პირველი დაპირისპირება

119 16 1
                                    

სია იაოს უცნაური შეგრძნება ქონდა, თითქოს ამ დაუნდობელ დამნაშევეს ნებისმიერ მომენტში შეეძლო მისი გატაცება, გამოსასყიდის მოსათხოვებლად. ამიტომ სადილის შემდეგ ის არქივში გაემართა, რათა შეემოწმებინა გაუხსნელი მძიმე დანაშაულებები უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში. ის ეძებდა ეჭვმიტანილებს, რომლებიც რაგაცით მაინც წააგავდნენ იუან ცზუნს, ან ადამიანებს, რომლებიც მასთან რაიმე კავშირში იყვნენ. მაგრამ შედეგად, მან ამაზე მთელი დარჩენილი დღე დახარჯა და ვერანაირი გამოსადეგი ინფორმაცია ვერ იპოვა.
რამდენიმე დღის შემდეგ, სია იაომ ცხოვრებაში პირველად დაიქირავა ათზე მეტი პირადი დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ თავად თავისუფლად შეეძლო სხვისი დაცვა ყოფილოყო. დაცვით გარშემორტყმული ბიზნეს კლასის მინივენით, სია იაო ბრუნდებოდა სახლში.
მანქანამ კვარტალის ერთ-ერთ წყნარ ქუჩაზე აუხვია, სია იაომ დაუფიქრებლად გაიხედა ფანჯარაში და მაშინვე გადაეყარა ავტომობილს, რომლიდანაც მას ნაცნობი, შემზარავი თვალები უყურებდნენ.
- მანქანა გააჩერეთ,- მიმართა სია იაომ მძღოლს.
მძღოლმა მკვეთრად გააჩერა მანქანა გზის პირას. მალევე მის სიახლოვეს კიდევ ერთი მანქანა გაჩერდა, ფანჯარა გაიღო, რომლიდანაც გამანადგურებელი მზერით იყურებოდა იუან ცზუნი.
"მიყურებს! როგორ ბედავს რომ მაშტერდება? ბებიაშენს უყურე!"- სია იაო გულში აღშფოთებული იყი, მაგრამ მისი სულიერი მდგომარეობა არანაირად არ აისახებოდა მის სახეზე. მან მტკიცე ხელით მიუთითა ფანჯარაზე და უბრძანა დაცვას.
- ის მამაკაცი მომიყვანეთ.
ათზე მეტი, კარგად ნავარჯიშები პირადი მცველი გადმოვიდა და მანქანისკენ გაემართა.
- გადმოდი!- ხმამაღლა დაიყვირა მთავარმა.
უეცრად აღმოჩნდა, რომ იუან ცზუნი მარტო არაა მანქანაში, მას თან ახლდა ორი დაცვის წევრი თავისი კომპანიიდან. ყვირილის გაგონების შემდეგ, ორივე მანქანიდან გადავიდა, მათ შავი ტანსაცმელი ეცვათ და ორივეს მოკლე ვარცხნილობა ჰქონდა, რაც მათ საკმაოდ მკაცრ გამომეტყველებას სძენდა.
- მე იმ ბიჭს ვუთხარი გადმოსულიყო და არა თქვენ!- თქვა სია იაოს მხარეს მდგომმა დაცვამ.
იუან ცზუნის თანამშრომლებმა უპასუხეს:
- გადმოვა თუ არა, მთლიანად შენს ოსტატობაზეა დამოკიდებული.
ამის გაგონების შემდეგ სია იაოს პირადი დაცვის უფროსი სწრაფი ნაბიჯით გაემართა მოწინააღმდეგისკენ, და ხელი აწია დასარტყმელად. საბოლოო ჯამში პირისპირ აღმოჩენის შემდეგ, მან ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, რომ ოპონენტისგან მიიღო ლამაზი "ფეხის დარტყმა ბრუნში" და მიწაზე დაეცა. დამხმარე, რომელიც განზე იდგა, გაშმაგებული დაესხა თავს მოწინააღმდეგეს, რათა შური ეძია. მას სურდა ოპონენტი მიწაზე დაენარცხებინა, მაგრამ იგი მოისროლეს, გაუგებარი, მაგრამ კვლავ ლამაზი დარტყმით. მან ბრძოლის მეთოდიკაში გარკვევაც კი ვერ მოასწრო, რომ ასფალტიდან აწეული და შემდეგ მასზევე სახით დანარცხებული აღმოჩნდა. მხოლოდ რამდენიმე საბრძოლო ხერხი და ათზე მეტ მცველს პანიკა დაეწყო.
სია იაო ამ ხნის განმავლობაში მანქანაში იყო და ბრძოლას აკვირდებოდა, თავისი დაცვის ნამდვილი სახე დაინახა, რომლებიც პირადად მან დაიქირავა, მართალია მან იცოდა, რომ ისინი პროფესიონალები არ იყვნენ, მაგრამ არც მოყვარულებს განეკუთვნებოდნენ. ათიოდე ადამიანის ორი კაცის მიერ დამარცხების და მიწაზე აღმოჩენის შემდეგ, სია იაომ ასეთი შეურაწყოფის მოთმენა ვეღარ შეძლო. ის ლეოპარდივით გადმოხტა მანქანიდან და მოჩხუბარი დაცვისკენ გაემართა, მან ავისმომასწავებლად დაიღრიალა:
-გაიწიეთ!
ერთმა დაცვაის წევრმა წუხილით იკითხა:
- ახალგაზრდა ბატონო სიაო, თქვენ.....
სია იაო გაემართა ორი მოწინააღმდეგის მხარეს, თავიდან დახვეწილმა დარტყმამ ფეხით ჰაერშივე მიაღწია ოპონენტს, დარტყმა განხორციელდა მარცხენა მხარეს, რამაც მას წონასწორობის დაკარგვა აიძულა. მალევე იუან ცზუნის თანამშრომელმა სცადა ამ დარტყმის გამეორება, მაგრამ იმწამსვე "მაგარი ბიჭი" მიწაზე დაანარცხეს.
პირადი დაცვის წევრები სია იაოს ისე უყურებდნენ, როგორც ღმერთს. "თუ ის პროფესიონალია, ჩვენ რისთვის დაგვიქირავა?"
იუან ცზუნი მანქანიდან აგრძელებდა ბრძოლის ყურებას, ის ნამდვილად არ ელოდა, რომ ეს ტანწერწეტა ბიჭი ფროფესიონალი მებრძოლი აღმოჩნდებოდა.
იუან ცზუნის მეორე თანამშრომელი საკმაოს მამაცი იყო, ის შეეცადა ნახტომში დაერტყა სია იაოსთვის. როგორც კი სია იაომ დაბლოკა მისი დარტყმა, ოპონენტმა მყისვე სხვა ხერხით შეუტია. ისინი ერთდროულად შეეჭიდნენ ერთმანეთს ფეხებით და წონასწორობა დაკარგეს. როგორც კი გაისმა ხმა "ბაც",  ოპონენტი ასფალტზე თავით დაეცა. სია იაომ აკურატულად ჩამოიბერტყს მტვერი ხელის გულებიდან და მანქანისკენ გაემართა, უეცრად ვიღაცის მძიმე ხედი მის მხარზე აღმოჩნდა, მისი ყველა მცდელობა თავი დაეღწია,  ოსტატურად იყო თავიდან აცილებული.
- როგორც იქნა გადმოხვედი......... სია იაო მკვეთრად შეტრიალდა.
ასეთი სანახაობის შემდეგ ყველა იქ მყოფი გაოცებული იყო. სია იაომ ფრაზის დამთავრებაც კი ვერ მოასწრო, რონ თავს დაესხა იუან ცზუნს, ის შეუჩერებელი დარტყმებით უტევდა მას, თითქოს იუან ცზუნი ქვიშის ტომარა იყო. ეს სპარინგს არ წააგავდა, უფრო ბოქსიორის ვარჯიშს. სია იაოს უნდოდა თავისი მოქნილობა გამოეყენებინა იუან ცზუნის წინააღმდეგ, მაგრამ ის უფრო მოხერხებული და გამძლე აღმოჩნდა ვიდრე სია იაო. საბოლოო ჯამში ეს წააგავდა უფროსისა თამაშს პატარა ბავშვთან. ამ სცენის მაყურებლებს ეშინოდათ, რომ სია  იაოზე ცოცხალი ადგილი აღარ დარჩებოდა. როგორც კი იუან ცზუნმა შეამჩნია, რომ სია იაო მის დარტყმებს ვეღარ შეეწინააღმდეგებოდა, მან ბრძოლა შეწყვიტა. აღმოჩნდა, რომ სია იაოს არ მიუღია სერიოზული ტრავმები, სულ რამდენიმე გემატომა და თავბრუს ხვევა. ცოტა გონზე მოსვლის შემდეგ, სია იაომ იუან ცზუნს ცივი მზერა ესროლა, რომლის უკანაც შიშს მალავდა.
- დღეს ყველაფერს გავარკვევთ, შენ მე შურისძიებისთვის მეძებ თუ გამოსასყიდისთვის. მაშინ მიდი, დატკბი!
იუან ცზუნმა წყნარად უპასუხა:
- შენ ჩემ დას მოწონხარ.
- რა?- სია იაომ ვერ გაიგო.
- იუან ჟუ.
სია იაო გაჩუმდა, ის ხმის ამოუღებლად უყურებდა თავის ფეხებს. რამდენიმე წუთის შემდეგ სია იაონ თავი აწია, შეხედა იუან ცზუნს და გაცხარებულმა დაიწყო ყვირილი:
- თქვენ, ორნი, და და ძმა, გიჟები ხართ??!! მთელი კვირა! შიშში ვცხოვრობდი, არ ვიცოდი რა მეფიქრა, ვნერვიულობდი... თქვენ საერთოდ ადამიანები ხართ?!!- სია იაო თავის ყვირილში მთელი გულდაწყვეტა და სიბრაზე ჩადო, რომელიც ამ კვირის განმავლობაში დაუგროვდა. შემდეგ ის წყნარი ნაბიჯით და აუღელვებელი გამომეტყველებით დაბრუნდა თავის მანქანასთან. სანამ წავიდოდა მან მანქანის ფანჯარა ჩამოსწია და იუან ცზუნს რამდენიმე ფრაზა ესროლა:
- შენს დას უთხარი, ჩვენ შორის არაფერი გამოვა!

Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელიDonde viven las historias. Descúbrelo ahora