საღამოს, სამსახურის შემდეგ სია იაო სახლში მიდიოდა და სელში მწერების საწინააღმდეგო სითხის ფლაკონი ეჭირა. მან დაიწყო გარე კედლის მოწესრიგება, სადაც წინათ თევზის წვნიანი გადააქცია და სადაც სიბინძურე იყო. როდესაც ყველაფერი გაწმინდა, მწერების საწინააღმდეგო სპრეი გაუშვა, როდესაც ამას აკეთებდა აქეთ იქით ისე იხედებიდა, თითოს რაიმეს სასირცხვილოს ჩადიოდა და ეშინოდა ვინმეს არ შეემჩნია. მას მოუწია ნაგავი რამდენჯერმე გადაეყარა, მაგრამ დამუშაოს მაინც ადვილად გაართვა თავი და გარკვეულ წარმატებას მიაღწია, იმის მიუხედავად, რომ ამან საკმაოდ დიდი დრო წაიღო. საღამოს ცხრა საათამდე სია იაო ალაგებდა.
შემდეგ მან მოიწმინდა ოფლი შუბლიდან და თან თავისთვის ბუტბუტებდა:
" ჯერ ნარჩენები გადმოვასხი, შემდეგ ავწმინდე, მერე კოღოები მოვიზიდე, შემდეგ განვდევნე, ნუთუ ამდენი თავისუფალი დრო მაქ, რომ ასეთი სისულელით ვარ დაკავებული? რატომ არ გამოვხატე ჩემი აზრი გარკვევით და გასაგებად, არ გავაგდე, რატომ გავუშვი ასეთი შანსი ხელიდან?"
მოგვიანებით სია იაომ დაიწყო თავის თავის გასამართლებლად რაიმე კეთილგონიერი საბაბის ძებნა. ყველას ვინც სპეცნაზში მსახურობდა გააჩნდა საკმაოდ გამორჩეული ფსიქოლოგიური თვისებები და უდრეკი ნებისყოფა, ასეთი ტიპია ადამიანი ასე უბრალოდ არ წავიდოდა.თანაც ვინ დათანხმდება უფასოდ, უბრალო "მადლობისთვის" ასეთი მაღალკვალიფიციური დაცვის გაწევას, ეს ხომ იაფი სულაც არაა. ნათელი იყო, რომ სია იაო საშინლად დაიღალა, რადგანაც დავარდა თუ არა საწოლზე, მაშინვე დაიძინა, მან შუქის ჩაქრობა და ფარდების გადაწევაც კი ვერ მოასწრო. როდესაც იუან ცზუნი სახლს იუახლოვდებოდა, ღამი ნიავმა დაუბერა და კოღოს წამლის სუნი არემარეს მოსდო, იუან ცზუნმა ჩაიცინა. ისე ჩანდა თითქოს მას შეეძლო წარმოედგინა თუ როგორ უშვებდა მას სია იაო უკმაყოფილო სახით და არ სურდა თავისი გრძნობები ეღიარებინა. იუან ცზუნმა ფანჯარაში შეიხედა და დაინახა თუ როგორ იწვა სია იაო საწოლზე შიშველი ზურგით ზემოთ. თეთრი ქათქათა კანი გლუვი და მკვრივი, ჩანდა ყოველი ნაკეცი, მოხაზულობა უკანალოს ბზარამდე, საჯდომი ოდნავ წამოწეულო იყო, მაგრამ არა კეკლუცად, არამედ თავის მხრივ მამაკაცურად სექსუალურად, ეს ძალიან მამაკაცური იყო ( კიიი... პირდაპირ მამაკაცურობის განსახიერებაა😂). იუან ცზუნმა ტუჩები გაილოკა, გულში ცეცხლის ალი ენთებიდა, რომელსაც გასაქანი არ ჰქონდა ( ნუ ეხლა მაგის გასაქანს ფანჯრის მეორე მხარეს ტკბილად ძინავს ასე რომ...😅). მიუხედავად იმისა, რომ ძილის ეს პოზა ძალინ მომხიბვლელი იყო და თვალს ახარებდა, მაგრამ ძალზეხ მოუხერხებელი იყო. სია იაოს გვერდით შეტრიალებული თავით ეძინა, ასე თუ დიდხანს იძინებ ამან შეიძლება გულს ავნოს და ასევე კისერი ეტკინოს. როდესაც ადამიანს ღრმად ძინავს, ხველების ან ხმადაბალი ხმაურის გაგონებაზე ის საწოლში ტრიალდება, ამიტომ იუან ცზუნმა დაუშტვინა. მართლაც, როდესაც სია იაომ შტვენის ხმა გაიგო გადატრიალდა და იუან ცზუნს ზურგი შეაქცია.
ღამე უფრო და უფრო ცივი ხდებოდა, იუან ცზუნმა ისევ დაუშტვინა, სია იაომ თხელი ადიელა დაიფარა, მისი სახე დიდ უკმაყოფილებას გამოხატავდა, თითქოს ვიღაცამ დაუმსახურებლად აწყენინა.
- როგორი დამკერია.
ამ სიტყვბის უხმოდ თქმის შემდეგ იუან ცზუნი შეგრიალდა და განაგრძო თავისი "პოსტის" ტარება.
..............
მომდევნო სამი დღე იუან ცზუნი აგრძელებდა აქეთ იქით სირბილს, საღამოობით ის "პოსტზე" იყო, ხოლო გამთენიისას ბრუნდებოდა.
თავდაპირველად სია იაოა ეგონა, რომ ადამიანს არ შეუძლია ასეთი ტემპის ატანა, ორი დღის ატანა კიდევ შეიძლება, მაგრამ ნუთუ ყოველ დღე მისვლა შესაძლებელია? როგორც ის მიხვდა იუან ცზუნის ვარჯიშები ორი კვირა გრძელდებოდა და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რკინის კაციც კი ვერ შეძლებდა მუდმივი მიმოსვლის გაძლებას.
შესაძლოა სია იაო გადაეყარა სწორედ ასეთ პიროვნებას, უხეშს, მაგარი, თითქოს რკინის სხეულის პატრონს, რომელსაც ნებისმიერი ამინდის ატანა შეეძლო. როდესაც კარგი ამინდი კიდევ ხო, მაგრამ არა ისეთი, როგორიც დღეს. იმდენად ძლიერი ქარი იყო, რომ ბოთლები და თიხის ქონები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და მათი ხმა ექოდ ედებოდა არემარეს. ეს უდაოდ იმის მომასწავებელი იყო, რომ მალე კოკისპირული წვიმა დაიწყებოდა. სია იაო საწოლში ბორგავდა, შემდეგ წამოხტა და აივანზე გავიდა.
- სასწრაფოდ წადი!
იუან ცზუნი აგრძელებდა დგომას, მისკენ არც კი გაუხედავს.
- ვერ ხედავ, რომ ქარი ძლიერდება?
- მე უდაბნოში ქვიშის ქარიშხალი მინახავს, თაიფუნები, როდესაც სხვა ქვეყნებში სასიკვდილო მისიებზე მივდიოდი და ახლა ისეთ წვრილმანს უნდა მივედავო, როგორიც ქარია?
წყენამ და გაურკვევლობამ აავსო სია იაოს გული და ფანჯარა გაიჯახუნა.
- შენი დედაც, გინდა დგომა, იდექი, დაე ქარმა გაგყინოს, დაიმსახურე!
რამდენიმე ხანში ფანჯარაში ჭექაქუხილის ხმა გაისმა, ელვის შუქში სია იაომ იუან ცზუნი დაინახა, რომელიც მშვიდად, უემოციო სახით იდგა. რამდენიმე ნაბიჯი ფანჯარასთან დასაბრუნებლად.
- ფუ შენი* შენ რა გინდა მეხის დარტყმით მოკვდე?
იუან ცზუნი მთასავით მტკიცე იყო.
მოთმინების დაკარგვის შემდეგ, სია იაომ კარადიდან ქოლგა გამოიღო, იუან ცხუნს ესროლა და თავში მოახვედრა. ეს დარტმა იუან ცზუნისთვის გულზე მდუღარის დასხმასავით იყო(😢ცოდოო😭).*აქ ეწერა სიტყვა блядь რომელიც ჯერ გადავთარგმნე როგორც როსკიპი, შემდეგ ამ წინადადებაზე ბევრი ვიცინე და წავშალე.... 😅
YOU ARE READING
Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელი
Romanceხანგრძლივობა : 215 თავი (ძირითადი ისტორია) + 10 თავი (ეპილოგი) ძირითადი წყვილი : იუან ცზუნი-სია იაო დამატებითი წყვილი : პენგ ზე-ლი შენშენი ავტორი : ჩა ჯიდანი აღწერა : ისტორია მოგვითხრობს პოლიციელ სია იაოზე, რომელიც კინოვარსკვლავივით ლამაზია, ის მიე...