18.გაიქეცი

1K 120 2
                                    

ღამის ოთხი საათი იყო,ვერაფრით ვიძინებდი.კემერონი ყოველდღე, ყოველ წამს ჩემთან ერთად იყო.თავიდან ეს ძალიან მომწონდა მაგრამ რაც უფრო დიდ დროს ვატარებდით ერთად მით უფრო ვხვდებოდი რომ ეს არასწორი იყო.სკოლაში საერთოდ აღარ დადიოდა,შესაბამისად ვერც სწავლას ახერხებდა და თავს უხერხულად ვგრძნობდი ჩემ გამო რომ უწევდა აქ ყოფნა.მაგრამ თან მეშინოდა...თუ წავიდოდა...არვიცი...ძალიან ვიყავი შეშინებული და არვიცოდი მარტო ყოფნა ღირდა თუარა.ჩემი პალატიდან გამოვედი და სავადმყოფოს კარიდორში დავიწყე ხეტიალი.მოწყენილობისგან აღარ ვიცოდი რა მექნა და ამიტომ ნიკს დავურეკე.რამდენიმეჯერ  ავტომოპასუხი ჩაირთო და ბოლოს მიპასუხა.
-ალო?!.-საკმაოდ სექსუალირი ხმა ქონდა ახლად გაღვიძებულ ნიკს.
-ნიკ,მე ვარ ლისა.
-მაგას მივხვდი.სხვა მაინც არავინ მირეკავს.-თქვა და ძალიან შემეცოდა,მარტოსულობა ძნელია,მითუმეტეს მისნაირი ადამინისთვის.ის ხომ პოპულალური ბავშვი იყო სკოლაში,ფეხბურთს თამაშობდა,ყველა გოგო უკან დასდევდა.და ახლა?!არავინ ყავს.-რამე გინოდოდა?.-დიდი პაუზის მერე მკითხა,ალბათ მიხვდა რომ რაღაცაზე ჩავფიქრდი.
-ამ..ჰოო...უბრალოდ ვერ ვიძინებდი,და თან მოწევა მომინდა.შეიძლება ეგოისტურად გამომივიდეს მაგრამ შეგიძლია რომ მოხვიდე?შენთან ლაპარაკი ახლა ძალიან კარგი იქნებოდა.
-ტელეფონით რომ ვისაუბროთ?ახლა საავადმყოფოდან შორს ვარ.
-კარგი,კარგი დაივიწყე.ჩვეულებრივზე ეგოისტურად გამომივიდა,ვიცი.
-არა მოვალ,უბრალოდ მოცდა მოგიწევს.
-არა,მართლა არ ხარ ვალდებული მოხვიდე თუარგინდა.
-მეხუმრები? გგონია კიდევ ბევრი ადამიანი მირეკავს ღამის ოთხზე რომ მათთან მივიდე?უბრალოდ ცოტა ხნით დამელოდე,რაც შემიძლია მალე მოვალ.
-კარგი.მადლობა ნიკ,შეხვედრამდე.
-შეხვედრამდე.-მითხრა და ყურმილი დაკიდა.
ისევ კარიდორებში სიარული დავიწყე.ვცდილობდი რაც შეიძლება ჩუმად ვყოფილიყავი რომ არავის შევემჩნიე.როცა მთელი შენობა მოვიარე,ჩემი ყურადღება ერთმა პალატამ მიიბყრო.შიგნით არავინ იყო.მაგრამ ყველგან ტანსაცმელი ეწყო და ეს ცოტა უცნაურად მეჩვენა.უცბად ხმაური მომესმა და დაბნეულობისგან არ ვიცოდი რა მექნა ამიტომ იმ პალატაში შევედი.როცა ხმაური აღარ ისმოდა და შენობაში სიწყნარემ დაისადგურა,ოთახის დათვარიელება დავიწყე.ტანსაცმლით მივხვდი რომ სავარაუდოდ მისი პატრონი ბიჭი უნდა ყოფილიყო,ან გოგო რომელიც ბიჭივით იცმევს.თვალიერების დროს  პალატის სააბაზანოდან ხმა მომესმა.
-ჯანდაბა!.-წამოვიძახე,სანამ იქიდან გამოსული ადამიანი დამინახავდა სკამის უკან დავიმალე.თავიდან ვეცადე არ შევემჩნიე მაგრამ მერე დამაინტერესა ვინ იყო და რაც შემეძლო ჩუმად გავხედე.გოგო იყო.ძალიან კარგი ფიზიკური მონაცემებით.სრულიად შიშველი იდგა ჩემწინ.სახე არ დამინახავს რადგან ზურგით იდგა მაგრამ სხეულით თუ ვიმსჯელებთ საკმაოდ სექსუალური იქნებოდა.ტანსაცმლის არჩევა დაიწყო და როცა მისი პროფილი დავინახე შოკში ჩავარდი.მართლა.ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ის იქნებოდა.კრისი იყო.ბიჭურ ტანსაცმელში ნამდვილად არ უჩანდა ასეთი საოცარი ნაკვთები.არც არასდროს შემიმჩნევია ასეთი მიმზიდველი თუ იყო.ტანსაცნელი ლოგინიდან სკამზე გადაყარა,იმ სკამზე რომლის უკანაც მე ვიყავი.ლოგინზე წამოწვა და თვალები დახუჭა.მართალია სიბნელე იყო მაგრამ მის სხეულს თვალს ვერ ვაშორებდი.თითქოს ასეთი იდეალური რამ არასდროს მენახა.ამან ისიც დამავიწყა სად ვიყავი და რას ვაკეთებდი.ცოტა აზრზე რომ მოვედი უამრავი კითხვა გამიჩნდა.რას აკეთებდა აქ?ჩემს სათვალთვალოდ იყო?ან იქნებ კემერინის გამო?რაც არუნდა იყოს,კარგი საქმისთვის არ იქნებოდა.არა,მართლა რა უნდა აქ?პანსეონში რატომ არ არის?ან ვინმე თავის მეგობართან?ავად არამგონია იყოს,როცა ავად ხარ იმაზე არ ფიქრობ რომ ჩემოდნით ამდენი ტანსაცმელი წამოიღო თან.ფიქრებიდან მისმა ლოგინის ხმამ გამომიყვანა.თავიდან მეგონა რომ დგებოდა და გულმა სწრაფად ცემა დამიწყო.მერე მივხვდი რომ უბრალოდ გადაბრუნდა.ჩავთვალე რომ ეძინა.ადგომა და იქიდან გამოსვლა მინდოდა მაგრამ ჩავთვალე რომ ძალიან ადრე იყო.ცოტა უნდა მეცადა, დავწმუნებულიყავი რომ ღირდა იქიდან გამოსვლა.ძალიან მშვიდი გამომეტყველება ქონდა.მისი სწორი მუცელის წყალობით ვხვდებოდი რომ ძალიან წყნარად სუნთქვადა.ყოველი ამოსუნთქვისას იბერებოდა და შემდეგ ისევ ნორმალურს ემსგავსებოდა.ახლა მივხვდი რაც მოეწონა კემერონს მასში.მიუხედავად იმისა რომ ეგოისტი და ნაძირალაა,მისი გარეგნობით და მისი სხეულით ნატურალ გოგოსაც კი შეაცდენს.დრო გადიოდა და მეც  დავრწუნდი რომ ეძინა.შვებით ამოვისუნთქე და ძალიან ნელა ავდექი.რაც შეიძლებოდა ჩუმად ვმოძრაობდი,მაგრამ ჩემი ნაბიჯები ამ მკვდარ სიჩუმეში ხმაურიანად მეჩვენებოდა.როცა კარამდე ორი ნაბიჭიღა მქონდა დარჩენილი და უკვე ჩათვლილი მქონდა რომ ამ სიტუაციიდან ადვილად გამოვძვერი ტელეფონმა დამირეკა.რა თქმა უნდა ნიკი იყო.ალბათ მოვიდა და მეძებდა.მაგრამ საშინელება ისაა რომ ყველაზე ცუდი დრო შეარჩია.კრისისკენ არც კი გამიხედავს,რაც შემეძლო სწრაფად გამოვრთე ტელეფონის ზარი.
-ვინ ხარ?.-უკნიდან მისი შეშინებული ხმა მომესმა.მისკენ გავიხედე.ტანზე მიფარებული  გადასაფარებლით ცდილობდა სხეულის დამალვას. შიშით სავსე თვალებით იყურებოდა სანამ მიხვდა რომ მე ვიყავი.-ლისა შენ ხარ?.-გაკვირვება იგრძნობოდა მის ხმაში.-კი მაგრამ აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
-მეც სწორედ მაგის კითხვა მინდოდა.
-პანსეონში რატომ არ ხარ?
-და შენ?
-კითხვაზე,კითხვით ნუ მპასუხობ და უბრალოდ მითხარი აქ რას აკეთებ!
-არ გაგიგა?უკვე კვირაზე მეტია მე და კემერონი აქ ვართ.
-რაა? კემერონიც აქ არის?
-კი.
-და აქ რატომ ხართ?კემერონს რამე დაემართა?კარგად არის?
-არა,არაფერი დამართნია,ჩემი მარტო დატოვება არუნდა ამიტომ არცეერთ წამს არ მტოვებს.
-მაგარია ასე რომ დაახლოვდით.-ირონიულად მითხრა.
-კი ძალიან.-თვალები გადავატრიალე.-ახლა შენი ჯერია,შენთვითონ რას აკეთებ აქ?
-ამ....აქ ვათენებ ღამეს.
-ეს დიდი ხანია რაც გრძელდება?
-არც ისე.
-და შენს შეყვარებულთან რატომ არ ხარ?ან რომელიმე მეგობართან?
-შეყვარებული არ მყავს.
-აბა ის გოგო?კემერონს რომ არჩიე?
-კემერონი არავის მირჩევნია!უბრალოდ ცუდი პერიოდი გვაქვს.
-შენ რა გგონია ოდესმე დაგიბრუნდება?ძალიან ცდები!შენი იდეალური სხეულიც კიარ გიშველის.
-მაგასაც ვნახავთ.მოიცა,შენ რა მათვარიელებდი?რამდენი ხანია რაც აქ ხარ?
-არ გათვარიელებდი!.-ნერვიულად ვთქვი.-გიყურებდი,მხოლოდ იმიტომ რომ დავწმუნებულიყავი იმაში რომ ვერ მხედავდი,მხოლოდ ეს არის.თავიდან ვერ გიცანი,და ჩავთვალე უცნაური იქნებოდა ეს უბრალოდ რომ დაგნახებოდი.
-ლაპარაკზე გეტყობა რომ იტყუები.-წარბის აწევით თქვა.
-სისულელეა!
-ხოო?.-გადასაფარებელი გადაიხადა და ბნელ ოთახში შემოსული მთვარის შუქი ახლა მისი სხეულის ყველა ნაწილს იდეალურად აჩენდა.ნელა წამოდგა და ჩემკენ დაიძრა.მე უკან გადავდგი ნაბიჯები.რატომღაც იმედი მქონდა რომ ეს დამეხმარებოდა.მივხვდი რომ მეტი გადასადმელი ნაბიჯი აღარ მქონდა დარჩენილი და კარებს ავეკარი.როცა საბოლოოდ მომიახლოვდა,ჩვენს შორის ნემსის ჩაგდებასაც ვერ მოახერხებდი იმდენად ახლოს იყო.-დარწმუნებულიხარ რომ მხოლოდ მაგიტომ მიყურებდი?-მისმა გამოხედვამ ჩემს ტუჩებზე გადაინაცვლა.მე რაც შემეძლო კარს ვეკროდი,თითქოს ეს დამეხმარებოდა მისგან ცოტა უფრო დაშორებაში.-ლისა მილერ,ვინ იფიქრებდა არა?!.-მის სუნთქვას სახზე ვგრძნობდი.მთელი მისი სხეულით მეხებოდა.
-არვიცი შენ რა ჯანდაბას ფიქრობ მაგრამ აშკარაა რომ რაღაც გეშლება.-თავი გვერძე მივატრიალე.
-მეშლება?მგონი ყველაფერი დღესავით ნათელია არა?.-გაიცინა და ნიკაპზე მომკიდა ხელი.თავი მისკენ მიმატრიალებინა და ვნებიანად მიყურებდა.-იცი არასდროს მეგონა შენ თუ მოგეწონებოდი.
-და სერთოდ საიდან მოიტანე ეგ აფსურდი?
-ტყუილები არ გამოგდის,მაგაზე ვარჯიში დაგჭირდება.
-უნდა წავიდე უბრალოდ ხელი გამიშვი.
-ჰეი მე არც კი გეხები.-თქვა და უფრო ახლოს მოიწია,არვიცი რატომ მაგრამ იმ მომენტში ძალიან აღზნებული ვიყავი.მეგონა მაკოცებდა და ამიტომ თვალები დავხუჭე.მის სიახლოვეს უფრო და უფრო ვგრძნობდი და მზად ვიყავი იმისთვის რომ მისთვის მეკოცნა,მაგრამ მერე გაიწია.-ხომ გითახი მოგწონვარ თქო.
-იდიოტი ხარ!-ვუთხარი და კარი გავაღე.
-რატომ?რომ გავიწიე?.-გადაიხარხარა.
-იცი კარგ ადგილას მოსულხარ! დახმარება ნამდვილად გჭირდება.
-არავისთან წამოგცდეს მაგაზე. მითუმეტეს კემერონთან.
-ვის რაუნდა ვუთხრა? რომ აქ იმალები?და საერთოდ რას ან ვის ემალები?
-ეგ არ არის შენი საქმე.
-კარგი მაშინ შენი ადგილსამყოფელის შესახებ ყველას ვეტყვი,და კემერინით დავიწებ.-ვთქვი და ტელეფონმა კიდევ დამირეკა,ნიკი იყო.-უნდა ვუპასიხო,აბა კარგად იმედია რამეს ჩემი წასვლის მერე მაინც ჩაიცმევ თორე მეშინია არ გაცივდე.
-რაც გითხარი გაითვისწინე!
ოთახიდან ისე გამოვედი პასუხიც არ გამიცია.გამოსვლისას ამოვიხვნეშე და ნიკს დავურეკე.
-სად ხარ?მეგონა მეხუმრე და აქ ტყუილად მოვედი.
-არა,ვსეირნობდი და ახლახანს აღმოვაჩინე რომ ტელეფონი პალატაში დამრჩენია.
-აა კარგი,ახლა სად ხარ?სად მოვიდე?
-მეორე სართულზე დიდ აივანთან მოდი.ეცადე არავინ დაგინახოს.
-კარგი მოვდივარ.
სანამ ნიკი მოვიდოდა მე ავივანზე გავედი.თითქმის თენდებოდა მაგრამ მაინც ბნელოდა.ვარსკვლავებით იყო ცა მოჭედილი და მთვარე ძალიან მკაფიოდ ჩანდა.
-ჰეი.-მომესმა ნიკის ხმა უკნიდან.
-ჰეი.-მასთან მივედი და ჩავეხუტე.
-მოხდა რამე?.-ისე მკითხა არც გავუშვივარ.
-არა უბრალოდ ვერ ვიძინებდი და შენი ნახვა მომინდა.-ხელები გავუშვი და სკამზე დავჯექი.-სიგარეტი გააქვს?რაც აქ ვარ არ მომიწევია.
-თავის დანებებაზე არ გიფიქრია?
-ლექციებს ნუ მიტარებ და უბრალოდ მომეცი.-გაღიზიანებულმა ვუთხარი.
სიგარეტს მოვუკიდე და აივნიდან გადავიხედე.
-დანარჩენებიც გამოვიდნენ?.-ვიკითხე სიჩუმეში.
-არა,მარტო მე.ეგ კიარა რობს მგონი ერთი წელი დაუმატეს.
-რატომ?
-გავიგე რომ ციხეში უჩხუბია.
-ეგ თავიდანვე იდიოტი იყო.სწორ ადგილას მოხვდა.
-ჰოო.
-ეშლი და მაიკი?
-მაგათზე გავიგე რომ ცუდად არიან.ეშლი ეშლია ხომ ხვდები? მისნაირი ძუკნა ბარბები არ მოწონთ იმ ადგილას.მაიკი კი არვიცი მასზე არც ისე ბევრი მსმენია.
-იცი....ის გოგო...კემერონი,ჩემთან რომ იყო პალატაში...
-ხო,მახსოვს მერე?
-ეშლის და მაიკის დაა....
-ღადაობ?
-არა.-ამოვიხვნეშე.
-ეს ყველაფერი იცის და შენთან მაინც მეგობრობს?
-არა,საქმეც მაგაშია რომ არ იცის.და რომ გაიგოს ალბათ ხმას აღარც გამცემს.უბრალოდ ნერვები მეშლება,ეს ამბავი არასდროს მთავრდება.სადაც არუნდა წავიდე თან დამსდევს.
-შენ ვიღაც მაინც გყავს...შეეცადე მაინც ცხოვრების ახლიდან დაწყება.მე კი ამას ვერ შევძლებ.
-მშობლებმა რა გითხრეს?
-მშობლებმა? როცა გამოვედი მითხრეს რომ ტყუილად დახარჯეს ჩემზე ამდენი ფული რადგან არ აპირებდნენ პატიებას. ადვოკატიც იმიტომ დაიქირავეს რომ მალე გამოვსულიყავი და თავიანთი რეპუტაცია რამენაირად შეერჩუნებინათ.ვნანობთ საერთოდ რომ გაგაჩინეთო.
-რაღაცნაირად იზრუნეს მაინც შენზე.დედაჩემმა კი ერთი კვირის მერე მომაკითხა,და ისე იქცეოდა თითქოს მართლა ვადარდებდი.
-ასე რატომ გძულს?
-რატომ?იმიტომ რომ ეგოისტია,იმოტომ რომ მამას დაშორდა მაშინ როცა იდეალური ოჯახი გვქონდა,იმიტომ რომ ვკიდივარ და არასდროს ზრუნავს ჩემზე.გავაგრძელო თუ საკმარისია?
-კაი მესმის...
ცოტა ხანს ჩუმად ვიყავით.ვფიქრობდით საკუთარ ცხოვრებაზე და მშობლებზე.სკამიდან ავდექი და აივნიდან გადავიხედე, უცბად ქუჩაში ვიღაც დავინახე.
-იმას ხედავ?.-შეშინებულმა ვთქვი.
-ვის?.-ნიკი წამოდგა და ჩემს გვერდით დადგა.
დავინახე როგორ გარბოდა საავადმყოფოდან გამოსული ტიპი რომელიც შავებში იყო ჩაცმული და კაპიშონი ქონდა თავზე დაფარებული.
-ის არის!.-წამოვიძახე.-ოლივერია!უნდა შევაჩეროთ!.-დავიყვირე და სასწრაფოდ გასასველისკენ გავიქეცი.
-მოიცადე!.-უკან გამომეკიდა ნიკი.-ოლივერი ვერ იქნება.აქ რა მას რა ესაქმება?..
ქუჩაში გავვარდი,აქეთ-იქით დავიწყე ყურება,ვცილობდი მეპოვა.ხმაური მომესმა როგორც ჩანს რაღაცას შეეჯახა.
-შეჩერდი!ვიცი ვინც ხარ!.-დავუყვირე და გავეკიდე,მან კი უფრო სწრაფად დაიწყო სირბილი......

თუ გინდათ რომ გავაგრძელო დააჭირეთ Vote-ს და დააკომენტარეთ.
ლავ
იუ
ოლ
ბაიიიიი

აკადემია გარყვნილებისათვისWhere stories live. Discover now