21.სტუმარი

954 103 10
                                    

ღამე ცუდად მეძინა,ახლა როცა ვუფიქრდები, წინაგრძნობა მქონდა და ალბათ ამის გამო. შაბათი იყო რაც იმას ნიშნავდა რომ სკოლაში კიდევ ერთი უაზრო დღის გატარება არ მომიწევდა. შაბათ-კვირას სტუდენტების უმრავლესობა სახლში მიდიოდა ხოლმე,რომ ვიქენდი ოჯახთან ერთად გაეტარებინათ.მე კი რა თქმა უნდა პანსეონში ვრჩებოდი,რადგან ოჯახი არ მყავდა.
დილით როცა გავიღვიძე კემერონს ჯერ კიდევ ეძინა. ნელ-ნელა თენდებოდა და მზის ამოსვლის ნახვა სახურავზე გადავწყვიტე.სახანძრო კიბეებს ავუყევი და მაღლა ავედი.აქ იმის მერე არ ვყოფილვარ რაც კემერონმა და კრისმა იჩხუბეს,მერე ის ბიჭი სკოლის სახურავიდან გადმოხტა და ყველაფერი თავიდან დაიწყო.ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა,რადგან უკვე რამდენიმე დღეა არც ახალი წერილი გამოჩენილა და არც უცნაური მომხდარა რამე.ნუ დილანის მოულოდნელ აფეთქებას თუარ ჩავთვლით.იმის მერე რაც კემერონს კრისის გამო ეჩხუბა,მასთან არავის გვილაპარაკია.ნინას და ალექსს საკმაოდ დავუახლოვდი.მიუხედავად ყველაფრის ჯერ კიდევ მიკვირს რომ დილანი და ალექსი დაშორდნენ.მახსოვს პირველად რომ გადმოვედი აქ, მაშინ ალექსი ჩემზეც კი ეჭვიანობდა.რაც სულელურად მეჩვენებოდა რადგან დილანი გეია.მაგრამ ალქსი იმ იდეით იყო შეპყრობილი რომ შეიძლება ვინმეს დილანი წაერთმია მისთვის,ახლა კი თავისით შორდება?!
ფიქრებში ვიყავი გართული როცა ტელეფონის ხმა გავიგე,ვიფიქრე კემერონი იქნებოდა,ალბათ გაიღვიძა და მეძებს თქო მაგრამ როცა ეკრანს დავხედე იმ ადამიანის სახელი დამხვდა ვისაც ყველაზე ნაკლებად ველოდი.
-ალო?!.-დაბნეულმა ვუპასუხე,არ ვიყავი დარწმუნებული რომ ის იყო.
-ლისა,საყვარელო!როგორ ხარ?.-ყალბ ინტონაციაშივე ჩანდა რომ არ აინტერესებდა ჩემი მდგომარეობა.
-რავი,ერთი კვირის წინ რომ დაგერეკა გეტყოდი რომ არც ისე კარგად,სავადმყოფოში გატარებული დროით დიდად ვერ გავერთე.
-რაღაცეებს ნუ იგონებ.-ისე მითხრა რომ არც მოუსმენია ჩემთვის ბოლომდე.-კარგი,მართლა,ახალ სკოლაში გაიჩინე მეგობრები?
-ახალი ოთხი თვის წინ იყო,ახლა უბრალოდ მორიგი მოსწავლე ვარ.
-ანუ ვერავის დაუახლოვდი?
-გაგიკვირდება და დავუახლოვდი,სხვათაშორის წინა გამოცდილება გამოვიყენე და წინასწარ ვკითხე რომელიმე სერიოული მკვლელი ხომ არ ხართ თქო.
-შენი იუმორის გრძნობა მკლავს.
-ნეტა..-ჩავიბუტბუტე.
-რაა?.-როგორც ჩანს გაიგო.
-არაფერი.რატომ მირეკავ?
-უბრალოდ მინდოდა გამეგო ჩემი შვილი როგორ იყო.
ცოტა ხანს გავჩუმდი,ვფიქრობდი ჯობდა მეგინებინა თუ მეთქვა რომ მისი ფეიქი მზრუნველობა უკან გაეთხარა.
-ორივემ კარგად ვიცით რომ ეგ სიმართლე არ არის.რამე მიზეზი რომ არ გქონოდა არ დამირეკავდი.
-კარგი ხო,მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა მაგრამ რადგან არ იშლი...მოკლედ...მზად ხარ?
-უბრალოდ თქვი თავს ნუ მაბეზრებ.
-ვთხოვდები!.-მიყვირა ტელეფონში და რამის სახურავიდან გადმოვარდი.
ჩუმად ვიყავი და ხმას არ ვიღებდი.რას ნიშნავს თხოვდება?ამის უფლება არ აქვს!ისედაც საუკუნეა მისგან არაფერი მსმენია და ახლა როგორ ბედავს ამის თქმას?
-რას ნიშნავს ეგ?
-რასდა,ნიშნობა გვქონდა უკვე ახლა ქორწილი იქნება.დიდი თეთრი კაბა მინდა,მამაშენზე რომ გავთხოვდი მაშინ ჩემით არ ამარჩევინეს,ახლა კი მინდა ყველაფერი იდელურად იყოს.
-შენ რა სულ გაგიჟდი?არ შეიძლება შენი გათხოვება!
-რას გულისხმობ?.-მკითხა და ყურმილი დავუკიდე.
ძალიან ვიყავი მასზე გაბრაზებული.უამრავი მიზეზი მქონდა მის კიდევ უფრო შესაძულებლად მაგრამ უკვე ყელში მქოდნა ამოსული.ყოველი მისი საქციელის მერე ვფიქრობდი ხოლმე რომ ამაზე მეტად ვერაფრით გამაოცებდა მაგრამ ყოველ ჯერზე ვცდებოდი.მისი უსამართლობა მკლავს,ასეთ მშობელს მართლა არ მყავდეს მირჩევნია.
გაბრაზებულმა სწრაფად ჩავირბინე სახანძრო კიბე და ოთახში დავბრუნდი.
-სახურავზე იყავი?.-მკითხა ნახევრად მძინარე კემერონმა.
-კი.-ვუთხარი და ლოგინზე ჩამოვჯექი.
-რა იყო რა სახე გაქ?.-თავი ბალიშიდან ამოწია და ისე მითხრა.
-ეგრე მეტყობა?
-რა მოხდა?რამე სერიოზულია?
-გააჩნია რა კუთხით შევხედავთ.-ამოვიხვნეშე.-დედაჩემმა დამირეკა.
-გასაგებია ასე რატომაც ხარ.რატომ დაგირეკა რა უნდოდა?
-თხოვდება.-ხელები გავშალე და ყალბი ღიმილით ვუთხარი.
-კაი ღადაობ?.-სერიოზული სახით მკითხა.
-სამწუხაროდ არა,ვერ წარმომედგინა მისი ეგოიზმი კიდევ უფრო თუ გაიზრდებოდა.
-ვის მიყვება?
-არვიცი,არ მიკითხავს,გავუთიშე მალევე,ბოლოს რომ ვნახე ბენტლის ხვდებოდა.
-ბენტლის?
-ხო მანქანის მარკებით ვიმახსოვრებ ხოლმე მაგის ბოიფრენდებს.
-კონკრეტულად რა უნდოდა არ გითხრა?თუ იმიტომ დაგირეკა ეს ამბავი რომ ეხარებინა შენთვის?.-კემერონი ლოგინიდან ადგა და გვერდით მომიჯდა.
-არც ვაცალე,არ მინდა არაფრის გაგება.
-კაი დაიკიდე,რაც არ უნდა ქნა მაინც ვერ გადააფიქრებინებ,თავისი ცხოვრება აქვს და ამას უნდა შეეგუო.-კემრონმა მხარზე გადამხვია ხელი.
-ცოტათი,სულ ცოტათი რომ ზრუნავდეს ჩემზე ასეთი რეაქცია არ მექნებოდა.
-გღვიძავთ?.-ნინა უცერემოინოთ შემოიჭრა ოთახში.
-არა.-ერთდროულად ვუთხარით.
-ჩქარა პირველ სართულზე ჩამოდით, ალექსი და დილანი ჩხუბობენ!
სასწრაფოდ წამოვდექით და ნინას გავყევით.პირველ სართულზე კიბეების დაბლა წრეზე იყო შეკრებილი უამრავი ბავშვი და ალექსს და დილანს უყვიროდნენ,ზოგი ტელეფონით უღებდა მათ.
-გამიშვით!.-ვეცადე წინ წავსულიყავი,რომ მათი ჩხუბისთვის ხელი შემეშალა.
როცა როგორც იქნა გავაღწიე ხალხის მასიდან ჩემს წინ დავინახე როგორიმშიერი თვალებით უყურებდნენ ერთამნეთს.ასეთი არც ერთი არასდროს არ მინახავს.
-შეწყვიტეთ!.-დავუყვირე.-ალექსს!.-მათი ყურადღების მიქცევა ვცადე.
-თავი დაანებე თავს უშენოდაც მიხედავენ.-გვერდით კრისი დამიდგა რომელიც სიამოვნებით უყურებდა სანახაობას.
-როგორ არ გრცხვენია?ისედაც შენს გამო ჩხუბობენ.
-შენ არაფერი იცი ამიტომ ყველას საქმეში ნუ ერევი.-მითხრა და ხალხში გაირია.
-აქ რა ხდება?.-როგორც იქნა უფროსმა ადამიანმა მოგვაქცია ყურადღება.-ახლავე შეწყვიტეთ!.-თქვა მასწავლებლის გარეგნობის,შუახნის ქალმა.-სანამ გამირიცხიხართ შეწყვიტეთ!-არვიცი როგორ მაგრამ ამ ქალმა მოახერხა მათი გაჩერება.-ახლავე ორივე ჩემს კაბინეტში შემოდით, ახლავე!-ბიჭები ამ ქალს გაყვნენ და ხალხიც დაიშალა.კარიდორში სადაც ჩხუბი მოხდა,მხოლოდ მე კემერონი და ნინაღა დავრჩით.
-რატო დასცხეს ერთმანეთს?.-ვკითხე ნინას რადგან სავარაუდოდ მან ყველაზე მეტი იცოდა.
-მე და ალექსი თქვენთან მოვდიოდით როცა კრისი და დილანი შეგვეჩეხენ კარიდორში.კრისმა დილანს რაღაც გადაუჩურჩულა და სიცილი დაიწყეს.როცა გვერძე უნდა ჩაგვევლო მათთვის,კრისმა ალექსს მხარი გაკრა.ალექსმა უთხრა რომ ნელა ეარა და მერე  დილანმა კრისი დაიცვა და მოკლედ იჩხუბეს.ახლა რომ ვუფიქრდები ასეთი ბავშური რაღაცისთვის რატომ დაასისხლიანეს ერთმანეთი არ მესმის.
-სულ ეგ იყო?.-იკითხა კემერონმა.
-ხო,მათი გაშველება ვცადე მაგრამ არ გამომივიდა,კრისი პირიქით აქეზებდა დილანს.როცა მივხვდი რომ მათი დაშორება არ შემეძლო თქვენ დაგიძახეთ.
-რა დონის ძუკნაა!.-თქვა კემერონმა.-აუცილებლად ინანებს ასეთ საქციელს.
-გთხოვ არაფერი მოიმოქმედო,ისედაც ყოველ წამს ახალ დრამაში ვეხვევით.-ვუთხარი კემერონს რადგან მეშინოდა რომ რამე ქონდა ჩაფიქრებილი.
-მე არა,ღმერთი დასჯის.-თქვა მან.ერთმანეთს გადავხედეთ და გადავიხარხარეთ.
-რომელი ღმერთი?-სიცილით ვთქვი.
-კარგად ხუმრობ.-დააყოლა ნინამ.
-ალექსს არ მივაკითხოთ?-იკითხა კემერონმა.
-კარგი აზრია...
დირექტორის კაბინეტისკენ წავედით,დილანი გარეთ იჯდა.როგორც ჩანს ამ დროის მანძილზე ალექსს ელაპარაკებოდა.მასთან ლაპარაკი რა თქმა უნდა არ გვინდოდა ამიტომ მისგან შორს დავჯექით.მთელი ის დრო რაც იქ ვიყავით ჩვენ გვიყურებდა,ხელი ცხვირზე ქონდა აფარებული,რომ სისხლის დენა შეეჩერებინა.ცოტა ხანში კაბინეტის კარი გაიღო და ალექსი გამოვიდა იქიდან.დილანს ზიზღით შეხედა და ჩვენკენ წამოვიდა.
-რა გითხრეს?.-იკითხა ნინამ.
-გაკვეთილებიდან მომხსნეს ერთი კვირით.
-რამე ხოარ გტკივა?თუ გინდა ექიმთან მივიდეთ.-თქვა კემერონმა.
-არა,ეს ნაკაწრია პროსტა.-ტუჩთან მიიდო ხელი რომელზეც გამხმარი სისხლი ქონდა.-იცით რა,უნდა წავიდე,ვიბანავებ.
-არ გინდა ამაზე ვილაპარაკოთ?.-იკითხა ნინამ.
-ახლა არა.-თქვა ალექსმა და წავიდა.
ჯიბიდან ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი.ამოვიღე რომ დამეხედა ვინ იყო,ისევ დედა რეკავდა.ამჯერად გავუთიშე,არ მინდოდა მისი ხმის გაგონება.ისე სიმართლე რომ ვთქვა ეს მიღწევა იყო,დღეში ირჯერ დამირეკა?! ხუთი თვე იქნება გასული რაც ბოლოჯერ ვილაპარაკეთ და უცბად დღეში ორჯერ მირეკავს.
-ვინ იყო?.-მკითხა კემერონმა.
-დედაჩემი.-თვალების ტრალით ვუთხარი.
-რა უნდოდა?
-გავუთიშე არ ვიცი.
-გინდათ ფურგონში წავიდეთ?.-გვკითხა ნინამ.
-კი რატომაც არა.
ფურგონში საღამომდე ვიყავით,კარგად გამოვთვერით და დავბოლდით.ალბათ კიდევ კარგი ხანი არ გამოვიდოდით იქიდან ალექსს რომ არ მოეწერა ჩემთვის.
"შენს სანახავად ვიღაც არის მოსული"
-გოგოები უნდა წვიდეთ,ვიღაც მელოდება თურმე.-ძვლივს ვთქვი იმდენად ვიყავი გალეშილი.
ბორძიკით ავდექი და როგორღაც პანსეონამდე მივაღწიე.
ოთახის კარი სიცილით შევაღე და როცა დავინახე ვინ მელოდებოდა  გაოცებული დავრჩი.ჩემს წინ დედაჩემი იდგა რომელსაც ხელები მუცელზე ქონდა შემოწყობილი.
-გელოდებოდი ლისაა..-თქვა მან და გამიღიმა....

ჰეი!თუ მოგეწონათ დაავოუთეთ და დააკომენტარეთ❤ვეცდები შემდეგი მალე დავდო
ლავ
იუ
ოლ
ბაიიიიიი

აკადემია გარყვნილებისათვისTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang