ჯანდაბამდეც გზა გქონია

133 16 13
                                    

ფაქტები იმაზე მიუთითებდნენ, რომ იუან ცზუნს მართლაც ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა. მაგრამ ეს თავისუფალი დრო, არ იყო სამუშაო პროცესზე დამოკიდებულო, თითქოს ის თავისით ჩნდებოდა. თუ სია იაოს, რომელიც მთელი სამუშაო დღე დაკავებული იყო, თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა, ის მაინც განყოფილებაში იჯდა 5 საათამდე და მხოლოდ შემდეგ მიდიოდა სახლში. ხოლო იუან ცზუნი, რომელიც მიჩვეული იყო სამსახური პირადი კონტროლის ქვეშ ჰქონოდა, საქმეებს დაამთავრებდა თუ არა განყოფილებისკენ გარბოდა, რათა სია იაოს დალოდებოდა. სია იაო სამი დღის განმავლობაში იტანდა ვიზუალურ წნეხს, სანამ მისი ფსიქიკა საფრთხის წინაშე არ დადგებოდა. იუან ცზუნს, რომ ხანდახან მაინც სხვებისთვის შეეხედა და მუდმივად სია იაოს არ მიშტერებოდა, შესაძლოა სია იაო მის იგნორირებას შეძლებდა. მაგრან იუან ცზუნის გამოხედვა ბასრ ეკალს ჰგავდა, იმის მიუხედავად, რომ სია იაო ცდილობდა მისთვის არ ეყურებუნა, ის მთელი ტანით გრძნობდა მის მზერას, რის გამიც თავს არაკომფორტულად გრძნობდა. ამის გამო, მესამე დღეს სია იაო მეტროსკენ გაემართა.
სია იაო 2-3 წელია უკვე რაც მეტროში არ ყოფილა, ერთი მხრივ მანქანით მგზავრობა უფრო ადვილი იყო, მეორე მხრივ კი მას მცირე ფსიქოლოგიური გადახრა ჰქონდა, რომელიც თავს იჩენდა ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ხალხი გროვდებოდა, მას თავბრუ ესხმოდა და გულის რევის შეგრძნება უჩნდებოდა. ეს შეიძლება პროფესიულ დაავადებად ჩაგვეთვალა.ის გაჩნდა, როდესაც მან ინტერპოლში დაიწყო მუშაობა და დროთა განმავლობაში უფრო განვითარდა. როდესაც სია იაო ხალხით სავსე შენობაში იმყოფებოდა, მაშინვე იძაბებოდა, ყურადღებით უსმენდა რაზე ლაპარაკობდა ხალხი და მათ სახეებს აკვირდებოდა, ცდილობდა გამომეტყველებები წაეკითხა, მას ეჭვი ტანჯავდა.
" ის ქალი სიარულისას განზრახ კუმშავს ფეხებს, თითქოს ნარკოტიკის დამალვა სურს, იმ მამაკაცს უკვე დიდხანს უჭირავს მძინარე ბავშვი ხელში, იქნებ ბავშვების გამყიდველია?"
..............
ამის მიუხედავად, სია იაო, მერყეობის გარეშე, შემართებით გაემართა მეტროსკენ. პიკის საათი იყო, მეორე და მეექვსე ხაზი, პირველ ხაზს კვეთდნენ, ხალხი ერთმანეთს აწყდებოდა, ვაგონი ოფლის სუნით გაივსო. მაგრამ, ყველაზე მეტად სია იაოს აღიაზიანებდა ორი ლამაზი გოგონა ძალიან მოკლე კაბებში, რომლებიც მის გვერდით იდგნენ, ყოველ გაჩერებაზე ოთხი ლამაზი ფეხი ცდილობდა მას შეხებოდა.
- შენი დედაც!
სია იაო ძლივს ითმენდა თავის ტკივილს და გულის რევის შეგრძნებას და გრძნობდა, რომ მალე მას დაერხეოდა.
ამის მიუხედავად ის აგრძელებდა საკუთარი თავის დაწყნარებას: "სანამ მე შევძლებ იმ იდიოტისგან თავის შორს დაჭერას, მზად ვარ ყველანაირი სასჯელი ავიტანო, ეს ამად ღირს!"
ამ პოზიტიური აზრით, მან გვერდით გაიხედა და სუნთქვა შეეკვრა.
ნაცნობი ფიგურა გამოჩნდა სიახლოვეს, სია იაოს იმაში ვერ დავადანაშაულებდით, რომ ის სპეციალურად ეძებდა მას, რადგანაც იუან ცზუნი მართლაც ზედმეტად შესამჩნევია.
ის ყველაზე ერთი თავით მაღალი იყო, იმის შიშით, რომ ის ყველას ნაკუწებად დაგლეჯდა, ხალხი მისგან თავს შორს იჭერდა.
სია იაოს მხარეს ხალხი შევიწროვებული იყო, ხოლო იუან ცზუნი თავისუფლად იდგა ვაგონის კედელს მიყუდებული. იუან ცზუნის სახე არაფერს გამოხატავდა, მაგრამ, სია იაო მის დამცინავ ღიმილს გრძნობდა და ამის გამო მას სიცივე მოსავდა. სია იაოს 2 მეტრით უფრო გრძელი ფეხები რომ ჰქონოდა, მაშინვე წიხლს ამოჰკრავდა.
- როგორ მიშლის ნერვებს. ახ!
" შემდეგი გაჩერებაა Dongdan, მგზავრები, რომლებიც ამ გაჩერებაზე აპირებთ ჩასვლას, გთხოვთ წინასწარ გაემზადეთ, dongdan-ის სადგური გადასასვლელი სადგურია..... შემდეგი სადგურუ dongdan........ სადგური dongdan!"
მგზავრები სია იაოს გარშემო შეგროვდნენ და ნელ-ნელა ტოვებდნენ ვაგონს. სია იაომ ბოლო წამებს ითვალიდა, რადგან უნდოდა ვაგონი ბოლო მომენტში დაეტოვებინა, კარის დაკეტვამდე, ერთი გაჩერებით ადრე.
ორივე ფეხზე მყარად დადგომის შემდეგ, სია იაომ გულიანად გაიცინა. მან ზუსტად გაითვალა დრო, როგორც კი გააბიჯა, კარი მაშინვე მის უკან დაიხურა. მას და იუან ცზუნს 5-6 კაცი აშორებდა, იუან ცზუნი ვერ შეძლებდა ვაგონიდან გასვლას. როგორც კი მატარებელი დაიძრა, მძლავრმა მხრებმა დაიწყეს გზის გააკვალვა ხალხში. სია იაომ მიიხედა თუ არა, მისი სხეული გაიყინა.
- შენი დედაც! შენ რა ხალხის თავებზე გადაიარე რომ ვაგონიდან გამოსულიყავი?
იუან ცზუნმა წყნარად უპასუხა:
- ერთი გაჩერებით ადრე ჩამოხვედი.
- შენი აზრით მე არ ვიცი??!!!
მთელი ეს სიტუაცია, სია იაოს საშინლად აღიზიანებდა, მან იუან ცზუნის ხელი მხეიდან მოიშორა, მისი ღიმილი კი სექსუალური და მიმზიდველი იყო.
- ეს სულ ასე გაგრძელდება ხო?
იუან ცზუნმა თავხედური და მძლავრი გამოხედვით შეხედა სია იაოს და სიტყვაც კი არ თქვა.
სია იაო შეეცადა მთელი სიწრფელე ჩაექსოვა, რომელიც მისი გულიდან მოდიოდა, თუ რამდენად არ სიამოვნებდა იუან ცზუნის კომპანია.
- თავიდან შენზე კარგი შთაბეჭდილება შემექმნა, ისეთი ძლიერი და მამაკაცური ჩანდი! მაგრამ, როგორ შეიძლება ასეთი უხერხემლო იყო? როგორ შეგიძლია შენს უმცროს დას მისცე უფლება ასე გათამაშოს? გირჩევდი შენი თავისთვის ერთი კითხვა დაგესვა: " რატომ ვერევი ასე ბრმად სხვის საქმეებში? ვხარჯავ ფასდაუდებელ დროს?" თუ ნამდვილი მამაკავი ხარ, აღარ მომცე შენი დანახვის საშუალება.
სია იაომ ასეთი ძალისხმევით თქვა ეს ყველაფერი, რომ იუან ცზუნისგან მოესმინა რამდენიმე სიტყვა:
- ჩემ დას შენთვის საჩუქარი აქვს.
სია იაოს უხეში ღრიალი აღმოხდა:
- ჯანდაბამდეც გზა გქონია!!

Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელიWhere stories live. Discover now