მომდევნო დღეს, პოლიციის განყოფილებაში სია იაომ დააკაკუნა მეზობელ მაგიდაზე.
- სია ჰუეი გცალია?
- კი, რამე მოხდა?
- ერთი პიროვნების შემოწმებაში დამეხმარე,- თქვა სია იაომ.
- ვისი?
- იუან ცზუნი, ის ცხოვრობდა....
- შენ იუან ჟუს ძმაზე ამბობ?- გააწყვეტინა სია ჰუეიმ.
სია იაო გაკვირვებული დარჩა.
- შენ მას იცნობ?
- მგონი ვიღაც ახსენებდა მას, ნუთუ იუან ჟუმ არ მოგიყვა მასზე?
სინამდვილეში სია იაო იუან ჟუს საკუთარ კოლეგებზე იშვიათად ელაპარაკებოდა, უბრალოდ ყოველ ჯერზე, როდესაც ის განყოფილებაში გამოჩნდებოდა, სია იაო ყველა შესაძლო მიზეზს იყენებდა, რათა იუან ჟუსგან თავი შორს დაეჭირა.
- ადრე იუან ცზუნი სპეცნაზში მსახურობდა, მაგრამ, შემდეგ სახლში დაბრუნდა, საკუთარი დაცვის სააგენტო შექმნა, რომელიც მათ წრეში საკმაოდ ცნობილია. ამბობენ, მათი მომსახურების დონე საკმაოდ მაღალია და მისი დაცვის წევრები უზრუნველყოფენ არა მხოლოდ ყველა პოლიტიკოსისა და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავის, არამედ კერძო პირების უსაფრთხოებასაც.
"არაა გასაკვირი, რომ ის ორი მამაკაცი, რომელიც მანქანიდან გადმოვიდა ასეთ დახვეწილ და ამავდროულად სასტიკ მოძრაობებს ფლობდნენ, როგორც აღმოჩნდა ისინი მართლაც პროფესიონალები არიან"... როდესაც სია იაოს გაახსენდა, რომ მან პირადად დაიქირავა ათზე მეტი დაცვის წევრი, ცოტა შერცხვა. და ისევ, იუან ცზუნის ოსტატობის გახსენების შემდეგ, სია იაო შიშისგან ერთ ადგილზე გაიყინა. სასიხარულოდ, გუშინ მან გასაგებად ახსნა თავისი აზრი შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომ ყველა თავისი გზით წავა და მომავალში ეს გზები აღარ გადაიკვეთება, თითქოს ისინი არც არასდროს შეხვედრილან ერთმანეთს.
........
სადილისას იუან ჟუ გაუჩერებლად ლაპარაკობდა, ისევ სია იაოს ქებას აგრძელებდა, თითქოს მან მიზნად იუან ცზუნის ტვინის გამორეცხვა დაისახა, რათა მას საბოლოოდ ეღიარებინა სია იაო საკუთარი დის საქმროდ და მთელი ძალები იუან ჟუს დასახმარებლად მოეკრიბა.
- ძმაო, იცი სია იაო ყველაზე მეტად რას ვერ იტანს?
უიან ცზუნი აგრძელებდა ჭამას, ყველანაირი რეაგირების გარეშე.
- ბერი სიაო!- იუან ჟუს სიცილი აუტყდა.- მისმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ საკმარიასია მას ბერი დაუძახო, მას სახე უგრძელდება!
იუან ჟუმ ყბა ჩამოსწია, რომ სია იაო გაეჯავრებინა და ისევ სიცილი დაიწყო თავის ხუმრობაზე. იუან ცზუნმა თვალები აწია და მას შეხედა, იუან ჟუმ მაშინვე დახურა პირი და ბრინჯის ჭამა დაიწყო.
რამდენიმე ხნის შემდეგ, იუან ჟუმ მიმართა იუან ცზუნს.
- ძმაო, გეხვეწები, ერთი საქმის მოგვარებაში დამეხმარე!
- თქვი.
იუან ჟუ შეტრიალდა ჩანთის მოსაძებნად და ამოიღო წითლად შეფუთული ყუთი, რომელიც იუან ცზუნს ხელში ჩაუდო, თითქოს რაიმე ძვირფასი ყოფილიყო.
- სია იაოს ძალიან უყვარს ტკბილეული, ეს ვანილის პეჩენიები მე თვითონ გავაკეთე, შეგიძლია პირადად გადასცე? ყოველთვის, როდესაც მე პირადად ვუგზავნი რამეს, ის უარს ამბობს მიღებაზე. თუ ჩემი უფროსი ძმა გადასცემს პირადად, ის უარის თქმას ვერ გაბედავს. შეიძლება, ჩემი ქმნილების გასინჯვის შემდეგ მას სიმპატია გაუჩნდეს.
იუან ჟუმ იმდენი ილაპარაკა, რომ ბოლოს ძმის რეაქციის შეეშინდა, ეგონა, რომ იუან ცზუნი უბრალოდ იგნორირებას გაუწევდა მის მცდელობას, მაგრამ, ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი ძმა კარგ ხასიათზე იყო და ყუთს აიღებდა. მაგრამ, ასეთმა საქციელმა იუან ჟუ დაზაფრა.
- მიმისმინე: ღმერთმა არ ქნას და შენ არ შეჭამო ჩუმად.
მაგრამ, როდესაც დაფიქრდა, იუან ჟუმ აღიარა:
- მაპატიე, დამავიწყდა, რომ ტკბილეულს არ ჭამ, ასე რომ შენზე დიდ იმედებს ვამყარებ!
იუან ცზუნი, მრისხანე სახით გაემართა ავტომონილისაკენ და, როდესაც ჩაჯდა, აიღო პეჩენიის ყუთი. შემდეგ ყუთი კუთხეში მიაგდო და გზას გაუდგა.
..............
საღამოს, სამსახურის დასრულების შემდეგ, სია იაო აუჩქარებლად გამოვიდა პოლიციის განყოფილებიდან და მანქანისკენ გაემართა, მან თავისუფლად ამოისუნთქა, იმის შეგრძნება, რომ არავინ გითვალთვალებს, ძალიან მაგარია, და მაშინვე მან ნაცნობი მანქანა შენიშნა, რომელიც მოპორდაპირე მხარეს იყო პარკირებული. მანქანაში შეიძლებოდა იუან ცზუნის დანახვა, რომელსაც მზის სათვალე ეკეთა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ორი მინა აშორებდათ, სია იაოს შეეძლო იუან ცუნის გამჭოლი მზერა ეგრძნო. მას უნდოდა ისე მოქცეულიყო, თოთქოს ვერ შეამჩნია, მაგრამ, როგორც კი მისმა მანქანამ დაიწყო მოძრაობა, მეორე ავტომობილი დაეწია მას. სია იაოს გულში ცეცხლი აინთო, სიბრაზისგან ეგონა, რომ მისი მთელი სხეულო იწვოდა. უეცრად მან ყვირილი დაიწყო.
- როგორ შეიძლება ასე მოაბეზრო თავი ადამიანს? მე ხომ ვთქვი "ყველაფერი დამთავრდა"?და ახლა ისევ?
სია იაომ გააჩერა მანქანა. იუან ცზუნიც ასე მოიქცა. სია იაო მივიდა მის მანქანასთან და ფანჯარაზე დაუკაკუნა. იუან ცზუნმა მინა ჩამოწია და სანამ სია იაო სიტყვას მაინც ეტყოდა, ყუთი გაუწოდა.
- ჩემს უმცროს დას შენთვის საჩუქრის გაკეთება უნდოდა.
სია იაო ორივე ხელით მანქანას მიეყრდნო, თვალები მოჭუტა და იუან ცზუნს მიაშტერდა.
- მე ხომ გასაგებად ავხსენი, რონ ამ ადამიანისგან არაფრის მიღება არ მინდა, შენ მას საშუალებასმისცემ გრძნობები ჩაიკლას!
იუან ცზუნ უპასუხა:
- მე უბრალოდ გადმოგცემ, და ეს გამომგზავნს არანაირად არ ეხება.
სია იაო სიბრაზიგან გაწითლდა, იგი დიდხანს ბურღავდა გამოხედვით იუან ცზუნის უსირცხვილო სახეს და ბოლოს თქვა:
- კარგი, თუ ამის გამკეთებელი ხარ, მაშინ ყოველ დღე მოგიწევს ჩემი დევნა, აი მაშინ კი გავიგებთ, ჩვენ შორია ვის უფრო მეტი თავისუფალი დრო აქვს!
YOU ARE READING
Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელი
Romanceხანგრძლივობა : 215 თავი (ძირითადი ისტორია) + 10 თავი (ეპილოგი) ძირითადი წყვილი : იუან ცზუნი-სია იაო დამატებითი წყვილი : პენგ ზე-ლი შენშენი ავტორი : ჩა ჯიდანი აღწერა : ისტორია მოგვითხრობს პოლიციელ სია იაოზე, რომელიც კინოვარსკვლავივით ლამაზია, ის მიე...