვისWhere stories live. Discover now