28.ნაცნობი სახე

770 93 3
                                    

-მოიცა,მოიცა,როგორ თუ მისი მოკვლა ცადეს?.-ნიკმა ოლივერზე მითხრა თუარა მაშინვე ცუდად გავხდი.თუ თვითონ ოლივერამდე მიაღწიეს მაშინ მე და ნიკს ძალიან ადვილად მოგვიშორებენ თავიდან.-კი მაგრამ...ახლა როგორ არის?გადარჩა?გთხოვ მითხარი რომ გადარჩა...
-კევინმა მითხრა რომ ძალიან მძიმედ არის.ახლა მათთან მივდივარ,და ჩავთვალე რომ ამაზე რაც შეიძლება მალე უნდა გაგეგო.
-კარგი ქენი რომ დამირეკე..მისმინე შეგიძლია მეც რომ წამიყვანო?ან მითხარი სად არიან და მე თვითონ მივალ.
-გამოგივლი,არ არის პრობლემა.-ეს მითხრა და გამითიშა.
ოთახისკენ წავედი,მინდოდა კემერონი გამეფრთხილებინა რომ სავარაუდოდ ეს დღეები პანსეონში არ ვიქნებოდი.და თუ ვინმე რამეს ჰკითხავდა ჩემზე,ხელი დაეფარებინა.
-კემ,ეს დღეები სკოლაში ვერ ვივლი და გთხოვ თუ ვინმე მიკითხავს უთხარი რომ თავს ცუდად ვგრძნობ.კარგი?-ხმაურიანად შევაღე კარი და თან რამდენიმე საჭირო ნივთი ჩავიდე ჩანთაში.
-კარგი.არ არის პრობლემა.-ეს მითხრა და სიმართლე რომ ვთქვა გამიკვირდა.ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს.თითქოს იცოდა რაც ხდებოდა.მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.
-დედაჩემთან მივდივარ.-მოვატყუე.
-კარგი გასაგებია.-მიპასუხა კემერონმა და მეც გაკვირვებულო ვუყურებდი.
გზაში ვცდილობდი რამე კარგი ტყუილი მომეფოქრებინა რომ სიმართლე არ მეთქვა.ახლა კი კითხვასაც არ მისმევს თუ სად მივდივარ.
-კემერონ კარგად ხარ?.-სანამ გავიდოდი ვკითხე.
-კი.რატომ მეკითხები?.-ჩემთვის არც კი გამოუხედია.
-უცნაურად იქცევი და მაგიტომ.რამეზე გაბრაზდი?
-არა.-მოკლედ მითხრა.
-როგორ არა.-მასთან მივედი და ლოგინზე ჩამოვჯექი.-ვხედავ რომ რაღაც გაწუხებს.რა ხდება?რამე გეწყინა?
-სხვათაშორის კი.რატომ დარჩი მათთან როცა მე წამოვედი?ნუთუ ჩემთან ყოფნას იმათთან ყოფნა გირჩევნია.
-რა თქმა უნდა არა.ბავშვივით ნუ იქნევი.-ვუთხარი და ვიგრძენი რომ ტელეფონი მირეკავდა.-მაპატიე ახლა უნდა წავიდე.რომ მოვალ მერე ვილაპარაკოთ კაი?
-კაი.-მითხრა და გადამეხვია.-მალე დაბრუნდი იცოდე,თავი არ მომანატრო.
-ეგრე ვიზამ.-ღიმილით ვუთხარი და დავემშვიდობე.
პანსეონიდან გამოვედი და იქვე ნიკის მანქანა შევნიშნე.მასთან მივედი და უსიტყვოდ ჩავჯექი შიგნით.
-შენც გაგიმარჯოს.-მითხრა ნიკმა როცა მიხვდა რომ არაფრის თქმას არ ვაპირებდი.საპასუხოდ ყალბი ღიმილი ვაჩუქე და მანაც მანქანა დაქოქა.-საავადმყოფო არც ისე ახლოა ასე რომ დიდი ხანი მოგიწევს ჩემი ატანა.-დაამატა ცოტა ხანში.
-არაუშავს,შევეცდები გავუძლო.-ვუთხარი და თან ფანჯრიდან გზას ვაკვირდებოდი.
-გამუდმებით ჩემზე გაბრაზებული ვერ იქნები.
-გინდა დავნიძლავდეთ რომ ვიქნები?
-კარგი რაა..დავიჯერო ამის გამო სამუდამოდ შემიძულე?.-მკითხა და გავიგონე როგორ აუკანკალდა ხმა.პასუხი არ გამიცია.ვიფიქრე ასე უკეთესი იქნებოდა.-დუმილი ამჯერად თანხმობის ნიშანია?-ცოტა ხანში სიჩუმე დაარღვია.
-მოდი დარჩენილი გზა ჩუმად ვიყოთ კარგი?ვალდებული არხარ მელაპარაკო..მგონი ასე აჯობებს.-ვუთხარი და ამის შემდეგ ხმა აღარ გაუცია ჩემთვის.
საავადმყოფოს მივუახლოვდით.ნერვიულობამ ამიტანა. რა თქმა უნდა არ მინდოდა ოლივერთან შეხვედრა,სწორედ მის გამო დაემსგავსა ჩემი ცხოვრება კოშმარს.მანქანიდან გადმოვედით და საავადმყოფოს კარებთან მივედით.
-მზად ხარ?.-მკითხრა ნიკმა სანამ კარებს შეაღებდა.
-რა თქმა უნდა არა.მის სანახავად მზად არასდროს ვიქნები.-ვუთხარი,მან კი ღრმად ამოისუნთქა და კარი შეაღო.
ნიკმა შესასვლელში მყოფ ქალბატონს ჰკითხა თუ სად იყო ოლივერი.და სანამ ეკითხებოდა,კარიდორს გავხედე.ბოლოსკენ ნაცნობი სახე შევნიშნე.იმ ადამიანს გავდა ვის
დანახვასაც ყველაზე ნაკლებად მოველოდი აქ.დარწმუნებული არვარ რომ ის იყო.მაგრამ ძალიან გავდა.
-ლისა წავიდეთ,ვიცი სადაც წევს ოლი.-მითხრა უკნიდან ნიკმა და მისკენ შევტრიალდი.
-ხო ახლავე.-ვუთხარი და ისევ კარიდორისკენ გავიხედე.იქ აღარ იდგა.ნუთუ მომეჩვენა?იქნებ იმდენად მენატრება რომ მომეჩვენა?!
კიბეებზე ავირბინეთ და ოლივერის პალატას დავუწყეთ ძებნა.
-ეს არის.-წამოიძახა ნიკმა და ერთ-ერთ კარზე დააკაკუნა.
ნიკი შიგნით შევიდა და მეც თან გავყევი.
-ჰეი,როგორ ხარ?.-გადაეხვია კევინს.
-არამიშავს,თქვენ როგორ ხართ?.-იკითხა კევნიმა და ჩემკენ წამოვიდა.
-ჩვენც არაგვიშავს.-უჩემოდ უპასუხა ნიკმა.-ოლი როგორ არის?.-თქვა და მძინარე ოლივერს შეხედა.
-არც კი ვიცი როგორ გითხრა.ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა რომ ახლაც ვერ  ვიჯერებ...
-არ იცით ვინ იყო?არც ოლივერს დაუნახავს მისი სახე?.-ვკითხე კევინს.
-არა,ყველაფერი ისე იყო მოწყობილი რომ შემთხვევითობას დამსგავსებოდა.მაგრამ ფაქტია რომ მოწყობილი იყო.
-ასე რატომ ფიქრობთ?.-ჰკითხა ნიკმა.
-იმ მანქანას რომელმაც გაიტანა,ნომერი არ ჰქონდა.აშკარაა რომ სპეციალურად მოაძრეს.
-და...ოლივერმა რა თქვა ამაზე?წარმოდგენა მაინც თუ აქვს ვინ შეიძლება რომ იყოს?
-არაფერი უთქვამს.შენც კარგად იცი რომ ბევრი მტერი ყავს.ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო.
-და წერილებზე არაფერი უხსენებია?.-იკითხა ნიკმა.
-წერილებზე?.-თავი წამოწია ოლივერმა,როგორც ჩანს ამ დროის განმავლობაში ეღვიძა.-რა იცით წერილების შესახებ?
-ესეგი მათ შენც იღებდი?.-იკითხა ნიკმა.
-მოიცათ რაზე ლაპარაკობთ?.-დაბნეული ჩანდა კევინი.
-ბოლო წერილი იმ დღეს მომივიდა,"ყველაფერს დღეს ინანებო".თავიდან ვიფიქრე რომ სახლიდან გასვლა არ ღირდა,მაგრამ კევინი უნდა მენახა და სულ ასი კაცი რომ დამდევნოდა მოსაკლავად,მაინც გავიდოდი.
-მერე რა მოხდა?.-ვკითხე წარბებშეკრულმა.
-გავედი თუარა მანქანა დამეჯახა.სპეციალურად შევხედე ნომერს,რომ თუ გადავრჩებოდი პასუხი ეგო დამნაშავეს.მაგრამ იქ არანაირი ნომერი არ დამხვდა.ფაქტია რომ მოხსნეს.და მაგის მიზეზიც გასაგებია.
-რა საშინელებაა..ახლა როგორ ხარ?.-მასთან ახლოს მივიდი.
-ხერხემალი მაქვს დაზიანებული,იმის შანსია რომ ვეღარ გავიარო.-მიუხედავად იმისა რომ მინდოდა ცხოვრების ბოლომდე ეტანჯა,მაინც შემეცოდა.ღირსი იყო...იმისთვის რომ ამდენ ადამიანს ცხოვრება დაგვინგრია,მაგრამ თან მეცოდებოდა რადგან თვითონაც მსხვერპლი იყო.
-და თუ ვეღარ გაიარე რის გაკეთებას აპირებ?.-იკითხა ნიკმა.
-შურისძიებაზე არც კი იფიქრო.-უთხრა კევინმა და მის გვერდით დადგა.
-თავისუფლად შეიძლება რო ერთ-ერთი მათთაგანი იყოს.-ოლივერი კევინს მიუბრუნდა და ჩვენზე ანიშნა.-ასე რომ იქნებ მაცადო საუბარი.
-გგონია ჩვენი მოწყობილია?.-გაეცინა ნიკს.
-სრულებით შესაძლებელია.
-როგორ ფიქრობ ჩვენ რომ ვიყოთ,აქ მოვიდოდით?
-რატომაც არა.თქვენი თვალებით ნახავდით გადავრჩი თუარა.
-აქ შენს სანახავად არ მოვსულვართ.-წამოვდექი.-დიდი ხანია ვიღაცისგან მუქარის წერილები მოგვდის.თავიდან შენ გვეგონე.მაგრამ როგორც ჩანს შენ არ ხარ.
-და ეგ ყველაფერი როდის დაიწყო?.-წარბშეკრულმა იკითხა ოლივერმა.
-რამდენიმე თვისწინ.პირველი წერილი მაშინ მივიღე როცა სკოლა ახალი  შეცვლილი მქონდა. სკოლის შენობიდან ვიღაც გადმოხტა და მას წერილი უპოვეს რომელიც ჩემთვის იყო განკუთვნილი.
-იცნობდი ვინ იყო?.-მკითხა კევინმა.
-არა.ფაქტი იყო რომ პირველად ვნახე...მაგრამ...ის "ცეცხლისშვილების" წევრი იყო.-ვთქვი და ნიკს გავხედე,მის სახეზე პანიკა მაშინვე გახდა შესამჩნევი.თითქოს მოჩვენება დაინახაო ისე იყურებოდა.
-ცეცხლისშვილები?მსგავსი რამ პირველად მესმის.-თქვა ოლივერმა და მხრები აიჩეჩა.
-როგორ თუ პირველად?ისინი..ყველანი ვინც ამ საქმეში იყვენენ გარეულები...ყველანი ცეცხლისშვილები არიან.
-და ეგ რას ნიშნავს?რამე დაჯგუფებას წარმოადგენდნენ?-იკითხა კევინმა.
-დაახლოებით..პირველად ამის შესახებ რომ შევიტყვე ძალიან დავიბენი,ვერაფერს ვხვდებოდი.მათ წევრებს ყველას სხეულზე ცეცხლი აქვთ გამოსახული.ასეთივე ცეცხლი ქონდა იმ ბიჭს რომელიც გადმოხტა,ასეთივე ცეცხლი აქვს ნიკსაც და დანარჩენებსაც.-ნიკთან მივედი.-აჩვენე მათ.
-არვიცი რაზე ლაპარაკობ.-თქვა ნიკმა.
-როგორ თუ რაზე?ხელზე ტატუ რომ გაქვს.-ვეცადე მისი მაისური ამეწია რომ ტატუ მენახებინა მათთვის.
-რას აკეთებ?არანაირი ტატუ არ მაქვს.
-როგორ თუ არა?ჩემი თვალით ვნახე.ნიკ,ნუ თვალთმაქცობ.
-იცი ლისა,მგონი ამ ყველაფერმა ისე შეგიბყრო რო რაღაცეები გეჩვენება.
-თვითონაც კარგად იცი რაზე ვლაპარაკობ.
-იცი მგონი ჩვენი წასვლის დროა ბიჭებო.ლისა,შენ კი პანსეონში წაგიყვან და ცოტას თუ დაისვენებ არ გაწყენს.-თქვა და კარებთან მივიდა.-თუ გინდა რომ მიგიყვანო,ხუთ წუთში მანქანასთან იყავი, თუ არ მოხვალ უშენოდ წავალ.-მითხრა და კარი გაიხურა.
-ახლა რა ჯანდაბა მოხდა?.-იკითხა კევინმა.
-ჩემი ხომ გჯერათ?-მივუნრუნდი ბიჭებს.-ასეთ რამეს რატომ მოვიტყუებდი?
-გვჯერა მაგრამ....-დაიწყო კევინმ.
-აშკარაა რომ რაღაცას მალავს.-თქვა ოლივერმა.-ჯობია ახლა გაყვე და დაელაპარაკო.
-გგონია რამეს მეტყვის?
-იმედია კი.
კევინს და ოლივერს დავემშვიდობე და სწრაფად გამოვედი მათი ოთახიდან.კიბეები ჩავირბინე და ნიკი დავინახე რომელიც მანქანისკენ მიდიოდა.
-ჰეი!.-გავაჩერე.-ამიხსნი ახლა რა მოხდა?
-არვიცი რაზე ლაპარაკობ.
-თავს ნუ იდებილებ.ორივემ კარგად ვიცით რომ ცეცხლისშვილების წევრი ხარ.-ვთქვი და მაშინვე პირზე ამაფარა ხელი.
-ჩუმად ისაუბრე და საერთოდ გიკრძალავ მაგ სიტყვის მეორედ გამეორებას გასაგებია?
-კი მაგრამ რამის გეშინია?რატომ არ მეუბნები?
-არ არის საჭირო რომ ოლივერმა ამის შესახებ იცოდეს.გასაგებია?.-მივხვდი რომ არაფრის თქმას არ აპირებდა ამიტომ თავი დავუქნიე.-ახლა კი წამოდი,მანქანაში ჩაჯექი და დაგაბრუნებ პანსეონში.
-კარგი.-აღარ შევეწინააღმდეგე.
საავადმყოფოდან გასვლისას ვიღაც შემეჯახა.მხოლოდ წამით შევხედე მის სახეს.ნამდვილად ის იყო.არ მომჩვენებია.კი მაგრამ აქ რას აკეთებდა?ან ამ დროის მანძილზე რატომ არ მსმენია არაფერი მასზე?ნუთუ ნამდილად ის იყო.....

ბევრი გალოდინეთ ვიცი,მაპატიეთ ამ ერთხელ:დდდ
როგორც ყოველთვის თუ მოგეწონათ დაავოუთეთ და დააკომენტარეთ.

თქვენი აზრით ვინ დაინახა ლისამ?
P.s.რამდენ თქვენთაგანს გაქვთ death note-ი ნანახი? რამდენიმე დღეა რაც დავამთავრე და საშინლად მინდა მასი გაგრძელების დაწერა:დდ თუ დაგაინტერესებთ გამაგებინეთ😂❤
ლავ
იუ
ოლ
ბაიიი

აკადემია გარყვნილებისათვისTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon