დილით, სახლიდან გამოსვლის შემდეგ, სია იაომ მაშინვე შეამჩნია თავისი ველოსიპედი, რომელიც კარებთან იდგა. ჯაჭვი შეცვლილი იყო და დამტვრეული ნაწილები აღდგენილი, ერთი შეხედვით ის არაფრით განსხვავდებოდა იმ ველისიპედისგან, რომელიც სია იაომ ახლახანს დაამტვრია. სია იაომ მიმოიხედა, მაგრამ იუან ცზუნი არსად ჩანდა, მან თავი ვერ შეიკავა და გულგრილად ჩაიცინა.
"როგორც იქნა, რაღაც ადამიანური გააკეთა!"
ამის მიუხედავად, სია იაო არ აპირებდა ველოსიპედით წასვლას, ის სკეპტიკურად უყურებდა იუან ცზუნის მორალურ თვისებებს. იმ შემთხვევაში, თუ მისი ეშმაკური გეგმა ისევ გამეორდებოდა, სია იაოს უსაფრთხოდ გადაადგილებუს არანაირი გარანტია არ ექნებოდა. ამიტომ, მან გადაწყვიტა, სამასახურში როლიკებით წასულიყო. გუშინდელთან შედარებით, სია იაოს ტანსაცმელს ახალი აღჭურვილობა დაემატა, რომელმაც ყურადღება მიიქცია. როდესაც ის ოფისს მიუახლოვდა, ის კოლეგებს გადაეყარა, გოგონები პოლიციის განყოფილებიდან გამოდიოდნენ. როგორც კი სია იაო თვალს მიეფარა, მათ მაშინვე დაიწყეს მასზე ჭორაობა.
- რა დაემართა სია იაოს ამ ბოლო დროს? გუშინ ველოსიპედით მოვიდა, დღეს როლიკებით!
- გინდა თქვა, რომ გაცნობიერებულად იწონებს თავს?
- გინდა თქვა, ... შანსი მაქ?
- ეჰ შენ.... არც სინდისი გაქ, არც ნამუსი.
........
სია იაო ოფისში შევიდა, როლიკებით ხელში და წინ დაილაგა.
"მოდი ვნახოთ ამჯერად რა გეგმები გაქვს?"
საღამოს, სამსახურის შემდეგ, სია იაომ ჩაიცვა როლიკები და თავისუფლად გავიდა ქუჩაში, ასე სიარული, უბნების მრავალფეროვნება, მას მართლაც ძალიან მოწონდა.
"აბა ახლა თუ გაქვს ჩემი ადევნების შანსი! გამომეკიდე! ისე ვიზამ, რომ ჩემი ჩრდილიც კი ვერ დაინახო."
ამდენი დღის შემდეგ სია იაომ, როგორც იქნა, შეძლო განეცადა ბედნიერება იმისა, რომ მას თან გამჭოლი მზერა არ დასდევდა, ის თავისუფლად დანარნარებდა, სახლში დაბრუნებისას მისი გული ბედნიერი იყო, აჰ! მან სადილზეც კი ერთი თეფში ბრინჯი დაიმატა.
საღამოს, ძილის წინ, სია იაო ფანჯარას მიუახლოვდა, რათა ფარდები ჩამოეფარებინა, როდესაც უეცრად, ფანჯარაში გამოჩნდა სახე, შიშისგან მან რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. შემდეგ, ცოტა დაწყნარდა, ფანჯრის წინ დადგა და დაიყვირა:
- გაეთრიე!
ასეთი ყვირილისგან მაია დაფრთხა და გალიაში სირბილი დაიწყო.
ამავდროულად სია იაოს დედამ დააკაკუნა კარზე.
- შვილო, რა მოხდა?
სია იაომ სიძულვილით ჩამოაფარა ფარდები და უკვე წყნარი ხმით უპასუხა:
- ყველაფერი კარგადაა დედა, წადი დაწექი.
დედამისის წასვლის შემდეგ სია იაო საწოლზე ჩამოჯდა, რათა სული მოეთქვა, საბედნიეროდ მისი ოთახი საკმაოდ დიდი იყო და საწოლს ფანჯრისაგან დიდი მანძილი აშორებდა. სხვა შემთხვევაში, ეს რამდენიმე მეტრი რომ არა, მას მოუწევდა, ფარდებში გახედვა, რაც მის სულიერ მდგომარეობაზე დიდ ზეგავლენას მოახდენდა.
"როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი ჯიუტი, უსირცხვილო სტალკერი იყოს? და ეს ერთი საჩუქრის გამო? ნუთუ არ შეგეძლო ეს საჩუქარი გადაგეგდო და დისთვის გეთქვა, რომ ვითომ მომეცი? ამის დედაც!!
სია იაო ცოტა დაწყნარდა მომხდარის შემდეგ, მაგრამ ვერ შეძლო თავი ფანჯარაში გახედვისგან შეეკავებინა, ის ფიქრობდა წავიდა თუ არა იუან ცზუნი. " საათზე მეტი გავიდა, ალბათ წავიდა, ხომ ასეა?"
სია იაო, ცოტა აღელვებული, მიიპარა ფანჯარასთან და ფარდები ოდნავ გადასწია.
იუან ცზუნმა მაშინვე დაინახა მშვენიერი თვალები, რომლებიც ოდნავ მოჭუტვით და მაცდურად იყურებოდნენ, მაგრამ ამავდროულად სიფრთხილესა და ეჭვს გამოხატავდნენ. შემდეგ გამოჩნდა სწორი ცხვირი, თხელი ტუჩები და ძლიერი ნიკაპი, პირველადი ნაზი ნაკვთები, მრისხანე ნიღბად გადაიქცა. როგორც იქნა, გაისმა ფარდის მკვეთრი ხმა, რომელმაც სახე დამალა და ნაბიჯების დაშორების ხმა.
მომდევნო დღეს, სამსახურში წასვლის წინ, სია იაომ ჩამწერის ელემენტი გამოცვალა და ჩართვის შემდეგ გალიის გვერდით დაკიდა. ჩამწერი სია იაოს სიტყვებს იმეორებდა.
"გაეთრიე! გაეთრიე! გაეთრიე!...."
საღამოს სია იაო, ისევ როლიკებით ბრუნდებოდა, უკან კი იუან ცზუნი ჩამოიტოვა. სახლში დაბრუნების შემდეგ, მან ისაუზმა, აჭამა მაიას და მოუთმენლად ელოდა მის მიერ ნასწავლი სიტყვების მოსმენას. იმის მიუხედავად, რომ იუან ცზუნი არ მისულა, მაია ვერ ჩერდებოდა და დიდი ბედნიერებით აგრძელებდა ლაპარაკს.
- გაეთრიე! გაეთრიე! გაეთრიე!......
სია იაოს არ ჭირდებოდა ფარდების გადაწევა, არც ისე რთული იყო გარეთ მყოფი ადამიანების წარმოდგენა, თითქოს მათ სახეში შეაფურთხეს, ეს იყო ძალიან უხერხული და შემარცხვენელი.
სია იაომ თავი ვერ შეიკავა და წაიჩურჩულა:
- დაე წყევლამ მოგკლას!
YOU ARE READING
Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელი
Romanceხანგრძლივობა : 215 თავი (ძირითადი ისტორია) + 10 თავი (ეპილოგი) ძირითადი წყვილი : იუან ცზუნი-სია იაო დამატებითი წყვილი : პენგ ზე-ლი შენშენი ავტორი : ჩა ჯიდანი აღწერა : ისტორია მოგვითხრობს პოლიციელ სია იაოზე, რომელიც კინოვარსკვლავივით ლამაზია, ის მიე...