ჩუმად გიცავ

102 16 1
                                    

"ერთმა დამნაშავემ გაქცევა მოახერხა".
იუან ცზუნი გარკვეული დროის მანძილზე დუმდა და შემდეგ თქვა:
- ვიცი.
სავარჯიშო მოედანზე დაბრუნების შემდეგ, მთავარი ინსტრუქტორის მოადგილემ შეამჩნია იუან ცზუნის დაძაბული გამომეტყველება, შესაფერისი დრო იპოვა და ჰკითხა:
- რა მოხდა?
- პენკინში რაღაც საქმე გამიჩნდა.
- თუ დაუმთავრებელი საქმე გაქვს, სასწრაფოდ უნდა დაბრუნდე, აქ ჩვენც გავუმკლავდებით. სიმართლე გითხრა სულაც არაა კურსანტების ყოველ ვარჯიშზე შენი დასწრება სავალდებულო, ჩვენც შეგვიძლია მათთვის საჭირო ცოდნის მიცემა, თუ ჩვენს კომპეტენციაში ეჭვი გეპარება?
აქ საქმე ნდობა, არ ნდობაში არ იყო, პრობლემა პრინციპებსა და ამ საკითხისადმი მიდგომაში იყო.
ბევრი კურსანტი სწორედ იუან ცზუნის რეპუტაციის გამო მიდიოდა მათთან, ამ პირადმა მცველება პრივილეგიურ ცხოვრებაზე უარი თქვეს, იუან ცზუნის მეთაურობით უსასტიკესი ვარჯიშების გავლის სურვილის გამო.
იუან ცზუნმა ცივი ტონით უპასუხა:
- გააგრძელეთ ვარჯიში!
სია იაომ ასევე მიიღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაქცეული დამნაშავის შესახებ, აღმოჩნდა, რომ იმ დღეს მანქანაშო იყო არა 7, არამედ 8 ადამიანი, უბრალოდ ერთ-ერთი ბანდიტი ავტობუსში მიიმალა. როდესაც ბანდიტებმა ცეცხლი გახსნეს, კონკრეტული საპასუხო ღონისძიებების ჩატარების დრო არ იყო, ამვდროულად ბნელოდა, ამიტომაც ვერავი შეამჩნია თუ როგორ დატოვა ერთმა დამნაშავემ ავტობუსი. ასევე ეს ადამიანი არა მხოლოდ ძალიან მოხერხებული, ასევე საკმაოდ გამჭრიახიც აღმოჩნდა, სასტიკი დაპირისპირების დროს ის სამალავში იყო ხოლო შემდეგ შეუმჩნევლად გაიქცა.
როგორც კი გაქცეულ დამნაშავეზე ინფორმაციამ გაჟონა, მაცხოვრებლები აღელდნენ. არა მხოლოდ რიგითი მოქალაქენი, პოლიციაც კი ვერ გრძნობდა თავს დაცულად, რადგანაც ყველა საფრთხეში იყო. მაშინ ხომ ნამდვილი საშინელება დატრიალდა, ტერორისტული დაჯგუფება ერთი ხელის მოსმით იქნა ლიკვიდირებული, თანაც ასეთ ქაოსში არავის შეეხლო ეთქვა თუ ვინ ისროდა. იმის შემდეგ რაც მკვლელი დაბრუნდა, დაკავებაში მონაწილე პოლიციელებს აღარ შეეძლოთ საკუთარი უსაფრთხოების გარანტირება.
დღის განმავლობაში ამ დაძაბულობის ატანა კიდევ შეიძლებოდა, რადგანაც გაქცეული დამნაშავე გიჟი არ იყო, რომ კიდევ ერთხელ გაბმულიყო მახეში. მაგრამ როგორც კი მოსაღამოვდებოდა, სახლში დაბრუნებისას, საკუთარი სახლის კართან და სახლშიც კი საფრთხე იმალებოდა.
განსაკუთრებით სია იაოსთვის, რომელიც აშკარად გამოიკვეთა დამნაშავეთა დაპატიმრების დროს. ოფისიდან უნდოდათ სია იაოსთვის სპეციალური მანქანა და დაცვა გამოეყოთ, მაგრამ მან უარი უთხრა. " დაე მოვიდეს, შუა ღამით კართან დაველოდები!"
საღამოს, ვარჯიშის დასრულების შემდეგ, იუან ცზუნი მანქანით გამოვიდა იანტაიდან, მას თითქმის 5 საათი დასჭირდა პეკინამდე ჩასასვლელად. უკვე გვიანი ღამე იყო და სახლების უმრავლესობაში შუქი გამოერთოთ, სია იაოს ოთახშიც სიბნელე სუფევდა.
იუან ცზუნი ხმის ამოუღებლად იდგა სია იაოს ფანჯარასთან და ეწეოდა. შესაძლოა გვეთქვა, რომ ის უბრალოდ ზარმაცობდა, მაგრამ სინამდვილეში მისი ნერვები ზღვარზე იყო, ის გულისყურით ათვალიერებდა პერიმეტრს. გათენებამდე იუან ცზუნი იანტაიში დაბრუნდა, რათა ვარჯიში გაეგრძელებინა.
ბოლო რამდენიმე დღე დიდი მაია უფრო მორჩილი გახდა, შუა ღამით მისი ყვირილი აღარ ისმოდა. სია იაო საწოლიდან ადგა რათა საპირფარეშო ოთახში გასულიყო და გადაწყვიტა ბარემ აივანზე გასულიყო და ჩიტისთვის დაეხედა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაია გამქრალიყო. შემდეგ მან ფანჯარაში გაიხედა და მისი მზერა მაშინვე შიშისგან გაიყინა. იუან ცზუნი მისკენ ზურგით იდგა, მძლავრი სხეული დაძაბული იყო, ხოლო ორივე ხელი ძლიერად ჰქონდა პიჯაკის ბოლოზე ჩაჭიდული. სია იაოს სმენოდა, რომ კოსტიუმის ბოლოზე ხელი იმიტომ აქვთ მოკიდებული, რომ ხელი არ გაუოფლიანდეთ და იარაღის ჭერა და გადატენვა მარტივად შეძლონ. სია იაომ ასევე შეამჩნია, რომ იუან ცზუნის კისერი კოღოს ნაკბენებით იყო დაფარული, მაგრამ ის არც კი იფხანდა მათ და დაძაბული დგომას განაგრძობდა. კოღოების სიმრავლის მთავარი მიზეზი კი თავად სია იაო იყო, სწორად მან გადააქცია იმ დღეს ფანჯრის ქვეშ თევზის წვნიანი, რომლის სუნმაც კოღოები მიიზიდა.
ამ მომენტში სია იაოს გული შეეკუმშა, მისი გრძნობების აღწერა შეუძლებელი იყო.
მას უნდოდა ფანჯარა გაეღო და იუან ცზუნისთვის დაეყვირა: მე არ მჭირდება შენი აქ ყოფნა, არ მინდა შენთან ვალში ვიყო.... მაგრამ მან ვერ შეძლო ამის თქმა.
ბოლოს, ის დაბრუნდა საწოლში, ღრმად ამოისუნთქა და ადიელის ქვეშ შეძვრა.
სია იაოს მთელი ღამე არ სძინებია, გამთენიისას მან გაიგონა ფანჯრის ქვეშ რაღაცის ხმა. სია იაომ აივანზე გაიხედა, დიდი მაია დაბრუნდა.

Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელიOnde histórias criam vida. Descubra agora