შენს სახლში ვტოვებ

100 16 2
                                    

იუან ცზუნი პირადად უნდა ჩადგომოდა სათავეში ქალი მცველების ვარჯიშს, იანტაის პლაჟზე. გამგზავრების წინ მან ჩიტის გალია სია იაოსთან მიიტანა, მის წინ დადგა და სინდისის შეუწუხებლად წარმოთქვა:
- გარკვეული დროით უნდა წავიდე და მას შენ გიტოვებ.
- უარი რომ გითხრა?- იკითხა სია იაომ.
იუან ცზუნმა უპასუხა:
- მაშინ მეც დავრჩები.
სია იაოს აღარაფერი უთქვამს, გალია აიღო და სახლში შევიდა. მაგრამ სანამ გალიას საძინებელი ოთახის გალიაზე დაკიდდა, მან მაიაზე მიუთითა და გააფრთხილა:
- გაფრთხილებ, არ გაბედო ჩვენი პატარა შავი მაიას დაშინება.
დიდმა მაიამ მაღალი და წკრიალა ხმით წამოიყვირა.
- მე შენ მიყვარხარ!
- სია იაო ადგილზე გაშეშდა, მან სიბრაზისგან თვალები მოჭუტა და და მრისხანედ გააფრთხილა:
- აჰ, შე ნაბიჭვარო, ცემით ამოგხდი სულს!
- მე შენ მიყვარხარ, მე შენ მიყვარხარ, მე შენ მიყვარხარ...
სია იაოს დედა ბიბლიოთეკაში იყო, ხმაურის გაგონებაზე მან თავი გამოყო და იკითხა:
- ვინ ლაპარაკობს?
სია იაომ ხმას დაუწია და ბრაზიანად წაიჩურჩულა:
- დაწყნარდი! კიდევ ერთხელ დაიყვირებ და კისერს მოგიგრეხ!
საღამოს, დაძაბული დღის შემდეგ სია იაოა ძილი მოერია, მან თითქმის დაიძინა, როდესაც ის უეცრად დიდი მაიას ხმამ გააღვიძა.
- გამარჯობა, მომხიბვლელო!
სია იაომ მას მრისხანედ გახედა.
"ამის დედაც! რა ადამიანს ეკუთვნის ეს ჩიტი და მე ამაში როგორ გავყავი თავი!"
თითქოს იმის შიშით, რომ მას დაადუმებდნენ, მაიამ უფრო ხშირად დაიწყო წამოყვირება, სია იაო ისე იქცეოდა თითქოს არაფერი ესმოდა, ის სხვა მხარეს გადაბრუნდა რათა ძილი გაეგრძელებინა.
- გაიხადე შენი მაიკა! გაიხადე ტრუსიკი! გაიხადე შენი მაიკა! გაიხადე ტრუსიკი!...
- რას ნიშნავს ეს ყველაფერი?- სია იაომ მოთმინება დაკარგა, მაიასკენ შებრუნდა და გაბრაზებული ხმით უთხრა:
- ნუ ხმაურობ!
მაგრამ, საბოლოო ჯამში, ასეთმა მრისხანე ტონმა არა მარტო არ გააჩუმა დიდი მაია, არამედ პატარა მაია შთააგონა რამე წარმოეთქვა. რადგანაც პატარა მაია დაჩვეული იყო სია იაოს ხმის იმიტირებას, მან მისი სიტყვების გამეორება დაიწყო.
- ნუ ხმაურობ, ნუ ხმაურობ, ნუ ხმაურობ...
ამ ყველაფერმა დიდი მაია გაამხიარულა, მან დაიწყო თავისი ლამაზი ფრთების გრთხიალი და აქეთ იქით ხტომა, რის გამოც გალია აქანავდა. ის რაც უფრო მეტს ლაპარაკობდა, მით უფრო იტაცებდა მას ეს. საბოლოო ჯამში ოთახში წარმოიშვა "ვოკალური დუეტი" მაღალი და ბოხი ხმისგან.
"გამარჯობა, მომხიბვლელო, ნუ ხმაურობ, მე შენ მიყვარხარ, ნუ ხმაურობ, შენ ჩემს გულში ხარ და ნებისმიერ ღრუბელზე მშვენიერი ხარ, მე მთელი ძალებით შევეცდები რომ ჩემს გვერდით მყავდე..."
- შენს გვერდით მიმყოფო, ნაბიჭვარო!- სია იაომ მძვინვარედ წამოიძახა- წადი შენი!
მომდევნო დღეს სამსახურის შემდეგ სია იაომ ჩიტიანი გალია აიღო, მეგობართან დატოვების მიზნით, მაგრამ მას გზა დედამისმა გადაუღობა.
- შენ არ შეგიძლია ასე უბრალოდ მისცე სხვას ეს ჩიტი, ის ხომ ისეთი იშვიათი ეგზემპარია!- თქვა სიას დედამ.
სია იაო გაკვირვებული იყო.
- იშვიათი ეგზემპლარი?
- კი! მისი ნისკარტი მხოლოდ ტკბილ და ლამაზ სიტყვებს ამბობს, ყოველთვის როდესაც ის ნისკარტს აღებს, ისმის: მე შენ მიყვარხარ, გამარჯობა, რა მომხიბვლელი ხარ და ასე შემდეგ, შენ მაიასთან შედარებით ეს ბევრად საყვარელია. შენმა მხოლო ერთი ორი სალამძღავი სიტყვა თუ იცის, თითქოს სპეციალურად უნდა ხალხში ანთიპატიის გამოწვევა!
სია იაომ არ იცოდა რა ეპასუხა დედისთვის, მას რომ სცოდნოდა რატომ ლაპარაკობს ეს ჩიტი ასე ლამაზად, თავად მოკლავდა ადგილზე.
- თუ შენ არ გინდა მისი მოვლა, მე შემიძლია მისი წაყვანა და ჩემს აივანზე დასმა,- თქვა სიას დედამ.
სია იაო როგორც კი გაიფიქრა, რომ ჩიტს რაიმე უფრო შოკისმომგვრელის თქმა შეეძლო, იძულებული იყო ეთქვა:
- დაივიწყეთ, მე თვითონ მოვუვლი.
შედეგად მან კბილი კბილს დააჭირა და სკანდალური ჩიტი თავის ოთახში დააბრუნა.
იანტაის სანაპიროზე, ლამაზი ქალი მცველების ჯგუფი ბიკინიში, ხელ-ფეხ შეკრული ეყარა ქვიშაზე მცხუნვარე მზის ქვეშ. სულ რაღაც რამდენიმე დღის ვარჯიში, მაგრამ გოგონები კანი მზისგან უკვე საკმაოდ იყო დამწვარი და ჭრილობებში ზღვის წყალი შესდიოდათ. მათ უკან ორი ძლიერი ინსტრუქტორი იდგა კომუფლაჟის ფორმაში, ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა ფეხი ჰკრა ლამაზ სხეულს, რომელიც ქვიშაზე ხოხავდა, ხოლო მეორე მძიმე ნივთი დადო ლამაზმანის ზურგზე და მაგრად დააჭირა მას.
ცხელი და სექსუალური ქალები ტკივილისგან იგრიხებოდნენ, ხოლო მამაკაცი ინსტრუქტორები დაუნდობლები იყვნენ, თითქოს მათ უყვარდათ ძალადობა და წამება.
იუან ცზუნი სანაპიროს ფეხშიშველი მიუყვებოდა, მონაწილეობის მიუღებლად უყურებდა სუსტ ქალებს, რომლებსაც აბუჩად იგდებდნენ.
ბრძოლის დროს ინსტრუქტორმა გოგონას ლიფი მოგლიჯა, მან დაიყვირა და ინსტინქტირად მაშინვე მკერდი დაფარა, რის გამოც სასტიკად დაისაჯა.
იუან ცზუნი იდგა ქალ მცველთა ჯგუფის წინ და განზრახ გულგრილი ხმით წარმოთქვა:
- დაიმახსოვრეთ, პირველ ადგილზე არის უსაფრთხოება იმ პირისა, რომლის დაცვაც თქვენ გავალიათ ხოლო თქვენი გარეგნობა ნაკლებად მნიშვნელივანია, თუ გინდაც კვალიფიციური პირადი მცველები გახდეთ, თქვენი იმიჯის გაწირვა მოგიწევთ....
სწორედ ამ საუბრის დროს გაისმა ტელეფონის ხმა.
იუან ცზუნმა ინსტრუქტორებს ხელით ანიშნა რომ ვარჯიში გაეგრძელებინათ, ხოლო თვითონ გვერდით გავიდა, რათა ზარისთვის ეპასუხა.

Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელიWhere stories live. Discover now