დამეხმარე მის ხელში ჩაგდებაში

142 16 5
                                    

ძვირადღირებული მანქანები იდგნენ სილამაზის სალონის წინ, იუან ჟუ შევიდა სალონში.

- ნება მომეცით გკითხოთ, რა მოვლენისთვის ემზადებით?
- პაემანზე მივდივარ.
- როგორი სტილი გსურთ?
იუან ჟუმ ფეხი ფეხზე გადაიდო და სავარძლის სახელურზე ბრჩხილების კაკუნით გულგრილად თქვა:
- ისე უნდა გამოვიყურებოდე, რომ ბერსაც კი მოუნდეს ამქვეყნიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.
- ამ... ჩვენ შევეცდებით რაც ჩვენს ძალაშია ყველაფერი გავაკეთოთ.
სია იაო ჩიტს ასეირნებდა, როდესაც მის წინ უეცრად მანქანა გაჩნდა და მკვეთრად დაატორმუზა მისგან სულ რაღაც 3 მეტრში. შემდეგ კეკლუცი და ჩრდილო-აღმოსავლეთის ყველაზე ლამაზი გოგო გადმოვიდა მანქანიდან და სია იაოს წინ დადგა.
მას მუქი მწვანე კაბა ეცვა, მხრებზე მაქმანებით, სექსუალური სურათის შექმნის მიზნით, ერთ მხარეს დაყენებული კულულები მას ელეგანტურ იერს ანიჭებდა. მაგრამ ყველაზე მეტად ყურადღებას მაღალი ჭრილის მქონე კაბა იქცევდა, რომელიც აჩენდა საცვალს, თეთრ, გრძელ და სწორ ფეხებს, რომლებსაც სია იაოს მზერა უნდა მიეპყრო და აღეგზნო. მამაკაცების 99% ვერ შეძლებდა ასეთ ცდუნებაზე უარის თქმას, მაგრამ სამწუხაროდ სია იაო სწორედ იმ 1% განეკუთვნებოდა.
- სია შაო( შაო-უმცროსი ბატონი), მინდოდა მეთქვა, რომ სპეციალურად შენთვის მოვაწყვე ბანკეტი, რატომ არ გინდა მოსვლა?
სია იაომ აუღელვებელი სახით უთხრა:
- მე ამაში დაინტერესებული არ ვარ.
იუან ჟუმ სია იაოს მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კიდევ უფრო გამოაჩინა თავისი ფეხები (ეჰ, რომ ოცოდე რამხელა შეცდომად უშვებ😏) და ჯერ ისევ მონოტონური ხმით ჰკითხა:
- ცდილობ თავი ამარდო?
- არა- ამის თქმის შემდეგ სია იაო ქუსლებზე შემოტრიალდა და საპირისპირო მხარეს წავიდა. იუან ჟუ მაშინვე მას აედევნა, რამდენიმე ნაბიჯში დაეწია და გზა მასთან ერთად განაგრძო.
- ჰეი, მე შენ კითხვა დაგისვი, შენ კი მიდიხარ?
სია იაომ ცივად უთხრა:
- თქვენი კაბის ჭრილი იღლიებამდე ადის?
იუან ჟუს სულაც არ რცხვენოდა თავისი სურვილების, პირიქით მან უსირცხვილოდ დაუწყო სია იაოს არშიყი.
- ძალიან სექსუალურია, ხომ მეთანხმები?- ამის თქმის შემდეგ მან სპეციალურად აწია კაბის კალთა, რათა თავისი მომხიბვლელი ფეხები ეჩვენებინა. სია იაომ უკან დაიხია რამდენიმე ნაბიჯით და მისგან შორს გაემართა. იუან ჟუ მაშინვე აედევნა მას, მაგრამ სია იაო ვიწრო ქუჩაზე გავიდა სადაც იუან ჟუს მანქანა ვერ გაეტეოდა და მას წასვლა მოუწია.
............
- ძმაო მე ისევ მომეწონა ბიჭი.
სიტყვის "ისევ" დახმარებით შეგვეძლო გვეთქვა, რომ მდგავსი სცენა ამ სახლში არაერთხელ გათამაშებულა.
- მაგრამ ის ყურადღებასაც არ მაქცევს და ისე მწყინს ასე მგონია მოვკვდები. ძმაო, შენ ხარ მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ისეთი სიტუაცი შექმნას, რომ მან მხოლოდ მე მიყუროს.
იუან ცზუნი ხმის ამოუღებლად წამოდგა, მას ჰქონდა ფართე ბეჭები, ის მთას გავდა, იუან ჟუ მის წინ დგომისას სულ ციცქნა ჩანდა. იუან ჟუმ შეამჩნია, რომ იუან ცზუნი არანაირად რეაგირებდა და გააგრძელა:
- ის მდიდარი და წარმოსადეგი ოჯახის მემკვიდრეა, მისი ოჯახის სამივე თაობა არისტოკრატია იყო, თანაც ის კარგი და პატიოსანი ადამიანია.
იუან ცზუნი აგრძელებდა დუმილს ცივი გამომეტყველებით.
- მართლა კარგი ბიჭია, ის ნავარჯიშებია, ცუდი ჩვევები არ აქვს და რაც ყველაზე უცნაურია ვაჟიშვილია. მითხარი სად შეიძლება კიდევ ასეთი კაცის პოვნა? და ჩემს გარდა ვინ შეძლებს მის მორჯულებას?
იუან ცზუნი აგრძელებდა ჩუმად ყოფნას. იუან ჟუ, რომელმაც პასუხი ვერ მიიღო, გაბრაზდა და უკვე თავშეუკავებლად, ხმამაღლა იკითხა:
- აპირებ ჩემთვის პასუხის გაცემას?
- შენ დამოუკიდებელი ხარ.
იუან ჟუ ღელავდა.
- ძმაო, მე მასზე ყველაფერი მოგიყევი და ვაღიარე, რომ მან მომხიბლა, მაგრამ ის ვერ მამჩნევს, ამჯერად სერიოზულაფ ვარ განწყობილი. უბრალოდ შეხედე მას, ის საერთოს არ იცვლება ძმაო. ძმაო, დამეხმარე, დამეხმარე, ძმაო!
იუან ცზუმ, როგორც იქნა დაილაპარაკა.
- შენ ამ მამაკაცს აედევნე?
- კი, მაგრამ ის მოუთვინიერებელია, მე მას ვერ გავუმკლავდები, ის ქვის კლდეს გავს, რომელსაც ვერ დაძრავ, შენს უმცროს დას ისეთი მომხიბვლელი და სექსუალური ფეხები აქვს, ისინი ნებისმიერის ყურადღებას იქცევენ, მაგრამ ის იგნორირებას უწევს.
უიან ცზუნმა ამაზე არ უპასუხა.
- და ეს იმას ამტკიცებს, რომ ის სანდო ადამიანია.
მან ისევ დაიწყო თავის მობეზრება:
- ძმაო დამეხმარე და გპირდები, როგორც კი მას დაინახავ მაშინვე მოგეწონება.(ვერც კი წარმოიდგენ😏)

Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელიOnde histórias criam vida. Descubra agora