4. "მეგობარი"

1.8K 176 15
                                    

სულ უცნობზე და მის დღიუზე ვფიქრობ.ნიკთან ლაპარაკის შემდეგ სურვილი გამიქრა კიდევ რომ წამეკითხა.ბევრი არაფერი უთქვამს,მხოლოდ ის ვიცი რომ კევინის ყოფილმა თავი მოიკლა და სავარაუდოდ მისი დღიური მაქვს.სადაც მისი ცხოვრების ყველა დეტალი წერია.
არვიცი რა ვქნა, იქნებ ჯობს დღიური იქ დავაბრუნო სადაც ვიპოვე?! მაგარამ შეიძლება ვინმემ იპოვოს და სათავისოდ გამოიყენოს. ვფიქრობდი კევინს მივცემ მეთქი მაგრამ უცნაური იქნება,თან ძალიან.ერთმანეთს არც ვიცნობთ და მისი გარდაცვლილი შეყვარებულის დღიურს ვერ მივაჩეჩებ ეგრევე,ეს ჩემთვისაც კი ზედმეტად უხერხულია.
ნიკს ვთხოვ გამაცნოს!ან მე ვეცდები, იქნებ რამე გამომივიდრეს.
დღეს ორშაბათია,შაბათ-კვირას ჩვეულებრივსამებრ არაფერი მიკეთებია.პანსეონიდან საერთოდ არ გავსულვარ.ეშლიც მთელი ვიქენდი არ დაბრუნებულა და შესაბამისად მშვენივრად დავისვენე.ახლა სკოლისკენ მივდოვარ,როგორც ყოველთვის ვაგვიანებ.კარიდორში მკვდარი სიჩუმეა.ბიოლოგის კაბინეტს ვუახლოვდები და ვაკაუნებ.
-შეიძლება?.-ვეკითხები მიტერ ჰიგინსს და ისე შევდივარ,პასუხსაც არ ველოდები.
მისტერ ჰიგინსი თავს მიქნევს და მეც უკანა მერხზე ვჯდები.
წიგნებიც არ მაქვს  ამოღებული რომ კარებზე ისევ აკანუნებენ.
-მისტერ ჰიგინსს,შეიძლება შემოვიდეთ?! ვარჯიში გვიცდება და გვითხრეს რომ აქ შემოვსულიყავით.
მისტერ ჰიგინსი ისევ თავს უქნევს ბიჭს, და ოთახში 6 საოცარი აღნაგობის ბიჭი შემოდის.როცა მათი ტანის თვარიელებას მოვრჩი სახეზე შევხედე,ერთ-ერთი ვიცანი.კევინი იყო.ის კევინი.ნიკიც მათთან ერთად ყოფილა მაგრამ ის გვიან შევამჩნიე.
ბოლო მერხებზე ცარიელი ადგილები დაიკავეს.მინდოდა რამე კონტაქტში შევსულიყავი კევინთან,მაგრამ შემეშინდა რომ რამე წამომცდებოდა.
ბიჭები ხმაურობდნენ ამიტომ მისტერ ჰიგინსმა მათი 'გაფანტვა' გადაწყვიტა.ერთ-ერთი ჩემს გვერდით  მოხვდა.როცა გავანალიზე რომ რამდენჯერმე შემხედა,გადავწვოტე შეტევაზე გადავსულიყავი.
პირველი ეტაპი:
ყურადღების მიქცევა იყო. ამიტომ
ტელეფონი ამოვიღე და თავს ისე ვაჩვენებდი თითქოს ვინმეს ვემესიჯებოდი.შევამჩნიე რომ ის ბიჭი ისევ მიყურებდა.
ტელეფონი გამოვრთე ისე რომ დაენახა,შეწუხებული სახე მივიღე და ჩურჩულით ვთქვი:
-ჯანდაბა..
გამომხედა.
მეორე ეტაპი,დიალოგის დაწყება იყო:
-ჰეი...-ჩურჩულით ვუთხარი.-შეგიძლია ესემესი გამაგზავნინო?ჩემი ტელეფონი დაჯდა,არადა მნიშვნელოვანი შეტყობინება უნდა გამეგზავნა.
-კი,რა თქმა უნდა.-გამიღიმა და ტელეფონი გამომიწოდა.
ჩემ თავს მესიჯი გავუგზავნე, რამაც მესამე ეტაპისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადამადგმევინა.ახლა მისი ნომერიც მაქვს,მშვენიერია.(ძალიან ქრიფი საქციელია მაგრამ სხვა გზა არმაქვს)
როცა მოვრჩი ტელეფონი გავუწოდე.
-მადლობა.
-არაფრის.
წამიერი დუმილი იყო.
-ახალი ხარ არა?!.-მკითხა და თვალიერება დამიწყო.
-ხო,ლისა მილერი.-ხელი გავუწოდე.
-რობ ანდერსონი,სასიამოვნოა ელიზაბედ!.-ხელი ჩამომართვა.ჩვეულებრივზე მეტხანს ვაქანავებდით ხელს,ერთმანეთს ვუყურებით და ეს მისტერ ჰიგინსმაც შეამჩნია.
-იქნებ სხვაგან გამოავლინოთ თქვენი ინტიმირი ინტერესები მისტერ ანდერსონ.-ამაზე ყველამ გაიცინა.შევამჩნიე რომ კლასში მჯდობების მზერა ჩვენზე იყო,მათ შორის ნიკისაც და კევინისაც.
-მაპატიეთ მისტერ ჰიგინსს.-სიცილით თქვა რობმა და მე გამომხედა.
-მშვენიერი მომენტი გააფუჭა!.-ვეცადე მიუხედავად ყველაფრისა დიალოგი არ გამეწყვიტა.
-ამაში ექსპერტია.-სიცილი დაიწყო.აშკარა იყო რომ თავის ნათქვამზე არ იცინოდა.
-რა გაცინებს?
-ერთი ამბავი გამახსენდა,მომენტების გაფუჭებაზე და მისტერ ჰიგინსსზე.
-ყურადღებით გისმენ.-მისკენ გადავიხარე.
-აქ ერთი ბიჭი სწავლობდა.სახელად სკოტი.ბიოლოგიის გაკვეთილზე სკოტი და მისი შეყვარებული ერთად იჯდნენ.მერხის ქვეშ "სკოლისთვის შეუფერებელ რაღაცეებს" აკეთებდნენ.ხოდა სკოტსაც აუდგა.მისტერ ჰიგინსმა ეს შეამჩნია,და ისე შეარცხვინა მგონი საწყალს მაგის მერე აღარც დაუნძრევია.
-ღმერთო!-სიცილი დავიწყე.-საშინელებაა!
-არ თქვა.
მივხვდი რომ სალაპარაკო თემა გვეწურებოდა,ამიტომ გადავწყვიტე მეოთხე ეტაპზე გადავსულიყავი: დიალოგი დამესრულებინა იმის იმედით რომ კიდევ შევხვდებოდით.
-ჰეიი...იცი რა ვიფიქრე?!
-გისმენ..
-თუ გინდა სკოლის მერე გავისეირნოთ.სკოტზე და მის შეყვარებულზე მომიყევი.
-კარგი აზრია,მაგრამ მოდი სკოტის მაგივრათ ერთმანეთზე ვისაუბროთ.-ხელზე შემეხო და გამიღიმა.მეც ღიმილით ვუპასუხე და მერე ლაპარაკი შევწყვიტეთ.
ზარი მალევე დაირეკა.წიგნების ჩალაგება დავიწყე და ავდექი.რობმა გასვლისას თვალი ჩამიკრა.მეც გასვლას ვაპირებდი როცა ვიღაცამ ძლიერად ჩამკიდა მხარზე ხელი.შემომაბრუნა და მეც ნიკი შემრჩა ხელში.
-სულ გაგიჟდი?
-შენც გაგიმარჯოს.-ირონიით ვუთხარი.
-რობთან რა საქმე გაქვს?
-ღმერთო დაწყნარდი,არვიცოდი შენი ბიჭი თუ იყო.
-ჩემი არა,მაგრამ ეშლის კი.ილოცე რომ ვერ გაიგოს.თვითონაც კარგად იცი დრამის დედოფალია,ან სხვა ოთახი დაგჭირდება ან სხვა თავი,რადგან დღეს ნამდვილად წაგაცლის.
-დაწყნარდი.მესმის რომ ჩემზე უგონოთ ხარ შეყვარებული და ღელავ ჩემზე,მაგრამ ჩემს ურთიერთობებს მე თვითონ მივხედავ.
-მე გაგაფრთხილე.
ერთმანეთს შევხედეთ.ორივეს სერიოზული სახე გვქონდა და ამაზე სიცილი აგვიტყდა.
-ისე მართლა ვამბობ.არღირს რობთან ურთიერთობა,ნამდვილი ფაქბოია.
-ნუ გეშინია მასზე დაქორწინებას არ ვაპირებ.
-შენ როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ,ისე ყველაფრისადმი სარკაზმული დამოკიდებულება არაა კარგი.-ოთახი დავტოვეთ და კარიდორს გავუყევით.
-არაუშავს გადავიტან.-როცა შევამჩიე რომ გაჩერდა უკან მოვიხედე.
-შემდეგი აქ მაქვს.-ქიმიის კაბინეტისკენ გაიშვირა ხელი.
-მე გაძლიერებული ინგისური მაქვს.-თვალები გადავატრიალე.
გამიღიმა.-მაშინ ლანჩზე შეგხვდები.-კარები გააღო და შიგნით შევიდა.
"ლანჩზე შეგხვდები" ამ სიტყვების გაგონება ნამდვილად მჭირდებოდა.სასადილოში პირველი დღის მერე არ ვყოფილვარ.არ მიდოდა მარტოსული ახალი გოგოს შთაბეჭდილება დამეტოვებინა,მიუხედად იმისა იყო თუ არა ეს ასე.ახლა კი... ნიკი.. ის ჩემი მეგობარია?! კარგი,ზედმეტად დრამატული ვარ.
ინგლისური ჩვეულებრივსამებრ ძალიან მოსაწყენი იყო,ფაქტიურად ნახევარი გაკვეთილი მეძინა,შემდეგ ქიმია იყო და მერე ლანჩი.
კაფეტერიაში თავდაჯერებულმა შევაბიჯე,თითქოს რამე მაგარ ფილმში ვიყავი,აი შენელებული კადრები როა რაღაც მაგის მსგავსი. თვალით ნიკის ან ვინმე ნაცნობის მოძებნა ვცადე.ვერავინ დავინახე,ისეთი ვითან მისვლაც შემეძლო,ამიტომ მეც ბრბოს გავყევი და საჭმლის დახლთან აღმოვჩნდი.შემწვარი კარტოფილი, წვენი და ბუგერი ავიღე. ფოდნოსით ხელში დიდხანს ვიდექი,ნამდვილ იდიოტს ვგავდი.და უკვე მზად ვიყავი ნიკისთვის ფეხები მომემტრვია,რადგან ვთვლიდი რომ მომატყუა.
ვიდექი მარტო და უკვე გაქცევაზე ვფიქრობდი,როცა უკანალზე მიჩქმიტეს.
-ხომ არ გალოდინე?!.-ხელი გადამხვია.
-ღმერთო რა იდიოტი ხარ!.-ხელი ვკარი და მაგიდისკენ წავედი.
-ჰეი..მანდ არ დაჯდე.-სერიოზული სახით მითხრა.
-რატო?!.-შეიძლება ითქვას რომ პასუხი ვიცოდი მაგრამ მინდიდა მისგან გამეგო.
-მანდ მონაზვნები ჯდებიან.
-მერე?
გაიცინა.-იმისდა მიუხედავად რომ მართლა ნამდვილი წმინდანი ხარ,მაინც არაა საჭირო ამის შესახებ მთელმა სკოლამ გაიგოს.-ხელი ჩამჭიდა და სხვა მაგიდასთან მიმათრია.
-აი აქ კი ყველაზე მაგარი ხალხი ჯდება!.-ხელები გაშალა და ღიმილით შემომხედა.
-ან უბრალოდ შენ თვლი ასე იმიტომ რომ აქ ჯდები ხოლმე.
თვალები გადაატრიალა.
-ჰეი ნუ მბაძავ!.-გაეცინა,ფოდნოსი მამომათვა და მაგიდაზე დადო.
-ჩემს მეგობრებს გაგაცნობ თუ გინდა.
-შენსავით მოსაბეზრებელი ტიპები თუარ არიან კაი.
-მიყვარს როცა მკბენ ხოლმე.
-ტკივილი გსიამოვნებს არა?!პატარ ბინძურო ბიჭო?!.-ბინძურად შევხედე და სიცილი დავიწყეთ.
-ხელს ხომ არ გიშლით გოგონებო?.-ჩვენ წინ რობი დაჯდა.
-რას ამბობ?!კიდევ ერთი ლესბო დაქალი ზედმეტი არასდროსაა.-ქალური ხმით თაქვა ნიკმა და ამაზე სამივეს გაგვეცინა.
-კევინი ხოარ გინახავს?
-ბიოლოგიის მერე არა.რამე მოხდა?.-შეწუხებული სახით იკითხა ნიკმა.
-არვიცი.რამდენჯერმე მივწერე და არ უნახავს.არადა ხო იცნობ ტელეფონი სულ თან აქვს.
-შეიძლება დაუჯდა.-წამოვაყრანტალე.ორივემ მე შემემხედა,აშკარა იყო რომ მათ საუბარში არ უნდა ჩავრეულიყავი მაგრამ უკვე გვიანი იყო.
-ხო შეიძლება.-რობი ეცადა უხერხული დუმილი დაერღვია.
-კარგი,მაგის დედაც.ახლა შენზე ხომ არ გვესაუბრა ლისა?.-რობი წინ წამოიწია და ჩემი ფოდნოსიდან კარტოფილი აიღო.
-არამგონია კარგი იდეა იყოს.-ნიკმა წამებში გამოგლიჯა რობს კარტოფლილი რომელსაც რობი სექსუალურად ჭამდა.(*სექსუალურად ჭამდა*ყველაზე მაგრად ვღწერ ხოლმე ადამიანების საქციელს, ვიცი.)
-მაგას მე გადავწვეტ.-ახლა ნიკს ხელიდან მე გამოვგლიჯე ფრი.
-ნუ ეჭვიანობ ნიკ, თქვენს მებოგრობას არ დავანგრევ.
-ჩევენ მეგობრები არ ვართ!-წამოიძახა ნიკმა.აი ამ მომენტში მართლა მეტკინა გული.აი ამ მომენტში მინდოდა მომკვდარიყავი.ამ მომენტში ვინანე საერთოდ ყველაფერი,აქ რომ გადმოვედი,ეს იდიოტი რომ გავიცანი,საერთოდ ხალხთან ლაპარაკი რომ დავიწე.ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო.გული თითქოს მილიონ ნაწილად დამემსხვრა.მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანი არ იყო გასული რაც გავიცანი.მაინც ერთადერთი იყო ვისთვისაც შემეძლო "მეგობარი" მეწოდებინა.მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი.
დუმილი იყო.უხერხული,მტკინვიული და ვფიცავ კიდევ ერთი წამიც რომ გაგრძელობული  თავს მაშინვე ვიკლავდი.
-ესეიგი ჩვენი შეთანხმება ძალაშია არა?
-რა თქმა უნდა.-ხმამაღლა და გამოთქმით ვთქვი.
-ძალიან კარგი მოგწერ მაშინ.
-ჩემი ნომერი არ გაქვს.
-მაქვს.-ეშმაკურად გამომხედა.რაღაც მომენტში შემრცხვა,ნუთუ მიხვა ჩემს ხრიკს.
მერე ადგა და დაგვტოვა.არვიცი როგორ აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში მაგრამ ამ ორ წუთში იმდენი ცუდი შეგრძნება დამეუფლა,რამდენიც ბოლო ხუთი თვის მანძილზე არ მიგვრძვნია.
მარტოობა ცუდია,მაგრამ ხალხთან ყოფნა გაცილებით უარესია.მარტო როცა ხარ, უბრალოდ მარტოსულად გრძნობ თავს,აი როცა ხალხთან ერთად ხარ,ყველაფერს გრძნობ!თითოეულ მათ სიტვას.ყველა მათგანი,გინდა თუ არა გულთან ახლოს მიგაქვს.
ამიტომ ვარიდებდი თავს ამ ყველაფერს,ამიტომ მირჩევნოდა მარტო ყიფნა,რადგან ვიცოდი რომ ჩემ თავს არაფერს ვავნებდი.

სიჩუმე სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა.
-ნამდვილი იდიოტია!.-ეცადა დიალოგი დაეწყო მაგრამ დავაიგნორე,ჩემი ლანჩს ჭამა დავიწყე.
-იმედია არ აპირებ მის ნახვას.
-ვაპირებ.-ცივად ვუთხარი.
-კარგი როგორც გინდა მერე ჩემთან ტირილით არ მოხვიდე როცა ეშლი...-ლაპარაკს განაგრძობდა მარამ არ ვუსმენდი.თავში სულ მისი სიტყვები მიტრიალებდა.
"ჩვენ მეგობრები არ ვართ"
"ჩვენ მეგობრები არ ვართ"
"ჩვენ მეგობრები არ ვართ"
"ჩვენ მეგობრები არ ვართ"
აბა რა ჯანდა ვართ?რატომ მელაპარაკები მაშინ?რატომ ზრუნავ იმაზე რომ ბიჭთან რომელიც მომწინს ურთიერთობა გამიფუჭო?!
აქედან წასასვლელად მხოლოდ ერთი რამე დამეხმარებოდა:ტელეფონი ამოივიღე და ნიკს ვუთახარი რომ უნდა წავსულიყავი.
-ისაა არა?!რობმა მოგწერა.
-შენი საქმე არაა!და გთხოვ თავს ნუ მაბეზრებ.-არაფერი უთქვამს,შეიძლება მიხვდა კიდეც რატომ ვეუხეშე ჩვეულებრივზე მეტად.კარგია თუ მიხვდა,ასეთი დებილიც არ ყოფილა რანაირიც მეგონა.კაფეტერიიდან წამოვედი.დავიკიდე ის ფაქტი რომ კიდევ სამი გაკვეთილი მქონდა და პანსეონისკენ წავედი.
ჩემს ოთახში შევედი.მძიმედ დავწექი ლოგინზე და ვერც გავანალიზე ისე წამომივიდა ცრემლები.ჩემ თავს ვეუბნებოდი რომ არავინ ვიყავი და რომ არავის ვუყვარდი.ბალიშზე შევაწმინდე ცრემლები და კედელს მივეყუდე.ერთ ადგილს მივაშტერდი.ისევ ტირილი დავიწყე,აღარ მიდოდა მეტირა ის იდიოტი ამის ღირსი არ იყო.ბალიში ავიღე და კედელს ვესროლე გაბრაზებულმა.მის ქვეშ დამალული დღიური დავინახე.უცნობის დღიური. ხელში ავიღე და ერთხანს ვუყურებდი.მერე კი გადავშალე და კიგხვა დავიწყე;
"...მიყვარს.ეს გრძნობა რასაც მის მიმართ ვგრძნობ საოცარია!მინდა სულ ჩემს გვერდით იყოს და ნებისმიერ დროს შევძლო მისი შეხება.ის მაბედიერებს.ახლა ამ მომენტში მისი წყალობით საოცრად ბედნიერი ვარ...."

ვინმე მაინც გრძნობს თავს ჩემზე უკეთ...უფრო სწორედ გრძნობდა..ამან დამაფიქრა, თუ ასეთი ბედნიერი იყო თავი რატო მოიკლა?!.....


მადლობთ ბოლომდე რომ წაიკითხეთ!დაავოუთეთ და დააკომენტარეთ თუ მოგეწონათ❤
ლავ იუ ოლ
ბაიიი

აკადემია გარყვნილებისათვისWhere stories live. Discover now