5. პირველი ნაბიჯი

1.5K 174 11
                                    

"ღმერთო!დღეს ჩევენ ეს გავაკეთეთ...! ხო,ხო ზუსტად ის! იქიდან გამომდინარე რომ პირველი იყო ძალიან ვნერვიულოდი,ალბათ მთელი დროის განმავლობაში წითელი ვიყავი.მაგრამ ეს ბუნებრივია,ბოლოს და ბოლოს თვით კევინთან მეძინა! ვერასდროს წარმოვიდგენდი ასეთი თუ იქნებოდა.პირველად როცა აქ მოვედი თავი ძალიან მარტოსული მეგონა,ვცდილობდი დამემალა ჩემი გრძნობები და საერთოდ ჩემი ვინაობა,მაგრამ მასთან...მასთან ზუტად ის ვარ,რაც ვარ. ვიცი ბანალურად ჟღერს მაგარმ ასეა!მასთან არ მჭირდება თავის მოკატუნება,და არც მას ჭირდება ეს ჩემთან.ღმერთო,როგორ მიყვარს! ეს გრძნობა ალბათ ბოლოს მომიღებს!...."
დარწმუნებული არვარ ამან მოუღო თუ არა ბოლო,მაგრამ ერთი ფაქტი დანამდვილებით ვიცი რომ ცოცხალი აღარ არის და ეს ძალიან მაშინებს.ნუთუ შესაძლებელია ერთდროულად ბედიერიც იყო და უბედურიც?! მე ნამდვილად უბედური ვარ,ეგ მაინც ვიცი დანამდვილებით. უბედური ვარ იმიტომ რომ დედაჩემი ვერ მიტანს,მეგობრებმა საერთოდ დამივიწყეს იმის მერე რაც აქ მოვედი.ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს აღარ ვჭირდრბი, თითქოს რაღაცისთვის მიყენებდნენ.აი მაგალითად მარტოობაში რომ არ მოეწიათ სიგარეტი,ან თუნდაც ვინმესთან რომ ელაპარაკათ მაშინ როცა უამრავი დრო ქონდათ.გული მწყდება რომ ზუსტად ისეთები აღმოჩნდენ როგორიც დედას ეგონა. ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი ყოველდღიური ჩხუბის სწორედ ისინი იყვენენ.ეგ პატარა ნაბიჭვრები! საერთოდ არ უნდა დამეკარგა მაგ არარაობებზე დრო!საერთოდ!
აქაურობას რაც შეეხება, ნიკს თავს ვარიდებ უკვე ორი თვეა.კაფეტრეიაშიც დავდივარ თქვენ წარმოიდგინეთ,მაგრამ რა თქმა უნდა მასთან არ ვჯდები.უმეტესად რობთან.ვერ ვიტყვი რომ კარგი ტიპია,მაგრამ არც ცუდია.ფაქბოია,ამაში მართალი იყო ნიკი,მაგრამ თუ რობის სწორედ გამოყენებას შევძლებ იქნებ კევინს დავუახლოვდე.რამდენჯერმე ჩვენთან ერთად იყო ლანჩზე მაგრამ იმის მერე არ გამოჩენილა,რობმა თქვა ეს მისთვის ნირმალურიაო.არაფერი დაუკონკრეტებია მაგრამ როგორც ჩანს მარტოობა უყვარს.
რაც შეეხება დღიურს, კითხვას განვაგრძობ და რაც უფრო მეტს ვკითხულობ უფრო ვოცდები. ძალიან ბევრი რამე მაკვირვებს,მაგალითად როგორ ახერხებდნენ ამდენი ხანი დამალვას?ნუთუ ვერავინ ვერაფერს ამჩნევდა? მათი მეგობრები? ჭორიკანა გოგოები?თუნდაც მასწავლებლები?
იმის თქმა მინდა რომ ეს რომ ვინმეს გაეგო ყველაფერი ძალიან ცუდად იქნებოდა.იქიდან გამომდინარე რომ ეს რელიგიური სკოლაა,არამგონია ორი არატრადიციული ორიენტაციის მქონე ბიჭი ესე უბრალოდ დაუსჯელად გაეშვათ სკოლიდან. ნეტა რა მოხდა? იქნებ მართლა გაიგეს და მაგიტომ მოიკლა იმ ბიჭმა თავი? დღიურის ბოლო ჩანაწერებს გადავხედე და ყველაზე საინტერესო ადგილას მთავრდება.თან ისე თითქოს წამით შეწყვიტა წერა რომ რაღაც გაეკეთებინა და მერე ვეღარ მოახერხა გაგრძელება.და ამაზე ფიქრი საერთოდ ბოლოს მიღებს.

აკადემია გარყვნილებისათვისWhere stories live. Discover now