ეს მამაკაცი იდეალურია!

119 15 7
                                    

სია იაო და რამდენიმე ათეული პოლიციელი ჩასაფრებული იყვნენ იუანმინიუანისკენ მიმავალი გზის დასავლეთ ნაწილში. სისხლის სამართლის საქმის ერთწლიანი გამოძიების შემდეგ, რომელშიც მკვლელობებით, ძარცვითა და მარადიორობით დაკავებული დამნაშავე ჯგუფი ფიგურურებდა, არსებობდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ისინი ამ რეგიონში გამოჩენილიყვნენ. მათ შორის ორი დამნაშავე იყო, რომელიც სტატიით "A" იძებნებოდა, რომელიც მკვლელობით კვალიფიცირდებოდა. სია ჰუეი ძალიან ღელავდა და გამუდმებით საათზე იყურებოდა. სიმართლე ითქვას, ის ამ განყოფილებაში სულ რაღაც ნახევარი წელია რაც მივიდა და ეს პირველი ოპერაცია იყო, რომელშიც ის მონაწილეობას იღებდა, ის ეკლებზე იჯდა და იმ დამნაშავეებზე მეტად ღელავდა. სია იაოსგან განსხვავებით, რომელიც სიმშვიდეს და ყურადღებით აკვირდებოდა ყველა მანქანას, რომელიც გზაზე გაივლიდა. თანდათან ჩამობნელდა, ჰონდას შავი მინივენი გამოჩნდა პოლიცისს ინტერპოლის თვალთახედვის არეში. ჯგუფის კაპიტანი მარტო გავიდა მანქანის გასაჩერებლად, გასაჩხრეკად და მგზავრების დასაკითხად. მაგრამ მოულოდნელად ჰონდამ სიჩქარეს მოუმატა და რაღაც არანოემალური სისწრაფით ემხვედრ ზოლზე გადავიდა დათვალს მიეფარა. პოლიცია მიხვდა, რომ სავარაუდოდ დამნაშავეები ამ მანქანაში იმყოფებოდნენ. დამნაშავეებმა, რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, მთავარ გზაზე გადაუხვიეს და გაქცევა განაგრძეს. დაკავებისას მანქანა ალყაში მოაქცია ორმა პოლიციის მანქანამ, როდესაც ჰონდას უეცრად საბურავი გაუსკდა და მანქანა შემობრუნდა, უეცრად შუ ქუჩაში სროლა ატყდა. შვიდი მამაკაცი გამოვიდა ჰონდიდან და შეუჩერებლად ესროდნენ პოლიციის მანქანებს. 

- დაწექით!- უყვირა კაპიტანმა მანქანიდან თავის ჯგუფს.

ტყვიები ამაზრზენ კვალს ტოვებდნენ საქარე მინაზე. დიდი ხნის უშედეგო სროლის შემდეგ პოლიციელები მანქანიდან გადმოვიდნენ, რათა დამნაშავეებს დადევნებოდნენ. მაგრამ ცივსისხლიან მკვლელებთან შედარებით, პოლიციელები უბრალოდ სუსტები იყვნენ. რამდენიმე ბუჩქების უკან დაიმალა, ზოგიც მანქანის კარებს ამოეფარა, ზოგიც განაგრძობდა სასროლზე ხელის დაჭერას, ტყვიების გამოლევის შემდეგაც კი. მაგრამ განსაკუთრებით სულელი აღმოჩნდა ოფიცერი ჩჟანი, რომელიც სია იაოს სიახლოვეს იდგა, იმაზე დაუფიქრებლად, თუ რამდენად ზუსტი მსროლელები შეიძლება დამნაშავეები აღმოჩდნენ, მან თავი გაყო, თითქოს უბრალო ხულიგნების დაჭერის საყურებლად იყო მისული. შედეგად ტყვიამ ოფიცერის ჩაფხუტი გახვრიტა, რითაც ოფიცერი ჩჟანი სასიკვდილოდ დაიჭრა, რამდენიმე წამში ის გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ დანარჩენი პოლიციელები შიშმა მოიცვა, ის იმდენად დიდი იყო, რომ ზოგიერთი იარაღში მჭიდსაც კი ვერ ცვლიდა, იმდენად უკანკალებდათ ხელები. მართალია სია იაო ხედავდა ამ აგონიას, მაგრამ მის სისხლში არსებულმა აიძულა ის თავშესაფარი დაეტოვებინა და კაპიტანის ბრძანების იგნორირება მოეხდინა.ამ დროს მათკენ აღმოსავლეთიდან დიდი სისწრაფიქ მიქროდა ტაქსი. ტაქსისტმა გაიფიქრა, რომ მისი მანქანის მოპარვა უნდოდათ, როდესაც მანქანა გააჩერებინეს და დამნაშავეებს იარაღიც კი ჰქონდათ. მას გაქცევა უნდოდა და გადმოხტა მანქანიდან, მაგრამ მან გაწევაც კი ვერ მოასწრო, რომ ტყვიების წვიმაში მოყვა, ტაქსისტი ადგილზე გარდაიცვალა. ბანდიტები გასაქცევად მანქანაში სხდებოდნენ, სია იაომ მაშინვე შეიცვალა თავშესაფარი და ტაქსის გაღებული კარისკენ მიირბინა, მან გახსნა ცეცხლი, მხოლოდ ერთი გასროლა და ბანდიტი ფეხში დაჭრა, რომელიც მაშინვე მანქარის კარზე დავარდა. 

Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელიWhere stories live. Discover now