დაასრულა თუ არა ლაპარაკი, ფანჯარას მიაფრინდა მაია და თავის თავზე ყურადღების გადატანისათანავე ერთი და იგივეს გაუჩერებლად გამეორება დაიწყო:
"გამარჯობა! გამარჯობა! აყვავება და ბედნიერება, დამშვიდდი, რატომ გავწელოთ, მოდი ვაკოცოთ ერთმანეთს, კოცნა, კოცნა, კოცნა, კოცნა, შენ ზედმეტად რეალურად მკოცნი".
პენ ცზე თავს გამუდმებით აქეთ იქით აქნევდა, რათა გაეგო საიდან მოდიოდა ხმა და უეცრად ერთ ერთ ფანაჯრაზე შავი ჩიტი აღმოაჩინა, რომლის პატარა თავიც ზემოთ ახედვას ცდილობდა, მისი პატარა თვალები ბრწყინავდნენ, ხოლო ნისკარტი ხან იღებოდა და ხან იხურებოდა.
-აჰ, ეს ძალიან სასაცილოა!- წამოიძახა განცვიფრებულმა პენ ცზემ.
მაიამ კი გაიმეორა მისი სიტყვები:
-ეს ძალიან სასაცილოს.
პენ ცზემ ხმამაღლა გაიცინა. მაიამ თავი წამოყო და ასევე გაიცინა. პენ ცზე კიდევ დიდხანს ეთამაშებოდა ჩიტს შემდეგ კი სია იაოს შეუტრიალდა, რათა ძირითად თემას დაბრუნებოდა.
-მე ვგულისხმობ, რომ შენ დაჯილდოების შემდეგვე შეგიძლია წახვიდა, უბრალოდ რამდენიმე სიტყვა თქვი და წადი, მე უკვე შევპირდი მასწავლებელ დაოს, შენ აუცილებლად უნდა მიიღო მოწვევა და მოხვიდე, ძალიან გთხოვ.
სია იაო გაუტეხელი იყო.
-იუან ჟუც მოვა,- პენ ცზემ განგებ გაუსვა ამას ხაზი. მაგრამ შედეგად მისი სახელის ხსენებამ სიტუაციისადმი ნეგატიური დამოკიდებულება უფრო გააღრმავა.
პენ ცზემ იმედგაცრუებულმა თქვა.
-ეშმაკმაც დალახვროს, ბოლოს და ბოლოს რაზე ფიქრობ? მთელ ჩინეთში ასეთ კარგ გოგოს ვერ ნახავ! ის კარგადაა აღზრდილი, კარგი ტანი აქვს და ელეგანტურად ლამაზია, ნუთუ ეს საკმარისი არაა, რომ ის პირველივე შეხედვით შეგიყვარდეს?
სია იაომ დაუჩქარებლად ამოიღო კონვერტიდან ბარათი და გადასცა ის პენ ცზეს.
-ეს მოწვევაა სადილზე, ყველაფრის და მიუხედავად გაერთე იქ, ხო და ბარეღამე მასწავლებელ დაოს ჩემს მაგივრად ბოდიში მოუხადე. უთხარი, რომ ბრძოლის შემდეგ დავიღალე და როგორც კი დრო მექნება აუცილებლად წავიყვან მას სადმე და ერთად კარგად გავერთობით.
პენ ცზენ საცოდავი სახე მიიღო.
-გემუდარები, თუ გინდა მზად ვარ პატივისცემული გიწოდო, მე...
-ჰეი!- გაისმა მაიას ხმა.
სია იაომ ძლივს შეიკავა თავი, რომ ხმამაღლა არ გაეცინა. შემდეგ პენ ცზეს მხარზე ხელი დაარტყა, აიღო ჩიტის გალია და წავიდა სასეირნოდ. სია იაო ჩაკეტილი ადამიანი სულაც არ იყო, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქუჩაიში სეირნის დროს ის უფროსებს ყოველთვის ესალმება.
-ბიძია ვანგ, მსუყე სადილის შემდეგ სეირნობთ?
-კი, საჭმლის მონელებისთვისაა კარგი.
უფროს ხალხს მოსწონდა სია იაო, ის მდიდარი ოჯახიდან იყო, დიდი ზეგავლენის მქონე ადამიანის შვილი, ყოველთვის მომღიმარი, ის მზად იყო ნებისმიერ დროს გაეწია დახმარება. და რაც მთავარია, მისი გარეგნობა: ლამაზი სახის ნაკვთები, დიდი თვალები, მამაკაცური და ამაყი იერი, რომლებიც სია იაოს მიმართ განგაწყობდათ. სია იაო ყოველთვის კარგად ექცეოდა მის გარემომცველ ხალხს, ის საკმაოდ ლოიალური და სამართლიანი იყო. ის ყოველთვის თავს იკავებდა ისეთ შეკრებებზე წასვლისგან, რომელზეც დღეს ეპატიჟებოდნენ, ის არასდროს არ მიდიოდა ისეთ ადგილებში სადაც ბევრი გოგონა იყო და ერთობოდა. ზოგი ამბობდა, რომ ის ჯერ არ მომწიფებულა, ზოგიც, რომ ის არ არის ამგვარ ურთიერთობებში დაინტერესებული, ზოგს კი მის ორიენტაციაში ეპარებოდა ეჭვი.... მაგრამ სინამდვილეში, ჭეშმარიტება იმაში იმალებოდა, რომ ადრე სია იაო ისეთ ინციდენტში მოყვა, რომ ამის გახსენებისაც კი ეშინოდა.
როდესაც ის სკოლაში სწავლობდა, მასაც ისევე როგორც სხვა ბიჭებს მოსწონდა გოგოები, რა თქმა უნდა მას ცნობისმოყვარეობა აწუხებდა. და ბოლოს ის დანებდა და ვიდეო ჩატში შევიდა. მაგრამ სამწუხაროდ ის ბისექსუალს გადააწყდა. ამ მამაკაცს ჰქონდა ღაი კანი და გრძელი, ლამაზი ფეხები. მან ვებ კამერა სხეულის ქვედა ნაწილისკენ მიაატრიალა, შემდეგ დაჯდა ფეხი ფეხ გადადებული, ისე რომ მისი ასო არ ჩანდა, და ქალს ჰგავდა. შემდეგ სიგარეტის წევით ის ინტერესით აკვირდებოდა, თუ როგორ უმკალავდებოდა ერექციას სია იაო. სია იაო უყურებდა შიშველ "ქალს" და შეამჩნია მოკლე თმა მის ფეხებს შორის, ეს ისე სექსუალური და მომხიბვლელი იყო, ფანტაზიები მის გონებას უფრო აღაგზნებდა.
მან რამდენიმე სიტყვა დაწერა:
"ფეხები გაშალე, უფროს ძმას უნდა შემოგხედოს".
მოპირდაპირე მხარემაც მოსწერა:
"უფროსო ძმაო, მაშინ არ გაბედო თვალის დახამხამება, ხოლო უმცროსი და შენ ფოკუსს გაჩვენებს"
სია იაო ზღვარზე იყო, მან თითქმის გაათავა. ჩათის ფანჯარაში რამდენიმე სიტყვა გამოჩნდა:
"ერთი, ორი, სამი!"
სია იაო თვალის დახამხამებასაც კი ვერ ბედავდა. და შემდეგ "დაიკომ" ფეხები გაშალა...
ამის შემდეგ სია იაოს ფსიქოლოგიური კომპლექსი გაუჩნდა. მაშინ როდესაც სხვა კაცებს, როდესაც გოგონებს მოკლე კაბაში ხედავდნენ, მხოლოდ ერთი სურვილი, შარვლის გახდა ჰქონდათ, სია იაოს მათი დარტყმა უნდებოდა.
მან დაიფიცა, რომ მთელს ცხოვრებას იმ კაცის პოვნას მიუძღვნიდა და შემდეგ თავია ხელით მოაჭრიდა პენისს, რათა მისი ოცნება აეხდინა და უფრო გოგოსთვის დაემსგავსებინა.
VOCÊ ESTÁ LENDO
Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელი
Romanceხანგრძლივობა : 215 თავი (ძირითადი ისტორია) + 10 თავი (ეპილოგი) ძირითადი წყვილი : იუან ცზუნი-სია იაო დამატებითი წყვილი : პენგ ზე-ლი შენშენი ავტორი : ჩა ჯიდანი აღწერა : ისტორია მოგვითხრობს პოლიციელ სია იაოზე, რომელიც კინოვარსკვლავივით ლამაზია, ის მიე...