სანამ სია იაო იუან ცზუნზე მიყრდნობილი იყო, მენ სინიც უსაქმოდ იჯდა.
საბედნიეროდ (ვისთვის როგორ :D???) იუან ცზუნმა, იუან ჟუს პაემანი სწორედ ჩაის სახლში დანიშნა, რის გამოც იუან ჟუ უკმაყოფილო იყო , სანამ კარგად ნაცნობ სილუეტს არ შენიშნავდა. სია იაო მოპირდაპირე კუპეში იჯდა ვიღაც გოგონასთან ერთად და ისინი საკმაოდ მხიარულად ატარებდნენ დროს. დაშორების მიუხედავად, იუან ჟუს გულში ცეცხლმა იფეთქა, " ამ ზომბმა სია იაომ სიცილი იცის? ამის დედაც! ეს რა პაემანია? ამ იმპოტენტს პაემანზე სიარულის სითავხედე ყოფნის? ახლა სხვა გოგონების მოტყუება გადაწყვიტა!"
სანამ ის სიტუაციას აანალიზებდა, სია იაომ იუან ცზუნთან მიირბინა. იუან ჟუ შეუმჩნევლად გაძვრა მაგიდებს შორის და სია იაოს ადგილზე ჩამოჯდა, მან ღიმილიანი სახით შეხედა მენ სინს.
- ალბათ თქვენც დათქმულ პაემანზე მოხვედით?
უცხო ადამიანის უეცარმა გამოჩენა მენ სინისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მან თავაზიანად დაუკრა თავი.
- ეს მართლაც ასეა...
იუან ჟუმ გადაწყვიტა გოგონა იმ მომავალი ტანჯვისგან გადაერჩინა, რომელიც მას ელოდა და მენ სინისთვის დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა აერიდებინა.
- მე ვთვლი, რომ ქალისთვის, როგორიც არ უნდა იყოს: სექსუალური და თავმომწონე, თუ მორცხვი, "სექსი" რჩება ურთიერთობების შეუცვლელ ნაწილად. მე პირდაპირი ადამიანი ვარ და რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ! არაა საჭირო გააკეთო ისეთი რამ, რაზეც მთელი ცხოვრება ინანებ!
მენ სინის სახე დაბნეულობას გამოხატავდა.
- რაზე ლაპარაკობთ?
იუან ჟუ მენ სინის სახეს მიუახლოვდა და ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა:
- ბიჭი, რომელთანაც პაემანზე მოხვედით, სია იაო, იმპოტენტია.
მენ სინი განცვიფრებული იყო.
იუან ჟუმ ასევე გააგრძელა:
ESTÁS LEYENDO
Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელი
Romanceხანგრძლივობა : 215 თავი (ძირითადი ისტორია) + 10 თავი (ეპილოგი) ძირითადი წყვილი : იუან ცზუნი-სია იაო დამატებითი წყვილი : პენგ ზე-ლი შენშენი ავტორი : ჩა ჯიდანი აღწერა : ისტორია მოგვითხრობს პოლიციელ სია იაოზე, რომელიც კინოვარსკვლავივით ლამაზია, ის მიე...