დედას სახლს მოვშორდი თუარა იმაზე ფიქრი დავიწყე თუ სად წავსულიყავი.პანსეონში დაბრუნება საშინლად არ მინდოდა,თან კემერონი გაფრთხილებული მყავდა რომ რამდენიმე დღე არ მივიდოდი.ცოტახანს ფეხით ვისეირნე,როგორც აღმოჩნდა "მისტერ იდეალურობას" სახლი სანაპიროსთან ქონია. იქაურობა შევათვარიხელე,ბევრი ხალხი არ ყოფლია,რამაც გამახარა.ნაპირთან ახლოს დავჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. ცივი ნიავი მიბერავდა და ვფიქრობდი სად წავსულიყავი. ჩემი ყურადღება სანაპიროზე მყოფმა ოჯახმა მიიბყრო. ორი პატარა ბავშვი ქვიშისგან კოშკის აშენებას ცდილობდა.როცა მშობლები მიხვდნენ რომ არაფერი გამოსდიოდათ,მათთან ახლოს მივიდნენ და დახმარება სცადეს.არვიცი რატომ მაგრამ ამ სანახაობამ ძალიან დამამწუხრა.ალბათ იმიტომ რომ ვიცოდი მსგავსი რამ მე არასდროს გადამხდებოდა.ვიცი რომ ვეღარასდროს ვიგრძნობ მშობლების სიახლოვეს,ვერასდროს ვიგრძნობ მათგან სიყვარულს.ბოლოს, ერთად, ჩვენს სახლში ვიყავით.მახსოვს ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა.ვახშმობდით და თან ვლაპარაკობდით.მამა სკოლაზე მეკითხებოდა,მეც ვპასუხობდი რომ იქაურობა ციხეს მაგონებდა.ამაზე ორივეს გაეცინა,მაშინ ვერანაირად წარმოვიდგენდი რომ ის საღამო ბოლო იქნებოდა ჩვენი ერთად ყოფნის.იმ მომენტში ვერც კი ვაცნობიერებდი რომ ბოლოჯერ ვხედავდი მათ გაღიმებულს.როგორ მინდოდა წარსულში დაბრუნება...იმდენ რამეს ვეტყოდი...მამას შევეხვეწებოდი რომ არ წასულიყო,დედაც შესაბამისად დეპრესიაში არ ჩავარდებოდა და მეც არ გამიფუჭებდა ცხოვრებას.როგორ მინდა ჩემს სახლში ვიყო,ჩემს ოთახში,რომლიდან გამოსვლაც არასდროს მინდოდა ხოლმე.შევიკეტებოდი და არავის ვაძლევდი უფლებას შევეწუხებინე.კედლები მუსიკალური ჯგუფების
პოსტერებით მქონდა გავსებული,აქეთ-იქით ჩემს ნახატებსაც შეამჩნევდით.ჩემი ლოგინი თითქმის სულ არეული იყო,რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის,იმას თუ გავითვალისწინებთ რომ 24/7-ზე ზედ ვიწექი.ლოგინთან გიტარა მედო და მის წინ უზარმაზარი სარკე სადაც შემეძლო საათობით მეყურებინა...ახლა კი...იმდენი ხანია ნორნალურად არ ჩამიხედავს სარკეში რომ ნელ-ნელა მავიწყდება როგორ გამოვიყურები...უცნაურია ვიცი.იმის თქმა მინდა რომ დაახლოებით მახსოვს ჩემი სახის აღნაგობა მაგრამ შემთხვევით ფანჯრის ანარეკლში რომ დავინახო ჩემი თავი შესაძლოა ვერც კი ვიცნო.მატერიალურმა რაღაცეებმა ჩემთვის მნიშვნელობა დაკარგა.საერთოდ არ მადარდებს ისეთი რაღაცეები რაზეც ადრე ძალიან ვნერვიულობდი.უცნაურია როგორ შეიძლება შეცვალოს შენი ცხოვრება ერთმა შეცდომამ,ან თუნდაც ერთმა ადამიანმა.სანაპიროზე ცოტა ხანს კიდე დავრჩი და მერე გადავწყვიტე ჩემი ძველი სახლი მომენახულებინა. იქნებ ასე ცოტა ხნით მაინც ვიგრძნო თავი ნორმალურ თინეიჯერად.შესვლა არ გამჭირვებია, რითიც არ უნდა ჩაეკეტათ შიგნით შესასვლელ გზას აუცილებლად ვიპოვიდი.სახლი გარედან შევათვარიელე,მიტოვებულს არ გავდა.ზუსტად ისეთი იყო როგორიც ბოლო ნახვისას.ყოველი შემთხვევისთვის კარებები შევამოწმე,როცა მივხვდი რომ დაკეტილი იყო,ხეზე ავცოცდი,რომელმაც ზუსტად ჩემი ოთახის ფანჯარასთან მიმიყვანა.ფანჯრის გარედან გაღება ძალიან ადვილად შემეძლო,ადრე თითქმის ყოველ ღამე ვიპარებოდი ხოლმე აქედან.როცა ოთახში შევედი ერთი წუთით გავშეშდი და იქაურობას მივაშტერდი.ყველაფერი დამტვერილი იყო,თითქოს საუკუნეა აქაურობას არავინ შეხებია. ყველაფერი ხელშეუხებელი იყო,ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდა თითქოს აქ ოდესღაც ძალიან მოწესრიგებული ადამიანი ცხოვრობდაო.ჩემი ლოგინიც კი დალაგებული იყო,რაც არ მოგატყუებთ და პირველად ვნახე.ცოტა ხანს იქ ვიყავი და შემდეგ გამოვედი,არ შემეძლო ჩემი ოთახის ამ მდგომარეობაში ყურება.რადგან ჩემსას საერთოდაც აღარ გავდა.კარიდორშიც იგივე მდგომარეობა იყო,ყველგან მტვერი იდო.დედაჩემის ოთახში შევედი,იქ საინტერესოს ხომ ვერაფერს ნახავ ადამიანი.გადავწყვიტე მამას ძველი კაბინეტი შემეთვარიელებინა.დედა რატომღაც იქ შესვლას მიკრძალავდა იმის მერე რაც მამამ დაგვტოვა.ამბობდა რომ არ უნდოდა მამასთან სიახლოვე მეგრძნო.რა თქმა უნდა მას არ ვუსმენდი და მაინც ვიპარებოდი ხოლმე შიგნით რომ მამას დატოვებული სიგარები მომეპარა.ერთხელ ფაქტზე დამიჭირა და იმის მერე კაბინეტის კარი ჩაკეტილი იყო.კარებს დიდხანს ვეცოდვილე,თმის სამაგროთაც ვეცადე გაღება,მაგრამ როგორც ჩანს ასე მარტო ფილმებში თუ შეძვრები სადმე.დედას ოთახში დავბრუნდი და გასაღების ძებნა დავიწყე.გასაღრები კონვერტთან ერთად აღმოვაჩინე,როცა ვნახე შიგნით რა ეწერა თვალებს ვერ დავუჯერე.მითითებული არ იყო იმ პიროვნების სახელი ვინც გამოაგზავნა,მაგრამ შიგნით ეწერა რომ რაც შეიძლება მალე გადავეყვანე დედაჩემს იმ დაწყევლილ სკოლაში,საიდანაც ყველა უბედურება დაიწყო. ამ წერილის წაკითხვამ საერთოდ დამაბნია.რას ნიშნავდა ეს? ესეიგი თავიდანვე დაგეგმილი იყო ის რომ იმ სკოლაში უნდა მოვხვედრილიყავი? წერილზე აღნიშნულ თარიღს შევხედე.ზუსტად იმ დღეს მიმიყვანა დედამ იმ სკოლაში.ესეიგი ეს წერილი მოუვიდა თუარა მაშინვე გამაქანა სკოლისაკენ.უცნაურია...თან ძალიან.რატომ მოიქცა ასე?ნუთუ იქ მომხდარ ამბებზე რამე იცოდა? არა,შეუძლებელია,საიდან უნდა სცოდნოდა?! მაგრამ მაშინ რატომ მოიქცა ისე როგორც წერილში უბრძანეს?არაფერი მესმის....
კაბინეტთან დავბრუნდი.კარები გავაღე და შიგნით შევაბიჯე.იქაურობის ჩხრეკა დავიწყე,იმ იმედით რომ კიდევ რამეს ვიპოვიდი.თითოეული წიგნი შევამოწმე,თითოეული კარადა და უჯრა მაგრამ ვერაფერი ვიპვე.დავფიქრდი კიდევ სად შეიძლებოდა რამის დამალვა და გამახსენდა სეიფი რომელიც ჩვენი ოჯახის პორტრეტის უკან იყო.მახსოვს პატარა ვიყავი,როცა შემთხვევით დავინახე როგორ აღებდა მას მამა.მაშინ მითხა რომ იქ მონსტრებს ამწყვდევდა და ამიტომ მასთან ახლოს არ უნდა მივსულიყავი.მეც რა თქმა უნდა დავუჯერე,მაშინ ალბათ 4ის ან 5ის ვიქნებოდი.პორტრეტთან მივედი,სიმართლე რომ ვთქვა არასდროს მომწონდა ეს ნახატი,რატომღაც ვთვლიდი რომ მსუქანი ვჩანდი მასზე.ჩამოვხსენი და ჩემს წინ მყოფ სეიფს მივაშტერდი.იმაზე დავიწყე ფიქრი თუ რა შეძლებოდა რომ პაროლი ყოფილიყო,მაგრამ ჩემდა გასაკვირად ღია აღმოჩნდა.შევაღე თუ არა შიგნიდან კონვერტები გადმოვარდა.მათ ასაღებად დავიხარე და ერთ-ერთი გავხსენი. თარიღს დავაკვირდი,მამას წასვლიდან მეორე დღეს იყო გამოგზავნილი.ფურცელი გავშალე,ამოვიხვნეშე და კითხვა დავიწყე:
"ჯერ მხოლოდ ერთი დღე გავიდა და უკვე უზომოდ მენატრებით.ვიცი,ალბათ ძალიან ხართ დაბნეულები და სავარაუდოდ ჩემი საერთოდ არ გესმით,მაგრამ მინდა იცოდეთ რომ ყოველ წამს თქვენზე ვფიქრობ,და ეს სულ ასე იქნება.ვერ დაგპირდებით რომ მალე დავბრუნდები.ვერც იმას გეტყვით როდის მექნება თქვენი ნახვის საშვალება.შეიძლება ხვალვე დავბრუნდე,ან შეიძლება ამან წლები გასტანოს.უბრალოდ მინდა რომ ორივეს გახსოვდეთ ერთი რამ,ძალიან მიყვარხართ,და აუცილებლობას რომ არ წარმოადგენდეს არავითარ შემთხვევაში არ დაგტოვებდით.
VOCÊ ESTÁ LENDO
აკადემია გარყვნილებისათვის
Mistério / Suspenseსახელი ნუ მოგატყუებთ, რადგან რაც ერთისთვის გარყვნილობად შეიძლება იყოს მიჩნეული, შესაძლოა მეორესთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლდეთ