ცოტა საყვარლობა წვიმიან ღამეს

104 16 8
                                    


10 წამის შემდეგ დამნაშავემ გონება დაკარგა, მას აღარ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა. სია იაო, რომელიც მთელი ეს დრო ძალიან დაძაბული იყო, როგორც იქნა დამშვიდდა. იუან ცზუნი აგრძელებდა დამნაშავის მიწაზე გაკავებას, რათა თავიდან აეცილებინა მისი უეცარი გამოფხიზლება, მან ის თავიდან ფეხებამდე გაჩხრიკა, ორი მჭიდის იოივა და ჯიბეში ჩაიდო.

"ახლა მაინც ხომ შეგიძლია გამომიშვა?"- გაიფიქრა სია იაომ, თან ფანჯარაში კაკუნს აგრძელებდა. მაგრამ იუან ცზუნი მას უბრალოდ აიგნორებდა, მან დამნაშავე მიწიდან წამოაყენა და თავსხმა წვიმის მიუხედავად მანქანისკენ წაიყვანა, რომელიც იქვე იდგა. შემდეგ მან მანქნიდან გადმოიღო წინასწარ გამზადებული თოკი და დამნაშავე გაკოჭა, რის შემდეგაც საბარგულში ჩააგდო. ყველაფრის კარგად შემოწმების შემდეგ ის სია იაოსკენ გაემართა. სველი ფანჯრის იქით სია იაოს შეეძლო მხოლოდ ეყურებინა თუ როგორ მოძრაობდა წვიმის ქვეშ მძლავრი და ძლიერი მამაკაცი, ამაყი პოზით, მავდროულად ქედმაღალი, თავდაჯერებული დესპოტი.

ბაბახ! ხმაურით გააღო ფანჯარა იუან ცზუნმა.

- სად არის ის?- იკითხა სია იაომ.

იუან ცზუნმა უპასუხა:

- გავკოჭე და დილით პოლიციაში მივიყვან.

შემდეგ მან ამოიღო დამნაშავისთვის წარმეული იარაღი და მჭიდი და ფანჯრიდან გადააწოდა.

როგორც კი სია იაომ იარაღი გამოართვა, მისი გამოხედვა წამიერად გახდა ცივი.

- რატომ ჩაკეტე ფანჯარა და გამოსვლის საშუალება არ მომეცი? თვლი რომ ყველაზე მაგარი ხარ და მე თანასწორად ვერ ვჩამთვლი? თვლი რომ იარაღის გარეშე დამნაშავესთან ბრძოლის გაჩაღება შთამბეჭდავია? შენი დედაც, პოლიციელი აქ მხოლოდ მე ვარ! რა უფლებით უდგები წინ და მართმევ საშუალებას ჩემი კანონით დადგენილი ვალდებულებები შევასრულო?

Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელიHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin