როცა გავანალიზე რომ ვეღაც დავეწეოდი შევჩერდი და ამოსუნთქვა ვცადე.უკან მივიხედე,ნიკი ისევ მომზდევდა.
-ასე სირბილი სად ისწავლე?.-ძვლივს მკითხა.
-წამოდი უკან დავბრუნდეთ.
-რატომ გაეკიდე?ვინ იყო?
-არმინდა მაგაზე ლაპარაკი.-საავადმყოფოში შევედით.-მე პალატაში ავალ,და შენ წადი კარგი?სხვა დროს ვილაპარაკოთ.-წასვლა ვცადე და გამაჩერა.
-ლისა,რა ხდება?არსად არ წავალ სანამ არ მეტყვი.
-კარგი აივანზე ავიდეთ.
მეორე სართულისკენ გავეშურეთ და მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ გათენდა.ძალიან მალე გავიდა ეს ღამე და ერთი რამ რაც მიდოდა,პანსეონში დაბრუნება და გამოძინება იყო.
-მეტყვი რა მოხდა?.-მაშინ მკითხა როცა აივანზე გავედით.
-წერილზე რომ გკითხე გახსოვს?
-კი.იმ ბიჭს წერილი რომ უპოვეს ხო?
-ხო.მოკლედ ვფიქრობ რომ ოლივერიგან იყო.და აქ ალბათ ახალი წერილის დასატოვებლად მოვიდა იმის გასახსენებლად რომ დიდი დრო არ დამრჩენია.
-ფიქრობ რომ შენთვის რამის დაშავება უნდა?
-ხო ასე მგონია.
-კი მაგრამ რატომ?შენთან რა უნდა?
-ალბათ ის რომ თავის გეგმაში შევუშალე ხელი.
-ნეტა დამთავრდება ას ამბავი ოდესმე?უკვე ატანა აღარ მაქვს არაფრის.ისედაც ამის გამო ჩემი ცხოვრება ნამდვილ კოშმარს დაემსგავსა და აღარ შემიძლია მეტი.
-აბა მე მკითხე?!.-ვეღარ გავუძელი და ცრემლები თავისით წამომივიდა.-შენგან გახნსხვავებით მისთვის არაფერი გამიკეთებია.ჩემი ერთადერთი დანაშაული ის არის რომ იმ დამპალ სკოლაში გადავედი და ნება მოგეცით ამ ყველაფერში ჩაგეთრიეთ.-ემოციებს ვეღარ ვიკავებდი,უკვე სუნთქვაც მიჭირდა.
-კარგი დაწყნარდი.-ჩამეხუტა.-გთხოვ არ იტირო კარგი?ჩაივლის ეს ყველაფერი და მალე აღარც გემახსოვრება.უბრალოდ უნდა გამაგრდე და არ მიცე ამ ყველაფერს იმის უფლება რომ შენზე ასე იმოქმედოს.
ნიკი ჩემს დაწყნარებას ცდილობდა და მე ვერ ვახერხებდი ცრემლების შეკავებას.თითქოს ამდენი ხნის მერე ყველაფერმა ერთად დამარტყა და რაზეც აქამდე არ მიფიქრია ახლა დავიწყე ნერვიულობა.დიდხანს ვიყავით ჩახუტებულები სანამ კემერონმა არ დაგვინახა.
-ღმერთო ლისა,ყველგან გეძებე,ვნერვიულობდი.რა მოხდა?
-არაფერი,ნიკი მოვიდა ჩემს სანახავად და..
-რომ გავიღვიძე და ოთახში არ დამხვდი კინაღამ გული გამისკდა.ასე აღარ შემაშინო კარგი?
-კარგი.-გავუღიმე და ცრემლები მოვიწმინდე.მისმა დანახვამ თითქის უკეთ გამხადა.ვერ ვიჯერებდი რომ მისნაირი ადამიანი დავიმსახურე.ვერ ვხვდებოდი ასე რატომ ნერვიულობდა ჩემზე.-კემერონ!
-ჰო ლისა.
-პანსეონში მინდა დაბრუნება.
-კარგი,ექიმს დაველაპარაკები.ისედაც გწერდნენ ორ დღეში.
-შეგიძლია ახლავე რომ უთხრა?
-კარგი ვეტყვი.-კემერონმა ლოყაზე მაკოცა და წავიდა.
-ძალიან მაგარი გოგოა!.-თქვა ნიკმა.
-ჰო ვიცი.-ვუთხარი და დავაფიქსირე რომ კემერონს მაქამდე უყურებდა სანამ ექიმის კაბინეტში არ შევიდა.-ჰეი,მასზე სხვანაირად ფიქრი არც გაბედო!.-იდატყვი გავკარი.-შენთვის ზედმეტად კარგია.
-კარგი რა..ავღნიშნე უბრალოდ რომ კარგი ადამიანია.პროსტა ტეხავს ეშლის და მაიკის და როა.
-იმედია მათი გენები არ იჩენს თავს ახლო მომავალში.მისი დაკარგვა ახლა ყველაზე მეტად არმინდა.ერთადერთი ნამდვილი მეგობარია ვინც ამ ბოლო პერიოდში გავიჩინე.
-ჰო მესმის.
-მისიმე,მე წავალ მოვწესრიგდები და წადი შენ თუგინდა.
-ჩემს გაგდებას ნუ ცდილობ.
-არ ვდილობ,პირდაპირ გაუბნები.-გაეცინა.
-ოჰ ლისა,შენ არ იცვლები.-გადამეხვია.-კარგი წავალ თუასე გინდა.
-შეხვედრამდე.
-კარგად.-დამემშვიდობა და წავიდა.
პალატაში დავბრუნდი და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე.
-უკვე მზად ხარ?.-უკნიდან კემერონის ხმა მომესმა.
-კი,ხო ხედავ ერთი სული მაქვს სკოლაში როდის დავბრუნდები.
-იქ რომ მიხვალ იმაზე იფიქრებ როგორ მოშორდე იქაურობას.
-მართალი ხარ.-გამეცინა.-რა თქვა ექიმმა?
-შეუძლია წავიდესო მაგრამ მაქამდე უნდა გაგგსინჯოს.
-კარგი მალე გქნათ რა,აქ გაჩერება აღარ შემიძლია.
როცა საავადმყოფოდან გამოვედით ნიკის მანქანა დავინახე.შიგნით იჯდა და ეძინა.ფანჯარაზე მივუკაკუნე.
-აქ რაგიდნა?რატომ არ წახვედი?
-ჰეი.გელოდებოდი და ჩამეძინა,კარგია რომ გამაღვიძე.
-ხო გითხარი წადი თქო?!
-პანსეონამდე მისვლა არ გინდა?
-ტაქსით წავალთ,ხომ ხედავ ნახევრად გძინავს.
-ბევრს ნუ ტლიკინებ და მანქანაში ჩაჯექი.
ნიკმა კემერონს ჩანთა გამოართვა და მე კი მანქანაში ჩამტენა რასაც ქვია.
-ერთმანეთს საიდან იცნობთ?.-უკანა სავარძელზე მჯდომმა კემერონმა იკითხა,რომელიც ფანჯარაში სიგარეტს ეწეოდა.
-ძველ სკოლაში შევხვდით ერთმანეთს.-მე ვუპასუხე.
-სად სწავლობდით?
ნიკმა გამომხედა.-ერთ-ერთ კერძო სკოლაში აქედან შორს.-თქვა მან.სერიოზულად?ამაზდ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა.
-და მაგ სკოლას სახელი არ აქვს?-გაიცინა კემერონმა.
-სიგარეტი მომაწოდე რა.-კემერონს ვუთხარი და ვეცადე თემა შემეცვალა.
-ხო გითხრეს რომ შეთვის მოწევა არ შეიძლება?
-თავს მოგაჩვენებ რომ არ გამიგონია რაც თქვი...
YOU ARE READING
აკადემია გარყვნილებისათვის
Mystery / Thrillerსახელი ნუ მოგატყუებთ, რადგან რაც ერთისთვის გარყვნილობად შეიძლება იყოს მიჩნეული, შესაძლოა მეორესთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლდეთ