-ახლა იტყვით რა ხდება?ვიზე გაქვთ ეჭვი?-გაღიზიანებულმა ვთქვი.
-ეჭვი არა ზუსტად ვიცი ვინც არის.-თქვა ოლივერმა.
-ხოდა გისმენ!-მკაცრი ტონით ვუთხარი რომ მიმხვდარიყო და ამბის გაწელვა არ ეცადა.
-სანამ შენ წასული იყავი ნიკმა წერილები გვაჩვენა,და მოგვიყვა ყველაფერი რაც იცოდა.მისი თქმით,თვითონ აპირებდა ამ ამბის გამოძიებას რადგან არ უნდოდა შენც რომ ჩაერიე...
-არ ვიცოდი თუ იძიებდა ამ საქმეს.-სევდიანად ვთქვი და გამიკვირდა კიდეც რომ არაფერი უთქვას ნიკს ამაზე,ალბათ მართლა უნდოდა ჩემი დაცვა.
-ხო..მოკლედ თავიდან ფიქრობდა რომ მე ვიყავი.ჩემი ამბის გასაგებად მოდიოდა როცა შეიტყო რომ თავს დამესხნენ.ამან დაარწმუნა რომ მე არ ვიყავი.საავადმყოფოში მოვიდა ჩემთან და დაკითხვა დამიწყო.როცა წერილები ახსენა ამან ცოტა არიყოს და დამაბნია.ვის რაში ჭირდებოდა მისი დამუქრება?! ისედაც საკმარისად არ იტანჯა?.-თქვა ოლივერმა და ჩამეცინა.
-ეჰ ტანჯვა... ყველას რო კითხო იტანჯება! მაგრამ წამოდგენაც არ გაქვთ ეგ რას ნიშნავს.-გაბრაზებულმა ვთქვი. ოლივერის სიტყვებმა ძალიან გამაღიზიანა.მას ტანჯვის არაფერი ეტყობოდა,პირიქით ძალიანაც ბედნიერად გამოიყურებოდა კევინთან ერთად.
-ოხ ლისა...-თქვა და წამოდგა,თან ხელი მუცელთან მიიტანა,მისთვის ზედმეტი მოძრაობა არ შეიძლებოდა და მიკვირდა რატომ ატანდა თავს.-მე არ ვიცი ტანჯვა რა არის არა?! სიკვდილს თვალებში ჩავხედე რამდენიმე უტვინო ნაბიჭვარის გამო.მთელი სხეული და სახე დასახიჩრებული მქონდა და ვერ ვიტანდი ჩემ თავს.იცი რა გრძნობაა როცა სარკეში ჩახედვის გეშინია?მიმოიხედე აბა გარშემო.ორი წლის მანძილზე აქ ვცხოვრობდი,ვემალებოდი ყველას და ყველაფრის! არმინდოდა ვინმეს ასეთი დავენახე.საკუთარ სხეულსაც კი ვერ ვუყურებდი. ხელებზეც კი ვერ ვიყურებოდი,მაშინვე ჩემდაუნებურად ის ტანჯული ღამე მახსენდებოდა ხოლმე! და შენ ამბობ რომ შენ იტანჯები? გგონია რომ საშინელ ტკივილს განიცდია არა?! სისულელეა!-მიყვირა.-შენი თინეიჯერული პრობლემები არაფერია იმასთან შედარებით რაც მე გამოვიარე და რასთან ჭიდილიც დღემდე მიწევს!ასე რომ გაფიქრებასაც კი ნუ ბედავ,თითქოს და ყველაზე ტანჯული ადამინი ხარ!ყველას ჩვენი პრობლემები გვაქვს და აქ ერთ-ერთი შენი პრობლემის გადასაჭრელად ვართ,ასე რომ ტრაკი დააყენე და გეყოფა ირონიული გამოხტომებით საუბარი!
-კარგი ოლივერ დაწყნარდი.-თქვა სემმა და ოლივეთან მივიდა.ლოგინზე დასვა და გვერდით მიუჯდა.-ამდენი ენერგიის დახარჯვა არ შეიძლება შენთვის.
-გული მერევა!-წამოვიძახე.-გულის ამრევები ხართ ორივე. შენი თავით ალბათ ძალიან ამაყობ ხო სემ? ალბათ გგონია რომ საოცარი მამა ხარ.ყოჩაღ ასე რომ ზრუნავ შენს შვილზე ნამდვილად იმსახურებს შენს მოვლა-პატრონობას.
-თავი შეიკავე ლისა,აქ შენს გამო ვართ ისედაც.
-ჩემ გამო?მართლა?ნუთუ მეც გადარდებ? ნუთუ გახსოვს რომ მეც შენი შვილი ვარ?!
-ეს იდიოტი ბავშვი ვიღაცამ გაჩუმეთ თორემ შემომაკვდება.-თქვა ოლივერმა და ამან საერთოდ გამაგიჟა.
-ხო ალბათ ჯობია გავჩუმდე,შენ ხო ადამიანების მოკვლაში გაწაფული ხარ!
-ლისა!-სემმა დამიღრიალა.ასეთი არასდროს მინახავს.არასდროს აუწევია ჩემთან ხმა.-გეყოფა!გასაგებია? შეწყვიტე.-წამოდგა.-უნდა გაანალიზო რომ ჩვენ შენი მტრები არ ვართ. აქ შენს დასახმარებლად ვართ!და შეიგნე ეს გთხოვ.ვიღაც ფსიქოპატი მოსაკლავად დაგსდევთ ყველას და ახლა როგორ ფიქრობ ამის დროა?
მისმა სიტყვებმა მართლა გამაჩუმა.მიუხედავად იმისა რომ მაინც ძალიან გაბრაზებული ვიყავი და უამრავი რამის თქმა მინდოდა.
-მოკლედ,რას ვამბობდი.-განაგრძო ოლივერმა როცა მიხვდა რომ აღარაფრის თქმას არ ვაპირებდი.-იმ წერილებმა და ნიკის ნაამბობმა დამარწმუნა იმაში რომ ამ ყველაფრის უკან რობი დგას.
-რობი?-გაკვირვებულმა ვკითხე.
-ხო,ეშლის უტვინო შეყვარებული რობი,როგორც ჩანს ციხიდან მდიდარმა დედიკომ და მამიკომ დაიხსნა.
-ხო მაგრამ შეუძლებელია ის იყოს!ზედმეტად სულელია იმისთვის რომ ამდენი რამე გაეთვალა.
-ზოგჯერ სულელები არიან ყველაზე საშიში ტიპები ლისა.-თქვა ოლივერმა და ამ სიტყვებმა დამაფიქრა.
-დარწმუნებული ხარ რომ ის არის?
-კი,ზუსტად მისი ხმა გავიგე პალატაშიც.ადრინდელივით ჩაიცინა.
-და იქნებ სხვა იყო და გეშლება...
-მის ბოროტულ სიცილს მილიონ ადამიანში ვიცნობ.მაგისგან დამცინავი გამოხტომები იმის მერე მესმოდა რაც გავიცანი.
-კარგი,ანუ ნამდვილად ის არის,და ახლა რის გაკეთებას ვაპირებთ?
-მე კონტაქტები მაქვს.-თქვა სემმა.-ვეცდები რომ დღესვე დავაბრუნო ციხეში,და ამჯერად ვერაირი ფულის სანაცვლოდ ვეღარ გამოვა.
-ანუ მორჩა?დამთავრდა ეს ყველაფერი? არანაირ წერილს აღარ მივიღებ და არც არავინ დამემუქრება?
-არა,შეგიძლია მშვიდად იყო.-თვალები გადატრიალა ოლივერმა.
-თავს მშვიდად მაინც ვერ ვგრძნობ,ნუთუ მართლა დამთავრდა ყველაფერი?აღარ მომიწევს შიშში ცხოვრება...
-ნუღარაფრის შეგეშინდება ლისა,ამიერიდან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.-გამიღიმა სემმა და მეც ძალაუნებურად გამეღიმა.
-იცი მართალი იყავი...ამდენი ხნის მანძილზე ვცდილობდი რომ ეს ყველაფერი ჩემით მომეგვარებინა და გამოჩნდი თუარა მაშინვე,პირველივე ცდაზე შეძელი დამნაშავის პოვნა.- ვთქვი და სემმა ისევ გამიღიმა.
-მარტო არ ხარ ლისა,ეგ დაიმახსოვრე.ვალდებული არხარ ამ ყვეღაფერს მარტო უმკლავდებოდე.
-რაც შენ წახვედი თავს იმის მერე მარტოსულად ვგრძნობ.ასე რომ მიჩვეული ვარ ასე ყოფნას...
-ვიცი,და ძალიან ვწუხვარ ასე რომ მომიწია შენი დატოვება.მაგრამ იმასაც უნდა მიხვდე რომ უმიზეზოდ არ წავსულვარ.
-ვიცი მესმის ამის გამო წახვედი.-ოლივერზე ვანიშნე და თვალები გადავატრიალე. სემს ამაზე ჩაეცინა.
-იცი ისევ ისეთი ხარ.ცოტა მეტი ირონია გაქვს უბრალოდ.-თქვა სემმა და ისე შემომხედა როგორც ადრე მიყურებდა ხოლმე.მისი ასეთი გამოხედვა ყოველთვის მამშვიდებდა და ახლაც შეძლო ეს.
-მაგაში ვერ დაგეთანხმები მაგრამ არაუშავს რაც არის არის.მთავარია რომ ეს კოშმარი დამთავრდა და რომ აღარ მომიწევს ამაზე ნერვიულობა.
-ანუ შერიგების შანსი მაქვს?-ღიმილით მკითხა სემმა.
-არ მჯერა რომ ამას ვამბობ მაგრამ ჩათვალე რომ გაპატიე. ნებისმიერ ადამიანს ვაპატიებდი ამ საშინელებას თუ დაამთავრებდა.
სემს თვალები გაუბრწყინდა და ჩემკენ წამოვიდა.
-კარგი,კარგი გაპატიე მეთქი გითხარი ეგ იმას არ ნიშნავს რომ ჩახუტების უფლება მოგეცი.
-ოჰ ლისა.-მითხრა და სრულებით დააიგნორა ჩემი ნათქვამი.გადამეხვია და მეც წინააღმდეგობა აღარ გავუწიე. სიმართლე რომ ვთქვა ეს ძალიან მჭირდებოდა.მისი ჩახუტება ყოველთვის ყველაფერს მირჩევნოდა.
კევინი ოლივერთან მივიდა და გვერდით დაუჯდა.
-რა კარგია ყველაფერი ასე კარგად რომ დამთავრდა.-თქვა კევინმა.
-ყველასთვის კარგად არ დამთავრებულა...ნიკი ჯერ კიდევ სავადმყოფოშია.
-ხო მაგრამ კარგად იქნება,დამიჯერე.-თქვა კევინმა.
-რას გულისხმობ?
-წამოსვლისას არ გითხარი მაგრამ გამოფხიზლდა ნიკი.ვიფიქრე ამას თუ გეტყოდით საერთოდ აღარ წამოხვიდოდი.
-მეხუმრები არა?.-გაბრაზებულმა ვკითხე.
-არა.მართლა გამოფხიზლდა.
-რატომ არ მითხარი? მისი ნახვა მინდოდა.
-ხო მაგრამ მთავარია რომ გადარჩა და კარგად არის.გაბრაზების მიზეზი არ გაქვს.
-მაქვს და ძალიანაც გეჩხუბებოდი ახლა გახარებული რომ არ ვიყო.
-ოუ რა საყვარელია.-თქვა ოლივერმა.
-შეგიძლია რომ ხასიათში არ ჩამიჯვა?.-ოლივერს ვუთხარი.
-ლისა სიტყვები.-მითხრა სემმა რაზეც გამეცინა.კევინთან მივედი და გვერდით დავუჯექი.
-ხომ გითხარი დაგეხმარებით თქო?!-მითხრა მან და ხელი გადამხვია.
-კი,და მადლობა ამისთვის.-ვუთხარი და გადავეხვიე.
-ჰეი..-ოლივერმა კევინს იდაყვი გაკრა.
-რაიყო ხოარ ეჭვიანობ?-ნაგლურად ვკითხე.
-რა თქმა უნდა არა.-მითხრა ოლივერმა და კევინს აკოცა.
-თავი შეიკავეთ თუ შეიძლება ბავშვი ვარ აქ.-ირონიით ვუთხარი.
-როცა გინდა მაშინ ხარ არა ბავშვი?-მკითხა ოლივერმა.
-ნუთუ ამის წინააღმდეგი არხარ?-სემს ვკითხე.
-რისი წინააღმდეგი უნდა ვიყო?მათ უყვართ ერთმანეთი და ვიცი რომ მომავალში რაც არ უნდა მოხდეს გვერში დაუდგებიან ერთამანეთს.
უეცრად კარზე ბრახუნის ხმა გაისმა.
-ეს რა ჯანდაბა იყო?-შეშინებულმა ვიკითხე.
ყველა შიშისგან წამოხტა.
ბრახუნი ისევ გამეორდა.მას აუტანელი ხმაური მოყვა.თითქოს ვიღაც ქვებს ესროდა შენობას.
-გამოდით!-გავიგონე ხმა გარედან.
-რა ჯანდაბაა?ვინ არის?-სრული პანიკა დამეწყო.
-დაწყნარდით აქ ვერ შემოაღწევს!-თქვა სემმა.
-გამოდით!.-ისევ გამეორდა გარედან ხმა.
-და არ ჯობია გავიდეთ?-თქვა კევინმა.-რა უნდა გვიქნას?
-ჯობია აქ დავრჩეთ,აქ უსაფრთხოდ ვიქნებით.-თქვა სემმა.
-ღმერთო სუნს გრძნობთ?-თქვა ოლივერმა და მაშინ შევნიშნე დამწვრის სუნი,რომელსაც საშინელი ბოლო მოყვა.
-აქედან უნდა გავიდეთ,შენობას ცეცხლს უკიდებს!.-დაიყვირა კევინმა და ოლივერს ჩასჭიდა ხელი.
-გამოდით და დავამთავროთ ის რაც წლების წინ ამ ტყეში დავიწყეთ!- მკაფიო და ხმამაღალი ნათქვამი გაისმა გარედან...ბაავშვებოო!!! შემდეგი თავი ბოლო იქნება და ერთი სული მაქვს დავასრულო რომ გაიგოთ რა მოხდება!
დიდი მადლობა რომ ამ დროის მანძილზე კითხულობდით და სასიამოვნო კომენტარებს მიწერდით,ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს❤
პ.ს.ბოლო თავი იქნება მისტიკით და საიდუმლოებებით სავსე.ასე რომ მოემზადეთ ფინალისთვის!
ლავ
იუ
ოლ
ბაიიიი

YOU ARE READING
აკადემია გარყვნილებისათვის
מתח / מותחןსახელი ნუ მოგატყუებთ, რადგან რაც ერთისთვის გარყვნილობად შეიძლება იყოს მიჩნეული, შესაძლოა მეორესთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლდეთ