ოთახის კარი სიცილით შევაღე და როცა დავინახე ვინ მელოდებოდა გაოცებული დავრჩი.ჩემს წინ დედაჩემი იდგა რომელსაც ხელები მუცელზე ქონდა შემოწყობილი.
-გელოდებოდი ლისაა..-თქვა მან და გამიღიმა.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?.-აგრესიულად ვკითხე.
-ასე უნდა ელაპარაკო მონატრებულ დედას?
-მონატრებულ?დედას?.-გადავიხარხარე.-მაგ სისულელის შენთვითონ თუ გჯერა კარგად ყოფილა შენი საქმე.
-ლისა გთხოვ,ასე ნუ მელაპარაკები...
-ვითომ რატომ?ან საერთოდ როგორ უნდა გელაპარაკო?
-შეგეძლო გეცადა მაინც ჩემი მოსმენა.
-შემეძლო მაგრამ არც მინდა და არც მაინტერესებს.
-არც ის გინდა გაიგო ვინ იქნება ჩემი ქმარი?
-არა,რადგან არც პირველი იქნება და დარწმუნებული ვარ რომ არც ბოლო .-ვუთხარი და სახეში გამარტყა.
-არ მოგცემ იმის უფლებას რომ ასე მელაპარაკო!ბოლოს და ბოლოს დედაშენი ვარ.
-ახლა გაგახსენდა ეგ?და საერთოდ როგორ ბედავ აქ მოსვალს და ჩემთვის ხელის გარტყმას?ხუთი წლის ბავშვი აღარ ვარ და არც შენ ხარ მოსიყვარულე დედა ამიტომ პრეტენზიები ნუ გავქს!
-ვიცი რომ საუკეთესო დედა არ ვარ,ძალიან კარგად ვიცი ეს. მე და შენ განსხვავებულები ვართ ლისა და ვერ ვუგებთ ერთმანეთს,მაგრამ ახლა ყველანაირად ვეცდები რომ დავახლოვდეთ.გესმის?
-არ მჯერა რომ ასე იქცევი.მაგრამ საინტერესო ისსა რატომ აკეთებ ამას?ვინმე გაძალებს?იქნებ შენი ახლი ქმარი გაძალებს ამის გაკეთებას?!
-მე არავინ არაფერს მაძალებს.და რომ იცოდე ის ძალიან კარგი ადამიანია,რომ შეხვედრილიყავი შენც დარწმუნდებოდი მაგაში.
-ძალიან კარგი ადამიანი თუა,როგორც შენ ამბობ,შენთან რატომაა?
-ლისა შეწყვიტე,გთხოვ.აქ სალაპარაკოდ მოვედი და არა საჩხუბრად.
-სალაპარაკოდ?მაინც რაზე უნდა მელაპარაკო?შენს თეთრ კაბაზე?თუ ტორტზე?იქნებ ქორწილის სტუმრებზე? არ მაინტერესებს რატომ ხარ აქ,არ მაინტერესებს რა გინდა და საერთოდ შენ არ მაინტერესებ გასაგებია?
-ლისაა....-ლოგინზე ჩამოჯდა და ცრემლი მოიწმინდა.
-და ყალბი ცრემლები არაა საჭირო.
-რატომ გძულვარ ასე?ასეთი რა გავაკეთე ასე რომ შეგზიზღდი?
-გიკვირს კიდეც?-გამეცინა.-კარგი,თუ შენი ერთუჯრედიანი ტვინით ვერ ხვდები ახლავე აგიხსნი.მძულხარ იმიტომ რო ეგოისტი ხარ და საკუთარი თავის გარდა არავინ გადარდებს,მძურხარ იმიტომ რომ არადროს ხარ ჩემს გვერდით როცა მჭირდები,მძულხარ იმიტომ რომ გკიდივარ და არ გაინტერესებ,მძულხარ იმიტომ რომ...-ხმა ამიკანკალდა და ცრემლების შეკავება ვეღარ მოვახერხე.-..იმიტომ რომ როცა იმ წყეულ სკოლაში მოხვედი ჩემს წასაყვანად არაფერი გიკითხავს!არც კი დაინტერესებულხარ რა გადამხდა,კოშმარები ჯერ კიდევ მესიზმრება,და ეს ამბავი სულ კუდში დამსდევს სადაც არ უნდა წავიდე.მაგრამ შენ..."დედა" ვერც კი წარმოიდგენ ეს რა გრძნობაა ყოველ დღე შიშში გაღვიძება და მუდმივ პანიკაში ყოფნა რადგან შეიძლება ნებისმიერ წამს რამე საშინელება მოხდეს.
-ასეთი რა მოხდა იმ სკოლაში? როცა დამირეკე შენთვითონ მითხარი არაფერი მეკითხა და გადამეყვანე იქიდან.სწორედ ამიტომ არ მიკითხავს რა მოხდა,და არა იმიტომ რომ არ მაინტერესებდა.ვერც კი წარმოიდგენ რამდენჯერ მიცდია შენთვის დამერეკა მაგრამ არ ვიცოდი რა მეთქვა.მესმის რატომაც გძულვარ,მესმის,მაგრამ ყველაფერი ისე არაა როგორც შენ გგონია.მაინტერესებ,მაინტერესებს რასაც აკეთებ,დღე არ გავა ისე რომ შენზე არ ვიფიქრო..
-რაც არუნდა თქვა მე მაგას მაინც ვერ დამაჯერებ.
-ხომ მაგრამ ეს სიმართლეა.
-სიმართლე რომ იყოს...მართლა რომ გაინტერესებდე რამეს გააკეთებდი.
-ლისა..-წამოდგა და მომიახლოვდა.-ძალიან გთხოვ მაპატიე,მაპატიე ასე ცუდად რომ გექცეოდი.გთხოვ მაპატიე,და გეფიცები ასე აღარასდროს მოგექცევი.
-შენი დაფიცებები არ მჭირდება.
დედა ძირს დაეცა,მუხლებზე შემომხვია ხელები და ცხარე ცრემლით ატირდა.
-კარგი,გეყოფა..შეწყვიტე..-ვეცადე მომეშორებინა.-გაპატიებ ოღონდ ახლა მომშორდი.-ხელი ვკარი.
ფეხზე ადგა,ცრემლები მოიწმინდა და გამიღიმა.
-ანუ მაპატიე?
-ნაწილობრივ.-ხელები გადავაჯვარედინე.
-ჩემო ლისაა.-ჩემსკენ წამოვიდა და გადამეხვია.
-კარგი,გეყოფა ამდენ სითბოს ერთად ვერ ავიტან.
დედამ ლოყებზე მომადო ხელები და მიყურებდა.
-იმაზე მეტად მგავხარ ვიდრე გგონია.-მითხრა მან.
-მერე ეგ საერთოდაც არ არის კარგი.
უცბად კარები კემერონმა და ნინამ შემოაღეს,ნასვამები იყვნენ ისევე როგორც მე.კიდევ მიკვირს როგორ შევძელი ასე ადვილად გამოფხიზლება.
-ლისა ალექსი და დილანი შერიგდნენ.-სიცილით და წაშლილი სახით თქვა კემრონმა.
-რაა?-მაშინვე მივუბრუნდი.
-ოუ,არ ვიცოდი სტუმარი თუ გყავდა ალბათ არ უნდა მეთქვა იმაზე რომ ჩვენი გეი მეგობარი შეყვარებულს შეურიგდა.-თქვა კემერონმა და ტუჩზე იკბინა.-გამარჯობათ ლისას სტუმარო.-თქვა მან და ნინას გადაეხვია.
-გაგიმარჯოს.-უხერხულად მიესალმა დედა.-ესენი შენი მეგობრები არიან ლისა?
-ხო, როგორც მიხვდი.-კემერონთან მივედი ვეცადე ლოგინამდე მიმეყვანა.-ახლა შეგიძლია დაგვტოვო?მათთან საქმე მაქვს.
-კარგი,წავალ,მაგრამ დაგელოდები,საუბარი ჯერ არ დაგვიმთავრებია ლისა.-მითხრა და შუბლზე მაკიცა.ოთახიდან გავიდა თუარა მაშინვე მოვიწმინდე.
-აქ რას აკეთებს?მეგონა ეკიდე.-თქვა თვალებდახუჭულმა,უმოძრაოდ მწოლარე კემერონმა.
-როგორ ჩანს ისე არ ვკიდივარ როგორიც მეგონა.
-რა უნდოდა?რატო მოვიდა?მიკვირს საერთოდ რომ გაახსენდი.
-ნორმალურად არც გვილაპარაკია,ჯერ ვიჩხუბეთ მარტო.ახლა კი ის მითხარით რას ნიშნავს რომ ალექსი და დილანი შერიგნენ?!
-ხო,შევუსწარით მე და კემერონმა.-თქვა ნინამ.-შენ აქ რომ წამოხვედი,ჩვენ წასასველი არ გვქონდა, მაგარი მთვრალები ვიყავით ამიტომ გარეთ ვერ დავჩებოდით.ალექსთან გადავწყვიტეთ წასვლა,და აბა გამოიცანი ვისთან ერთან იყო ოთახში?!
-ოთახში თუ ერთად იყვნენ ეგ იმას არ ნიშნავს რომ შერიგნენ.
-არა,ვერ გამიგე,"ერთად" იყვენ.-მითხრა ნინამ.
-მოიცა,არაა.-დავიმანჭე.-თქვენ რა სექსის დროს შეუსწარით?
-მთლად სექსის დროს არა მაგრამ იწყებდნენ.-დაამატა კემერონმა.
-მერე ალექსმა რა თქვა?რითი გაიმართლა თავი?ან საერთოდ რა მოხდა რომ შერიგნენ?
-არვიცით,მაშინვე შენთან წამოვედით.
-და ახლა რა უნდა ვქნათ?ეგ იმას ნიშნავს რომ კრისსაც შეურიგდა?
-უნდა ვკითხოთ.-თქვა კემრონმა და ადგომა ცადა.
-თქვენ აქ იყავით,ვეცდები მე გავარკვიო რაც მოხდა.-ავდექი და გარეთ გავედი.
ალექსის მოძებნა დავიწყე,თავის ოთახში არ იყო,არც დილანთან იყო.ფურგონისკენ წავედი იმედი მქონდა რომ იქ მაინც იქნებოდა.როცა კარი შევაღე იქ კეისი,დილანი და ალექსი დამხვდნენ.
-ალექს შეიძლება ერთი წუთით გელაპარაკო?.-ვეცადე დანარჩენები დამეიგნორებინა.
-ახლა?
-კი ახოავე.გარეთ გელოდები.-ვუთხარი და ფურგონი დავტოვე.
ალექსი მომიახლოვდა და თავიდან არაფერი მითქვამს რადგან მინდოდა თვითონ აეხსნა ყველაფერი.
-აბა?არ მეტყვი რა ჯანდაბას აკეთებ?
-რას გულისხმობ?
-რას ვგულისხმობ?რავი..მაგალითად იმას რომ დილანთან და კრისთან ერთად ხარ მაშინ როცა ორი დღის წინ გძულდა ისინი.
-ყველაფერი ისე არაა როგორც გგონია.
-აბა როგორაა?
-ჩხუბის მერე ჩემთან მოვიდა დილანი,ბოდიში მომიხადა და მითხრა რომ წუხდა და ვუყვარდი.მაგის მერე როგორ არ უნდა მეპატიებინა?!
-კარგი რაა,შენს თავს შეხედე,თვალები ჩალურჯებული გაქვს,რამის ცხვირი მოგტეხა და მაინც უბრუნდები?!
-შენ ვერ გაიგებ,მიყვარს.
-და ახლა რას აპირებ?ჩვენ შეგვიძულებ და მათთან ერთად იქნები?
-ალექსს!.-ფურგონიდან თავი გამოყო კრისმა.-წამოდი სასეირნოდ მივდივართ.
-მაპატიე ლისა უნდა წავიდე.-მითხრა ალექსმა და მაშინვე წაყვა კრისსა და დილანს.
გაბრაზებული წამოვედი,გზაში ვფიქრობდი რა უნდა მექნა.როცა სკოლას მივუახლოვდი დედა დავინახე ვიღაცის მანქანაში იჯდა.როგორც ჩანს მართლა ბენტლის გაყვა.
-ლისაა!.-დამიძახა.-გელოდებოდი.-თქვა და მანქანიდან გადმოვიდა.მას ბენტლი მიყვა და გვერდით დაუდგა.-გაიცანი ლისა,ეს დეივიდია,ეს კი ჩემი ქალიშვილი ლისაა.
-სასიამოვნოა.-ხელი გამომიწია დეივიდმა.ნაძალადევად გავუღიმე და ზრდილობის ნიშნად ჩამოვართვი ხელი.-ესეიგი,.-უხერხულად გაიღიმა.-ილაპარაკეთ არა?
-კი,მთლად ისე არა როგორც მინდოდა მაგრამ რაც მთავარია შევრიგდით.-თქვა დედამ.
-ესეიგი უთხარი პატარა დაიკო რომ ეყოლება?.-თქვა დეივიდმა და გამიღიმა.
-მოიცა რაა?.-დაბნეულოვისგან ძვლივს თქვი.
-დეივიდ,ჯერ არ მინდოდა მაგის თქმა.-დედამ უთხრა მას და მაშინვე მე შემომხედა.-ხო ლისა,ორსულად ვარ და მალე პატარა დაიკო გეყოლება.-გამიღიმა დედამ.
-მოშორდით ორივე აქედან,არავინაც არ მეყოლება!აქ გამოჩენა აღარ გაბედო გასაგებია?წადი შენი შვილიანად სადაც გინდა!მე აღარ მჭირდები.-ვუთხარი და აცრემლებული გამოვიქეცი იქიდან...ბოდიშით რომ გალოდინეთ,იმედია ლოდინად ღირდა😂❤თუ მოგეწონათ დაავოუთეთ და დააკომენტარეთ.
ლავ
იუ
ოლ
ბაიიიიი
VOCÊ ESTÁ LENDO
აკადემია გარყვნილებისათვის
Mistério / Suspenseსახელი ნუ მოგატყუებთ, რადგან რაც ერთისთვის გარყვნილობად შეიძლება იყოს მიჩნეული, შესაძლოა მეორესთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლდეთ