შარვალი ოდნავ ჩაგძვრა

113 17 3
                                    

საღამოს, სადილის დროს სია იაო ყურადღებაგაფანტული და თავისი აზრებით გართული იყო. სია იაოს დედამ ეს შეამჩნია, თევზის ნაჭერი ფიალაში ჩადო და იკითზა:

- შვილო რაზე ფიქრობ?

- დედა, თქვენ ხომ წინაზე მითხარი.... ბიძია ჯაოს, თუ ბიძია მენს, შვილიო ყავს, რომელიც თითქმის ჩემი ტოლია?

- მმმ, შენ მენ სინზე ამბობ?

სია იაოს დედამ გაიღიმა და იკითხა:

- ბოლოს როდესაც ამ თემას შევეხე შენ ხომ თქვი, რომ დაინტერესებული არ ხარ? ასე უცებ რა მოხდა?

- არ მინდა დროზე ადრე შვილის ყოლა, თუ თქვენ გეჩქარებათ შვილიშვილი?

სია იაოს დედამ სიბრაზე გაითამაშა და გამჭოლი მზერა ესროლა შვილს.

- რამდენი წლის ხარ ჯერ? მე არსად არ მეჩქარება!

"შენ არ გეჩქარება, მე მეჩქარება..." სია იაო აგრძელებდა ბრინჯის ფიალაში ქექვას. მან ისევ ჰკითხა დედას:

- როგორი ადამიანია?

- მენ სინზე ამბობ?

სია იაომ თავი დაუქნია.

დედამისი დაფიქრდა და უპასუხა:

- ის კარგად გამოიყურება..... მაღალი არაა, მაგრამ ძალიან ელეგანტური და მიმზიდველია, მაგრამ რაც მთავარია ის ძალიან ნიჭიერია, პიანინოზე კარგად უკრავს, ლექსებს წერს და უკვე ლექსების ორი კრებული გამოსცა. მისი ოჯახის წევრებიც ინტელექტუალური ხალხია და კარგი რეპუტაციაც აქვთ, მისი მშობლები საკმაოდ თავმდაბალი და კანონისმორჩილი ხალხია, ასეთ ოჯახში ცუდი ადამიანი ვერ აღიზრდებოდა.

- მე მომწონს გოგონები, რომლებიც ტრადიციებს მისდევენ.

სია იაოს დედა გაკვირვებული იყო, რადგანაც ხშირად ესმოდა სხვა დედებისგან, რომ მისი შვილს ხასიათის გამო გაუჭირდებოდა შეყვარებულის პოვნა და უკვე შეგუებული იყო ამ აზრს. სიას დედა არ ელოდა, რომ მისი შვილი ასეთი გონიერი და წინდახედული აღმოჩნდებოდა ცხოვრების მეგზურის არჩევისას, ის საკმაოდ კმაყოფილი დარჩა.

Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელიWhere stories live. Discover now