სხვა მხრიდან

94 13 3
                                    

სია იაომ იუან ცზუნის ნომერი მის პირად პორტფოლიოში ნახა და ცოტა ყოყმანის შემდეგ დარეკვა გადაწყვიტა.

" შენი ჩიტი მოიყვანე, უნდა შევხვდეთ". 

ეს თქვა და ყურმილი მაშინვე დაკიდა.

ნახევარი საათის შემდეგ იუან ცზუნი სია იაოს სახლთან მივიდა, სი აიაო მაშინვე კართან გაჩნდა. მან დაინახა, რომ იუან ცზუნი მანქანიდან ხელცარიელი გადმოვიდა და შორი მანძილიდანვე ჰკითხა: " შენი ჩიტი სად არის?"

იუან ცზუნმა ფეხებშორის დაირტყა ხელი და თქვა:

- აქ არის.(ცუდად ვარ 😂)

გაბრაზებული სია იაო თავიდან შეეკითხა:

- მე გკითხე, სად არის შენი დიდი მაია?

იუან ცზუნმა იგივე მოძრაობა გაიმეორა და თქვა:

- ის აქ არის.

სია იაო უკვე ზღვარზე იყო და ცოტა აკლდა, რომ არ შეეგინა, როდესაც უეცრად დიდი მაია იუან ცზუნის შარვლიდან ამოფრინდა, მისი შავი სხეული ჰაერში გრაციოზულად მოძრაობდა, ხმა კი მხნე და წკრიალა ჰქონდა. შემდგომ იუან ცზუნმა მაიას გალია გადმოიღო, შიგნით მაია ჩასვა და სია იაოს წინ დადგა. სია იაო ჯერ კიდევ განცვიფრებული იდგა:

- ეს.... ასე უეცრად როგორ მოხდა?

იუან ცზუნი ისე მოიქცა თითქოს კითხვა რა გაუგონია და იკითხა:

- რატომ მთხოვე ჩიტის მოყვანა?

- ჩემს სია ჰეის ის უყვარს და არ უნდა მასთან დაშორება და გადავწყვიტე ის შენგან ვიყიდო, დაასახელე შენი ფასი.

- ის არ იყიდება.

სია იაომ უპასუხა:

- მაშინ უბრალოდ წავიყვან მას.

იუან ცზუნი უევრად სია იაოს ქეჩოში სწვდა და მიიახლოვა, მათ შორის მანძილი სულ რამდენიმე სანტიმეტრი იყო, როდესაც მან დაილაპარაკა მხურვალე სუნთქვა შეეხო სია იაოს სახეს, ეჭვგარეშე მსგავსი უნიკალური და ღრმა არომატი მხოლოდ ასეთ სასტიკ და მოუდრერკელ ადამიანს შეიძლება ეკუთვნოდეს.

Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელიWo Geschichten leben. Entdecke jetzt