-ეს რას ნიშნავს?.-ხმა ამიკანკალდა.
-არვიცით.ვწუხვარ ამის გადატანა რომ გიწევს,როგორც ჩანს მკვლელი გემუქრება მაგრამ ნუ იღელვებ ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იქნები.
-ისე ეჭვი არ გაქვს ვინ შეიძლება რომ იყოს?.-ახლა მეორემ დაიწყო ლაპარაკი.
-არა.-ვთქვი და დავფიქრდი.ეს სიმართლე იყო,არ ვიცოდი ვინ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო.ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო "ცეცხლის შვილებიდან", ან საერთოდ თვითონ ოლივერი.-რამდენიმე ვარიანტი მაქვს.
-გისმენთ.-კალამი და ბლოკოტი ამოიღო.
-წინა წელს,ძველ სკოლაში რაღაც მოხდა.შეიძლება გსმენიათ კიდეც ამაზე.მართალია სკოლა ყველანაირად ცდილობდა ამის დამალვას მაგრამ ხალხი მაინც ლაპარაკობდა ამაზე.მოკლედ რამდენიმე ბავშვი იყო რომლებმაც მათი ერთი კლასელი მოკლეს.მაგრამ როგორ აღმოჩნდა ცოცხალი ყოფილა და შურისსაძიებლად დაბრუნდა.არვიცი როგორ მაგრამ ამაში მეც ჩამითრიეს..
-ღმერთო!-შეცბუნებულმა წამოიძახა მაღალმა.-ამაზე მსმენია მაგრამ არ მეგონა მართალი თუ იყო.ახალვე ჩამოგვიწერე მათი სახელები და ყველას დაკითხვას დავიწყებთ.-ასეც მოვიქეცი,ჩავწერე ბლოკნოტში მათი სახელები და დავემშვიდობე მათ.ოთახიდან გავიდნენ თუარა კემერონი მაშინვე შემოვიდა.
-რა მოხდა რა გითხრეს რა უნდოდათ?-ერთი ამოსუნთქვით მკითხა.
-ისეთი არაფერი.-წერილი საბნის ქვეშ დავმალე.-იმ ბიჭზე დამისვეს კითხვები.ეგონათ რომ ვიცნობდი.
-და შენ რა უთხარი?
-არ ვიცნობ თქო.-გავუცინე.-სხვა რაუნდა მეთქვა.
-ამდენი ხანი მაგაზე ლაპარაკობდით?
-ღმერთო კემერონ,დედაჩემივით იქცევი.ნუ იმის გამოკლებით რო შენ მართლა ზრუნავ ჩემზე.
-დედაშენთან ცუდი ურთერთობა გაქ?
-ცუდი? საერთოდ ურთერთობასაც ვერ დავარქმევ იმას რაც გვაქ.
-რას გულისხმობ?
-იმას რომ მას არ ვადარდებ.ჩემთვის ნაცნობივითაა,აი ისეთი ნაცნობივით ქუჩაში შემთხვევით რომ შეგხვდება და გამარჯობასაც როარ ეუბნები.ბოლო წლებში საერთოდ დავკარგეთ კონტაქტი.წინა სკოლაში ძალიან მიჭირდა,ბევრი საშინელება გადამხდა, რასაც სხვა მშობლები ძალიან სერიუზულად მიიღებდნენ.და ასეც უნდა მოქცეულიყო ყველა ნორმალური მშობელი მაგრამ ეს...თითქოს არც ვაინტერესებ.ზოგჯერ ისე იქცევა თითქოს არც ვარსებობ.სკოლა-პანსეონშიც მაგიტო მომიყვანა რომ უფრო ნაკლები დრო გაატაროს ჩემთან.
-ბოლოს როდის ნახე?
-დიდი ხნის წინ.რამდენიმე საათით,ძველი სკოლიდან გადმომიყვანა და მერე თავის ახალ ბოიფრენდთან ერთად სადღაც წავიდა.
-ვწუხვარ.კარგი იქნებოდა ნორმალური მშობლები რო გვყავდეს.
-შენებს რა ჭირთ?.-სიცილით ვუთხარი.
-არც კი გინდა მაგის გაგება.
-როგორ არა მითხარი.დედაჩემზე იცი რო ეგოისტი ძუკნაა,ახლა შენი ჯერია.
-კარგი.დედაჩემი ტიპიური მორწმუნე დიასახლისია.აი ისეთი ტიპაჟია თითქოს იმისთვის გაჩნდა რომ შვილები აჩინოს და სახლი ალაგოს.ძალიან ხშირად მეცოდება ხოლმე,ვიცი მისი ბრალი არ არის ასეთი რომაა მაგრამ მაინც საცოდაობაა ის ფაქტი რომ მთელ დროს სახლში ატარებს.მამაჩემის და ჩემი და-ძმის გარდა არავის ელაპარაკება.მეც ყოველდღე მირეკავს.და მიწევს იმაზე ლაპარაკი თუ რა ვაკეთე სკოლაში.ის კი სერიალების გმირებზე მელაპარაკება ხოლმე.-თვლები გადაატრიალა კემერონმა.-რაც შეეხება მამჩემს,ის ტიპიური ბიზნესმენია,შვილებთან კარგი ურთიერთობა არ აქვს,ეგ კიარა დღეში რამდენიმე წუთითაც არ გვნახულობდა ხოლმე როცა სახლში ვცხოვრობდი.ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ დედაჩემი მისთვის მხოლოდ იმიჯისთვისაა.რომ მნიშვნელოვან წვეულებებზე და შეხვედრებზე ბარბივით გამოწყობილი გვერძე ყავდეს.საქმე ისაა რომ დედაჩემი ლამაზია,მაგრამ ამას არ აფასებს.
-მესმის,დედაჩემი კი პირიქით,ნუ კარტოფილს არ გავს მაგრამ თავის გარეგნობას ზედმეტადაც კი აფასებს.
კემერონს გაეცინა.-და ან ძმა გყავს?
-არა სულ მარტო ვარ.შენ ორივე გყავს ხო?
-ხო.და მაგაზე საშინელება არ არსებობს დამიჯერე.
-მარტო ყოფნას მაინც ჯობია.
-ყველაფერს ვიზამდი ერთადერთი შვილი რომ ვიყო,ვერც კი წარმოიდგენ ჩემმა და-ძმამ რა გააკეთეს.
-და რა გააკეთეს?
-ზუსტად არცვიცი.მაგრამ ახლა ორივე ციხეშია.
-მოიცა ეგ როგორ?
-ჰო,ერთ სკოლაში სწავლობდნენ და როგორც ჩანს ერთ-ერთ ბავშს ძალიან ცუდი რამე გაუკეთეს.მშობლები არ მეუბნებიან გონიათ რო რამეს ვიტყვი,მაგრამ ერთი აშკარაა რომ რაღაც ძალიან სერიოზული ჩაიდინეს.ყველას ატყუებენ რომ საზღვარგარეთ წავიდნენ.ჩემები მეცოდებიან ისე,მართალია არ ვიცი რა გააკეთეს მაგრამ დედა და მამა არ იმსახურებენ მისნაირ შვილებს.ვცდილობ მე მაინც რომ ვიყო ნორმალური,მაგრამ რამდენად გამომდის არვიცი.
-მოიცა რა ქვიათ შენ და-ძმას?
-ეშლი და მაიკი.-თქვა კემერონმა და ეს სახელები ათასჯერ გამეორდა ჩემს გონებაში, არც კი ვიცი რა დამემართა.გულისცემას საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი,იმდენი რაღაც ხდებოდა რომ მეგონა იმ მომენტში მოვკვდებოდი.ეშლი და მაიკი...ის დამპალი ძუკნა რომელიც ჩემი ოთახის მეზობელი იყო კემერონის დაა.და ის უცნაური ბიჭი რომელიც პირველ დღეს ფანჯრიდან გადმოვიდა ეშლის სანახავად მისი ძმა.ღმერთო!ვიცი ეს ქვეყანა პატარაა მაგრამ ასეთი?!იმ საშინელი ადგილიდან აქ გადმოვედი და მაინც ღამის კოშმარივით თან დამსდევს ის ამბავი და მისი მონაწილეები.-კარგად ხარ?ლისა?.-კემერონი მიხვდა რომ ცუდად ვიყავი.-გინდა ექიმს დავურეკო?ახლავე დავუძახებ!გამაგრდი!.-თვალები მეხუჭებოდა და რეალობის შეგრძნება საბოლოოდ დავკარგე.არაფერზე ვფიქრობდი მხოლოდ სიკვდილს ვნატრობდი...
როცა თვალები გავახილე პალატაში ვიყავი. კემერონი,დილანი და ალექსი თავზე მედგა და მაშტერდებოდნენ.
-გაიღვიძა!-სიხარულით თქვა კემერონმა.
-ეგრე ფიქრობ?.-ირონიულად ვკითხე.
-და ხუმრობის ხასიათზეა.
-შეწყვიტე უცნაურად იქცევი.-სიცილით ვუთხარი.
-ვცდილობ შენზე ინფორმაცია დავიმახსოვრო და შემდეგ ექიმს ვუთხრა რომ დიაგნოზის გამოტანა გაუადვილდეს.
ყველამ გაიცინა.-დარწმუნებული ვარ უშენოდაც გააკეთებენ მაგას კემ.-უთხრა დილანმა კემერონს და მხარზე დაადო ხელი მას.
-ისე როგორ ხარ?.-ხმა ამოიღო ნინამ.
-ამ 24 საათში ეგ შეკითხვა იმდენჯერ მკითხეს, ამდენჯერ ჩემ განვლილ ცხოვრებაში არ დაინტერესებულან.
-ექიმმა თქვა სტრესის და დაღლილობის ბრალიაო,რამდენიმე დღე აქ მოგიწევს წოლა.
-არ დავწვები კარგად ვარ.-წამოდგომა ვცადე მაგრამ კემერონმა გამაჩერა.
-არც კი გაბედო შეწინააღმდეგება ეს შენთვის კეთდება.-მკაცრი ტონით მითხრა. ვუყურებდი და ვხედავდი მის სიკეთით ბრწყინავ ცისფერ თვალებს.ისეთი კარგი იყო რომ...უცბად ცრემელები წამომივიდა. არც კი მახსოვს ეს გრძნობა ბოლოს როდის მქონდა...აღარც მახსოვს როგორი შეგრძნებაა როცა ვიღაც ზრუნავს შენზე.როგორც იქნა ვიპოვე ადამიანი რომელსაც მართლა ვადარდებ, და რატომ უკავშირდება მაინდამაინც ის იმ სასტიკ ადამიანებს?!
-ჰეი რა მოხდა რა გატირებს?.-დილანმა მკითხა.
-ხოარ გტკივა რამე?.-მაშინვე თქვა ალექსმა.
-თუ გინდა ექიმს დავუძახებ.-მიაყოლა ნინამ.
-არა! იფიქრებთ რომ სისულელეა მაგრამ...მიხარია რომ შეგხვდით ბავშვებო! ის ფაქტი რომ რთულ მომენტში ჩემს გვერდით ხართ ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის.
-მე სკოლის გაცნედა მინდოდა და მაგიტო წამივედი.-თქვა დილანმა.-ვხუმრობ რა თქმა უნდა.-გაიცინა.ჩემკენ მოიწია და ლოყაზე მაკოცა.
-დიდი მადლობა იმისთვის რასაც ჩემთვის აკეთებთ,განსაკუთრებით შენ კემერონ.
-მადლობა არაა საჭირო,ამას მაგიტომ არ ვაკეთებ.აქ შენთვის ვარ,უბრალოდ შენთვის რომ უკეთ გახდე და დავრწმუნდე რომ ისევ ცუდად აღარ გახდები.-ამაზე უფრო ავტირდი,პატარა ბავშვივით მომდიოდა ცრემლები.
-ბავშვებო!მემგონი ორსულად ვარ.-ვთქვი და ყველამ გაიცინა.-ამდენი საბავშვო ბაღის მერე არ მიტირია.-ცრემლები თავისით მომდიოდა,ალბათ ყველაფრის გამო ვტიროდი.ალაბათ საკუთარი თავი მეცოდებოდა იმის გამო რისი გადატანაც მომიწია.
-ჰეი.-თქვა ალექსმა და ყველა ახლოს მოიწია.-ნუ ტირიხარ,ჩვენ შენ გვერდით ვიქნებით.
-ჰო, აუცილებლად.-თქვა დილანმა და ხელზე მომეფერა.-ნუ თუ ამის გამო სკოლის გაცდენა მოგვიწევს მითუმეტეს.
-კარგით მეყოფა.-ცრმელები მოვიწმინდე.-თავი პატარა ბავშვი მგონია.
-ტირილში სამარცხვინო არაფერია ლისა,ჩვენ ყველა ადამიანები ვართ,და ყველას გვაქვს გრძნობები.ზოგჯერ ვახერხებთ მის კონტროლს ზოგჯერ ვერ.-თქვა დილანმა
-ვიცი,უბრალოდ სხვების თანდასწრებით აქამდე არასდროს მიტირია.თავს ეს ძალიან სუსტად მაგრძნობინებს,თითქოს ყველას ეუბნები რომ ცუდად ხარ..
-ანუ ცუდად ხარ?.-მკითხა ალექსმა.
-არა,ამჯერად სიხარულის ცრემლები იყო.-გავიღიმე.ცოტახანს ყველა ჩუმად იყო.მერე კი დუმილი დავარღვიე.-მიხარია რომ შეგძვდით ბავშვებო,მართლა ძალიან მიხარია....***
ძილისგან ფეხის ხმა მაფხიზლებს..თვალების გახელა არ მინდა რადგან ძალიან მეძინება.მესმის როგორ მიახლოვდება ვიღაც ძალიან ნელა.ერთ თვალს ვახელ რომ დავინახო ვინ არის.ვიღაცის მხოლოდ შავ ჩრდილს ვხედავ.ხმა ნელ-ნელა ახლოვდება.და სუნთქვა მეკვრება.არ მინდა რომ გავიღვიძო.კემერონი სად არის?მისი დახმარება მჭირდება.ხმა შეწყდა.ვგრძნობ მაღალი ფიგურა როგორ დგას ლოგინის გვერდით.ვინ არის და რა უნდა?ახლა მთლიანად გამოვფხიზლდი მაგრამ თვალებს სპეციალურად არ ვახელ.საშინელი შიში მაქვს.მის სუნთქვას ვგრძობ,ვხვდები რომ ჩემკენ იხრება.ღმერთო არა!ყელში მიჭერს და თვალებს საბოლოოდ ვახელ.
-მოგენატრე?.-ამბობს ის და ვხედავ ოლივერის მომღიმარ სახეს......იმედია მოგეწონათ! დაავოუთეთ და დააკომენტარეთ!💕
P.S.ჰო ისე SKAM-ის მაყურებლებისთვის პატარა სიურპრიზი მაქვს ასე რომ თუ უყურებთ კომენტარებში დაწერეთ.❤
ლავ
იუ
ოლ
ბაიიიი
KAMU SEDANG MEMBACA
აკადემია გარყვნილებისათვის
Misteri / Thrillerსახელი ნუ მოგატყუებთ, რადგან რაც ერთისთვის გარყვნილობად შეიძლება იყოს მიჩნეული, შესაძლოა მეორესთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლდეთ