თავდასხმა ღამით

122 16 13
                                    

სია იაოს გული თითქოს ცეცხლით დაწვეს, რასაც იუან ცზუნის ქეჩოში ხელის წამორტყმა მოყვა.

- ამის დედაც ვინაა აქ გარყვნილი?

იუან ცზუნმა მკვეთრად გაუწოდა ხელის გული და ყრუ ხმით შეაჩერა მუშტი. შემდეგ თითებმა მოკუმშვა დაიწყეს და სია იაოს ხელი შეიპყრეს. სია იაო მთელი ძალით ცდილობდა ხელის გათავისუფლებას, მაგრამ იუან ცზუნი არც კი შეტოკდა. მაგრამ გული ამას ვერ ეგუებოდა, მან მეორე მუშტის დარტყმა სცადა, შედეგი იგივე იყო, იუან ცზუნის დიდმა ხელმა მუშტი დაიჭირა.

- გამიშვი!- სია იაომ მკვეთრად გამოქაჩა ხელი.

მაგრამ იუან ცზუნმა არა მარტო არ გაუშვა ხელი, არამედ უფრო მაგრად მოუჭირა, თითქოს მას სია იაოს თითების გაჭყლეტა სურდა, რომ მისი კანი იუან ცზუნისას შერწყმოდა. სია იაო საშინელ ტკივილს განიცდიდა, გარკვეული დრო მისი მზერა იუან ცზუნისკენ იყო მიმართული, რომდესაც უეცრად მის გულში გაურკვევლი სიცივის გრძნობა გაჩნდა. იუან ცზუნი დაჟინებით უყურებდა მას, მისი მზერა ბასრ დანას, მოგიზგიზე ცეცხლ ჰგავდა, თთქოს მას სურდა სია იაოს სრულად ფლობა.უეცრად ღელვისგან სია იაომ ძალის მოზღვავება იგრძნო, მან გადაწყვიტა მთელი ძალით გამოეგლიჯა ხელები, მაგრამ ფეხი გაუსრიალდა და იუან ცზუნს ცაეხუტა. ყრუ ხმა გაისმა და სია იაო, იუან ცზუნის ძლიერ მკერდზე მჭიდროდ მიკრული აღმოჩნდა. სანამ მან წამოდგომა მოასწრო, ისევ დაკარგა წონასწორობა და უკან ზედმეტად გადახრის გამო თავის შეკავება ვერ შეძლო და ზურგით საწოლზე დავარდა. უეცრად შუქი ჩაქრა, მშვენიერმ და ძლიერმ სხეული სია იაოს ისე მჭიდროდ დააწვა, რომ მას განძრევაც კი არ შეეძლო. მას უნდოდა შეეგინა, მაგრამ იუან ცზუნმა პირზე ხელი ააფარა.

- თავდასხმა,- ერთმა სიტყვამ გაიელვა გონებაში.

სია იაოს გული სასოწარკვეთით და აღფოთებით იყო სავსე. ის მთელი ძალი უწევდა წინააღმდეგობას და ცდილობდა ებრძოლა, რამოდენიმე წამში ის სულ ოფლიანი იყო. 

Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელიWhere stories live. Discover now