დიდი მაიას მონატრებაში

141 15 7
                                    

ორკვირიანი სავარჯიშო კურსი სანაპიროზე დასრულდა, იუან ცზუნმა, თავის კურსანტებთან ერთად, როგორც იქნა შეძლო იანტაიდან პეკინში დაბრუნება. გამგზავრების წინ იუან ცზუნმა განზრახ იყიდა ის საქონელი, რომელიც იან ტაიში სახელგანთქმული იყო, ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი იყო მსხალი ლაიანიდან. რადგანაც ბაზრობაზე, საქონლის სიმრავლის გამო, იყო შანსი, რომ ნაყიდი მსხალი ლაიანიდან სულაც არ ყოფილიყო, იუან ცზუნი სპეციალურად ჩავიდა ხეხილის ბაღებში, რომლებიც ლაიანში იყო, რათა თავად ასულიყო ხეზე და ვყველაზე დიდი და გემრიელი ნაყოფი დაეკრიფა, ერთი ასეთი მსხლის ფასად შეიძლებოდა ერთი ყუთი უბრალო მსხლის ყიდვა.

იუან ცზუნმა პეკინში ჩასვლა მხოლოდ გვიან საღამოს მოახერხა.

სია იაოს იუან ცზუნი უკვე ერთი კვირა არ ენახა, როგორც იქნა მას შეეძლო მოდუნებულიყო და თავი თავისუფლად ეგრძნო, მაგრამ ამავდროულად ყველაფერი რაღაც მოსაწყენი გახდა.

დიდი მაია ისევ ცუდად გამოიყურებოიდა, უნდა ვაღიაროთ, რამდენიმე დღის წინ ის მართლაც გაცივდა, ხმა დაუბოხდა და ტიან ფენის( ოპერის მსახიობია) და ერიკ ცანის(კინემატოგრაფი) ხმათა ნაზავს წააგავდა, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა გაუჩერებლად ლაპარაკს. ეს სია იაოს ყურებისთვის ნამდვილი წამება იყო და მისგან ხსნაც არსად ჩანდა: ამ ხმით ის აგრძელებდა სხვადასხვა ისტორიების მოყოლას. ამიტომ სია იაო გაკვირვებისგან გაშეშდა, როდესაც საიდანღაც ბოხი ხმა გაისმა.

- ჩიკ- ჩირიკ! ბოლო დროს ხშირია ლაპარაკი მსოფლიო ტენდენციებზე, რომლის მიხედვითაც დიდი ხნის დაშორებულნი უნდა გაერთიანდნენ, ხოლო დიდი ხნის ერთად მყოფნი დაშორდნენ...... ყველაფერი კარგად იქნება.... თქვენთან იყო ერიკ ცანი.....( ჩიტი აგრძელებს სისულელის ლაპარაკს)

სია იაო ბევრჯერ დაფიქრებულა იმაზე, რომ ჩიტი შესანახად სხვისთვის მიეცა, მაგრამ გალია მიქონდა თუ არა, დიდი მაია საყვარელი ხმით ამბობდა:

Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელიWhere stories live. Discover now