საღამოს, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სია იაო აუჩქარებლად გამოვიდა პოლიციის განყოფილებიდან და უახლოესი მაღაზიისაკენ გაემართა, რათა სიგარეტი ეყიდა.
- "იუისი ლაითის" შეკვრა თუ შეიძლება.
გამყიდველმა სიგარეტი გადმოიღო და როდესაც ხურდის მიცემას აპირებდა, მაღაზიაში ახალი კლიენტი შევიდა. გამყიდველმა ავტომატურად აიხედა და მკვეთრად დაიძაბა, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანის სიცოცხლეში დანახვისას ინსტინქტურად შინდები. გამყიდველმა ჩახლეჩილი ხმით, ძლივს წარმოთქვა:
- თქვენ.... თქვენ რამე გსურთ?
სია იაოს გვერდიდან გაისმა ბოხი, დაბალი ხმა:
- იგივე რაც მას.
გამყიდველი სწრაფად დაიხარა, რათა კიდევ ერთი კოლოფი სიგარეტი გამოეღო. სია იაომ იმ მხარეს მიიხედა საიდანაც ხმა გაისმა. მის გვერდით იდგა მამაკაცი, მისი სიმაღლე არანაკლებ 1 მ. და 90 სმ. იყო. მტკიცე აღნაგობის, მას ეცვა შავი კლასიკური პალტო. შავი სწორი წარბი, დახრილი თვალის ჭრილი ( ნუშისებრი), სწორი ცხვირი, თითქოს ქვისგან გამოჭრილი. მოგრძო სახესა და მძლავრ ნიკაპთან შეთანხმებაში, ისეთი შთანეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ეს მამაკაცური სახე რკინისგან იყო დამზადებული. სანამ სია იაო თვალით აფასებდა იუან ცზუნს, ამავდროულად ისიც თვალყურს ადევნებდა სია იაოს, ტკბებოდა მისი მამაკაცური სახით , მოგრძო ვიწრო თვალების ღია გამოხედვით, თითქოს ლაინერით აკურატულად გაეყვანათ თითქმის საფეთქლებამდე. თვალები ოდნავ ჰქონდა შეღებული.
მისი ტუჩის კონტური ცოტა უხეში იყო, მაგრამ მის მშვენიერ თვალებთან და თოვლივით თეთრ კანთან შეხამებაში იწვევდა ძლიერ სურვილს.
სია იაომ ხურდა აიღო და გრძელი ნაბიჯით გაიქცა მაღაზიიდან.
- ჰეი, ახალგაზრდავ სიგარეტი არ წაგიღიათ!- დაუყვირა გამყიდველმა.
სია იაო აპირებდა უკან დაბრუნებას სიგარეტის წამოსაღებად, როდესაც უეცრად მის გვერდით მძლავრი სილუეტი გამოჩნდა. კისერზე უეცრად ცივი სიო იგრძნო და ვიღაცამ ძალით გამოწია მისი საყელო და რაღაც ჩატენა მასში. იუან ცზუნი გასაოცრად სწრაფად მოძრაობდა, სია იაომ მისთვის მადლობის გადახდაც კი ვერ მოასწრო, ის კი უკვე მანქანაში იჯდა. სია იაომ ხელი ზურგს უკან წაიღო, რათა საყელოში ჩაეყო და სიგარეტი ამოეღო, მაგრამ შედეგმა ის გააოცა, კოლოფი მიუწვდომელი იყო.
- შენი დედაც!- სია იაომ გულში ხმამაღლა შეიგინა.- ასე ღრმად რატომ ჩატენა?
შედეგად მას იმიჯის დაკარგვა მოუწია, მან შეიხსნა პოლიციის შარვალი და თავისი გლუვი ზურგი გამოაჩინა. სიგარეტის ამოღების და კბილებით დაჭერის შემდეგ მან გზა განაგრძო.
უკანა გზაზე, მანქანაში მყოფმა სია იაონ იგრძნო, თითქოს ატმოსფერო მის გარშემო დაიძაბა და საფრთხის მომასწავებელი გახდა. საღამოს შვიდი საათი იყო, ყველგან საცობებით, უნდოდა მანქანა გაეჩერებინა და უბრალოდ ფეხით გაევლო. სია იაომ მანქანის ფანჯარა ჩამოსწია, მას სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა უნდოდა, მაგრამ შედეგად მეზობელი მანქანიდან მომყურე შავი თვალების ცეცხლში მოჰყვა. ის ისევ იმ მამაკაცს გადაეყარა, რომელიც მაღაზიაში ნახა. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს იუან ცზუნის მზერა მხოლოდ სია იაოსკენ იყო მიპყრობილი, თითქოს ის მთელი გზა სპეციალურად უთვალთვალებდა მას.
"შენი დედაც, შენ გზაზე მოძრაობ და მას არც კი უყურებ, ამის მაგივრად კი მე მაშტერდები?"
სია იაო აგრძელებდა გულში გინებას, მაგრამ სახეზე მხოლოდ მსუბუქი ღიმილი დასთამაშებდა, იუან ცზუნმა ხელი დაუქნია.
- ყოჩაღ!- ამის თქმის შემდეგ მან სწრაფად დახურა განჯარა და მისკენ აღარ გაუხედავს.
შედეგად ეს საშიში ატმოსფერო მას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა სახლამდე, მანქანის კარის გაღების შემდეგ მან მიმოიხედა, ის არ მოდუნდა სანამ არ დარწმუნდა, რომ ის საეჭვო ადამიანი ახლო მახლოს არ იყო. მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა სახლში. მომდევნო რამდენიმე დღე იუან ცზუნი რეგულარულად მოდიოდა, რომ სია იაო "ეპოვა", მაგრამ არანაირ მოქმედებაზე არ გადადიოდა, ის მხოლოდ აკვირდებოდა მას. მაშინაც კი, როდესაც სია იაო მის გვერდით ჩაივლიდა და მას გახედავდა იუან ცზუნი თვალს არ არიდებდა.
სია იაო ინტერპოლში მუშაობდა ამიტომ ის გარემოს უფრო მძაფრად აღიქვამდა, ის ინტუიციით ცნობდა დამნაშავეს, რომელსაც მასზე თავდასხმა უნდოდა. მას არასდროს არავისი ეშინოდა, მიუხედავად საშიშროების სიდიდისა: ის შიშველო ხელებით იჭერდა ბანდიტებს, ალყა შემოარტყა და გაანადგურა ბანდიტები მთებში და ნარკობიზნესის უფროსი. ის ხშირად შეხვედრია ასეთივე ძლიერ მამაკაცებს მრავალწლიანი შეჯიბრებების დროს ლეიტაიზე. მაგრამ ეს ადამიანი ისეთ გრძნობებს იწვევდა, რომ ფეხები ეკვეთებოდა.
YOU ARE READING
Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელი
Romanceხანგრძლივობა : 215 თავი (ძირითადი ისტორია) + 10 თავი (ეპილოგი) ძირითადი წყვილი : იუან ცზუნი-სია იაო დამატებითი წყვილი : პენგ ზე-ლი შენშენი ავტორი : ჩა ჯიდანი აღწერა : ისტორია მოგვითხრობს პოლიციელ სია იაოზე, რომელიც კინოვარსკვლავივით ლამაზია, ის მიე...