მის სუნთქვას ვგრძობ,ვხვდები რომ ჩემკენ იხრება.ყელში მიჭერს და თვალებს საბოლოოდ ვახელ.
-მოგენატრე?.-ამბობს ის, და ვხედავ ოლივერის მომღიმარ სახეს.
მაშინვე ვიყვირე.
-რა მოხდა?ლისა?კარგად ხარ?-კემერონის ხმა გავიგე რომელიც ჩემ დამშვიდებას ცდილობდა.
-სად არის?დაიმალე.შეიძლება შენც დაგიშავოს რამე.მალე დაიმალე.-ბოლო ხმაზე ვეუბნებოდი კემერონს.
-კი მაგრამ ლისა აქ არავინაა.უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო.დამშვიდდი.ყველაფერი კარგადაა.-აქეთ-იქით ვიხედებოდი,ოთახში მართლაც არავინ იყო.ნუთუ ეს ყველაფერი დამესიზმრა?მაგრამ ისეთი რეალური იყო..თითქოს მის ხელებს ყელზე ახლაც ვგრძნობ.
-მთელი ღამე ოთახში იყავი?
-კი,შენს გვერძე მეძინა.
-არავინ შემოსულა?
-არა,ვინ უნდა შემოსულიყო?
-არავინ,დავიწყე.კოშმარი დამესიზმრა უბრალოდ.
-გინდა შენთან დავწვე?.-მკითხა მან და მე უბრალოდ თავი დავუქნიე.
მთელი ღამე ჩახუტებულებმა გავატარეთ.დაძინება ვცადე მაგრამ თვალს ვხუჭავდი თუარა ოლივერის ბოროტულ ღიმილს ვხედავდი...
შუადღე იქნებოდა რომ გამომეღვიძა.კემერონი უკვე ამდგარიყო.ოთახში,ჩემს წინ ყვავილები დამხვდა.უზარმაზარი ბუკეტი იყო.
-გაიღვიძე?.-კემერონი შემოვიდა.-ყავისთვის გავედი.დალევ?
-არა არ მინდა.ეს ყვავილები ვინ მოიტანა?.-დაინტრიგებულმა ვკითხე.
-მოგწონს არა?!სანამ გეძინა ვიღაც ბიჭი იყო მოსული და მან მოგიტანა.-თქვა და ჩემ ლოგინზე ჩამოჯდა.
-მოიცა,ვინ ბიჭი?ვინ იყო მოსული?
-სახელი არ უთქვამს,მაგრამ მითხრა რომ შენი ძველი სკოლელია.
-კემერონ!.-ხელები მხრებზე ჩავჭიდე.-ახლავე მითხარი როგორ გამოიყურებოდა.სახეზე რამე შრამი ქონდა?დამწვრობები ან რამე მსგავსი?
-არა რავი,მსგავსი არაფერი შემიმჩნევია.-შეშინებულმა მითხრა.-მაგას რატომ მეკითხები?ვინ გგონია?
-უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ ოლივერი არ იყო.
-ოლივერი ვინ არის?
-ის ვინც გუშინ დამესიზმრა.
-მისი ასე რატომ გეშინია?
-რომ შეხვედრილიყავი შენც ასეთი რეაქცია გექნებოდა.
-და ასეთი ვინ არის?საიდან იცნობ?
-ეგ გრძელი,რთული და ძალიან ჩახლართული ისტორიაა.სხვა დროს მოგიყვები.
-კარგი როგორც გინდა.
ამის შემდეგ აღარაფერი უკითხავს.მოსასვენებელ სკამზე დაჯდა და წიგნის კითხვა დაიწყო.მე კი იმაზე დავიწყე ფიქრი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო.იქნებ იმ სკოლიდან არც არავინ იყო,იქნებ მაქამდე სადაც დავდიოდი იქიდან იყვნენ.მაგრამ მაქედან არავისთან მაქვს ურთიერთობა.მოიცა იქნებ კევინი იყო?ალბათ ის იქნებოდა.ცუდია რომ მისი ნახვა ვერ მოვასწარი.
-კემერონ.-დავუძახე.
-გისმენ.
-იმ ბიჭს ხომ არ უთქვამს დაბრუნდება თუარა?
YOU ARE READING
აკადემია გარყვნილებისათვის
Mystery / Thrillerსახელი ნუ მოგატყუებთ, რადგან რაც ერთისთვის გარყვნილობად შეიძლება იყოს მიჩნეული, შესაძლოა მეორესთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლდეთ