გაიცანით სია იაო 😘
იუან ცზუნი 😍
ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი, წესების გარეშე ბრძოლაში, ჩინეთისა და ამერიკის პოლიციას შორის, ტარდებოდა პეკინის დიდ სტადიონზე.
გუშინ, სასტიკი შესარჩევი ტურის შემდეგ, ფინალში გავიდა 16 მონაწილე...
წამყვანმა დაიწყო სახელების ჩამოთვლა:
-ჯოუი, ჩოუ ცი იანი, ბრაუნი, დაი გაოგაო, სია იაო, ანდერსონი...
თექვსმეტმა მონაწილემ პოლიციის ფორმაში სათითაოდ დაიწყო გამოსვლა რინგზე, 8 მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატებიდან და 8 მონაწილე ჩინეთიდან. ისინი ორ რიგად ჩამწკრივდნენ ისე, რომ ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ და მიესალმნენ თავის ოპონენტს. ბრაუნი, ამერიკიდან, რიგში მესამე იდგა, ის მიესალმა სია იაოს, თავიდან ფეხებამდე აათვალიერა და მის სახეზე გარყვნილი, მაგრამ ამავდროულად ფრთხილი ღიმილი ათამაშდა.
გონგის ხმამ აუწყა მონაწილეები შეჯიბრის დაწყების შესახებ, პირველი წყვილის ბრძოლა დაიწყო, გამარჯვებული გადავიდოდა შეჯიბრის მომდევნო ეტაპზე. ეს დიდი ტურნირი ამერიკისა და ჩინეთის პოლიციას შორის იყო, არა მარტო შეჯიბრი ორ საბრძოლო სკოლას შორის, არამედ ორი შთამბეჭდავი კულტურის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის წარდგენა.
ჩინელი პოლიციელები ცნობილნი იყვნენ თავიანთი ნავარჯიშები ფეხებით და განსაკუთრებით მრისხანე შეტევებით. ხოლო ამერიკის მებრძოლთა ძირითადი კოზირი მომაკვდინებელი მუშტით დარტყმები იყო.
და სწორედ ბრაუნი იყო საუკეთესო ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალურ ჯგუფში.
პირველ რაუნდში იბრძოდნენ ბრაუნი და ჩჟოუ ხუაციანი. ბრაუნმა მკვეთრი შეტევა განახორციელა ფეხებით, ასეთი სასტიკი შეტევის შემდეგ ჩჟოუ ხუაცინი მიწაზე აღმოჩნდა. მომდევნო რამდენიმე წუთი ბრაუნი ოპონენტს მუშტებით უტევდა, რითიც აჩვენა თავისი პოტენციალი. დრო და დრო ტრიბუნები აპლოდისმენტებით ფეთქდებოდა. ეჭვგარეშე პირველი ბრძოლა ბრაუნმა მოიგო. შვიდი დაუნდობელი ბრძოლის შემდეგ რინგზე რვა მებრძოლი დარჩა, ხუთი ამერიკელი და სამი ჩინელი, მათ შორის სია იაო.
დაიწყი მეორე რაუნდი. ამჯერად ჩინეთის მხარემ წამოაყენა ძლიერი მონაწილე ჩჟან ვენლუნი. როგრც კი სასტვენის ხმა გაისმა ჩჟან ვენლუნმა ფეხის მკვეთრი მოძრაობით ბრაუნს თავში დაარტყა, მაგრამ მას ამაზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია, არამედ მაშინვე ჩჟან ვენლუნის ფეხს ჩაეჭიდა და გადაუტრიალა, რითაც მოწინააღმდეგე მიწაზე დაანარცხა. ჩჟან ველუნი აგრძელებდა თავისი მეთოდების გამოყენებას და ფეხებით უტევდა ოპონენტს, ზოგიერთი დარტყმა ბრაუნს თავში მოხვდა, რომლებზეც ის ისევ არანაირად არ რეაგირებდა. ამ მომენტში ბრაუნი შეუჩერებლად ურტამდა მოწინააღმდეგეს მუხლში, რის გამოც ჩჟან ველუნმა მუხლის მძიმე დაზიანება მიიღო და მოუწია შეჯიბრიდან გასვლა. მეორე რაუნდი დასრულდა, დარჩა ოთხი მებრძოლი, რომელთაგანაც ერთ ერთი სია იაოა.
დაიწყო მესამე რაუნდი. საბედნიეროდ ბრაუნი სია იაოს ჯგუფში არ აღმოჩნდა. მაშინ როდესაც ბრაუნი დაუზოგავად იბრძოდა, სია იაო მოსაცდელ ოთახში იყო და უსმენდა ორი მოსამსახურე როგორ ჭორავდნენ მონაწილეებს.
-ეს უცხოელები ძალიან აგრესიულები არიან, ჩვენი პოლიციელები, მათ გვერდით სუსტ წიწილებს ემსგავსებიან!
-ყველა ჩვენი მებრძოლი მან გამოთიშა ბრძოლიდან, ჩემი აზრით დარჩენილ სამს ძალიან გაუჭირდება!
-ამის დედაც! კიდევ ერთი წააქცია!
-ადექი, ადექი!..... ადგომაც კი არ შეუძლია.
გაისმა სასტვენის ხმა, ბრაუნმა ისევ გაიმარჯვა. მესამე რაუნდი დასასრულს მიუახლოვდა, ორი მონაწილე გავარდა, ფინალში გავიდნენ მებრძოლი ამერიკიდან და სია იაო, რომელმაც ნახევარფინალში მეორე ადგილი დაიკავა.
ფინალური ბრძოლა დაიწყო. სტადიონი გამაყრუებელი ყვირილით გაივსო, ისინი ჩინელ მებრძოლს უჭერდნენ მხარს და თითქმის სრულიად ჩაახშეს ამერიკელთა ხმა, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა ჩინელებისას. იმის მიუხედავად, რომ ბრძოლა "თავიანთ ველზე"მიმდინარეობდა ჩინელმა გულშემატკივრებმა სუნთქვაც კი შეწყვიტეს, ოპონენტი მართლაც რომ ძალიან ძლიერი იყო. მალევე ორივე მებრძოლი გავიდა რინგზე.
ბრაუნი რინგის ცენტრში იდგა, რომელიც პროჟექტორებით იყო განათებული, მისი უზარმაზარი ფიგურა ძეგლს გავდა, რომელიც აფრქვივებდა სიძლიერეს. ხალხს უნებურად ახსენდებოდა, პიროვნება სახელად ლინი. მას ჰქონდა არანორმალური ძალა, მან მოკლა ლომი და დაამარცხა ვეფხვი, იყო მამაცი და ძლიერი, გააჩნდა დიდი ავტორიტეტი, ის ხელმძღვანელობდა იმპერიის ასიათასიან არმიას, მას ჰქონდა ძალაუფლება და პრესტიჟი.
ამ დროს მის წინ იდგა სია იაო ამაყი გამომეტყველებით, ის მოუდრეკელ ფიჭვს ჰგავდა. აპრეხილი ცხვირით, თხელი ტუჩებით და ულამაზესი თვალებით- ის ძალიან ლამაზი იყო. მისი შეხედულება არ შეესაბამებოდა მებრძოლს, ის უფრო მოდელს გავდა, რომელიც პოდიუმზე იდგა.
როდესაც ორივე მხარემ ერთმანეთს ხელი ჩამოართვა, სია იაომ ოდნავ გაიღიმა, ეს ღიმილი დაეხმარა მას დაწყნარებულიყი და თავი უფრო კომფორტულად ეგრძნო. შესაძლო გვემსჯელა, რომ ისინი საკმაოდ მშვიდად აკვირდებოდნენ ერთმანეთს, იცდიდნენ, შეცდენას ცდილობდნენ წინასწარ ნასროლი სატყუარით. მაგრამ სინამდვილეში ისინი უბრალოდ ენერგიას აგროვებდნენ ბრძოლის წინ. ეს იყო ავისმომასწავებელი უმოქმედობა, სტიქია ჯერ ჩაწყნარდა, შემდეგ კი უეცრად ოპონენტს თავს დაატყდა მუშტების დარტყმათა მრისხანე კომბინაცია. ორი მეომარი სასტიკ ბრძოლაში ჩაება. ისინი ხან უტევდნენ ერთმანეთს, ხან ჩერდებოდნენ თავის დასაცავად. მათი ნაბიჯები ხან მძიმე და უხეში იყო ხანაც კი ჰაეროვანი და ასე გრძელდებოდა დარტყმების სერია, რომელთაც ბოლო აღარ უჩანდა. ბრაუნის დარტყმებს გამანადგურებელი ძალა ჰქონდათ, ისინი აგრესიულები და ძლევამოსილები იყვნენ, ყოველი დარტყმა აწონდაწონილი და ძალიან სახიფათო იყო. სია იაომ გააკეთა გვერდითი სალტო ჰაერში და როგორც კი დაეშვა მუშტებით დარტყმების სერია ჩაატარა. შემდეგ დარტყმების ახალმა კომბინაციამ სტადიონის ატმოსფერო აანთო, როდესაც სია იაო ლეოპარდივით, მაღლა ახტომით, ბრაუნს თავში სწრაფად და ზუსტად ურტყამდა.სტადიონი აივსო ხმამაღალი აპლოდისმენტებით. სია იაოს აღსაწერად ერთი სიტყვის გამოყენება რომ შეიძლებოდეს ეს იქნებოდა "ბრწყინვალე". პირდაპირი ჰუკი, აპერკოტი, ნახტომი უკან.... ყოველი მოძრაობა იყო მძლავრი და გრაციოზული, არა მხოლოდ მაყურებელი ტკბებოდა ამ სანახაობით, არამედ ბრაუნიც მოხიბლული იყო ამ თამაშით. ბრძოლა იძაბებოდა, სი იაო უფრო და უფრო ხშირად იჭრებოდა ბრაუნის ტერიტორიაზე მძლავრი დარტყმებია გამოყენებით, რათა დაემარცხებინა ოპონენტი. ამ შესანიშნავმა მებრძოლმა შეძლო მიწაზე დაენარცხებინა 115 კილოგრამიანი ბრაუნი, რომელმაც რინგის იატაკი გადატეხა, ტუკ-ტუკ-ტუკ გაისმა მოგუდული ხმა.
-ერთი წუთი... ორი წუთი...- დაიწყო მსაჯმა დროის ათვლა.
სია იაომ დაუნდობლად მოგუდა ბრაუნი იდაყვით, მის მკერდზე დაწოლილმა. მალე დროის ათვლამ სამ წუთს მიაღწია, უეცრად ბრაუნი მკერდით წამოიწია, სია იაო წინ გადაიხარა, მან მთელი ძალა მოიკრიბა რომ საკუთარი გადაყირავება თავიდან აეცილებინა. ბრაუნმა მაშინვე გამოიყენა ეს შანსი და სია იაოს კეფა დაიჭირა.
შემდეგ....
სია იაოს ტუჩებში აკოცა. სტადიომი გაკვირვებული უყურებდა ამ ყველაფერს. სია იაო შოკში იყო, თითქოს მეხი დაეცა, ის ასეთი საქმეში შეუცდენელი იყო. გაისმა მსაჯის სასტვენის ხმა, რომელმც სია იაოს გამარჯვება გამოაცხადა. მიწა შეინძრა ხალხის გამაყრუებელი აპლოდისმენტებით. სია იაომ თავი ისე დაიჭირა თითქოს გონგის ხმა ვერ გაიგო და აგრძელებდა ბრაუნის სახეში დარტყმების კომბინაციებს. ბრძოლასთან შედარებით ეს დარტყმები ბევრად უფრო სასტიკი იყო, მას უბრალოდ ოპონენტის მოკვლა უნდოდა. მსაჯმა მაშინვე მიირბინა და მოაშორა სია იაო ბრაუნის.
-ახალგაზრდავ მე ვთქვი, რომ ბრძოლა დამთავრდა, თქვენთვის ეს საკმარისი არაა?
სია იაო წამოდგა ფეხზე, რადგანაც ის კარგად იყო აღზრდილი მან ბრაუნის, რომლის სახე უკვე გემატომებით იფარებოდა, დახმარების ხელი გაუწოდა.
- შენ ძალიან მიმზიდველი ხარ!- თქვა ბრაუნიმ.
სია იაომ მეგობრულად გაიღიმა და ჩუმად, ისე რომ მხოლოდ მათ ორს გაეგოთ თქვა:
- მე გეი არ ვარ! წადი შენი!
YOU ARE READING
Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელი
Romanceხანგრძლივობა : 215 თავი (ძირითადი ისტორია) + 10 თავი (ეპილოგი) ძირითადი წყვილი : იუან ცზუნი-სია იაო დამატებითი წყვილი : პენგ ზე-ლი შენშენი ავტორი : ჩა ჯიდანი აღწერა : ისტორია მოგვითხრობს პოლიციელ სია იაოზე, რომელიც კინოვარსკვლავივით ლამაზია, ის მიე...