26.სისხლიანი პასუხი

851 101 7
                                    

შეშინებულმა აღარ ვიცოდი რა მექნა.ეს ფოტო და წერილი ხომ იმას ნიშნავდა რომ გუშინ როგორღაც შემოაღწია ოთახში,ისე რომ ვერც მე და ვერც კემერონმა ვერ შევამჩნიეთ.
მაშინვე ჟვრანტელმა დამიარა.საპიფარეშოსკენ გავიქეცი და უნიტაზთან მუხლებით დავჯექი.
გული მერეოდა ყველაფერზე.ყოველთვის როცა რამე კარგი ხდებოდა მაშინვე მიშხამებდა ვიღაც.ფეხზე ავდექი,კბილები გავიხეხე და სახეზე წყალი შევისხი.მკვდარს ვგავდი.სახეზე ფერი საერთოდ არ მედო,უძილობისგან ჩალურჯრბული მქონდა თვალები და ძალიან დაღლილი გამომეტყველება მქონდა.ვეცადე ადამიანს დავმსგავსებულიყავი და მაკიაჟის გაკეთება დავიწყე.ყველანარიად ვცდილობდი თავი კარგად დამეჭირა.ერთსა და იმავეს ვიმეორებდი გონებაში რომ არ უნდა შემშინებოდა.როცა მოსიარულე მკვდარს აღარ ვგავდი, საპირფარეშოდან გამოვედი და ნიკს დავურეკე.
-ჰეი,გამიხარდა რომ დამირეკე.-მისი ხმა გაისმა.
-მე...მე...წერილი მივიღე..-ძვლივს ვთქვი.
-ო,არა.რა ეწერა?ნუ შეგეშინდება ახლავე წამოვალ შენთან.
-მან..ფოტო გადამიღო...ღამე აქ იყო გესმის?..შეეძლო მოვეკალი კიდეც...-ცრემლები თავისით მოდიოდნენ თვალებიდან,მათ მოწმენდას ვცდილობდი მაგრამ ყოველ ჯერზე უფრო ძლიერად ვტიროდი.
-კარგი ლისა,ახლა მინდა რომ მომისმინო.იქ დარჩი სადაც ხარ,მოვდივარ უკვე შენთან.
ლოგინზე დავჯექი და კარებს ვუყურებდი.თვალი არ მომიცილებია,ყოველ წამს მქონდა იმედი რომ მას ნიკი შემოაღებდა და თავს დაცულად ვიგრძნობდი.ცოტა ხანში მართლაც გაიღო მაგრამ ნიკის მაგივრად კემერონი შემოვიდა.
-სკოლაში რატომ არხარ?ყველაგან გეძებდი.-მითხრა და გვერდით დამიჯდა.-მოიცა,შენ რა ტიროდი?რა მოხდა?
კემერონს გავხედე.მისი ცისფერი თვალები მზრუნველობით იყო სავსე.არ მჯეროდა რომ მსგავსი ადამიანი მყავდა გვერდით.ყველაფრის მისთვის მოყოლა გადავწვიტე მაგრამ ჯერ უნდა დავწყნარებულიყავი რომ ღირდა.პირი გავაღე რომ მეთქვა რაც მოხდა მაგრამ მაშინვე ავტირდი,არვიცოდი რა მემართებოდა.თითქოს შიშმა და პანიკამ საბოოლოოდ გაიბატონა ჩემზე.კემერონი მომეხვია და ჩემი დამშვიდება ცადა.
-კარგი,არ უნერვიულო,რაც არ უნდა ხდებოდეს,ყველაფერი კარგად იქნება.
-შენ არ გესმის...-ძვლივს მოვახერხე თქმა
-მომიყევი და გავიგებ.-მხოლოდ ესღა მითხრა,მე კი დავდუმდი.თითქოს შინაგანი ხმა მეუბნებოდა რომ მისთვის არაფერი მომეყოლა.-ლისა,თუ გინდა რომ დაგეხმარო უნდა მითხრა რა ხდება.-ისევ არ გამიცია პასუხი.ერთხანს ასე ჩუმად მეხუტებოდა მერე კი დასძინა.-ეს რა კონვერტია?.-მაშინვე გავუშვი ხელები კემრონს.
-არაფერი!.-სწრაფად დავტაცე ხელი კონვერტს.
-კარგი რა.რამეს მიმალავ?
-არა! მართლა ისეთი არაფერია.
-მაშინ მანახე.
-ვერ განახებ.
-რატომ?
-ნიკისგანაა.-არც დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე.და ვთქვი თუარა მაშინვე ვინანე.
-და ეგეთი რა არის შიგნით რომ მე ვერ მანახებ?
-შიშველი ფოტოა მისი.-ისევ დაუფიქრებლად ვუთხარი.
-მოიცა რაა? როდის აქეთ უგზავნით ერთმანეთს ნუდებს?თან დაბეჭდილს? რომელი საუკუნეა?ტელეფონში ვერ გამოგიგზავნა?
-სოციალური მედია არ აქვს.თან მისი აზრით ასე უფრო რომანტიულია.-ენა გონებას უსწრებდა.სანამ რამეს გავიფიარებდი უკვე უამრავი სისულელე მქონდა ნათქვამი.
-დანარჩენ კითხვებზე როდის მიპასუხებ?რატომ გიგზავნის შიშველ ფოტოებს?
-ამ...ერთად ვიწექით.-არც ამის თქმა მინდოდა მაგრამ ისედაც იმდენი ტყუილი ვუთხარი მეშინოდა არ გამოვეჭირე.
-რაა?.-დიდად გაოცებული არ ჩანდა მაგრამ მაინც შეიცხადა.-და მაგას ახლა მეუბნები?თან როგორ? დაგაძალე და ძვლივს გათქმევინე.
-ხო...რავი...არ მიყვარს ეგეთებზე ლაპარაკი.
-ყველაფერი მომიყევი!როგორი იყო,მოგეწონა თუარა...-დაიწყო კემერონმა და მაშინვე შევაწყვეტინე.
-ახლა მაგაზე ლაპარაკი არ მინდა კემ.
-მოიცა,ორსულად ხომ არ ხარ?.-თქვა და სიცილი ამიტყდა.
-არა რა თქმა უნდა.საიდან მოიტანე?!
-რავი ისე ამბოლო დროს ძალიან ემოციური კი გახდი და უბრალოდ ორი ფაქტი ერთმანეთთან დავაკავშირე.
-ვგიჟდები დებილი ქერასავით რო იქცევი ხოლმე.
-რაც შემეძლო მალე მოვედი.-უეცრად კარი გაიღო და ნიკი შემოვიდა.-მაპატიე არ ვიცოდი კიდევ ვინმე თუ იყო ოთახში.-თქვა როცა კემერონი დაინახა.
-არაუშავს ისედაც გავდიოდი.-თვალის ჩაკვრით მითხრა კემერონმა და ოთახიდან გავიდა.
-როგორ ხარ?.-ნიკი მაშინვე ჩემთან მოვიდა და ლოგინზე გვერდით ჩამომიჯდა.
-არამიშავს.ახლა უკეთ ვარ.
-მანახე აბა წერილი.-მითხრა და მეც კონვერტი გავუწოდე,რომელსაც რამდენიმე წუთის წინ კემერონისგან ვმალავდი.შიგნიდან ფოტო ამოიღო და მერე წერილიც წაიკითხა.-საშინელებაა!მაგრამ გთხოვ არ ინერვიულო!კარგი?
-როგორ არ უნდა ვინერვიულო?გუშინ აქ იყო!ჩემგან რანდენიმე სანმტიმეტრის მოშორებით.შეეძლო ნებისმიერი რამე ექნა ჩემთვის.
-ხო მაგრამ არ გიქნა არა?! მე მაინც მგონია რომ ეს მუქარის წერილები არაფერს ნიშნავს.ვიღაც უბრალოდ ჩვენს შეშინებას ცდილობს გესმის?
-ხო მაგრამ ვის რაში ჭირდება ჩვენი შეშინება?
-არვიცი.მაგრამ დამპირდი რომ არ ინერვიულებ.-ღიმილით მითხრა და მეც საპასუხოდ თავი დავუქნიე.
-კარგი.-ღიმილით ვუპასუხე.
-აი ასეთი ლისა მომწონს.-მითხრა და გადამეხვია.მისი შეხებისას თითქოს ყველა ის გრძნობა დამიბრუნდა რომელებიც ჩვენი ბოლო შეხვედრისას დამეუფლა. იმისდა მიუხედავად რომ ძალიან მინდოდა მასთან ყოფნა,არ შემეძლო გარისკვა. მართალია დავპირდი რომ არ ვინერვიულებდი,მაგრამ წერილების ავტორს ეს შეეძლო ჩვენს წინააღმდეგ გამოეყენებინა და ამას ნამდვილად ვერ დავუშვებდი.ნიკმა ნელ-ნელა ხელები გამიშვა და მეც აღარ შევეწინააღმდეგე.
-სხვა რამე სიახლე გააქვს?.-მკითხა და კომფორტულად დაჯდა.
-რავი...გუშინ კემერონის დაბადების დღე იყო.მისმა ყოფილმა მეგობარმა გოგომ ძაღლი აჩუქა.რაც როგორც გავაკრვიეთ სიმბოლური საჩუქარი იყო ამიტომ კემერონმა მასზე უარი თქვა და ახლა მე მყავს.
-გილოცავ. ვიცი როგორ გიყვარს ძაღლები.
-ხუმრობ?ვგიჟდები.მაგიტომ დავთანხმდი თორე მეც უარს ვეტყოდი.
-მოიცა და..კემერონი ლესბოსელია?
-ჰმ..ალბათ.აქ რომ გადმოვედი საკმაოდ გახსნილად ხვდებოდა კრისს.მერე ერთმანეთს დაშორდნენ...ასე რომ არვიცი..მითხრა რომ სანამ კრისს შეხვდებოდა გოგოსთან ურთიერთობა არ მქონიაო და მართლა არვიცი შეიძლება ბია.
-ჭორიკანა არ გეგონო.-სიცილით თქვა.-უბრალოდ როგორ ფიქრობ მაგის შესახებ დედამისმა იცის?გახსოვს სასამართლოზე რომ შეგხვდა პირველად?ყველას ზემოდან უყურებდა,თითქოს მაგისი შვილები არაფერ შუაშინ ყოფილიყვნენ.
-კი მახსოვს.თან გუშინ მქონდა მისი ნახვის ბედნიერება.
-რამე გითხრა?
-კი.დამემუქრა.მითხრა რომ თუ კემერონს თავს არ დავანებებდი ცუდად წამივიდოდა საქმე..მერე კი...გამარტყა.
-რაა?კი მაგრამ რატომ? გეფიცები მთელი ოჯახი გიჟები არიან.
-დავიწყე ისეთი არაფრია.და ცდები,ყველანი არ არიან კემერონი გამონაკლისია.მისი ბრალი არ არის რომ ასეთი გადარეული ოჯახის წევრები შეხვდა.
-ჰო ალბათ მართალი ხარ...-თქვა და მერე ცოტა ხანს ჩუმად იყო.-ამ...-ჩაახველა.-იცი..რაღაც მინდოდა მეკითხა.
-გისმენ.
-რაც მოხდა იმის განხილვას არ ვაპირებთ?
-რას გულისხმობ?
-ძალიან კარგად იცი რასაც ვგულისხმობ.
-ნიკ...-ხმაურიანად ამოვიხვნეშე.
-კარგი გასაგებია.-ისე მითხრა არც მაცადა წინადადების დასრულება.
-არმინდა არასწორად გაიგო.-ვუთხარი და ლოყაზე მივადე ხელი.-კარგი ადამიანი ხარ.გვერდში მიდგახარ და ყოველთვის გესმის ჩემი...შენნაირ ბიჭზე ბევრი ოცნებობს...მაგრამ ის რაც ჩვენ ძველ სკოლაში გადაგხვდა...მაგის დავიწყება ძალიან ძნელია.მითუმეტეს რომ ეს ამბავი ჯერ კიდევ უკან გვსდევს.თან ახლა ჩვენი ერთად ყოფნა საშიშია...მაპატიე მაგრამ ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს ამაზე რომ უარი გითხრა.
-მესმის.მართალა.ახსნა არ არის საჭირო.თავიდანვე შევცდი...როგორ გავიფიქრე საერთოდ რომ რამენაირი შანსი მქონდა შენთან..
-კარგი რაა..ეგრე ნუ უყურებ სიტუაციას.
-აბა როგორ შევხედო?
-პოზიტიურად.
-პოზიტიური რა უნდა დავინახო იმაში რომ არ მოგწონვარ და ჩემთან ურთიერთობა არგინდა.თან ვიღაც გიჟი გვეღადავება თავისი ჭკუით და გვაშინებს.-თქვა და ჩემი ფოტო გაბრაზებულმა დაკუჭა.
-ის რომ თუ ერთად არ ვიქნებით უფრო ნაკლები შანსია რამე დაგვიშავოს.
-და რა უნდა დაგვიშაოს?მეასედ გეუბნები რომ ვინც არ უნდა იყოს,სერიოზულად რომ აპირებდეს რამის გაკეთებას უკვე იზამდა.რატომ წელავს შენი აზრით ამდენი ხანი?
-არვიცი..იქნებ ჩვენი ტანჯვის გახანგძლივება სურს.
-ლისა,შენ წარმოდგენა არ გაქვს ტანჯვა რა არის.და იცი რაა?! მოდი საერთოდაც პასუხი გავცეთ.
-რას ამბობ?
-ხო!გავცეთ პასუხი.თუ გუშინ შემოვიდა ოთახში ალბათ დღესაც შემოვა.ხოდა პასუხი მივწეროთ.ვუთხრათ რომ არ გვეშინია!
-მემგონი საშნელი იდეაა.სიტუაციას ნუ გაართულებ.
-არა!ეს უნდა გავაკეთოთ!ამას როგორმე ბოლო უნდა მოვუღოთ.ახლავე მივწერ მაცადე.-ნიკმა კონვერტი და კალამი აიღო.-"ძვირფასო უცნობო, გვინდა გაცნობოთ რომ ჩვენ თქვენი არ გვეშნია."აბა როგორ მოგწონს?.-თქვა და კონვერტი ჩემს მაგიდაზე დადო.
-მემგონი სულ გაგიჟდი!მის პროვოცირებას რატომ ცდილობ?
-მე ვცდილობ?აბა თვითონ რა ჯანდაბას აკეთებს? ვინც არ უნდა იყოს,შენ რა თვლი რომ უფლება აქვს ასე მოგვექცეს?
-რა თქმა უნდა არა,მაგრამ არ ღირს საქმის გართულება.
-საქმეს კიარ ვართულებთ,ვიადვილებთ. დამიჯერე ასე აჯობებს.
-არა,მე ცუდი იდეა მგონია!ამიტომ მომეცი კონვერტი.
-ერთხელ რო დამიჯერო შეგიძლია?.-მიყვირა.თან ხელები მხრებზე ჩამჭიდა ძლიერად.ალბათ დამილურჯდა კიდეც.
-ღამე მაინც არ დავტოვებ აქ!ამიტომ რამდენიც არ უნდა ეცადო ვერავინ ნახავს.
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.მშიშარა ხარ.-მითხრა და ხელები გამიშვა.
-ცდები!საერთოდ არ ვარ მშიშარა.-ვუთხარი ის კი კარებთან მივიდა და ისე გავიდა ოთახიდან არც მოუსმენია ჩემი სიტყვები.-ნიკ..!-უკან გავყევი.მისი გაჩერება ვცადე.-მოიცადე.-დერეფანი სწრაფად გავირბინე, ხელი მოვკიდე და ვაიძულე ჩემთვის შემოეხედა.-შენი აზრით მშიშარა ვარ?რატომ?იმიტომ რომ არმინდა საქმის გართულება? მე ჯერ სრულწლოვანიც არ ვარ და ისეთი რაღაცეები გადავიტანე რაც ბევრ მოხუცს ფილმებშიც არ აქვს ნანახი.ყოველ დღე კოშმარები მაწუხებს და დღემდე ვერ ვივიწყებ რაც მოხდა.მითუმეტეს რომ ამ ეს საშინელი ამბავი თავს არ მანებებს და სულ თან დამყვება.მაგრამ მიუხედავად ამისა ვცდილობ რომ გავუმკლავდე.ბევრი ჩემს ადგილას მაშინვე დანებდებოდა,მაგრამ მე არა! მინდა რომ ვიცხოვრო.მქონდეს ნორმალირი ცხოვრება.მე არჩევანი გავაკეთე.ამიტომ აღარ გავბედო და მშიშარა არ მიწოდო.რადგან მე იმაზე ძლიერი ვარ ვიდრე გგონივარ.-ერთი ამოსუნთქვით მივაყარე.ერთხანს წარბშეკრულმა მიყურა მერე კი როგორც იქნა ხმა ამოიღო.
-კარგი..შეიძლება ზედმეტი მომივიდა,მაპატიე.
-არაუშავს,გპატიობ...ახლა კი ოთახში დავბრუნდეთ კარგი?არმინდა რომ გაბრაზებული წახვიდე აქედან.
-გაბრაზებული არვარ.
-ხოდა წამომყევი ოთახში.
-კარგი.-ღიმილით მითხრა.
ნიკს ხელი ჩავკიდე და ოთახისკენ წავედით.სანამ დერეფანს გავივლიდით,დავფიქრდი რის გაკეთებას ვაპირებდი იმის მერე რაც ოთახში შევიდოდით.მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი არასწორი იყო,მასთან დაწოლა მაინც მინდოდა..
ოთახამდე მივედით და ნიკმა კარები გამიღო.
-თქვენს შემდეგ ქალბ...-წინადადება ღიმილით დაიწყო,შემდეგ წამიერად ოთახში შეიხედა და გამომეტყველება სრულიად შეეცვალა.
-რა მოხდა?.-გაკვირვებულმა ვკითხე.
-არა,ამის ნახვის უფლებას ვერ მოგცემ.-მითხრა და კარი მიხურა.
-რას ქვია ვერ მომცემ?ეს ჩემი ოთახია და ახლავე შემიშვი.რა არის შიგნით?რა დაინახე?.-ძალიან გავბრაზდი,ვერ მივხვდი რატომ ცდილობდა რამის დამალვას.
-ლისა გთხოვ ნუ მეწინააღმდეგები.-მითხრა და ხელებით ჩემი დაკავება ცადა.
-გამიშვი!ახლავე!.-ხელზე ვუკბინე და მანაც ინსტიკტურად გამათავისუფლა.
კარი შევაღე და წინ წარმოუდგენლად საშინელი სანახაობა დამხვდა.ოთახში ერთი ნაბიჯი შევდგი და დავინახე კედელზე სისხლით როგორ ეწერა: "არც ახლა გეშინიათ?!"
ის რამდენიმე წუთის წინ აქ ყოფილა და ჩემი ძაღლი მოუკლავს...

ჰეეი!აბა რას ფიქრობთ ამ თავზე?ნელ-ნელა ფინალიკენ მივდივართ და სავარაუდოდ რამდენიმე თავში დავამთავრებ მთლიანად მოთხრობას.
თუ მოგეწობათ დაავოუთეთ და დააკომენტარეთ.
ლავ
იუ
ოლ
ბაიიიიი

აკადემია გარყვნილებისათვისTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon