ვინ თქვა ეს?

209 17 2
                                    


პოლიციის განყოფილებაში დაბრუნების შემდეგ, კოლეგები მწკრივში ჩადგნენ, ღათა სია იაოს ტრიუმფალურ დაბრუნებას შეგებებოდნენ.

-მწკრივო, სია იაომ სამ რაუნდში გაიმარჯვა, ხომ ასეა?

კოლეგები სხვა განყოფილებებიდან, ასევე ქალი პოლიციელები, მასთანი სურათის გადაღების თხოვნით მიდიოდნენ.

-კაპიტანმა ასევე უფლება მოგვცა შენთვის სადღესასწულო ვახშამი მოგვეწყო, ასე რომ შეგიძლია კოლეგებთან ერთად ისადილო.

".........."

რამდენიმე ადამიანი, რომელიც სია იაოს სიახლოვეს ტრიალებდა, გაუჩერებლად ლაპარაკობდნენ, სია იაო კი დუმდა, აგროვებდა თავის ნივთებს და შემდეგ უდარდელი ღიმილით უპასუხა/

-დღეს ცოტა დავიღალე, მოდით სხვა დროს, თავისუფალ დროს დავილაპარაკოთ ამ თემაზე!- ამის თქმის შემდეგ, მან მოიხურა ფორმა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა მისი გარემომცველი ბრბო.

-ჰეი, ვუყურებ და, ის არც ის კარგად გამოიყურება?

-შეიძლება იმიტომ, რომ იმ უცხოელმა მისი პირველი კოცნა მოიპარა, გული აქვს დამძიმებული?

-პფფფ...შენ რა მეხუმრები!

-მე მართლა მაინტერესებს... ეს, მართლა მისი პირველი კოცნა იყო?

-ნუთუ ვერ ხედავ, რომ ის გაექცა ამ ყველაფერს!

"..........."

სია იაო ვანფუცზინის რაიონში ცხოვრობდა, ეს იყო ელიტური კომპლექსი, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ასეული ძვირფასი ვილიგან ჩინურ სტილში. სახლი იყო სამოთახიანი, ძირითადი საძინებელი ოთახი უზარმაზარი იყო, ოთახის ცენტრში კი ერთადგილიანი საწოლი იდგა.

ნაბიჯების ხმაზე, სიას დედამ ბიბლიოთეკიდან გამოიხედა, რათა გაეგო რაში იყო საქმე.

-დაბრუნდი?

სია იაომ ფეხსაცმლის გახდის დროს ჰკითხა დედას:

Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელიМесто, где живут истории. Откройте их для себя