პანსეონში დავბრუნდი თუარა მაშინვე დედას დავურეკე.
-ლისა?მეჩვენება თუ მართლა მირეკავ?.-განცვიფრებული ხმით მითხრა და მომენტალურად თვალები გადავატრიალე.
-შენთან ლაპარაკი მინდა.-სრულებით დავაიგნორე მისი ნათქვამი.
-რაზე?ვილაპარაკოთ რა პრობლემაა,ოღონდ შენ სურვილი გქონდეს...-მივხვდი რომ ლექციის კითხვას იწყებდა ამიტომ მალევე შევაწყვეტინე.
-მისამართი მომწერე სადაც ცხოვრობთ შენ და შენი მაჩო.-ირონიით ვუთხარი.
-ასე ნუ მოიხსენიებ გთხოვ.რომ გაიცნობ მოგეწონება დამიჯერე.
-მის გასაცნობათ არ მოვდივარ,სერიოზული საქმე მაქვს.
-რა მოხდა?კარგად ხომ ხარ?ახლავე მითხარი.-აღელვებული ხმით მითხრა,თითქოს აინტერესებდეს.
-უბრალოდ მისამართი მომწერე და მოვალ.-ეს ვუთხარი და გავუთიშე.
ლოგინზე ჩამოვჯექი.ვეცადე ის ყველაფერი გადამეხარშა რაც ამ ბოლო საათებში მოხდა.ვიცოდი რომ დედასთან მისვლის შემდეგ პრობლემებს დავიმატებდი,მაგრამ ახლა პასუხები მჭირდებოდა.აშკარაა რომ ის კაცი ვინც სავადმყოფოში დავინახე,მამაჩემი იყო. მაინტერესებდა რას აკეთებდა იქ.ვინმეს მოსანახულებლად იყო თუ იქ მუშაობდა. იმის მერე რაც დედა და მე მიგვატოვა,მასზე არაფერი გამიგია. დედაც ყოველთვის არიდებდა ხოლმე მასზე საუბარს თავს,მაგრამ ახლა პასუხები მჭირდებოდა.
ფიქრებიდან მესიჯმა გამომიყვანა.სწრაფად წამოვდექი და ნივთები ჩავალაგე ჩანთაში.ოთახი დავტოვე თუარა მაშინვე კემერონი შემეჩეხა.
-ღმერთო შემაშინე.-გულზე დავიდე ხელი.მოულოდნელად გამოჩნდა და სწორედ ამან შემაშინა.
-ეგეთი მახინჯიც არავარ.-სიცილოთ თქვა.
-მახინჯი არა,ძალიან ლამაზი ხარ,მაგრამ ახლა მეჩქარება კემ,სხვა დროს ვილაპარაკოთ.-ზურგი ვაქციე და ვეცადე რაც შეიძლებოდა მალე დამეტოვებინა იქაურობა.
-ახლა სად მიდიხარ?.-მომაძახა კემერონმა.
-დედაჩემთან.-მოკლედ ვუპასუხე.
-ხო მაგრამ აქამდეც დედაშენთან არ იყავი?.-გავიგე როგორ მკითხა მაგრამ უკვე გასასველთან ვიყავი ამიტომ თავი მოვიკატუნე ვითომ არ გამიგია.ვიცი,ცუდი საქციელია მაგრამ ახლა მისთვის ახსნის თავი არ მქონდა.
სკოლის ტერიტორია მალევე დავტოვე.ტაქსში ჩავჯექი და მოცემული მისამართისკენ გავეშურე.გზაში ვფიქრობდი იმაზე თუ რა უნდა მეკითხა მისთვის,ან როგორ უნდა ამეხსნა ის რომ ასე უეცრად დავინტერესდი მამაჩემით.
მახსოვს პატარა რომ ვიყავი,თავი ყველაზე იღბლიანი ბავშვი მეგონა.ვგრძნობდი რომ მშობლებს ვუყვარდი და ჩემზე ზრუნავდნენ.მაგრამ ერთხელაც მამა გაუჩინარდა.დედას დეპრესია დაეწყო,და მას შემდეგ ვეღარ ვახერხებდი მასთან საერთო ენის პოვნას.თვეები შეიძლება ისე გასულიყო რომ ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვეცა. მხოლოდ უმნიშვნელო დიალოგებით შემოიფარგლებოდა ჩვენი საუბარი.მაგალითად მაშინ მეტყოდა რამეს თუ რამე მოუნდებდა და შესაბამისად მე მავალებდა ამის შესრულებას,რადგან თვითონ "ძალიან დაკავებული" იყო სიზარმაცით. როცა ყელში ამომივიდა მისი ასეთი საქციელი ვაიძულე სახლიდან გასულიყო და ვინმე გაეცნო.ვიფიქრე ეს უშველიდა.მაგრამ რას ვიფოქრებდი ერთი უკიდურესობიდან მეორეში თუ გადაეშვებოდა.თუ აქამდე სულ სახლში იყო ხოლმე,ახლა შინ აღარც ბრუნდებოდა და ყოველდღე სხვადასხვა ადგილებში ერთობოდა.როცა საბოლოოდ ფული გაუთავდა და ქალაქში მისი მოსაწონი კაციც აღარ დარჩა,გადაწყვიტა სამსახური ეშოვნა და მე სკოლა-პანსეონში გავეგზავნე.ალბათ უნდოდა მისთვის ხელი არ შემეშალა,ან კიდე პასუხისმგებლობისგან აირიდა თავი,მაგალითად თუ რამე მომივიდოდა ვინმე ეყოლებოდა ვისაც დააბრალებდა ამას.ძველ სკოლაში ყოფნისას თითქმის არ მეკონტაქტებოდა.თავიდან მირეკავდა მაგრამ ვაიგნორებდი,მერე მესიჯებს მწერდა ხოლმე,ცოტა ხანში ეგეც მობეზრდა და საბოლოოდ დამიკიდა.იმ ამიბის შემდეგ რაც მე გადამხდა ერთი იმის იმედი მქონდა რომ ახლა მაინც დაინტერესდებოდა ჩემით და გაახსენდებოდა რომ შვილი ყავს.მაგრამ შევცდი.მან უბრალოდ სკოლა შემიცვალა და ამით ჩათვალა რომ ყველა პრობლემა გადაჭრა...
უეცრად ტაქსი გაჩერდა.თავი გავაქნიე რომ ფიქრებიდან დამეღწია თავი.მანქანიდან გადმოვედი და ჩემს წინ მდგარ უზარმაზარ სახლს მივაშტერდი.ნუთუ ახლა აქ ცხოვრობს? თავის იდეალურ ქმართან და მომავალ შვილთან ერთად? უკვე წარმომიდგენია რა იდეალური უჯახი ექნებათ.როგორ ეყვარებათ მშობლებს ის ბავშვი.როგორ იზრუნებენ მასზე...
კარზე დავაკაკუნე და წამებში ისიც გაიღო.
-ლისა!.-გაღიმებული და ხელებ გაშლილი დედაჩემი შემეგება.-როგორ მომენატრე ჩემო კარგო.-გადამეხვია.მაშინვე მოვიშორე და უცერემონიოდ შევაბიჯე სახლში.
-კარგი სახლია.-შიგნიდან შევათვარიელე.-საინტერესოა ამის ფული შენსავით ბოზობით მოაგროვა შენმა სატრფომ?.-ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე.სახე მაშინვე შეეცვალა.ისევ ისეთი გამომეტყველაბა მიიღო როგორითაც აქამდე მელაპარაკებოდა ხოლმე.
-აქ მაგისთვის მოხვედი?.-კართან დაბრუნდა და გააღო.-თუ იმისთვის მოხვედი რომ შეურაცყოფა მომაყენო ჯობია წახვიდე,თან ახლავე.
-ნუ გეშინია ამჯერად მაგისთვის არ ვარ აქ.საქმე მაქვს,ლაპარაკი მინდა შენთან.
-კი ბატონო,ვილაპარაკოთ,მაგრამ სარკაზმის,ირონიის და თვალების ატრიელების გარეშე.
-ღმერთო რა მოსაწყენი ხარ.-თვალები ავატრიალე და სავარძელზე დაჯექი.
-ყველაშენსავით საინტერესო ვერ იქნება არა?.-წინ დამიჯდა.
-აბა ირონიის გარეშეო?
-ეს ჩემი სახლია და ისე დაგელაპრაკები როგორც მსურს.
-შენი არა უფრო შენი პარტნიორის,რომელიც მამასავით მიგატოვებს ერთდღეს და მაგ საწყალი ბავშვის გაზრდა მარტო მოგიწევს.მერე ცხოვრებას დაუმახინჯებ და პანსეონში გააგდებ,არა?!
-მოდი პირდაპირ მითხარი რაც გინდა.-სერიოზული სახით მითხრა და სრულებით დააიგნორა ჩემი ნათქვამი.
-მაინტერესებს მამა სად არის.
-რატომ გაინტერესებს სად არის ეგ უბადრუკი?ასე ტყუილა უბრალოდ არ გაგახსენდებოდა,მითხარი რა მოხდა.
-ისეთი არაფერი მომხდარა.უბრალოდ მითხარი მასზე რა იცი.
-არც არაფერი.არ მინახავს იმის მერე რაც წავიდა,არც მასთან მილაპარაკია და საერთოდ საიდან მოიტანე რომ ვიცი მისი ადგილმდებარეობა?
-რამე მაინც გეცოდინება.შეუძლებელია საერთოდ არაფერი რომ იცოდე მასზე.წასვლის მიზეზი ან როგორ არის,სად არის,რას აკეთებს.
-ლისა მართლა არაფერი მსმენია მასზე წლებია უკვე.
-და არც დაინტერესებულხარ?
-სიმართლე რომ გითხრა არა.და არ მესმის შენ რატომ გაქვს სურვილი რომ მასზე მეტი გაიგო.სწორედ მამაშენი გამო გადავიტანეთ უამრავი ცუდი დღე,ამიტომ შენთვისვე აჯობებს მის ძებნას თუ შეწყვეტ.
-უბრალოდ მინდა ვიცოდე სად არის!მისი შვილი ვარ და მაქვს უფლება.
-არვიცი ლისა!რამდენჯერაც არ უნდა მკითხო,სასწაულებრივად ვერ გავიგებ სად არის.ამოტომ ნუ მეკითხები მაგას.
-კარგი.ვთქვათ არ იცი.მაშინ მითხარი რატომ წავიდა,ეგ მაინც ხო იცი?
-ლისა,მეც ზუსტად ის ვიცი რაც შენ.ერთ დღესაც სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა.
-და იქნებ რამე დაემართა?ამაზე არ გიფიქრია?ადამიანები ასე უცბად არ ქრებიან.
-ვიცოდი რომ კარგად იყო.
-საიდან?
-წერილი დატოვა სანამ წავიდოდა.
-წერილი?რა წერილი?რა ეწერა შიგნით?
დედა უეცრად წამოდგა და ოთახიდან გავიდა.ვერ ვიჯერებდი რომ მასზე არაფერი იცოდა.ვიცოდი რომ რაღაცას აშკარად მიმალავდა.ცოტა ხანში დედა კონვერტით ხელში დაბრუნდა.
-აი,აიღე.-კონვერტი გამომიწოდა.-არც კი ვიცი ჯერ კიდევ რატომ ვინახავ.
ხელების კანკალით გამოვართვი.ეს წერილი ხომ ერთადერთი რამ იყო რაც მამასთან დამაკავშირებდა.ნელა გავხსენი, შიგნიდან ფურცელი ამოვიღე და კოთხვა სავიწყე:
"ჩემო ძვირფასო ოჯახის წევრებო,სანამ წერილს ბოლომდე წაიკითხავთ ბოდიში მინდა რომ მოგიხადოთ.მაპატიეთ,მაგრამ ცოტა ხნით თქვენი დატოვება მომიწევს.არ იფიქროთ რომ ამას იმიტომ ვაკეთებ,რომ თქვენთან ყოფნა არმინდა.ორივემ კარგად იცით რომ ძალიან მიყვარხართ,მაგრამ სამწუხაროდ რაღაც დროის მანძილზე თქვენი დატოვება მომიწევს.ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდები თქვენს ცხოვრებაში,და იმედი მაქვს მაპატიებთ ჩემს საქციელს.გული ძალიან მწყდება იმაზე რომ ვერ გნახავთ,შეიძლება ამ დროის მანძილზე ლისა წამოიზარდოს და დამოუკიდებელო გოგო დადგეს.ლისა,ძვირფასო,რაც არ უნდა მოხდეს იცოდე რომ შენ ყოვეთვის ჩემი პატარა პრინცესა იქნები.ვიცი ამ წერილის კითხვისას ბევრი კითხვა გაგიჩნდათ,სამწუხაროდ ვერ გეტყვით რატომ მივდივარ,ან სად მივდივარ,მაგრამ იმას გეტყვით რომ ეს საქმე ძალიან სერიოზულია და სხვა არჩევანი არ მაქვს.კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს და იმედი მაქვს ერთ დღესაც მაპატიებთ.
სიყვარულით სემი."
ერთხანს წერილს მივაშტერდი.ასჯერ მაინც წავიკითხე თავიდან.ცრემლები თვალებიდან თავისით მოდიოდნენ.
-დიდი ხანია რაც ეს წერილი შენ გაქვს?.-ბოლოს დედას გავხედე.
-იმ დღეს ვიპოვე როცა წავიდა.
-და ამ დროის მანძილზე რატომ არ მანახე?
-ლისა,გთქოვ გამიგე.არ მინდოდა რომ მასზე გეფიქრა ან გენერვიულა.მან ხომ ასე უბრლაოდ მიგვატოვა.ღირსი არ არის რომ მასზე ინერვიულო.
-ეგ მე გადავწყვეტ ვისზე ჯობია ნერვიულობა.შენ კი დაიმახსოვრე რომ რაც არ უნდა გააკეთო დედად არასდროს აღგიქვამ!.-ვუთხარი და წამოვდექი.
-ლისა გთხოვ არ წახვიდე.შენ არც კი იცი მე რა გადავიტანე.რატომ გგონია რომ მსხვერპლი მარტო შენხარ?საშინელ კოშმარში ვცხოვრობდი ამდენი წელი და ძალიან გთხოვ გამიგე.
-შენ წარმოდგენაც კიარ გაქვს რას ნიშნავს კოშმარში ცხოვრება.-ვუთხარი და იქაურობა რაც შემეძლო სწრაფად დავტოვე.....ჰეი!აბა როგორ მოგეწონათ ეს თავი?თუ გინდათ რომ მალე გავაგრძელო დაავოუთეთ და დააკომენტარეთ.
P.S.რაც შეეხება death note-ს დამუშავების პროცესშია და მალე იხილავს დღის შუქს:დდდდ
P.P.S.ახლახანს ვნახე რ ეს მოთხრობა მეცხრე ადგილზეა Thriller/Mistery-ში რაც წარმოუდგენელია!პირველ რიგში იმიტომ რომ ქართულად ვწერ და წესით ბევრი არ უნდა კითხულობდეს,მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი! ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ და მოუთმენლად ელოდებით ხოლმე ახალ თავს,ეგ ჩემთვის ბევრს ნიშნავს!მადლობა კიდევ ერთხელ,ყველა უზომოდ მიყვარხართ!
ლავ
იუ
ოლ
ბაიიიიი
ВЫ ЧИТАЕТЕ
აკადემია გარყვნილებისათვის
Детектив / Триллерსახელი ნუ მოგატყუებთ, რადგან რაც ერთისთვის გარყვნილობად შეიძლება იყოს მიჩნეული, შესაძლოა მეორესთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლდეთ