რატომ არ დაელოდე ჩემს დაბრუნებას სანამ სამედიცინო შემოწმებას გაივლიდი!

152 12 8
                                    

როდესაც იუან ცზუნი დაბრუნდა, სია იაოს დანახვაზე მაშინვე შუბლი შეკრა:

- ეს ჩემი ახალი მოსწავლეა, დღეს მივიღე,- ში ტიანბაომ წარუდგინა თავისი ახალი მოსწავლე იუან ცზუნს.

სია იაომ თქვა:

- არაა საჭირო ჩემი წარდგენა, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. გუშინ სპარინგიც გვქონდა.

ში ტიანბაომ სამჯერ შემოკრა ტაში:

- უფრო ადრე რატომ არ მითხარი? რომ გეთქვა 5% ფასდაკლებას გაგიკეთებდი.

- ფული დაუბრუნე,- თქვა იუან ცზუნმა.

ში ტიანბაომ მას გაკვირვებით შეხედა:

- დავუბრუნო? მაგრამ ჩვენ უკვე მოვაწერეთ კონტრაქტს ხელი.

იუან ცზუნს სახე გაეყინა.

სია იაომ თავხედურად დაამატა:

- თანაც სამედიცინო შემოწმება უკვე გავიარე. ყოველ პარამეტრს ვაკმაყოფილებ.

- სამედიცინო შემოწმება გაიარე? ეს როდის მოხდა?- დაბალი ხმით იკითხა იუან ცზუნმა.

ში ტიანბზომ უპასუხა:

- ახლახანს. მედპუნქტში მივიყვანე, გავაშიშვლე. თავიდან ცოტა იმორცხვა. მე ვუთხარი რომ სულ მამაკაცები ვიყავით იქ და სასირცხვილო რა იყო?! ( RUN BITCH RUUUN !!!!!!!.... არადა არ იყო ცუდი ადამიანი... ეჰ😣) 

იუან ცზუნის სახე უფრო გაიყინა და მას დრო დასჭირდა, რომ გონზე მოსულიყო, მხოლოდ ამის შემდეგ დასვა მან შეკითხვა:

- ჩემს მოსვლას რატომ არ დაელოდე, სანამ სამედიცინო შემოწმებას გაივლიდი?

ში ტიანბაოს არ ესმოდა რა ხდებოდა და ცდილობდა ყველაფერი აეხსნა:

- თქვენ მხოლოდ 3 წუთით დააგვიანეთ, როგორც კი გამოვხურე კაბინეტის კარი, თქვენი მანქანაც მოვიდა. თქვენ რომ 3 წუთით ადრე მოსულიყავით....

- საკმარისია!- დაიღრინა იუან ცზუნმა.

- გააკეთე რაც საჭიროა!

Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელიWhere stories live. Discover now