მნიშვნელოვანი სიტყვები

278 16 25
                                    

იუან ჟუ, დილით ადრე, გაწეწილი თმით და პიჭამით აუჩქარებლად გამოვიდა ოთახიდან, რათა სავარჯიშო ოთახში გაესეირნა.

ყველა პირადი მცველი და კურსანტი უკვე მიჩვეული იყო, რომ სახლში იუან ჟუ ბიუზჰალტერს არ ატარებდა.

მისი დიდი მკერდი ყველას თვალში ხვდებოდა, თავისუფალ ტანსაცმელში, ხანდახან ის იზმორებოდა და თხელი აბრეშუმის ნაჭერი მისი მკერდის კონტურებს იმეორებდა, მან ჯერ კიდევ არ იცოდა თუ ვინ ვარჯიშობდა იქ მყოფ ჯგუფში.

- ჩჟან დეცზი, გუშინ გთხოვე მაღაზიაში წასულიყავი და ყოველდღიური საფენები გეყიდა ჩემთვის, მათ მაგივრად ჰიგიენური რატომ მომიტანე?- ჰკითხა იუან ჟუმ იქვე მორბენალ კურსანტს.

ახალგაზრდა მამაკაცმა გაკვირვებული სახით ჰკითხა:

- ეს რა.... ერთი და იგივე არაა?

- რა სისულელეა! ყოველდღიურებს ვიყენებთ ყოველ დღე, ხოლო ჰიგიენურს მხოლოდ მენსტრუაციის დროს.

- მაგრამ თუ მენსტრუაცია არ დაგწყებია, რატომ იყენებ მათ საერთოდ? ასე მოგწონთ იმ ადგილის გადაკეტვა? არ გცხელათ ხოლმე?

- ახლა გცემ....

იუან ჟუ აგრძელებდა ხმამაღალი სკანდალის მოწყობას, როდესაც ნაცნობი ფიგურა შეამჩნია, ხელები, რომლითაც კურსანტს ჩაჰფრენოდა უეცრად მოეშვა, თვალებში მხიარულება, თავზარდაცემით შეიცვალა.

- ის... ის... აქ როგორ აღმოჩნდა?- იკითხა იუან ჟუმ და სია იაოზე მიუთითა, რომელიც იქვე მდგომ ჯგუფთან ერთად ვარჯიშობდა.

- ის გუშინ არ წარადგინეს? თქვენ მას იცნობთ?- იკითხა კურსანტმა.

- ეს სია იაოა.

ამის თქმის შემდეგ იუან ჟუნმა თვითკონტროლი დაკარგა, მის სახეზე პანიკა აისახა, ის შეეხო თავის, უიმედოდ აწეწილ თმას, შემდეგ თავი დახარა და კბილები გააკრაჭუნა, რადგან თავისი მდომარეობის შერცხვა. როდესაც შეამჩნია, რომ სია იაო თავის ჯგუფთან ერთად მისკენ მიდიოდა, იუან ჟუმ მკერდზე ხელები აიფარა და გაიქცა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Oct 13, 2017 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელიWhere stories live. Discover now