*გამოცდების გამო დიდი ხანი ვერ ვახერხები ახალი თავების დადებას, ამიტომ, ამის გამოსასწორებლად, დღეიდან კვირის ჩათვლით ყოველ დღე ახალი თავის დადებას გპირდებით✋!*
იუან ცზუნი გირაოთი დროებით გაანთავისუფლეს, ის დაუბრუნდა სამსახურს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
დანაშაულენრივი დაჯგუფების დაკავების შემდეგ, თავდაცვის სამინისტრო და პოლიცია მთლიანად იყო ჩათრეული ამ საქმეში და როდესაც სია იაოს თავისუფალი დრო გამოუჩნდა, ის ფიქრობდა იმაზე უნდა სტუმრებოდა თუ არა იუან ცზუნს. მიუხედავად იმისა, რომ მას მისი სიძულვილის საფუძველი ჰქონდა და ჭრილობაც არ იყო სერიოზული, მეორე მხრივ, იუან ცზუნი სია იაოს გამო დაშავდა და ამ გარემოებებში გონიერი საქციელი იქნებოდა მისი ნახვა. სია იაო გვიანობამდე დაკავებული იყო, სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ ის მაღაზიაში შევიდა იუან ცზუნისთვის საჩუქრების საყიდლად.
იუან ჟუმ კარი გააღო და როდესაც დაინახა სია იაო ყვავილებით ხელში, თავისდა სასირცხვილოდ თავი ვერ შეიკავა და იგრძნო, რომ მისი პატარა გული ორმაგი ძალით აფრთხიალდა.
- მე რა გაურკვევლად გამოვთქვი ჩემი აზრი? ეს ყველაფერი რაღა საჭიროა? შენ... ეს ზედმეტად... მე ისეთი შეცბუნებული ვარ...
მან ხელი გასწია რათა ბუკეტი გამოერთვა, მაგრამ სია იაონ მას გვერდიდან მოუარა და სახლში შევიდა.
- შენი ძმა აქაა?
- რატომ ეძებ?
როდესაც სია იაომ ვიზიტის მიზეზი ახსნა, იუან ჟუ დაშტერდა! ამის დედაც! აღმოჩნდა, რომ მისი სიყვარული უპასუხოდ დარჩა, დროის ფუჭ ხარჯვად. იუან ჟუ არ იყო იუან ცზუნზე თავს გადახდომილი ინციდენტის კურსში, რადგანაც მისი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, ჭრილობები ჩვეულებრივი რამ იყო, ამიტომ ეს იუან ჟუს დიდად არ ადარდებდა. სია იაოს ახსნა- განმარტების მოსმენის შემდეგ, იუან ჟუს სახეზე მზაკვრული ღიმილი ათამაშდა, ის სწრაფი ნაბიჯით გაემართა იუან ცზუნის საძინებლისკენ და კართან წამოიძახა.
- ძმაო, ოფიცერი სუა გეძებს.
- შემოდი!- ღრმა და დაბალი ხმა გაისმა ოთახიდან.
- ძმაო, რატომ იქცევი ასე? ადამიანი შენი მდგომარეობის გასაგებად მოვიდა შენ კი როგორ იქცევი, იმის მაგივრად, რომ გამოხვიდე და მიესალმო სტუმარს მას აიძულებ შენთან შემოსვლას....
იუან ჟუმ ვერ მოასწრო დამთავრება, რომ სია სიაო ოთახის კარს ხელი ჰკრა. ის მხოლოდ ახლა მიხვდა თუ რატომ უთხრა იუან ცზუნმა ოთახში შესულიყო მასთან. მას მხოლოდ საცვლები ეცვა, ბრინჯაოსფერი ზაგარი ფარავდა მის დაკუნთულ სექსუალურ სხეულს ხოლო ველურ და მოუთვინიერებელ გიგანტს მითებიდან წყნარად ეძინა მის ფეხებს შორის ( ვაიმე😂😂😂 ცუდად ვარ😂 ჯიდანი რას აღარ მოიგონებს😎) და მის სიშიშვლეში ჩანდა მისი ცხოველური არსი. ასეთი სხეულის დემონსტრაცია სხვა მამაკაცს რომ მოეხდინა, სია იაოს აუცილებლად შეშურდებოდა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ვიღაცის გარყვნილი აზრები აშკარად თვალში ხვდებოდა, სიტუაცია სხვაგვარად ისახებოდა. გაღიზიანებულმა სია იაომ აზრები მოიკრიბა და ცივი ტონით მიმართა იუან ცზუნს:
- ჩაიცი და გამოდი, უნდა ვილაპარაკოთ!- ამის თქმის შემდეგ, ის უემოციო სახით ქუსლებზე შეტრიალდა და გავიდა ოთახიდან. კარი გაჯახუნდა, მაგრამ ეს რამდენიმე წამი იუან ცზუნისთვუს საკმარისი აღმოჩნდა, რომ სია იაოს გაწითლებული ყურები დაენახა. იუან ცზუნმა საშინაო ტანსაცმელი ჩაიცვა და მაშინვე გამოვიდა, ამ დროს სია იაო ცივ ჩაის სვამდა.
- ასე გვიან რატომ მოხვედი?
სია იაომ უპასუხა:
- მმართველობა ამ ინციდენტითაა დაკავებული და თავისუფალი დრო არ მქონდა. ძირითადად ამ საქმეზე დასალაპარაკებლად მოვედი. შენ უფლებადამცველი ორგანოების სამსახურში არ ხარ, მაგრამ იმ მომენტში სიტუაცია კრიტიკული იყო, ბანდიტებმა მოსახლეობას გაუხსნა ცეცხლი, რასაც მასობრივ კატასტროფამდე შეეძლო მივეყვანეთ. ამ გარემოებების გათვალისწინებით, იმის მიუხედავად, რომ დამნაშავე მოკალი, ეს შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც თავდაცვა კანონის ფარგლებში, საქმის დაწვრილებით განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ შენ სისხლისსამართლებრივი სასჯელიაგან გათავისუბლებული ხარ.
იუან ცზუნი დუმდა და სია იაოს ყურებას განაგრძობდა. სია იაო ამის გამო თავს უხერხულად გრძნობდა, იმჟამინდელი წყნარი და რბილი დამოკიდებულება უეცრად ცივი გახდა.
- გესმეს რას გეუბნები?
- აჰა,- იუან ცზუნის პასუხი არც ისე გულწრფელი ჩანდა.
ამის შემდეგ სია იაომ არც კი იცოდა რა ეთქვა. ორივე მამაკაცი დუმდა, იუან ცზუნი აგრძელებდა სია იაოს თავხედურად ყურებას, ის მასხისე უყურებდა, თითქოს აპირებდა სია იაოს არსს ჩასწვდომოდა, უნდოდა მისი გარეგნობის მისი ყოველი თმის ღერის შეთვალიერება. სია იაო კი მას ამის უფლებას აძლევდა, ამის მიზეზი იყო იმ დღეს იუან ცზუნის გმირული საქციელი თუ სხვა რამ არ ვიცით. იუან ცზუნი აგრძელებდა სია იაოს თვალიერებას, მაგრამ ეს სია იაოში ისეთვე ზიზღს აღარ იწვევდა, როგორც ადრე( პროგრესი სახეზეა😏). იუან ცზუნი თითქოს თავის ოცნებებში ჩაიძირა, როდესაც უეცრად სია იაომ რატომღაც გაიღიმა. ამ ღიმილის გამო იუან ცზუნის გული ძლიერ შეფრთხიალდა.
- რატომ იცინი?
სია იაომ უპასუხა:
- მე ვფიქრობ, რომ შენთან შეგუება შეიძლება, მართლა მაგარი მამაკაცი ხარ! ვერაფერ ცუდს ვხედავ იმაში, რო დავმეგობრდეთ, რას ფიქრობ ამაზე?
ერთი მარტივი სიტყვა:
- არა!
- კატეგორულად... ეს გსურს შენ? ეს შენ არ გსიამოვნებს?
- მსიამოვნებს.
სია იაომ ძლივს აიყვანა თავი ხელში და განაგრძო იუან ცზუნთან საუბარი.
- მე ვთვლი, რომ შესაძლოს შენი ჰომოსექსუალური გრძნობები უბრალო სიმპატიაა, შენ უბრალოდ არასწორი ახსნა უპოვე მათ. მეც მყავს ძმა! ისიც ზრუნავს ჩემზე, სამიდღეც კი თუ ვერ ვხედავთ ერთმანეთს უკვე მენატრება...
- ვინ?
სია იაომ გაღიზიანება დაიწყო, ის ტყუილად კარგავდა დროს.
"წადი შენი, ნახევარი დღეა ამას გიხსნი და შენ მთავარ აზრსაც კი ვერ ჩაწვდი!"
- მოდი უნრალოდ დავილაპარაკოთ იმაზე, თუ რამდენად დარწმუნებული ხარ, რომ ეს გარყვნილი გრძნობები გაქვს? შეიძლება უნრალოდ არასწორად გაიგე ყველაფერი, რა მტკიცებულება გაწვს, რომ შენ ჩემდამი...
- მინდა შენთან სიყვარულით დავკავდე( თუ ვინმემ ვერ გაიგო..კჰმ... სექსზეა საუბარი...კჰმ...😏)- უპასუხა იუან ცზუნმა.
-.........
სია იაომ გააცნობიერა, რომ ეს მთლიანად მისი ბრალია, რომ მას არ უნდა ენერვიულა და არ უნდა მოსულიყო, ახლა მან გაკვეთლი მიიღო და ამ შეცდომას მეორედ არ დაუშვებდა. შენი დედაც! რომ ის ისევ ასეთი სიტცხვილით და აწითლებული სახით ბრუნდებოდეს სახლში!
იუან ჟუ ისევ სააბაზანოში იყო სია იაო რომ გაქრა.
- ის წავიდა?- ჰკითხა მან ძმას.
იუან ცზუნმა თავი დაუქნია.
იუან ჟუ აცრემლებული თვალებით ჩაეხუტა ძმას და ლაპარაკი დაიწყო:
- ძმაო, შენმა ქცევამ გული ამიჩუყა, მე უკვე გადავწყვიტე მასზე უარის თქმა, მაგრამ შენ მას ისევ კარგად ექცევი....
YOU ARE READING
Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელი
Romanceხანგრძლივობა : 215 თავი (ძირითადი ისტორია) + 10 თავი (ეპილოგი) ძირითადი წყვილი : იუან ცზუნი-სია იაო დამატებითი წყვილი : პენგ ზე-ლი შენშენი ავტორი : ჩა ჯიდანი აღწერა : ისტორია მოგვითხრობს პოლიციელ სია იაოზე, რომელიც კინოვარსკვლავივით ლამაზია, ის მიე...