იუან ჟუმ გადაწყვიტა სტუმრებოდა იუან ცზუნს, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა სავარჯიშო ბაზის ღია პოლიგონზე და პირადად აკონტროლებდა მებრძოლთა მომზადების პროცესს. რამდენიმე დღის წინ კომპანიამ ახალბედები დაიქირავა, რომელთაც მოუწევდათ, საკმაოდ გრძელვადიანი და საშინლად რთული მოსამზადებელი პროგრამის გავლა ერთი თვის განმავლობაში, რომლის შემდეგაც მათი მესამედი დარჩება, დანარჩენებს კი წასვლა მოუწევთ.
ვარჯიშისთვის შედგენილი იყო სპეციალური, 6 კმ. სიგრძის, მარშრუტი, რომლის გავლაც, სავალდებულო ოყო რამდენიმე ასეულ კილოგრამიანი საბურავების თან თრევით. ყოველი მებრძოლი უნდა ასულიყო მთის წვერძე, რაც უკვე ძალიან რთული იყო, თანაც სირბილით, უბრალო ადამიანი ასეთ დატვირთვას ნამდვილად ვერ გაუძლებდა.
სამი წრის შემდეგ, ერთი მებრძოლი ვეღარ აგრძელებდა წინ სვლას.
იუან ცზუნის გვერდით მისი მოადგილე იდგა, ამის შემჩნევის შემდეგ ის მიუახლოვდა მებრძოლს და მუხლში ფეხი დაუნდობლად ჩაარტყა, რის გამოც მუხლი გადაუტყავა. საშინელი ტკივილისგან ახალბედა მიწაზე დაენარცხა და ტირილი დაიწყო.
- ადექი!- დაიყვირა მთავარი ინსტრუქტორის მოადგილემ.
ბიჭი საშინლად დაღლილი იყო, მას ყოველი კუნთი სტკიოდა, საოცარი იქნებოდა, რომ ამდგარიყო!
მოადგილემ ისევ ჩაარტყა, ახლა კუდუსუნის ძვალში და შემდეგ ფეხი მაგრად დააჭირა, ახალბედა ცხარე ცრემლით ტიროდა.
ასეთი სანახაობია აქ იშვიათი არ იყო, ამიტომ ინსტრუქტორებს თვალიც კი არ დაუხამხამებიათ.
იუან ცზუნი დადგა ახალბედას წინ და ცივი ხმით უბრძანა:
- ადექი.
ერთმა უბრალოდ წარმოთქმულმა სიტყვამ ისე იმოქმედა, თითქოს მას ცივი იარაღი მიადეს საფეთქელზე, მისი ბრძანება გაიძულებდა შეუპასუხებელად დამორჩილებოდი. ახალბედა ტირილს აგრძელებდა, მაგრამ მან მოიკრიბა მთელი ძალები, რათა ამდგარიყო. შემდეგ იუან ცზუნმა უემოციოდ მიუთითა ადგილზე და ახალბედა კოჭლობით შეუერთდა ჯგუფს, მოიკიდა ბეჭებზე საბურავი, მის სახეზე ოფლის წვეთები წარმოიშვა. იუან ცზუნმა ცივი ხმით გასცა ბრძანება:
- ირბინეთ.
ექვსივე ერთდროულად გაიქცა.
- იუან ცზუნ, იუან ჟუ კაბინეტში გელოდებათ.
იუან ცზუნმა მკაცრად გახედა დამხმარეს, რომელიც მის გვერდით იდგა და ფართე ნაბიჯებით გაემართა კაბინეტისაკენ. როგორც კი იუან ცზუნი თვალს მოეფარა, ინსტრუქტორებმა შესვენება მოიწყვეს, ისინი მიწაზე დასხდნენ, ფეხები გადააჯვარედინეს და ჭორაობა დაიწყეს.
- ამ ბოლო დროს ჩვენი მთავარი ინსტრუქტორი ძალიან დაკავებულია?
- ამბობენ, ის უმცროსი დის პრობლემებით იყო დაკავებული, იუან ჟუს ბიჭი მოეწონა, რომელიც 24 წლისაა და როგორც ჩანს მდიდარი ოჯახიდანაა.
- არ მესმის, ჩვენი ინსტრუქტორი ხომ უკვე 30 წლისაა? პირად ცხოვრებაზე რატომ არ ფიქრობს? მის გარშემო იმდენი ლამაზი პირადიმცველი ქალია, აჰ! როდესაც პლაჭზე გვქონდა ვარჯიში, ყველა მათგანი ბიკინიში იყო, სირბილის დროს მათი მკერდი ზევით-ქვევით დახტოდა, ჩვენმა ინსტრუქტორმა კი არც კი შეიმჩნია.
- მე ყოველთვის ვფიქრობდი ამაზე და მგონი ჩვენს ინსტრუქტორს ცხოვრების გემო არ აქვს.
- ამის დედაც.... ასეთ რამეს როგორ ამბობ?
- თქვენ სხვანაირად გამიგეთ, მე ვიგულისხმე, რომ გულის სიღრმეში იუან ცზუნს სიყვარულის და რომანტიკის შეგნება არ გააჩნია, ამის პირველი მიზეზი კი ისაა, რომ იგი ჰეროიკული პიროვნებაა, მას იმდენი ხანი სიყვარული არ განუცდია, რომ მისი ეს კუნთი ატროფირებულია.
- აუცილებელი არაა ასე იყოს, შესაძლებელია, ურთიერთობებში ის უბრალოდ გვიან აცნობიერებს ყველაფერს! აი რას გეტყვი, ბიძაჩემი 35 წლის იყო და მეორე ნახევარი არ ყავდა, მისი ოჯახი ძალიან ღელავდა, იმასაც კი ფიქრობდნენ, რო გეი იყო, მაგრამ იცი რა მოხდა საბოლოოდ? ერთ დღეს მას ერთი ნახვით შეუყვარდა ჩენი ბიცოლა და იმის შემდეგ მას გვერდიდან არ იშორებს.
გაისმა სასტვენის ხმა და ყველა უცბად წამიხტა.
.................
იუან ჟუ მივიდა, რათა იუან ცზუნისთვის ტვინის გამორეცხვა გაეგრძელებინა.
- ძმაი შენ იცი? სია იაოს ყავს წმინდა მაია, ეს ჩიტი ისეთივე მშვენიერია, როგორც სია იაო.
როგორ შეეძლო იუან ცზუნს ეს არ ცოდნოდა? გუშინ მთელი ღამე ჩიტი ილანძღებოდა ორი საათის განმავლობაში.
- ძმაო, მეც მომწონს ეს ჩიტი, მეც მინდა ვუვლიდე ასეთ ჩიტს, ძმაო წარმოგიდგენია ჩვენ ერთად მოვუვლით ჩიტებს, ეს ხომ ისეთი რომანტიკულია!
იუან ცზუნმა ჩახლეჩილი ხმით იკითხა:
- რისი თქმა გინდა ამით?
იუან ჟუმ გაიღიმა და ჟესტიკულაციით უპასუხა:
- ძმაო დამეხმარე ეს ჩიტის საჭმელი სია იაოს გადავცე, მე სპეციალურად ვეძებდი სპეციალისტს, რომელიც მას აარჩევდა. ეს საჭმელი მაიას ხმას უფრო წკრიალას და სუფთას გახდის. მას შემდეგ რაც დავქორწინდებით, ჩიტი ყოველ დღე იმღერებს ჩვენს სიყვარულზე, ჰა,ჰა,ჰა.
იუან ცზუნმა ერთი სიტყვაც კი არ თქვა ისე აიღო ყუთი. იუან ჟუმ შეამჩნია, რომ იუან ცზუნი სია იაოს უფრო თბილად ეპყრობოდა. როგორც ჩანდა, გულის სიღრმეში მან, მართალია ენთუზიაზმის გარეშე, მაგრამ მაინც მიიღო ის, უმცროსი დის ქმრად. იუან ჟუმ არ იცოდა, რომ იუან ცზუნსაც ყავდა წმინდა მაია, ის ჯერ კიდევ დილით იყო ბაზრობაზე გასული, რათა თვითონაც მსგავსი ეყიდა. ეს ჩიტი სია იაოსაზე ბევრად დიდი იყო, მისი ბუმბულები შავი და ბრწყინვალე იყო, ხოლო ხმა უფრო მაღალი. მან ასევე იყიდა ხმის ჩამწერი, რომ მაიასთვის ლაპარაკი ესწავლებინა. კომპანიაში იუან ჟუს მიერ მიცემული ყუთით დაბრუნების შემდეგ, მან საკუთარი ჩიტი გამოაძღო.
რამდენიმე დღის შემდეგ სია იაომ შეამჩნია, რომ მისი წმინდა მაია მოთენთილი გახდა და მას აღარ მოწონდა მთელი დღე ყვირილი. ასევე მან მადა დაკარგა, ადრე მას უყვარდა სია იაოს მიერ მიცემული მოხალული მიწისთხილი, ახლა კია არც კი ეკარებოდა მას. შესაძლოა ის გადაიღალა, რადგან ეს ბოლო ორი დღე არ გაჩერებულა და სია იაოს მიერ ნასწავლ სალანძღავ სიტყვებს იმეორებდა. ამიტომ სია იაომ გადაწყვიტა ხმის ჩამწერი ერთი დღით გამოერთო, რათა ჩიტს კარგად დაესვენა ყველანაირი ხმაურისგან. მაგრამ საბოლოო ჯამში სიტუაცია არათუ შეუცვალა უკეთესობისკენ, არამედ ბვრად გაუარესდა, წმინდა მაია უფრო და უფრო დათრგუნული ჩანდა.იმ დღეს სია იაო განყოფილებაში ადგილს ვერ პოულობდა ნერვიულობისგან. მას მხოლოდ თავის ჩიტზე შეეძლო ფიქრი. ბოლოს და ბოლოს მან გადაწა დათხოვებოდა მმართველობას და სახლში ადრე წასულიყო. შედეგად მან საძინებლის კარის გაღებაც კი ვერ მოასწრო, რომ მან გაიგონა ჩიტის გალობის სუსტი ხმა, რომელიც ოთახიდან მოდიოდა.
- ნუთუ წმინდა მაია ისევ გამოცოცხლდა?
გულში იმედით, სია იაომ კარი შეაღო,მაგრამ შესვლისთანავე მისი სახე გამწვანდა საშინელი სანახაობისგან. მისი წმინდა მაიას გვერდით კიდევ ერთი ჩიტი იყო, ბევრად უფრო დიდი, რომელიც ხმამაღლა გაიძახოდა.
- არ გავეთრევი! არ გავეთრევი! არ გავეთრევი!
მისი საცოდავი მაია თითქმის ხმაჩახლეჩილი აგრძელებდა პასუხის გაცემას:
- გაეთრიე!........... გაეთრიე!............
ყოველ ჯერზე ეს სიტყვა "გაეთრიე" მისთვის უფრო და უფრო რთული წარმოსათქმელი იყო, იმდენად, რომ სია იაოს გული ასტკივდა. საბოლოო ჯამში მის მაიას აღარ შეეძლო ლაპარაკი, ის არ მოძრაობდა, ის უბრალოდ მოკუნტული იდგა გალიის კუთხეში. ეს დამთრგუნველი სანახაობა იყო. მაგრამ დიდი ჩიტი, რომელიც თავის მდგომარეობს იყენებდა, ყვირილს აგრძელებდა.
სია იაოს თითმის სუნთქვა დაავიწყდა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
Advance Bravely (Shi Bu Ke Dang - 势不可挡) / შეუჩერებელი
Любовные романыხანგრძლივობა : 215 თავი (ძირითადი ისტორია) + 10 თავი (ეპილოგი) ძირითადი წყვილი : იუან ცზუნი-სია იაო დამატებითი წყვილი : პენგ ზე-ლი შენშენი ავტორი : ჩა ჯიდანი აღწერა : ისტორია მოგვითხრობს პოლიციელ სია იაოზე, რომელიც კინოვარსკვლავივით ლამაზია, ის მიე...