36.გმირი

697 95 3
                                    

-აბა შოუს ვიწყებთ ბოლოს და ბოლოს თუ არა?!-იკითხა კემერონმა.
-კი ძვირფასო,ფეერვერკისთვის მოემზადე.-თქვა რობმა და ოლივერს ხელი გაუშვა.
-ოლივერ!-გაისმა კევინის განწირული ხმა.
მე თვალები ინსტიკტურად დავხუჭე მაგრამ მაშინვე იარაღის გასროლის ხმამ გამომაფხიზლა.
თვალები გავახილე და ჩემს დაუჯერებელი სურათი დამხვდა.
რობი ძირს ეგდო, გულზე იკიდებდა ხელს და სისხლისგან იცლებოდა.ოლივერი მი ს გვერდით იწვა,როგორც ჩანს ცეცხლიდან სწრაფად გამოსვლა შეძლო.რობის მოპირდაპირედ იდგა ადამინი რომლის დანახვაც ასე არასდროს გამხარებია.ის ნიკი იყო.ნიკი,ნიკი,ნიკი,ნიკი,...ის ცოცხალი იყო და აქ ჩვენს გადასარჩენად მოვიდა!
-რობ!-დაიყვირა ეშლიმ და რობთან მივარდა.-ცოცხალი ხარ?გთხოვ მითხარი რომ ცოცხალი ხარ!-განწირულად კიოდა ეშლი.-რობა არა! გთხოვ!....-ეშლიმ გამწარებული წამოდგა და რობის პისტოლეტს მოკიდა ხელი რომელიც იქვე ძირს ეგდო.-შე ნაბიჭვარო ხედავ რა გააკეთე?.-დაიყვირა მან და ნიკისკენ შებრუნდა.მისთვის სროლას აპირებდა მაგრამ ნიკმა დაასწრო და ეშლის ესროლა.
-რას აკეთებ?მასაც მოკლავ!-დაიყვირა კემერინმა.
-არავინ გაინძრეს!-თქვა ნიკმა.
-ახლავე გაათავისუფლეთ ისინი!-თქვა ნიკმა და ჩვენზე ანიშნა.-დროზე!.-მაიკი ,ანნა და რიჩარდი ნიკის სიტყვებს დაემორჩილნენ.
ნიკი ეშლისთან მივიდა და ხელიდან რობის პისტოლეტი გამოგლიჯა.
-რას აკეთებ?ვინმე დაეხმარეთ მას!ასე ხომ მოკვდება!-აცრემლიანებულმა კემერონმა თქვა.
-ამაზე მაქამდე უნდა გეფიარა სანამ მათ დაეხმარებოდი სულელო!ხო ისე კარგი ქენი რომ მაშინვე აქ მოხვდი,თორემ ალბათ ვერც ვიპოვიდი მათ.-ღიმილით უთხრა ნიკმა.
-ის რა შენ გამოგყვა?.-თქვა მაიკმა.-ხომ ვამბონდი არ ღირდა ამაში ლაწირაკების ჩათრევა.ახლა ნახე რა გააკეთე!შენს გამო ორი ადამიანი მოკვდა,მათ შორის ჩვენი და!
-ჯერ მკვდარი არ არის!მისი გადარჩენის შანსი კიდევ არსებობს!-დაუყვირა კემერონმა.
-სარისკო თამაში აირჩიეთ და საკადრისი შედეგიც მიიღეთ!-თქვა ნიკმა.-ხო ისე აქ რამდენიმე წამში პოლიცია იქნება.გაქცევას არ გირჩევთ რადგან ალყას შემოარტყამენ ტყეს და შენსი მაინც არ გექნებათ.
-პოლიცია?.-შეშინებულმა თქვა მაიკმა.
-კემერონ ახლავე გავიქცეთ წამოდი!
-შენ რა აზროვნებ საერთოდ?ეშლის ასე დატოვებ?ის ხომ მოკვდება!
-სხვა შემთხვევაში ციხეში დავბრუნდები და შენც იქ გამოგკეტავენ სულელო!ბევრს ნუ ლაპარაკობ და ახლავე წამოდი!
-გაქცევაზე რაც გითხარი ვერ გაიგე ალბათ.-თქვა ნიკმა და მაშინვე პოლიციის რაციის ხმა გაისმა.-წუთი წუთზე მოგისწრეს.-ღიმილით თქვა ნიკმა.
ანნამ და რიჩარდმა ხელი გაგვიშვეს და გაქცევა ცადეს. კევინი მაშინვე ოლივერთან მივიდა და ძლიერად გადაეხვია.
-კარგად ხარ?გთხოვ მითხარი რომ კარგად ხარ!-აკანკალებული ხმით თქვა კევინმა.
-უკეთესადაც ვყოფილვარ.- ღიმილით თქვა ოლივერმა და კევინს ძლიერად ჩაეხუტა.
მე კი აცრემლებული თვალებით ვუყურებდი ნიკს და ტუჩებზე ღიმილს ვერ ვიშორებდი.
-შენ მოხვედი!-ვთქვი და ნიკისკენ ნაბიჯი გადავდი.
-რა თქმა უნდა მოვედი,კემერონის ლაპარაკი მოვისმინე როცა თქვენ წახვედით.მაშინვე მივხვდი რომ რაღაც ქონდა ჩაფიქრებული.
-კი მაგრამ როგორ?როგორ შეძელი ასეთ მდგომარეობაში წამოსვლა?ეს იმას ნიშნავს რომ კარგად ხარ არა?!-ცრემლები თავისით მომდიოდა თვალებიდან.
-როგორც ოლივერმა თქვა უკეთესადაც ვყოფილვარ.-მის სიტყვებზე გამეღიმა და მისკენ გავიქეცი.ძლერად გადავეხვიე და არ ვუშვებდი.
-ძალიან მიხარია რომ ცოცხალი და სახსალამათი ხარ!...ძალიან მიყვარხარ ნიკ!
-მოიცა.-ხელები გამიშვა.-შენ რა ახლა თქვი რომ გიყვარვარ?თან ძალიან?.-თვალებ გაბრწყინებულმა მითხრა.
-როგორც მეგობარი.-დავეჭყანე.
-კარგი რა, სიკვდილს გადაგარჩინე და მაინც ირონიით მელაპარაკები?!
-უნდა გიხაროდეს რომ ხუმრობის ხასიათზე ვარ!
ნიკმა გამიღიმა და მხოლოდ ეს მითხრა.-მიხარია ლისა,ძალიან მიხარია.
თვალები კემერონისკენ გამექცა რომელიც ეშლის სხეულს დასტიროდა.
-იმედი მაქვს შენც ისევე ციხეში ამოგხდება სული როგორც შენს ნაბიჭვარ და-ძმას!-ვუთხარი და ზიზღით შევხედე.ხელები სისხლში ქონდა ამოსვრილი და სახეზე უემოციო გამომეტყველება ქონდა.
-შე მართლა ნაბიჭვარო!-დაიყვირა მან და ძირს დაგდებულ პისტოლეტს დასტაცა ხელი.
მე კი თვალები დამეხუჭა და გულის არეში საშინელი ტკივილი ვიგრძენი......

ვიცი ეს ძალიან პატარა თავია მაგრამ ვიფიქრე აქ დამთავრება დამაინტრიგებელი იქნებოდა:დდდდ
სანამ იკითხავთ გეტყვით რომ არა,აქ არ მრთავდება ეს მოთხრობა,წინ კიდევ ერთი თავია და ამჯერად საბოლოო:დ
თან პატარა სიურპროზი მინდოდა გამეკეთებინა რადგან არვიცი როგორ მაგრამ ეს მოთხრობა Mystery/Triller-ში მეორე ადგილზეა!! რისთვის მადლობას გიხდით,რადგან თქვენი წყალობით ხდება ეს! ❤❤❤❤
ბოლო თავს რაც შეეხება ან დღეს ან ხვალ საღამოს დავდებ.
ენივეის მადლობთ რომ წაიკითხეთ და როგორც ყოველთვის:
ლავ
იუ
ოლ
ბაიიიი

აკადემია გარყვნილებისათვისWhere stories live. Discover now