მას შემდეგ რაც კევინმს დღიური დავუბრუნე, მთხოვა მარტო დამეტოვებინა.ასეც მოვიქეცი,დღიური დავუტოვე და პანსეონიდან გამოვედი.ჯერ კიდევ ბნელოდა ალბათ ასე დილის ოთხი საათი იქნებოდა.სანამ გოგოების პანსეონამდე მივედი ვეცადე ის ყველაფერი გადამეხარშა რაც ამ ღამით მოხდა.ნიკი,რობი,კოცონი,დღიური,ოლი,კევინი,ნიშნობის ბეჭედი,ცეცხლისშვილები,მკვლელობა....ყველაფერი თითქოს სწრაფი კადრებით მიდოდია,როცა იმ ღამის გახსენებას ვცდილობდი. გოგონების პანსეონში დავბრუუნდი.კარები რა თქმა უნდა ჩაკეტილი იყო ამიტომ ფანჯრიდან შესვლა მომიწია.ხეზე ავცოცდი და როცა უკვე ოთახში შესვლას ვაპირებდი,შიგნით ეშლი დავინახე.როგორც ჩანს ჩემზე ადრე დაბრუნდა.ჯერ ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონზე მერე კი რაღაცის ძებნა დაიწყო.ჩემ ნივთებში იქექებოდა.მინდოდა მივსულიყავი და დამეხრჩო.როგორც ჩანს ვერაფერი იპოვა,ნეტავ რას ეძებდა? კომფორტულად დაჯდომა დავაპირე და ფეხი დამიცდა.ხმაურმა ეშლის ყურადღება მიიქცია და იქიდან მიმალვა მომიწია.წარმოდგენა არ მქონდა სად უნდა წავსულიყავი.ამიტომ კევინთან წასვლა ვარჩიე.მის ფანჯარაზე დავაკაკუნე.ფარდა გადაწია და შემიშვა.
-წაიკითხე?.-ვკითხე როცა ოთახში შევედი.
-მხოლოდ რამდენიმე გვერდი.მეტის წაკითხვა ვერ შევძელი.
-ჩემს ოთახში ეშლის რაღაცას ეძებდა.
-რას?
-დარწმუნებული არვარ.მაგრამ უკვე ყველაფერო უცნაურად მეჩვნება თავი რაღაც საშინელებათა ფილმში მგონია.
-ოლის გაუჩინარების დღიდან ეგრე ვარ.
-მისმა მშობლებმა რა თქვეს?ნუთუ არავის გაჩენია კითხვა რა მოხდა? ასე შორს რა უნდოდა სკოლიდან? და როგორ აღმოჩნდა კოცონში სრულიად მარტო?თან ისე რომ მისი სხეულიგან არაფერი დარჩა.
-მშობლები არ ყავდა.მხოლოდ ბიძა.რომელიც ნამდვილი ნაბიჭვარია.დაკრძალვაზეც კიარ იყო.ოლის მხოლოდ იმისთვის "მფარველობდა" რომ ფული აეღო ამაში.აქაც იმიტომ გამოკეტა რომ რაც შეიძლებოდა ნაკლები დრო ყოფილიყვნენ ერთად.ღმერთო!ნეტა აქ არ მოეყვანა საერთოდ....
-და შენ?არ გაგჩენია კითხვა?რა მოხდა?როგორ მოხდა?
-მე ძალიან ცუდად ვიყავი.შოკი მქონდა.როცა ეს ამბავი გავიგე კინაღამ მოვკვდი.პოლიციამ სასმელი იპოვა იქვე და თქვეს რომ ალბათ დალია,და მთვრალმა ვეღარ შეიკავა თავი და კოცონში ჩავარდა.
-კი მაგრამ...შენ ხომ დაინახე!ისინი რომ იყვენენ! რატომ არაფერი არ თვქი?
-მე არვიცოდი რა მოხდა.და არ მინდოდა ისინიც დამეკარგა.
-არ გინდოდა?არ გინდოდა მკვლელების დაკარგვა რომლებმაც შენი შეყვარებული მოკლეს?
-ეს ჩვენ არ ვიცით.
-ღმერთო!შენ რააა...მათ იცავ?
-არ ვიცავ! უბრალოდ არმინდა ის დავაბრალო რაც მათ არ ჩაუდენიათ.კარგად ვიცი რომ ჩემი ბრალია ის რაც მოხდა.
-შენ ჩააგდე კოცონში?
-არა!
-ხოდა მაშინ შენ არაფერ შუაში არ ხარ.
დიალოგი განათებამ შეგვაწყვეტინა რომელიც ფანჯრიდან იჩენდა თავს.
-გათენდა!-ვთვქი და კევნის დავტაცე ხელი.-სწრაფად ჩაიცვი.
-რატომ?
-დღეს ყველაფერს გავარკვევთ....
როცა პანსეონიდან გამოვედით კევინს ვთხოვე არაფერი შეემჩნია. ჯერ ნიკთან უნდა მომეგვარებინა ყველაფერი.
მესამე გაკვეთილი ერთად გვქონდა.ჩვეულებრივ მის გვერდით დავჯექი.სანამ წიგნებს ვიღებდი ჩანთიდან შევამჩნიე რომ მიყურებდა.
-როგორ გეძინა?-თვალებში შევხედე და ისე ვუთხარი.
-ჰმ..-ჩახველა.-არაუშავდა.თავად?
-არც ისე კარგად.
-რატომ?გავიგე ოთახში საერთოდ არ ყოფილხარ,საინტერესოა სად იყავი.
-როცა გავიღვიძე მეც ეგ კითხვა მქონდა შენ წარმოიდგინე.მთვარეული ვარ და როგორც ჩანს გუშინ ძილში დავდიოდი.
-მართლა?.-ტონი შეეცვალა.ახლა ისე მელაპარაკებოდა როგორც ყოველთვის.არც ეჭვის თვალებით მიყურებდა.-არვიცოდი მთვარეული თუ იყავი.
-ჰოო,კიდევ კარგი შენს საიდუმლო წვეულებაზე არ წამოვედი გუშინ.რომ ჩამძინებოდა ვეღარ მიპოვიდი.
ჯერ გაეცინა და მერე უცბად შეეცვალა სახე.
-ხო ისე როგორ ჩაიარა?გაერთეთ?
-ერთი ჩვეულებრივი წვეულება იყო.-ისევ იმ ტონით მეპასუხა რომლითაც დიალოგის დასაწყისში მელაპარაკებოდა.
-ჩვეულებრივი არა?!
-ხო.და მგონი ჯობია ლაპარაკი შევწყვიტოთ,თორემ შენიდვნას მოგვცემენ.
-კაფეტერიაში განვაგრძოთ.
-არ მშიაა.ლანჩის დროს პანსეონში ვიქნები.
მთელი გაკვეთილი ამის მერე ხმა არ გაუცია.როცა ზარი დაირეკა ოთახიდან ისე გავიდა არც კი შემოუხედავს ჩემთვის.
ლანჩის დროს კაფეტერიაში გავედი.რამდენიმე სენდვიჩი და კოლა ავიღე ჩანთაში ჩავიწყე და როცა იქიდან გამოსვლას ვაპირებდი,რობი შევნიშნე,თავისი ბანდით.ყველა იქ იყო.ყველა "ცეცხლისშვილი" ვცდილობდი კევინი მომეძებნა თვალებით მაგრამ როგორც ჩანს არ მოსულა.
სკოლიდან გამოვედი და ბიჭების პანსეონისკენ წავედი.როცა დიდ წითელ შენობაში შევედი კიბეს ავუყევი და ნიკის ოთახთან გავჩერდი.ორჯერ დავაკაკუნე.არავინ გამცა ხმა.კიდევ დავაკაკუნე.არც ახლა.
-ნიკ გთხოვ გამიღე,ვიცი რომ მანდ ხარ.-კიდე ერთხელ დავაკაკუნე და პასუხს დაველოდე.-ნიიკ!შენი საყვარელი სენდვიჩები მაქვს.-მეგონა ამაზე მაინც გამიღებდა მაგრამ უხეიროდ.იქნებ საერთოდ არ არის იქ.იქნებ მომატყუა.-ნიკ!გთხოვ გამოღე.რაღაც ძალიან მნიშვნელოვნი უნდა გითხრა.-ბევრი ვიფიქრე ეს "ძალიან მნიშვნელოვანი" რა უნდა ყოფილიყო.ისეთი რამე უნდა მეთქვა რომ აუცილებლად გაეღო კარები.-კარგი მაშინ რახან არ მიღებ აქედან გეტყვი.სრულიად შესაძლებელია რომ აქ საერთოდ არ იყო.ამიტომ ნაკლებად მეშინია ამის აღიარება.მოკლედ,ერთადერთი ადამიანი ხარ ვისაც ამ საშინელ ადგილას გავუგე.თავიდან მომეჩვენა რომ ძალიან საინტერესო ადამინი იყავი.მაშინ როცა ტყეში გნახე პირველად.მერე როცა ახლოს გაგიცანი ყველაფერს მივხვდი.მარტო საინტერესო კიარა იდუმალებით ხარ მოცული და ეს ძალიან მომწონს.ჩემს გრძნობებში არ ვიყავი დარწმუნებული მაგრამ ახლა ვარ.მიყვარხარ ნიკ.მართლა ძალიან მიყვარხარ.-ვთქვი და პასუხს დაველოდე.თუ ამხელა ტყვილმაც არ გაჭრა ესეიგი ოთახში მართლა არ არის.
უცბად კარი გაიღო.ჩემ წინ ნიკი იდგა გაბრწყინებული თვალებით და თვალს არ მაშორებდა.ერთი ნაბიჯი გადმოდა.წელზე ძლიერად მომხვია ხელები და მაკოცა.მიუხედავად იმისა რომ არ მინდოდა მაინც ავყევი.არმინდოდა რამე ეეჭვა.როცა კოცნა გაწყვიტა ჩამეხუტა და მეთხა.-მეც.-ამან ცოტა შემაშინა,იქნებ ამას მართლა ვუყუვარვარ.-მართლა გაქვს სენდვიჩები?
-იდიოტო.-ხელი ვკარი.
-შომოდი.-გაიცინა და ოთახში შემიშვა.
-აქ რა გინდა ლანჩის დროს?
-რაღაც საქმეები მქონდა.-ლოგინზე დაჯდა.
-რაღაც საქმეები სიბნელეში ტირილს ხოარ გულისხმობს?
-ჰეი მე არასდროს ვტირი.
-მაშინაც თუ გეტყვი რომ მოგატყუე და არ მიყვარხარ?!
-თუ მასეა მეც გეტყვი რომ გეხუმრე.
-არც მაშინ იტირებ სულ რომ შევჭამო შენი სენდვიჩები?
-მაგ დროს კიარ ვიტირებ მოგკლავ.
-ისე მომკლავ როგორც ოლი მოკალით?!
-რაა?!.-ლოგინიდან წამოდგა.-რეებს ბოდავ?
-მე ყველაფრი ვიცი ნიკ,აქ იმიტომ ვარ რო მოგისმინო.იქნებ არაფერი ჩაგიდენია.შენი ისტორია მაინტერესებს.რა ჯანდაბა მოხდა იმ ღამეს?
-რაღაცეებს ბოდავ.არ ვიცი რაზე ლაპარაკობ.-კარებისკენ წავიდა მაგრამ ვერ გააღო.ვიცოდი გაქცევას რომ შეეცდებოდა ამიტომ გასაღები წინასწარ გამოვაძრე.
-ნიკ!აქ მხოლოდ მე და შენ ვართ.მანამდე ვერ გახვალ სანამ ყველაფერს არ მომიყვები!
-თავი ვინ გგონია?თავი დეტექტიურ ფილმში ხოარ გგონია?ეს რეალური ცხოვრებაა,ასე რომ შეწყვიტე თავის გმირად გასაღება.
-გმირად არ ვასაღებ თავს!უბრალოდ სიმართლის გარკვევა მინდა.
-სიმართლე უკვე გაარკვია პოლიციამ.თუ ასე გაინტერესებს მიდი და კითხე,მე თავი დამანებე.გასაგებია?!
-ნიკ მე შენ დაგინახე.გუშინ.ტყეში.მათთან ერთად იყვაი.რაღაც უცნაურ რაღაცეებს ამბობდით.თქვით რომ "ცეცხლისშვილები" ხართ,ყველას ერთნაირი ტატუ გაქვთ.-ხელზე მოვკიდე და მაისური ავუწიე რათა ტატუ ჩამოჩენილიყო.მაშინვე გაითავისუფლა და მაისურიც დაბლა ჩამოიწია.-შენი აზრით რა უნდა ვიფიქრო?!შენით ან უშენოდ მაინც გავიგებ რა მოხდა.მაგრამ ჯობია შენით მითხრა რადგან იქნებ საერთოდ არ ხარ დამნაშავე.
-არ ვარ!მე არაფერ შუაში ვარ! ისევე როგორ სხვები.ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო.
-რას ნიშნავს უბედური შემთხვევა?
-ხელს ვკრავდით,საშინელ სიტყვებს ვეძახდით.უკან უკან იწეოდა რომ რამენაირად თავი დაეღწია ჩვენგან.ფეხი დაუცდა და კოცონში ჩავარდა.ყველა მთვრალები,დაბოლილები და სრულიად იდიოტები ვიყავით.პანიკა გვქონდა და არ ვიცოდით როგორ მოვქცეულიყავით.
-და უბრალოდ იქ დაყოვეთ?
-მაშინვე გამოვიქეცით.გვეგონა შეძლებდა ადგომას.
-იცით რომ მისი სიკვდილი თქვენი ბრალია?ყველა თქვენთაგანის.
-ასე ნუ ამბობ.ის თვითონ ჩავარდა.-ტირილი დაიწყო და თან თავს აქნევდა.
-ასეა.იქ რომ არ დაგეტოვებინათ ახლა ცოცხალი იქნებოდა.
-ჩვენი ბრალი არ არის!-ჩაიკეცა.
-თავს ნუ ატყუებ! საერთოდ რა უნდოდა იქ?თქვენთან დროის გატარება?რაღაც არამგონია.
-კევინს ეძებდა.და რომბა შეამჩნია.დაედევნა და ჩვენთან მოიყვანა.ჯერ ძირს დააგდო,რამდენჯრმე დაარტყა.ოლი ძირს ეგდო და ჩვენ მას ზემოდან ვუყურებდით:
*flashback*
-ბინძურო პიდარასტო!-თქვა რომბა.
-პენისის მწოველო!-ეშლის ხმა გაისმა.
-მოდით დავნიძკავდეთ ეშლიზე დიდი ხვრელი აქვს.-რობმა ოლივერი შარვლით დაიჭირა და მის გახდას შეეცადა.
-იდიოტო!.-თქვა ეშლიმ.-ხელი გაუშვი თორე შეიძლება აუდგეს.-ყველამ სიცილი დაიწყო.
-გამიშვით!თქვენ რა სულ გაგაიჟდით?!-განწირული ხმით იძახდა ოლი.
-ხმა ნუ იღებ პიდარასტო!-თქვა რობმა და ყბაში გაარტყა რამდენჯერმე.-მოდით რაღაცები დავასხათ.არაყი მოიტანეთ.
-ამის გამო არაყს დაცლი?
-ეგეც მართალია.
ოლი ადგომას ეცადა სანამ ლაპარაკობდნენ.ცეცხლისკენ წავიდა რომ გაქცევა შეძლებოდა.უკან უკან მიდოდა.თან აკვირდებოდა მათ რომ არ შეემჩნიათ.
-პიდარასტი მირბის!-თქვა ნიკმა.
ორმა ბიჭმა რომლებიც წესით მოსაწევისგან გათიშულები უნდა ყოფილიყვნენ,ოლი ქვების სროლა დაუწყეს.
-გეყოფათ!თავი ვინ გგონიათ?გგონიათ ამას შეგარჩენთ?ყველაფრისთვის გაზღვევინებთ სათითაოდ.შეიძლება დღე არა,არც ხვალ მაგრამ ისე არ მოვკვდები რომ არ გაზღვევინოთ ამისთვის.-ოლიმ ერთი ნაბიჯიც გადაგდა.უკან ქვა იყო რომელზეც ფეხი წამოკრა და ცეცხლში ჩავარდა.
-ღმერთოა!.-დაიყვირეს გოგოებმა.
-დიანახეთ? ცეცხლში ჩავარდა.-თქვა ნიკმა.
-აქედან უნდა მოვტყდეთ.ახლავე.-თქვა რობმა.
-აქ ვერ დავტოვებთ.შეიძლება მოკვდეს.-იძახოდა ნიკი სასოწარკვეთილი ხმით.
-ჩვენ არაფერ შუაში ვართ!თვითინ ჩავარდა.აქ მარტო იყო.დალია და ჩავარდა.გასაგებია?ახლა კი ყველამ მოსაწევი აიღეთ და გავიქეცით სანამ კიდევ გვაქს შანსი...
***
-წამოსვლისას მისი ხელი შევნიშნე ცეცხლში.მხოლოდ ისღა ჩანდა.
-ხელზე კევინის ბეჭედი ეკეთა არა?!
-არა არაფერი კეთებია.
-ეგ როგორ?კევინმა თქვა რომ ბეჭედით ამოიცნეს.
-კევინს ელაოარაკე?მანაც იცის?
-ახლა მისმინე.ყველანი პოლიციში წახვალთ და აღიარებთ ყველაფერს.
-ლისა გთხოვ დატოვე ეს ყველაფერი ისე როგორც არის.ჩვენ მართლა არ ჩაგვიგდია ის.
-ხომ მაგრამ არაფერი იღონეთ მის გადასარჩენათ.თქვენს გამო 16 წლის ბიჭი მოკვდა რომელსაც ყველაფერი წინ ქონდა.
-პოლიციას ვერ ჩავბარდები.მაგას მირჩევნია თავი მოვიკლა.
-მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა.და შეგიძლია მოიკლა,ერთი ნაბიჭვარით ნაკლები იქნება დედამიწაზე.-წამოვდექი და კარებისკენ წავედი.კარი გავაღე და დასვლა რომ დავაპირე გამაჩერა.
-არავის უთხრა.ძალიან გთხოვ.ყველა ჩვენთაგნის ცხოვრება დაინგრევა.
-თვქენ ერთის ცხოვრება უკვე გაანადგურეთ ასე რომ მეტის ღირსები ხართ.-სწრაფად ჩავირბინე კიბეები და გარეთ გავედი.გაკვეთილები კარგა ხნის დაწებული იყო.ამიტომ სკოლაში შესვლას აზრი არ ქონდა.ტყეში გავიქეცი.ჩემ ადგილას.იქ სადაც ოლის დღიური ვიპოვე.იქ სადაც ეს ყველაფერი დაიწყო.როცა მორს მივუახლოვდი კევინი დავინახე.გამიხარდა მისი დანახვა.ჩუმად მივედი მასთან და მივესალმე.არ მელოდა შეეშინა კიდეც.
-აქ რას აკეთებ?-მკითხა და ცრემლები მოიწმინდა.ხელში დღიური ეჭირა როგორც ჩანს ბოლომდე წაიკითხა.
-არ ვიცოდი სად წავსულიყავი.
-არც მე.იცი აქ ვიყავით...პირველად რომ ვაკოცე.ისე დეტალებში უწერია დღიურში....თითქოს გუშინ მოხდა.
-ნიკმა მომიყვა.
-რაა?! რა გითხრა?
-მითხრა რომ..მითხრა რომ..-ნიკის სიტყვები მიტრიალებდა თავში.-თქვა რომ...ისინი ადრე წამოვიდნენ.და ოლი მარტო დარჩა.
-ესეიგი მართლა მთვრალი იყო და შემთხვევით ჩავარდა.
-ასე გამოდის.
-ჩემი ოლი..-დღიური გულში ჩაიკრა.-ყველაფერს გავიღებდი ოღონდ ახლა აქ იყო........
კარადასთან ვიდექი და წიგნებს ვირებდი როცა ნიკი მომიახლოვდა.
-ფიქრობ ეს სასაცილოა?ჰაჰა ძალიან ბევრი ვიცინე.
-რას გულისხმობ?
-რას ვგულისხომბ?წერილს რა თქმა უნდა.-წერილი ხელში უჭირას და ხსნის.
-"მე შეგპირდით რო მადრე თუ გვიან გაზღვევინებთით,თქვენი დროც მოვიდა ნაბიჭვრებო!".გინდა თქვა რომ ეს შენი დაწერილი არ არის?
-რა თქმა უნდა არა!
-ყველამ მიიღი ეს ბარათი,ყველამ ვინც იმ ღამეს ვიყავით.შენი აზრით მკვრეთით აღსდგა ოლი და მან მიგვწერა?
-შენ რა ფიქრობ რომ მისგანაა?......ვიცი ბევრი გალოდინეთ მაგრამ სკოლის გამო ვერ გასწრებდი დაწერას.იმედია მოგეწონათ.როგორ ფიქრობთ ვისგანაა ეს წერილი?
თუ გსურთ რომ გავაგრძელო დაავოუთეთ და დააკომენტარეთ.
ლავ
იუ
ოლ
ბაიიიიი
أنت تقرأ
აკადემია გარყვნილებისათვის
غموض / إثارةსახელი ნუ მოგატყუებთ, რადგან რაც ერთისთვის გარყვნილობად შეიძლება იყოს მიჩნეული, შესაძლოა მეორესთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლდეთ