მომდევნო დილით, იუან ცზუნთან შეხვედრისგან თავის ასაცილებლად, სია იაომ გადაწყვიტა სამსახურში ველოსიპედით წასულიყო. როდესაც ის მიდიოდა, კორპუსის გადახრის გამო, მის თეთრ მაიკას ნიავი იტაცებდა და გლუვ, დაჭიმულ მუცელს აჩენდა. გრძელი, მშვენიერი ფეხები, რომლებზეც პოლიციის ფორმა იყო შემოტკეცილი, ხან იხრებოდა, ხან იშლებოდნენ, პედლების ტრიალის დროს, დაკუნთული, ძლიერი თეძოების კონტურს კვეთდნენ.
ქალები, რომლებიც საჭესთან ისხდნენ, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, როდესაც ის მათ მანქანებს უვლიდა გვერდს. შთაბეჭდილება, რომელსაც ის ტოვებდა შეიძლებიდა ერთი წინადადებით აღგვეწერა "საშინლად ლამაზი!"
განყოფილებაში მისვლისთანავე სია იაომ ველოსიპედი გაჩერებაზე დააყენა და მაშინვე თავის ერთ-ერთ კოლეგას გადაეყარა, რომელსაც ჩჟან ტიანი ერქვა.
- ვაუ, ველოსიპედით მოხვედი?- ჰკითხა ჩჟან ტიანმა.
იქედან გამომდინარე, რომ სია იაოს იმის ახსნის, რომ ერთი პერსონისგან იმალება, არანაირი განზრახვა არ ჰქონდა, მან უბრალოდ უპასუხა:
- ვვარჯიშობ.
- ნუთუ ასეთ ტანს ფიზიკური დატვირთვა ესაჭიროება?- ჩჟაო ტიანმა სია იაოს ტრაკზე დაარტყა.- ნუთუ პოლიციაში კუნთებს სპეციალურად არ ავარჯიშებენ?
სია იაომ უკმაყოფილოდ წაიბურტყუნა:
- იქნებ ხელები არ დაიგრძელო.
- ოუ, დამავიწყდა,- დამცინავად წარმოთქვა ჩჟან ტიანმა.- ახალგაზრდა ბატონო იაო, შენ ხომ თქვი რომ ვერ იტან როცა გეხებიან, განსაკუთრებით კი როდესაც შენს წინ შიშვლდებიან. მაინტერესებს, მომავალში ცოლს რომ მოიყვან, რა უნდა ქნა?
სუა იაომ ჩჟან ტიანს ქიჩოში ხელი წამოარტყა.
- შენ ეს უნდა გაღელვებდეს?
საღამოს, სამსახურის შემდეგ, სია იაო გამოვიდა მრავალსართულიანი შენობიდან და გაჩერებისკენ გაემართა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ველოსიპედი თავის ადგილზე იყო. შემდეგ გაემართა ჭიშკრისკენ, მზერა ესროლა იქაურობას და დარწმუნდა, რომ მანქანა ადგილზე იყო. სია იაომ იუან ცზუნს ცნობისმოყვარე მზერა ესროლა და შემდეგ ველოსიპედს მოაჯდა და ლამაზად გავიდა გზაზე. იუან ცზუნმა დაქოქა მანქანა და ველოსიპედს გაყვა; ის გამჭოლო მზერით აკვირდებოდა ველოსიპედით მიმავალ სია იაოს, როგორ მოძრაობდნენ მისი მკვრივი თეძოები და გარყვნილ სურვილებს აღძრავდნენ.
გზაჯვარედინზე მისვლისთანავე სია იაომ მკვეთრად მოუხვია კუთხეში და ძალიან ვიწრო ქუჩაზე გავიდა. შემდეგ მან, სექსუალურად, ტუჩის ცალი კუთხით გაიღიმა და გაიფიქრა "აბა აქ თუ შეძლებ შემოსვლას?!"
იუან ცზუნმა გზაჯვარედინზე მანქანა გააჩერა. სია იაომ შუბლი შეკრა და გადაწყვიტა აჩქარებულიყო, რათა რაც შეიხლება მალე დასხლტომოდა ამ გამოხედვას, მან მკვეთრად დააჭირა გეხი პედალს, როდესაც უეცრად ჯაჭვი გაიჭედა. სია იაო ჩაიცუცქა და დაიწყო პრობლემის შემოწმება და მაშინვე ბრაზმა მოიცვა: ჯაჭვი გაწყვეტილი იყო. როგორ მოახერხა ჯაჭვის გაფუჭება? სია იაო საშინლად გაბრაზებული იყო.
"შენ გეგონა, მანქანაში ჩაგიჯდებოდი და ბარემ საჩუქარსაც მივიღებდი? მე არ ვარ თანახმა, მირჩევნია ველოსიპედი სახლამდე ფეხით მივიტანო, ვიდრე შენს მანქანაში ჩავაჯდე და შენი კომპანია ავიტანო".
ამის თქმის შემდეგ, სია იაომ განაგრძო გზა. კუთხეს მიუახლოვდა თუ არა, ის უზარმაზარ თხრილს და წარწერას გადაეყარა, იქ ეწერა "მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები". სია იაომ სიბრაზისგან ისე ხლიერად მოუჭირა ხელი ველოსიპედის საჭეს, რომ მასზე კვალი დარჩა. მას მოუწია გზაჯვარედინზე დაბრუნებულიყო, იუან ცზუნი ისე ისე იჯდა მანქანაში დამცინავი ღიმილით. მაშინ სია იაომ, ღიმილით, ველოსიპედი წინ გაიმძღოლა და მიუახლოვდა თუ არა, იუან ცზუნის მანქანის ფანჯარაზე დააკაკუნა. სია იაო დაელოდა სანამ იუან ცზუნი ფანჯარას და შემდეგ ველოსოპედი მთელი ძალით მის მანქანაზე მოისროლა, რათა გაეტეხა და პარალელურად გაიძახოდა:
- შენ არც სინდისი გაქვს, არც ნამუსი!
მან ისროლა ველოსიპედი და წავიდა. იუან ცზუნის სახეზე წამიერი ღიმილი გაჩნდა.
უკვე სახლში სიას დედამ მაშინვე შენიშნა, რომ სია იაო სახლში ველოსიპედის გარეშე დაბრუნდა და ჰკითხა:
- ველისიპედი სადაა? დილით ხომ იმით წახვედი?
- ააა....- სია იაო ძალით გაიცინა.- პედალი გაუფუჭდა და ხელოსანს მივუტანე.
- შენი ველოსიპედით სიარული ფულის ტყუილი ფლანგვაა, როგორ მოახერხე ასეთი კარგი ხარისხის ველოსიპედის პედლის გაფუჭება.
სია იაომ შეამჩნია დედის გამკიცხავი ტონი. მან ფიქრებში ენა გამოუყო, მაგრამ მეტი ვერაფერის თქმა გაბედა და ჩუმად გაიპარა თქვის ოთახში. იმ მომენტში, როდესაც მან ველოსიპედი ისროლა ის ისეთი ბედნიერი იყო, მაგრამ ახლა.მ როდესაც ტრანსპორტი გაქრა, მას გული დასწყდა.
სია იაოს ამქვეყნად დედის გარდა არავისი ეშინოდა. თუ სხვა ოჯახებში მიღებული იყო, რომ მამა უნდა ყოფილიყო მკაცრი და დედა ლმობიერი, მის ოჯახშუ ყველაფერი პირიქით იყო. იმის მიუხედავად, რომ ის დედისერთა იყო, დედამისს მის აღზრდაში მოწყალება არასდროს გამოუჩენია, ამის გამო სია იაო ძალიან იტანჯებოდა. მისი დედა ძალიან მომთხოვნი და მკაცრი იყო. ბავშვობაში თუ სია იაო იჩხუბებდა, იმის მიუხედავად ის მართალი იყო თუ არა, დედა მას ბოდიშის მოხდას აიძულებდა.
იმის მიუხედავად, რომ მათი ოჯახი შეძლებული იყო, სია იაო დედა მას ფულის ფლანგვას უკრძალავდა, მისი ხელფასიც კი, რომელიც 6000 იუანი იყო, აღრიცხვის ქვეშ იყო.
"ველოსიპედი 10000-ზე ძვირი ღირდა, როგორ ვუთხრა, რომ უბრალოდ გადავაგდე, რა მოხდება როდესაც "დედოფალი" გაიგებს? ესღა მაკლდა! იქნებ იუან ცზუნთან მივიდე? ფუ შენი! მირჩევნია დედაჩემმა მცემოს ჯოხით. კარგი, ხვალ ვისესხებ ფულს და ახალს ვიყიდი".

ВЫ ЧИТАЕТЕ
Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელი
Любовные романыხანგრძლივობა : 215 თავი (ძირითადი ისტორია) + 10 თავი (ეპილოგი) ძირითადი წყვილი : იუან ცზუნი-სია იაო დამატებითი წყვილი : პენგ ზე-ლი შენშენი ავტორი : ჩა ჯიდანი აღწერა : ისტორია მოგვითხრობს პოლიციელ სია იაოზე, რომელიც კინოვარსკვლავივით ლამაზია, ის მიე...